საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. საპატრიარქოს ცნობით, პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა ხედვა, რაც საზოგადოებაში შერიგების პროცესთან არის დაკავშირებული. "მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი, სავარაუდოდ, დეკემბერში დაფიქსირდება. როგორც ივანე ჩხაიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია ვაქცინის სამი დოზა. "როდესაც ვლაპარაკობთ დაფიქსირდება თუ არა "ომიკრონი" საქართველოში, ალბათ დაფიქსირდება და სავარაუდოდ, ეს იქნება დეკემბრის თვეში. შესაძლებელია უკვე იყოს კიდეც ქვეყანაში. საფრთხეები გამომდინარეობს გავრცელების სისწრაფიდან. "ომიკრონის" წინააღმდეგ ეფექტურია ბუსტერ დოზა. ქვეყანა ისევ არის მეხუთე ტალღაში და ის მოლოდინი რაც გვაქვს, გულისხმობს შემ...
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებას ეხმაურება. DRI მიიჩნევს რომ, გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება. როგორც DRI აღნიშნავს, გარდაცვალებიდან ხუთი თვის გასვლის შემდეგ, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ლექსო ლაშქარავასთვის 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ფიზიკურ დაზიანებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საბოლოო შედეგები, ასევე, ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ. "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 278 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 3 890 პირი.
სააკაშვილი ციხეში დიდი სტრესის ქვეშ იყო და ძალიან დიდი ტრავმა, წამება გადაიტანა, ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს. - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა. მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. " ახლა აქვს მკვეთრად გამოხატული ე.წ. პოსტ ტრავმული, სტრესული, ნევროლოგიური დარღვევა. ეს არის სპეციფიური დაზიანება, რომელიც ემართებათ ადამიანებს, რომლებმაც გადაიტანეს დიდი ტრავმა, სტრესი. ჩვენ ვიცით, რომ მე-18 დაწესებულებაში ის ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყო და ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა, წამებაც შეიძლება ითქვას. ამ მხრივ მკურნალობა ჩატარებული არ აქვს. ფსიქოთერაპევტი არ არის ჩართული საქმ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 988 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 3 722 პირი.
საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და უნგრეთის იუსტიციის მინისტრმა. ღონისძიება ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული მინისტერიალის პარალელურად გაიმართა, რომელშიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. დღესვე მინისტერიალის ორ სესიაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იუწყება, მათივე ცნობით, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრ...
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული, მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. ეს მინისტერიალის მეორე სესიაა, რომელზედაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მინისტერიალში „დანაშაული და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების როლი ევროპაში" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, იტალიის იუსტიციის მინისტრი მარტა კარტაბია და ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრები მონაწილეობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 4 588 პირი.
ბოლნისში, საპარაშუტო მომზადების სკოლაში პარაშუტის პირველადი მომზადების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასწავლო პროგრამა თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერის კურსდამთავრებულებმა გაიარეს. საპარაშუტე მომზადების კურსი 3-კვირიან სწავლებას მოიცავდა. პროგრამა, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ეტაპებისგან შედგებოდა, მიწისზედა მომზადების, საფრენ აპარატში მოქმედებების, განსაკუთრებული შემთხვევების დროს პარაშუტებით ხტომისა და ჰაერში მოქმედების წესების შესწავლას მოიცავდა. რეინჯერებს თეორიული და პრაქტიკული ტესტებიც ჩაუტარდათ, რომლის დროსაც მათ შეასრულეს ხტომები პარაშუტით, პარაშუტით ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს 31 256 მოქალაქეს აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის "ბუსტერ" დოზა მიღებული. მათივე ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 36.6%, ანუ სულ 1 046 097 ადამიანი. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულების რაოდენობა კი, 1 230 347 ადამიანს უტოლდება. მისი პროცენტული მაჩვენებელი 43.3-ია. დღეისათვის, საქართველოში, სულ 2 308 497 Covid – 19-ის საწინააღმდეგო აცრაა ჩატარებული.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, თუ სინოდალურ კომისიას სასამართლოს უფლებები და სტატუსი აქვს მინიჭებული, მაშინ მას შეეძლო საკითხის განხილვიდან გამომდინარე, აეკრძალა დეკანოზი ილია ჭიღლაძისთვის მღვდელმსახურების უფლება. მისივე თქმით, სინოდმა მიანიჭა თუ არა აღნიშნულ კომისიას სასამართლოს ფუნქცია, უცნობია. „წმინდა სინოდის სხდომაზე როგორც ჩანს, ეს საკითხი იყო დაყენებული და კომისიას დაევალა, ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი და წარუდგინოს სინოდს. თუ კომისია გადაწყვეტილებას გამოიტანს აკრძალვის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ კომისიამ შეითავსა ალბათ, სასამართლოს ფუნქცია...
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საერთო-საარჩევნო კრება დასრულდა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე გახდა. კალათბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, შედეგად ვიქტორ სანიკიძეს თანამდებობა კონკურენციის გარეშე დაუთმო. „გადავწყვიტეთ, მომავალ არჩევნებზე ერთი გუნდით წარვდგეთ და პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ სანიკიძე იქნება", - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
"ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული ახალი წელი გვქონდეს". - NCDC-ს დირექტორი ამირან გამყრელიძე პირველ არხთან ინტერვიუში მოქალქეებს მოუწოდებს. "ახალი წელი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია. ყველას ვუსურვებ პანდემიის დასრულებას 2022 წელს, მაგრამ მაინც ყველა უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მოკრძალებული გვქონდეს ეს დღესასწაული, თავი ავარიდოთ ძალიან დიდი შეკრებებს, ყველგან ვიყოთ პირბადით - იქნება დახურული თუ გარე სივრცე, ყველა შეკრება იქნება თუ ბავშვებისთვის კონცერტი, ადამიანები იყვნენ აცრილი, დაუშვან მხოლოდ მწვანე პასპორტებით და დავიცვათ რეგულაციები." - განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მომღერალი ბუბა კიკაბიძე მივიდა. ცნობისთვის მომღერალი ერთი თვის წინ კიევში იმყოფოებოდა, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ესაუბრა. "„რაზე ვაპირებ საუბარს ეგ „სეკრეტია“. რამდენიმე გადაცემაში ვთქვი, რომ შევხვდი, ვლადიმერ ზელენსკის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ მაგის მოქალაქეა, ჩვენი არ არის", - თქვა ბუბა კიკაბიძემ. ფოტო: მთავარი არხი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 2 234 პირი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი.
ხელვაჩაურში ქმარმა ცოლ-შვილი ნაჯახით მოკლა. შემთხვევა ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში, კერძოდ ჭარნალში დღეს, დილით მოხდა. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლ-შვილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დამატებით დეტალებს "ექსპრესნიუსი" შსს-სთან ამ წუთებში არკვევს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 4 145 პირი.
5-6 ივლისი იყო მედიაზე ძალადობის კულმინაციის დღე, ეს იყო დღე როდესაც ქვეყანამ დაიწყო უკან ნაბიჯების გადადგმა ადამიანთა უფლებების კუთხით. - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5-6 ივლისის შემდეგ ხელისუფლების და საგამოძიებო უწყებების ქმედებებს. ამასთან იურისტთა ასოციაციამ მოამზადა კვლევა, რომელიც საგამოძიებო ორგანიზაციებისთვის იქნება ე.წ კონსპექტი, 5-6 ივლისის მოვლენების, თუ როგორ იგეგმებოდა ძალადობრივი ფაქტები. "შევეხებით 5-6 ივლისის მოვლენებს. დღეს რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უახლესი ისტორიისთვის იყო უმძიმესი დღე და ხელისუფლებისთვის იყო უდიდესი სირცხვილი. ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო და ვერ გაატარა სათანადო ზომები იმისთვის რომ დაეცვა, როგორც ჟუ...