EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანები გენერალურის დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: "ჯორჯიან ვინგსი" და "ჯორჯიან ეარვეისი" შეასრულებენ. "...
8 ივლისიდან საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი (ToT). სწავლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის გადაამზადოს პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლო პროექტი წელს პირველად განსხვავებული კონცეფციით ჩატარდება. საარჩევნო ტე...
საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით - „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია და მისი მართვა“ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრაზე კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კარენ აჰუეს ეჩევერია, საერთაშორისო ექსპერტის რანგში, იყო მიწვეული. კარენ აჰუეს ეჩევერიამ მონაწილეებს საკუთარი ექსპერტული ცოდნა და რეკომენდაციები ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე გააცნო, როგორიც არის დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების ეფექტური მექანიზმები. როგორც მან შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, დეზინფორმაცია 21-ე...
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდის ცნობით, ევრო 2024-ზე, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიყიდება. ბილეთების შეძენას გულშემატკივარი უეფას სპეციალურ პორტალზე შეძლებს. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის ყიდვის უფლება ექნება, ხოლო ფასები 30 დან 200 ევრომდეა. საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში 30 ივნისს ჩატარდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს. მმართველი პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. მათივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს. "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის საფეხბურთო ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს და ქართველ ქომაგებს ამ ისტორიული და საოცნებო გამარჯვებისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსი დროებით დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. "გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლესში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში. გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, რომელთაც უნდა განახორციელონ აღნიშნული სამუშაოები გადაწყდა, რომ 2 ივლისიდან 15 აგვისტომდე, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის, დროებით დაიკეტოს გელათის ...
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან გამართა. ანგარიში საქართველოს ნაკრების თავმდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე წუთზე გახსნა. ეროვნულ ნაკრებს მეორე გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მოპოვებული გამარჯვებით EURO 2024-ის მერვედფინალში ითამაშებს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან, სოფელი ბაჯისხევი იყო.
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია, საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. "ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვ...
ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი - „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და გამართვა თანამედროვე სისტემების გამოყენებითაა შესაძლებელი. დიზელის ძრავის საწვავის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბენზინზე მომუშავე ძრავისგან და მასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მდგრადია. სწორედ ამიტომ, წელიწადში ორჯერ, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, საწვავის სისტემის დიაგნოსტირება აუცილებელია. ზაფხულში დიზელის ძრავა საკმაოდ მაღალ წნევაზე მუშაობს, ამიტომ საწვავის გაჟონვისა და აალების საფრთხის თავიდან ასარი...
ახმეტის მუნიციპალიტეტში ქარიშხალმა ალავერდის ტაძრის სახურავი, ავტომანქანები და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანა მომხდართან დაკავშირებით კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. "ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა", - წერია განცხადებაში.
კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც კანონმდებლებს 2023 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. იოსელიანის თქმით, პრობლემურია საქართველოს პარლამენტში მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის ამოქმედებული სპეციალური წესები, რომლებიც აკრედიტებულ ჟურნალისტს საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვეტას ავალდებულებს...
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა. „სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა&ld...
საგანგაშოა ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობების შემთხვევების სიმრავლე,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც კანონმდებლებს 2023 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ძალადობის თავიდან აცილების, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მიმართულებით არაერთი გამოწვევა რჩება. "14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობა ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს. სამწუხაროდ, მიუხედავად მნიშვნელოვანი წინსვლისა, არაერთი გამოწვევა რჩება ძალადობის თავიდ...
"ლიბერთი", რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან" ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დღეიდან, "ლიბერთის" მომხმარებლები, სამოგზაურო დაზღვევით "ლიბერთის" ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში ისარგებლებენ. სამოგზაურო დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, არამედ ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და ფრენის გადადება. მომხმარებლებს, მოგზაურობის დროს დახმარებას 24/7-ზე საერთაშორისო ასისტანსი გაუწევს. "მოხარულ...
ბაზისბანკთან პარტნიორობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი რეგიონული მასშტაბის ღონისძიება გაიმართა. ტრადიციულად, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მასობრივი ოლიმპიური გარბენით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის და ქუთაისის ახალგაზრდებმა. გამარჯვებულებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები, ასევე სპეციალური მაისურები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში, ღონისძიებაზე მაყურებალმა იხილა ოლიმპიური მოძრაობის მოხალისეების, ტყიბულის საჯარო სკოლების მოსწავლეთა, ქორეოგრაფიული ანსამბლ „დავითიანის“ და ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ წ...
ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა. ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსაკუთრებით მოქმედებს. მაგალითად, აკუმულატორი ტემპერატურის ცვლილების მიმართ სენსიტიურობით გამოირჩევა. ხშირ შემთხვევაში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს მასში მიმდინარე ქიმიურ პროცესებსა და სამუშაო რესურსზე. ამისათვის დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ძრავის გაგრილებასა და საცხებ-საპოხ მასალასაც, ვინაიდან ზაფხულში მათზე კიდევ უფრო მეტი დატვირთვა მოდის. სეზონისთვის შეუსაბამო ნაწილები მაღალი ტემპერატურის გამო ხშირ შემთხვევაში ზიანდება. ასეთია, მაგალითად, საბურავი. ამისთვის კ...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცესკოს ცნობით, შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზი გაუსვა ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრატორებისთვის მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნე...
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. როგორც იოსელიანი აღნიშნავს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით „არანაირი საუბარი არ ყოფილა". „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი კომპეტე...
იმის შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს, სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოში დახვდნენ ე.წ. ტიტუშკები - სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გვერდი "სოფელი ზოდი" ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნიკო გაფრინდაშვილს ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული და ამასთან ერთად, გავრცელებულ ფოტოებში ჩანს სახის, ხელის და ყელის მიდამოებში მიყენებული დაზიანებები. "იმის შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია "ჯორჯიან მანგანეზის"...