მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C-36◦C მიაღწიოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში - 35◦C-37◦C-ს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C-36◦C, მაღალმთაში 26◦C-31◦C-მდე მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხე...
ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა შეურაცხყოფა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები, - ასე გამოეხმაურა შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. ჯელაძე ვარაუდობს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ სურს, გასაჯაროვდეს ის ინფორმაცია, რაც შოვში ხდებოდა. "ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველდღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა. ყველაფერი, თურმე, რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე, ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვ...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ. "ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანია PSP კვლავ აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ ნახევარი მილიონი ლარის 81000 კოლოფი 52 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატი ერიუსი, რომელიც სხავდასხვა მიზეზების გამო საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში დეფიციტში იყო. მეორე წელია, ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ იაფ მედიკამენტს სთავაზობს. „2022 წლის თებერვალში თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმის...
არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის შეფასებით, "უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები". "სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი იმაზე, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი... მე ვერ გეტყვით ამაზე, ამ ფოტოზე. ერთი, რომ რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი იმიტომ, რო...
ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირე თეორიული შანსი, აქ ვართ, ვმუშაობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გასაკეთებელია ადამიანისა და ტექნიკის შესაძლებლობების ფარგლებში,- ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა შოვში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სტიქიის ეპიცენტრის ძირითადი ნაწილი გადამუშავებულია და შესამოწმებელია, დაახლოებით, 25-26%. "ინტენსიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. გუშინ, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა ოპერატიული თათბირი - მინისტრი ატარებდა თათბირს. ამ დილითაც გაგრძელდა თათბირი, სადაც მივიღეთ მინისტრისგან დავალებები, თუ რა კონკრეტუ...
არის უამრავი სპეკულაცია, რომ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მეტი ადამიანის გადარჩენა, რაც არის უბრალოდ ძალიან მძიმე სპეკულაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად აღნიშნა, შოვში დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი იყო. "ვისაც უნახავს ადგილზე ის ლოკაცია, სადაც მოხდა სტიქია, ვინც ადგილზე გაეცნო ვითარებას, ყველა აბსოლუტურად დამეთანხმება, რომ იქ დამატებითი რესურსის გამოყენების შემთხვევაში, მეტი ადამიანის გადარჩენა იყ...
მარნეული-სადახლოს გზაზე სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. აღნიშნული "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მიკროავტობუსი ელექტრო გადამცემ ბოძს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მგზავრები არ დაშავებულან.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, განვითარებულ ქვათაცვენის ფაქტს გამოეხმაურა. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდინარე ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები, რომლებიც ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის. "ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები ...
შოვში, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენა დაფიქსირდა და ცუდი ხილვადობის გამო სამუშაოები შეწყდა, დღეს დილით კი განახლდა, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. სტიქიის ზონაში კლდოვანი მასის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა. "24 ადამიანია ამოყვანილი და ვეძებთ 9 დაკარგულ პიროვნებას. ამას გარდა, გაიზარდა, რა თქმა უნდა, არეალი, სამძებრო სამუშაოების. დილიდან კვლავ განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობა. გუშინ, გვიან ღამით დაფიქსირდა მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი. ეს დამახასიათებელია, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთი დიდი მასშტაბის სტიქიების შემდგომ...
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღან შოვში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. ერდოღანმა მისი და თურქი ხალხის სახელით ღრმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა. "დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ. ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს", - ამბობს ერდოღანი. შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველები 9 ადამიანს ისევ ეძებენ.
სტიქიის ზონაში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროის მდგომარეობით 24 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, ხოლო 9 ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. ამასთან ერთად მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით გადამოწმებულია დამეწყრილი ტერიტორიის 40%. „აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, როგორც ცოცხალი ძალით, ასევე მძიმე ტექნიკით და მცურავი საშუალებებით - ნავებით მდინარეზე. დღეს მოხერხდა 3 ცხედრის ნახვა მდინარის კ...
10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთის პროექტში ჩართული 10 კომპანიიდან, არც ერთი არ იმყოფება საფინანსო ინსტიტუტების შავ სიაში, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. როგორც ქარსელაძე აღნიშნავს, ყველა ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე და ტყუილი. „შეუძლებელია, პროცედურების დაცვით, როგორც წარიმართა რიკოთი და ნებისმიერი სხვა ჩვენი მასშტაბური პროექტი, რომ ამ პირობებში სანქცირებულ შავ სიაში მყოფ კომპანიას გაემარჯვა და მასთან გაფორმებულიყო ხელშეკრულება, ასეთი რამ არ არსებობს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ესენი არიან სანქცირებული კომპანიები და უადგილო განცხადებები, რომ საქართველოს მთავრო...
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ. "დღეს აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული ოპერაცია", - განაცხადა ქარსელაძემ.
11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე მაღალი ტემპერატურის ფონზე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ელჭექისა და სეტყვის შესახებაც აფრთხილებს. "მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა რამდენიმე. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტი", რომელმაც "ლაგუნა ვერე" შეისყიდა განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებას „ფორმულა“ ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის დაბრუნება. "დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად. კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექ...
მე იქ ვიყავი და ვერ დავინახეთ ჩვენ, რომ რამე წინაპირობა ყოფილიყო მეწყრის,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მინისტრმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მომხდართაან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად უნდა ჩატარდეს. "რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება ეხება ქვეყნის ტრაგედიას, ეს დღე იქცა ქვეყნის ტრაგედიად, რომელიც ისტორიას დაამახსოვრდება და რა თქმა უნდა, ყველა პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ობიექტურად. ეს ცალსახაა. რაც შეეხება წინაპირობას, მე იქ ეს შეგრძნება არ დამრჩენია, რომ რამე წინაპირობა არსებობდა ამ მეწყრის",- განაცხადა ბურჭულაძემ. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტე...
17 შინდისელი გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს კი, უსამართლობა. "დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები, 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის. ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს - უსამართლობა. 5 ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი - აი, ეს იყო დაპირისპირებული ჩვენი 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც, ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ, ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი",- გ...
შოვის სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, აღმოჩენილია ცხედრის ფრაგმენტიც. "ამ დროისთვის სტატისტიკა შეცვლილია, აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური. მიმდინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. ცხედარი სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ქვედა კიდური კი, ნანახია 24 კილომეტრის მოშორებით",- განაცხადა მღებრიშვილმა.