სინოპტიკოსების პროგნოზით, 22-24 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
კომპანია "ალმა" ამირან გამყრელიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ვაქცინაციის კამპანიისთვის სივრცეს უსასყიდლოდ თმობდნენ და მისი ბრალდება "სამწუხარო და უსაფუძვლოა". "მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმამ“ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე. დამატებით აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ რაც, რამოდენიმე დღის წინ, მოხდა ვაქცინაციის მოწოდების ვიზუალის სულ 3 (სამ...
27 სექტემბერიდან სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ. ასევე, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან პაემანზე, მხოლოდ სრულად აცრილი პირები დაიშვებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის, მსჯავრდებულების 80% სრულად ვაქცინირებულია. "სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 2243 გამოჯანმრთელდა.
საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება მათი სატელეფონო საუბრები, - აღნიშნულის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელშია გავრცელებული. როგორც წერილშია ნათქვამი, მოსმენის პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ჩათული არიან მსგასვი ტიპის სერვისებში, რადგან ხელს უშლის უსაფრთხოებისა და პირადი მონაცემების დაცვას. „საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შე...
"ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს"-, თამარ გაბუნია ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებზე, სიძულვილის ენის შემცველ ბანერების გადაკვირს ფაქტს ეხმაურება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, „ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, გნებავთ იყოს ეს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 3534 გამოჯანმრთელდა.
ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი კორონავირუსით გარდაიცვალა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი 62 წლის იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სასულიერო პირები ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით მეუფემ სერგიმ ოპერაცია რამდენიმე კვირის წინ გაიკეთა, პოსტოპერაციულ პერიოდში კი კორონავირუსით დაინფიცირდა. ნეკრესელი მიტროპოლიტი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობდა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, პირადი გადაწყვეტილებით, 6 სასულიერო პირი მონაზონთა და სასულიერო პირთა დასიდან განკვეთა. მეუფე სტეფანემ მათ საეკლესიო სამოსის ტარება აუკრძალა. ეპისკოპოსი განყენებული სასულიერო პირებს ბრალს ამბოხებაში სდებს და მოითხოვს, რომ სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დღესვე დატოვონ. ცნობისთვის, აღნიშნული სასულიერო პირები ის ადამიანები არიან, რომლებიც მხარს პეტრე ცაავას უჭერენ და მეუფე სტეფანესთან ბოლო რამდენიმე თვეა დაპირისპირებაში იყვნენ.
ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში მისი ძმის მკვლელობის საქმეს ეხმიანება. მისი თქმით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში აღმოაჩინა დოკუმეტნი, სადაც წერია, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის მოწმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. "სუსის ფაილებში მივაკვლიე ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. მოგეხსენებათ, ჩემი ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა მოხდა შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა სტრუქტურა ჩვენს ოჯახს დაუპირისპირდა. თავიდანვე დაიწყო საქმის გაყალბება. ყველა მექანიზმი ჩართეს ფაბრიკაციისთვის. საქმე ყალბდებოდა პირველივე საათებიდან. იმავე დღეებში გამოჩნდნენ ,"მოწმეები", რომლებიც გამოძიებას...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 1 954 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 997 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 52 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 1 232 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 228 მილიონს გადააჭარბა, – ინფორმაციას შესაბამისი პლატფორმა worldmatters-ი აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 4.69 მილიონს აჭარბებს, ამასთანავე, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 205 მილიონს აღემატება. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას ინდოეთი მოსდევს. მესამე ადგილს ბრაზილია იკავებს, რომელსაც გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოსდევენ.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის" მიმართ პოლიტიკური გაერთიანებების „ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები დააკმაყოფილა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" დარღვევისთვის მაუწყებელს ორი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. „ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამა ტელეკომპანიამ ეთერში სიძულვილის ენის ტირაჟირების მიზეზით არ განათავსა. „ტელეიმედი" აღნიშნავს, რომ წარდგენილი ვიდეო-რგოლი შეიცავს შეურაცხყოფისა და დაცინვის შემცველ ტექსტს, მისი შინაარსი კი არაეთიკური და არაკეთილსინდისიერია, რაც წარმოადგენს არასათანადო რეკლამას, რომლის განთავსებაც „მაუწყებლობის ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 2 192 პირი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში 19 148 ტესტი ჩატარდა.
ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის სერიალის ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეთ ჰარმონის წარმატებას ადარებენ, კერძოდ, როდესაც ეპიზოდში პერსონაჟი ბეთ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ჰარმონის] შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში... აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან.” გაფრინდაშვილის 25-გვერდიან სარჩელში ნათქვამია: „ბ...
„ტვ პირველში“ პროკურატურა შევიდა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია თავად ავრცელებს. მათივე ცნობით, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ტელევიზიაში იმის დასადგენად მივიდნენ, თუ როდის და ვის მიერ იქნა გამოგზავნილი ბმული, სადდაც სუს-ის საიდუმლო ფაილები იყო ატვირთული. ამასთანავე, ტელეკომპანიის ცნობით, ისინი დათანხმდნენ უწყებას ეჩვენებინათ, როდის და საიდან შევიდა შეტყობინება ტელევიზიის ოფიციაურ „ფეისბუქ“ გვერდზე.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 14:19 საათზე, სოფელ სამებასთან 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ქარელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, სადაც ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორი ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა. კოალიცია მომხდარ შემთხვევას მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. "გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში აბლოთიამ მენჯ-ბარძაყისა და ნეკნის მოტეხილობა მიიღო და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე, გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანებ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 176 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 2 838 პირი გამოჯანმრთელდა. გუშინ საქართველოში 25 150 ტესტი ჩატარდა.