გზების დეპარტამენტი - რიკოთზე ავ...

რიკოთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობა სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება. "ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მოძრაობა დაწესებული სპეციალური რეჟიმის მიხედვით განხორციელდება",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. ცნობისთვის, რიკოთზე მოძრაობა ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოსული მიწის შვავის გამო დღეს დილით შეიზღუდა.

ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე მი...

ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა მიწის  შვავმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169-ე კმ-ზე (რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა, ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი  სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს საავტომობილო მოძრაობა",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბუ...

საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრა პორტუგალიის წინააღმდეგ ანგარიშით 2-0 მოიგო. ევროპის ვიცე-ჩემპიონ პორტუგალიასთან ანგარიში 37-ე წუთზე გიორგი გაგუამ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი მასპინძელთა უპირატესობა საბა საზონოვმა გაზარდა.  ამავე ჯგუფში ნიდერლანდებისა და ბელგიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ლიდერის პოზიცია 3 ქულით დაიკავა.

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მო...

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 3 დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა კედელს შეჯაახა და შემდეგ აფეთქდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„ხვალიდან ჭიათურელი დედებიც შეუე...

ხვალიდან ჭიათურელი მოშიმშილეების დედებიც შეუერთდებიან შვილების პროტესტს და ისინიც დაიწყებენ შიმშილობას. ამის შესახებ ერთ-ერთმა მაღაროელმა საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მაღაროელების მთავარი მოთხოვნები უცვლელია : ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება; სადაზღვევო კომპანიის შეცვლა; საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა; ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება. როგორც მაღაროელები აცხადებენ მათი შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, სანამ სამართლიანი მოთხოვნები არ შესრუ...

ლომჯარია - მაღაროელებს ღირსეული ...

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მაღაროელებს ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები უნდა ჰქონდეთ. "მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები! და საერთოდ, ჭიათურა ერთ-ერთი უმდიდრესი რაიონი უნდა იყოს და სიღარიბეში არ უნდა ცხოვრობდეს!", - წერს ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო.  მაღაროელების მოთხოვნებია : ...

ლაზარე გრიგორიადისის მამამ თვალი...

"უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა პირი და თვალი ამოიკერა.  როგორც ბექა გრიგორიადისი აღნიშნავს, ის გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს და განაგრძობს ბრძოლას მისი შვილის, ლაზარე გრიგორიადისის თავისუფლებისთვის. ამ წუთებში პარლამენტის უკან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია იმართება. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა. 1-ელ მაისს, სასამართლომ  გრიგორიადი...

თბილისში, სამი არასრულწლოვანი ტა...

ორშაბათს , 19 ივნისს გია აბესაძის ქუჩაზე  სამი არასრულწლოვანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დაზარალებული მამაკაცი ტაილანდური მასაჟისა და რესტორნის მფლობელია. "ორშაბათს , 19 ივნისს გია აბესაძის ქუჩაზე სამი არასრულწლივანი ახალგაზრდა თავს დაესხა მოხუც ტაილანდელ კაცს და ფიზიკურად გაუსწორდნენ , კაცი იყო ტაილანდური მასაჟის და რესტორნის მფლობელი , ყველანაირი კონფლიქტის გარეშე დაელაპარაკნენ თუმცა ერთ ერთმა არასრულწლოვანმა ტაილანდელ მამაკაცს დაარტყა რის შედეგადაც დავარდა და სისხლი სდიოდა ცხვირიდან ,პირიდან და ნიკაპიდან , დაკა...

მეზობელი მამა-შვილს სახლში შეუვა...

სოციალურ ქსელში მოქალაქე ქრისტი მიქელაძე ჰყვება, რომ 18 ივნისს ღამით მეზობელი, რომან გიკაშვილი მას და მის მამას სახლში შეუვარდა და მათ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდა. როგორც ქრისტი მიქელაძე აღნიშნავს, მამამისს, აბესალომ მიქელაძეს 30ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში, ხოლო თავად 4 ჭრილობა და ამასთან ერთად აღნიშნავს, რომ მეზობელმა მისი, როგორც მოწმის მოკვლაც სცადა.  როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თავდამსხმელი ცხელ კვალზე დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. "მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18ივნისს შუაღამისას როდესაც ვბანაობდ...

კულტურის სამინისტრო კინოცენტრზე ...

საქართველოს კულტურის სამინისტრო კინოცენტრთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კულტურის სამინისტროს კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, "სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროცესებმა "კამპანიური ხასიათი მიიღო", რაც საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას ემსახურება. "გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა თუ სოციალურ ქსელში ბოლო დღეების მანძილზე სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრი) გარშემო ატეხილ სრულიად უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელმაც კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლ...

გაფიცული ჭიათურელი მაღაროელები „...

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა მე-15 დღეა გრძელდება. ამ წუთებში ჭიათურელი მაღაროელები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას მართავენ. მსვლელობის შემდეგ, ისინი კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდებიან, სადაც საპროტესტო აქცია 18:00 საათზე განახლდება. მაღაროელების მთავარი მოთხოვნები უცვლელია : ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება; სადაზღვევო კომპანიის შეცვლა; საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა; ქალაქის ეკოლოგი...

„ლიბერთი“ განათლებისთვის, განათლ...

2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გამარჯვებულს, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის" ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ოქროს სპონსორი, "ლიბერთი ბანკი" დააჯილდოვებს.   "ლიბერთი",  მეშვიდე წელია, რაც ყოველწლიურად აჯილდოვებს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" გამარჯვებული საუკეთესო მასწავლებლების ათეულ...

ომბუდსმენი - ვრცელდება ინფორმაცი...

მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე,- ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ლევან ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. იოსელიანს თქმით, მომხდარი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. "ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც  განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს  განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას,...

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით,...

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა "მთავარ არხს" განუცხადა, ლექციიდან გამოსულს ახალგაზრდა კაცმა შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხები ესროლა. ბერძენიშვილის თქმით, შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა. "თავდამსხმელს არ ვიცნობ. მე გამოვედი ლექციიდან, ვაპირებდი წასვლას მეორე ლექციაზე სხვა უნივერსიტეტი. ახალგაზრდა კაცი იყო, დაიწყო გამოსვლა - მოღალატე, ერეკლე, რა თქმა უნდა, მერე დედის გინება. მე არ ვჩერდებოდი, მაგრამ მოქალაქე მეუბნება, რომ უნდა გავჩერდე, უნდა მოვუსმინო ერეკლეს მცველს. უნდა გითხრათ, რომ ლექსიკის მიხედვით და ა.შ. ძალიან მოუმზადებელი კადრი იყო. მერე კვერცხიც აღმოაჩნდ...

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ორი ავ...

თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარის შედეგად არიან დაშავებულები. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ინტერექსპრენიუსს" განუცხადა, მომხდარზე სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მაღაროელებმა პარლამენტის წინ კა...

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები პარლამენტის შენობასთან კარვებს შლიან და არ აპირებენ დაშლას იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა მე-14 დღეა გრძელდება. მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია: ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება; სადაზღვევო კომპანიის შეცვლა; საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა; ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება. ადგილზე მყოფი მაღაროელები აცხადებენ, რომ მათი პროტესტი პარლამენტთან ხვალ, 20 ივნისს, 18:00 საათზე გა...

საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კ...

2023 წლის 18 ივნისს, საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა.  „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეათედ გაიმართა. 2023 წლის საკონკურსო თემა გახლდათ ,,წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერ გმირი და შენი მისია არის,  მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  გახადო  ყველა გზა უსაფრთხო ბავშ...

ქაცარავა - ბოლო რამდენიმე კვირის...

ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები, რომლებიც უახლოვდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ განაცხადა. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, ოკუპანტები აქტიურობენ და "დიდი ალბათობით ემზადებიან ახალი ტერიტორიების მისატაცებლად". "ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღმოვაჩინეთ ახმაჯის ბაზის მიმდებარედ ოკუპანტების მიერ დანაღმული ტერიტორიები, რომლებიც უახლოვდება ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიას.ოკუპანტები აქტიურობენ, არ ჩერდებიან და დიდი ალბათობით ემზადებიან ახალი ტერიტორიების მისატაცებლად. აშკარად მომატებულია გატაცებების რაოდ...

მოძღვარი მარნეულისა და ჰუჯაბის ე...

ზუსტად იმ სარწმუნოებას არცხვენენ, რომელსაც თითქოს ემსახურებიან, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ფერისცვალების ტაძრის მოძღვარი რამინ თარაშვილი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის, რომელმაც 17 ივნისს "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერზე, ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაამართლა და თავდამსხმელს მხარი დაუჭირა. როგორც რამინ თარაშვილი "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნავს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებები ღიად წალადობის წახალისებაა. "ეს არის ღიად და ცალსახად ძალადობის წახალისება. როგორ შეიძლება სასულიერო პირმა რაიმე სახის ძალადობა წაახალისო და თქვა, რომ აი დიახაც, პასუხგაუცემელი არ დარჩებოდა და პასუხგაუცემელი ვისგან არ დარჩებოდა კანონისგან, სამართლისგან თუ უბრ...

75 არასამთავრობო ორგანიზაცია - დ...

75 არასამთავრობო ორგანიზაცია დღევანდელ თავდასხმებს, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და "გირჩი - მეტი თავისუფლების" საკითხს ეხება ერთიანი განცხადებით ეხმაურებიან. როგორც არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია, რომელიც არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. „2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ გამარ...