ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს ...

ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას, ჩვენი არჩევანია - ევროპა! - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ინტელექტუალური გადაცემა „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეები ავრცელებენ. ერთობლივ განცხადებას, რომელსაც ხელს 390 მოთამაშე აწერს, ნათქვამია, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. „ჩვენ, „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ ე.წ. „უც...

შსს - აქციის მონაწილეთა ძალადობრ...

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა რამდენიმე სამართალდამცველი, დაზიანდა საპოლიციო ტექნიკა და აღჭურვილობა, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება განცხადებაში უთითებს, რომ აქციაზე შეკრებილების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამინისტროს მოსამსახურეებზე ძალადობის ფაქტებს, მათ შორის სამართალდამცველთა მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლას. "თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მთელი დღის განმავლობაში, პოლიცია მობილიზებული იყო პარლა...

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს...

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.  სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, კანონისმიერ ჩარჩოებს არ გასცდნენ. "საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას და განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგ...

პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე...

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთებში "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის მანქანის გამოყენება დაიწყეს.  ადგილზე სპეცრაზმის მანქანებისა და სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოსთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალების წარმომადგენლები და მოქალაქეები არიან შეკრებილი.  "უცხოური აგენტების შესახებ" "ხალხის ძალის" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათის ნაცვლად, დღეს დაიწყო. ცნობისთვის,...

დინამო თბილისის განცხადება - მხა...

ჩვენი კლუბი, დინამოს დიდი ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის. ასე გამოეხმაურა საფეხბურთო კლუბი "დინამო თბილისი", "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ აგენტების შესახებ კანონპროექტს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანას სჭირდება განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. განცხადებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას. "დინამო თბილისი, როგორ...

ქართველი კალათბურთელი სანდრო მამ...

ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „სან ანტონიო სპერსში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციაც თავად საკალთბურთო კლუბი ავრცელებს. სანდრო მამუკელაშვილი გუნდში 54 ნომრიანი მაისურით იასპარაზებს. მამუკელაშვილმა „მილუოკი ბაქსი“ რამდენიმე დღის წინ დატოვა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება "სან ანტონიოში", სანდრო!", - წერს კლუბი.

ალასანია სააკაშვილზე - საერთოდ ა...

საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, გეგმებზე არ გვილაპარაკია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. "საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, საერთოდ არ ფიქრობს. ფიქრობს, რომ მსოფლიომ და პირველ რიგში, ქართველებმა არ დაუშვან ასეთი ადამიანის სიკვდილი. გეგმებზე არ გვილაპარაკია. მოსალოდნელი იყო, რაც მოხდა. არავითარი ილუზია არ მაქვს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით... ცუდად არის, მომაკვდავ მდგომარეობაშია. მეტყველება აღდგენილი აქვს ასე თუ ისე, მაგრამ რა დროს წაერთმევა, არ ვიცი. საკვებს რაც შეეხება, ყველაფე...

ალასანია სააკაშვილზე - ჰქონდა კრ...

ჰქონდა კრიზი და მეტყველება წაერთვა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.  როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ მეტყველებდა. "ადამიანს ჰქონდა კრიზი გუშინ საღამოს. მეტყველება წაერთვა საერთოდ, რომ თენდებოდა, მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა. ასეთია მისი მდგომარეობა. საჭმლის დანახვა არ უნდა საერთოდ. ყველაფერი უკანკალებს. ცუდად არის ადამიანი. ვერ მეტყველებდა მთელი ნახევარი დღე, ფაქტობრივად", - განაცხადა ალასანიამ.

ბაზისბანკის მხარდაჭერით, პალმ აპ...

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ჩათულობითა და პალმ აპარტამენტთან თანამშრომლობით, ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 1.2 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 305,000 აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა მოიცავს 2,950 კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს პარკინგით, ღია აუზითა და რესტორნით, ასევე კომერციული და საოფისე ფართებით.  „მოხარული ვართ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, მრავალ...

„ლიბერთის“ ახალი საგაზაფხულო აქც...

1 მარტიდან ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის საგაზაფხულო აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე,  სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. "ლიბერთის" ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს – შესაბამისად, გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს აძლევს მაქსიმალურად ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის საშუალებას. აღსანიშნავია, რომ ბიზნეს და აგრო სესხების აღება შესაძლებელია როგორც ბიზნესის გაზრდისა და მეურნეობის განვითარებისთვის, ასევე პირადი მიზნებისთვისაც &ndash...

ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობ...

ევროკავშირმა „სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის ევროპული სისტემის“ (ETIAS) ამოქმედება 2024 წლისთვის გადაიდო. სისტემა, რომელიც შენგენის ზონასა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ, 2023 წლის ნოემბერში უნდა ამოქმედებულიყო.  აღნიშნული სისტემის ამოქმედების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, გამგზავრების წინ ელექტრონული ანკეტა უნდა შეავსონ, რომელსაც სისტემა დაამუშავებს და მოგზაური ავტორიზაციას ელექტრონული ფოსტით მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ახალი სისტემა შეეხება 60-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ ჩადიოდნენ. ...

„ფარმადეპოში“ საგაზაფხულო აქციებ...

სააფთიაქო ქსელ „ფარმადეპოში“ საგაზაფხულო აქციები დაიწყო. 8 მარტის ჩათვლით, შეგიძლიათ ისარგებლეთ 50%-იანი ფასდაკლებით კოსმეტიკის რჩეულ ბრენდებზე. „ფარმადეპო“ გილოცავთ ყველაზე ფერადი, სურნელოვანი და ლამაზი გაზაფხულის დადგომას!  შეხვდი ახალ სეზონს განახლებული პროდუქტებით, გვეწვიეთ აფთიაქში, ან ისარგებლეთ აპლიკაციით -  https://onelink.to/qpufbx

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხეთერელის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა მუდმივ კომუნიკაციას ცხელი ხაზის მეშვეობით. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. "ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (I...

საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დროები...

თბილისის მეტროსადგურში საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია. "ექსპრესნიუსი" დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, სადაც განუცხადეს, რომ მ.ს "ვაჟა-ფშაველაზე" მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა, სწორედ ეს გახდა მეტროს შეფერხების მიზეზი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური, მეტროს მუშაობა სიტუაციის განმუხტვისთანავე განახლდება.

დედა სიდონია „უცხოური აგენტების“...

პატრიარქო თუ თქვენი არჩევანი შეგნებულად არ არის რუსეთი, რომელმაც უთვალავჯერ უღალატა ჩვენს სამშობლოს... განა არ გიღირთ სიცოცხლის ბოლო წლები იმ თავგანწირვად, რომ სამშობლოსთვის და დამოუკიდებლობისთვის, თქვენ გეყოთ გამბედაობა და მიმართოთ ერს, რომ ეს არის ძალიან საშიში კანონი, მხოლოდ თქვენ დაგიჯერებნ პატრიარქო მხოლოდ თქვენ და არავის სხვას, - ასე გამოეხმაურა დედა სიდონია "უცხოური აგენტების" შესახებ კანონმდებლობას. დედა სიდონიას თქმით, მოცემული კანონმდებლობა სამშობლოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას დააკარგვინებს, აქედან გამომდინარე ყველა ეპისკოპოსს და მღვდელს მოუწოდებს, რომ არ შეიკეტნონ საკუთარ კეთილდღეობაში და იბრძოლონ ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ლოცვით არამედ საქმით. &quo...

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინი...

ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ცეცხლი დამხმარე ნაგებობაში ე.წ. საქვაბეს გაუჩნდა.  მედიის ინფორმაციით,  აფეთქების შედეგად ორ თანამშრომელს ზედაპირული დაზიანებები აქვს მიღებული, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილი.  შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.   შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

ბაზისბანკმა, რა სად როდის ზამთრი...

ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა გრძელდება და ბანკი უკვე მე-11 წელია ტელემაყურებელთა ინტერესების ერთგული დამცველია, რომლის განმავლობაშიც ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ჰყავს დაჯილდოებული. ყველაზე აზარტული სატელევიზიო შოუს ზამთრის სერია დასრულდა, რომლის დრამატულ და საინტერესო ფინალშიც, ტელემაყურებლების წინააღმდეგ ოთარ საბაშვილის ექვსეულმა ითამაშა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, საბოლოოდ კი, ტელემაყურებლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და საბაშვილის ექვსეული ანგარიშით 6:5 დაამარცხეს. ზამთრის სერიის საუკეთესო ტელემაყურებელი და ბროლის ბუს მფლობელი მარიამ საღარაძე გახდა, შეკითხვისთვის გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. მარიამს,...

შენი უგუნური გადაწყვეტილებების ს...

გამოდიან ღრმადპატივცემულ ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას ხომ? - შენ რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა გექნება ჩემი მისამართით, ჩემგანაც წამოვა შესაბამისი რაღაცა, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა მიტევების მსახურების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, ევროპარლამენტარებს "აღარ უნდა უკვირდეთ", რომ მათი "უგუნური გადაწყვეტილებების საპასუხოდ", ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ. "დღევანდელ მსოფლიოში, რადგან ჭეშმარიტებას ვერსად ვერ ვხედავ, ჩემი ერის სადარაჯოზე დავრჩები ყოველთვის. ჩემი ერი ჩემთვის ყველაზე საყვარელია და გარედან ვინც რა უნდა მითხრას, მივიღებ იმისგან, ვინც ჩვენზე ძალიან ცდი...

ალასანია სააკაშვილზე - სულ ტკივი...

სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილს მაღალი წნევა, არითმია და სიცხე ჰქონდა. "სულ ტკივილგამაყუჩებელზეა, კუნთები საერთოდ შეეჭამა, სულ მაღალი წნევა, არითმია და სიცხე აქვს. ხელის დადებით აღენიშნებოდა სიცხე, ისე აღარც მიკითხავს, იმდენად ცუდად იყო, რაღა უნდა მეკითხა, არ ვიცოდი", - განაცხადა გიული ალასანიამ.

პარლამენტთან უკრაინის სოლიდარობი...

„ეს არის საქართველო - დიდება გმირებს“  - საქართველოს პარლამენტთან უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია იწყება.  ადგილზე შეკრებილი არიან საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.  აქციას მეტროსადგურ "რუსთაველიდან" მსვლელობით შეუერთდნენ თბილისში მცხოვრები უკრაინელები. აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია მოძრაობა.  ერთი წლის წინ - 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუ...