აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასა...

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" (DRI) მიიჩნევს, რომ კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება არაპროპორციულია. აღნიშნულთან დაკავშირებით DRI განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ "სასამართლომ არ გაითვალისწინა დაკავებულების პიროვნება, აკადემიური სტატუსი, მნიშვნელოვანი პროფესიული საქმიანობა, პროფესორ-მასწავლებლების თავდებობა და მიმართვები და აღკვეთის ღონისძიების სახით არაპროპორციული ზომა გამოიყენა მაშინ, როდესაც პროკურატურას არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახ...

ომბუდსმენი აფხაზეთის ავტონომიური...

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა.  როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იოსელიანმა თბილისში მოქმედი აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ.ჯ.-ს კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება მოითხოვა. "2024 წლის 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს და თბილისში მოქმედი აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ნ.ჯ.-ს კონსტიტუციური დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით...

„წონაში მოიმატა, თუმცა ციხეში გა...

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები აცხადებენ, რომ სააკაშვილმა წონაში მოიმატა, 77 კილოს იწონის, ფსიქონევროლოგიური მდგომარეობა კი თითქმის არ შეცვლილასახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. როგორც კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ მედიას განუცხადა, სააკაშვილმა წონაში მოიმატა, თუმცა ნევროლოგიური თვალსაზრისით, მისი მდგომარეობა თითქმის უცვლელია. მისივე შეფასებით, სააკაშვილის ციხეში გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია. „წონაში მოიმატა, კუნთების მასაც მოემატა. ნევროლოგიური სტატუსის თვალსაზრისით, მდგომარეობა თითქმის არ შეცვლილა. ძველ დასკვნებში ნეიროპა...

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ა...

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ფონზე ცივი იარაღით დაჭრეს. მომხდარის შემდეგ იგი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

საქართველოს რკინიგზა 27 და 28 ია...

გაზრდილი მგზავრთანკადის გამო,  საქართველოს რკინიგზა 27 და 28 იანვარს თბილისი-ბათუმი- თბილისის  მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ  თანდართულ ცხრილში. ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას მე...

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე მეეზოვეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მანქანა შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს. მედია სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ ადგილზე მისულ ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ბაზისბანკმა „ფინანსური განათლება...

ბაზისბანკის ჩართულობით და საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მასწავლებლებისთვის ორგანიზებული კონკურსის "ფინანსური განათლება სკოლაში" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურსის გამარჯვებული მასწავლებლები. მასწავლებელთა კონკურსი გასული წლის ივნისში გამოცხადდა და დაინტერესებულ მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების შესასწავლად საინტერესო სასწავლო აქტივობები უნდა შეექმნათ. კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესების გაზრდას, ეროვნული სასწავლო გეგმ...

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმე...

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული  ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა)-კობის  მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში,  გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზ...

ომბუდსმენის წარმომადგენლებმა კეკ...

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 23 და 24 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები კეკელიძის ქუჩა N1-ში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 19 პირს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. მათივე ცნობით, ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დროს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტებისა და მათთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენების შესახებ. "17 პირი დაკავებული იყო ადმინისტრაციული, ხოლო 2 სისხლის სამართლის წესით (რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაკავებიდან ცოტა ხანში, ხელწერილით გაათავისუფლეს).  ექვსმა პირმა დააფიქსირა დაკავების დ...

ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გ...

ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს თანამშრომლებს, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, უნდა დაისაჯონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში მერიის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე და მსგავს შემთხვევებში მკაცრი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა. კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლიმ ხმალაძეს დაავალა, რომ შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მსგავსი ფაქტების მიმართ უსწრაფესად გატარდეს კანონის ფარგლებში არსებული უმკაცრესი ზომები. „იმისთვის, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი იყოს მუდმივად მოწესრიგებული, მგ...

Basisbank Welcomes Two New Membe...

Composition of the Supervisory Board of Basisbank is refreshed: Sabina Dziurman and Nino Okhanashvili - two new independent members have joined the Board. Supervisory Board member Zaiqi Mi and independent member Nikoloz Enukidze have left the Board. Sabina Dziurman graduated from Bedford College, University of London, and holds a Master’s degree in Business Administration from London Business School. In 2004-2015, she held high-ranking positions in the European Bank for Reconstruction and Development (EBRD) in different countries, including Georgia. In 2015-2019, she was the EBRD Director for Greece and Cyprus. In 2020-2022, Sabina Dziurman was an independent member of...

ბაზისბანკს სამეთვალყურეო საბჭოს ...

ბაზისბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებია. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი ახალი დამოუკიდებელი წევრი - საბინა ძიურმანი და ნინო ოხანაშვილი ჰყავს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზაიქი მიმ და დამოუკიდებელმა წევრმა ნიკოლოზ ენუქიძემ საბჭოს შემადგენლობა დატოვეს. საბინა ძიურმანს დამთავრებული აქვს ლონდონის უნივერსიტეტის ბედფორდის კოლეჯი, ფლობს ლონდონის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს. 2004-2015 წლებში წამყვანი პოზიციები ეკავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. 2015-2019 წლებში იყო EBRD-ის დირექტორი საბერძნეთსა და კვიპროსზე. 2020-2022 წლებში იყო ასაკაბანკის (უზბეკეთი) სამეთვალყურ...

კახა კალაძის განცხადებით, თბილის...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა.   „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტრამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ოთხ მილიონი ლარს შეადგენს.  ჩატარებული სამუშაო...

მედიაკოალიცია - გამოიძიეთ ჟურნალ...

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს სასწრაფოდ გამოიძიოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევისა და უკანონო დაკავების შემთხვევები. მედიის ადვოკატირების კოალიცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების ინფორმირებაში და მედიის წარმომადგენლებისთვის  პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა და დაკავება როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალური უფლებების დარღვევას, ასევე დემოკრატიულ ინსტიტუტზე თავდასხმას წარმოადგენს. "მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოხატავს შეშფოთებას და მკაცრად გმობს თბილისში, ​კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების გაშუქების დროს ჟურნალისტების საქმიანობა...

ომბუდსმენი - აპარატი კეკელიძეზე ...

სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას,- ასე ეხმაურება ომბუდსმენი ლევან იოსელიანი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებას. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, აპარატი გამოსახლებისას დაკავებული პირების ადგილსამყოფელსაც არკვევს. "საქართველოს სახალხო დამცველი თვალ-ყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შ...

კეკელიძის ქუჩაზე ბინაში მყოფებმა...

აღსრულების ეროვნული ბიური თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლებისას გაზის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი". "2024 წლის 23 იანვრის 11:00 სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას. ზოგიერთი მედიას...

სალომე ზურაბიშვილი - ზამთარში ად...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლების პროცესს ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია. "ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!"- წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

პოლიციამ კეკელიძის ქუჩაზე, ბინაშ...

თბილისში, კეკელიძის ქუჩის N1-ში ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს. ადგილზე ხმაური და დაპირისპირებაა. ხატიაშვილების ბინაში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ შევიდნენ და იქ მყოფ პირებს ტერიტორია დაატოვებინეს. ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც ბიუროს წარმომადგენლებს სიმღერით დახვდნენ.  მანამდე ისინი ამბობდნენ, რომ ბინაში ცრემლსადენი ნივთიერება შეუშვეს. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული.

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადა...

თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე ხმაური და დაპირისპირებაა.  დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ოჯახის გამოსახლება დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რე...

რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით, - ამის შესახებ განცხადებას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულად იქნება დაცული. "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაში...