შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 15 ადამიანია დაღუპული. ოთხი მათგანი მაშველებმა დღეს იპოვეს. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.
მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტია "ხალხის მსახურის" ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა. როგორც არახამია სოციალურ ქსელში წერს, ქართველი ხალხის ტრაგედია უკრაინელი ხალხის ტრაგედიაცაა. "მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით! ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი - განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის",...
საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად განსახორციელებლად დღეიდან ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შოვში უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საპონტონე ხიდებიც: "პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით. სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ. შო...
მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. 7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა), რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლს შეასრულებდა ახლა შოვში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის თქმით, როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დაიბარა საფრანგეთიდან წარმომადგენლები და განუცხადა, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდა ფრანგული ვერტმფრენები და გადაწყვიტა ძველი, ამორტიზებული რუსული ვერტმფრენების შეკეთება. "მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. 7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა), რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, სტიქიის ზონიდან მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა, რომლებთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, მათ სტიქიის ზონაში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შესახებ ესაუბრა. „იმ ადამიანების ოჯახის წევრებს შევხვდით, ვისთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხდება. მოვახსენეთ მიმდინარე პროცესები, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს, რა მდგომარეობაა სტიქიის ეპიცენტრში და რა თქმა უნდა, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ უშუალოდ ნახონ სტიქიის ეპიცენტრი და ჩვენ მზად ვართ, რომ შევიყვანოთ ვერტმფრენის საშუალებით და თვითონ ნახონ თუ რა მძიმე სიტუა...
სახელმწიფოს ინტერესი მოსმენა, თვალთვალი და დარბევა უფროა, ვიდრე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სტიქიის წინააღმდეგ შოვში მიმდინარე მოვლენებს. გვარამიას თქმით, სტიქიური უბედურებები, ძირითადად, მაშველების სიცოცხლის რისკის ამარაა დატოვებული, რაც გამოწვეულია იქედან, რომ სახელმწიფო არ არის ეფექტური ფორსმაჟორულ სიტუაციებში და აღნიშნავს, რომ სამაშველო სამსახურს სჭირდება საფუძვლიანი რეფორმა. "სტიქიური უბედურებები, ძირითადად, ჩვენი მაშველების სიცოცხლის რისკის ამარაა დატოვებული. არ შეიძლება მაშველის პერსონალურ გმირობაზე გადიოდეს ადამიანების სიცოცხლეები. არ შეიძლება და შესაძლებელიც არაა. ამიტომაცაა მუდმივად...
აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჯეიჰუნ ბაირამოვის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ჯეიჰუნ ბაირამოვმა მძიმე სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ დაკარგული პირების პოვნა მალე მოხდება. „მინისტრმა ბაირამოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველოს გვერდითაა და მზად არის გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებისა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა...
სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისმა ცოლ-შვილმა შოვი, სტიქიის ზონა ვერტმფრენით დატოვა. მისივე თქმით, როდესაც მათ დატოვეს სასტუმრო "რამდენიმე საათში დაიწყო ეს უბედურება რაც დღეს გვაქვს სახეზე". "ჩემი სამი მცირეწლოვანი შვილი, ცოლი არა, ისვენებდა შოვში ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველ ზაფხულს ვსტუმრობდით რაჭას, ძალიან დიდი სიყვარული გვაქვს ამ მხარის მიმართ. თუმცა გუშინ არდადეგები დამთავრდა და სანამ სტიქია დაიწყებოდა, რამდენიმე საათით ადრე ჩემმა შვილებმა ჩემი ავტომობილებით დატოვეს აღნიშნული სასტუმრო და რამდენიმე საა...
უკრაინის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ უწყება "ფეისბუქ" გვერდზე წერს. "უკრაინის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოძმე ქართველი ხალხის მიმართ შოვში, მეწყრის შედეგად ადამიანების ტრაგიკულ დაღუპვასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მწუხარებით ქედს ვიხრით მათ წინაშე", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრ...
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედს გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ უწყება Twitter-ზე წერს. „ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ჩვენ ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უვნებლად გადარჩენის იმედი გვაქვს“, - ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგე...
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 3 აგვისტოს შოვში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. როგორც იოსელიანმა აღნიშნა, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო. "სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს. სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირე...
აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია. "ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისთვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, მდინარე ბუმბურას ადიდების შედეგად რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორ...
PSP შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებს პირველადი საჭიროების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და ბავშვის საფენებით დაეხმარება. ამის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც PSP-ს განცხადებაშია აღნიშნული, დახმარების მიღება შესაძლებელია ონში, PSP-ს აფთიაქში, რუსთაველის N2-ში 9 აგვისტოს ჩათვლით. "PSP მწუხარებას გამოთქვამს რაჭის ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაზარალებულებს პირველადი დახმარების მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და საფენებით დაეხმარება. გვსურს მხარში დავუდგეთ დაზარალებულებს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში; ამისთვის, ქ. ონში არსებულ PSP-ს აფთიაქიდან დაზარალებულებს პირველადი დახმარების ნივთებით, პირველადი საჭიროების მედიკამენტებით&n...
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა. "ონის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე- მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი. სამაშველო ოპერაციას ადგილზე...
მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. პრემიერის თქმით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს. „მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები, ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტობრივად, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარული არის პრაქტიკულად, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანად არის დაფ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 7 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. როგორც ღარიბაშვილმა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება, მედიის წარმომადგენლებს უთხრა, 210 ადამიანი გამოყვანილია დამეწყრილი ტერიტორიიდან. „მინდა ჩვენი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიისას გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას, ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო. მოვისმინე ინფორმაცია, ოპერატიული შტაბი, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან, გამოგზავნილი იქნა 400- ზე მეტი მაშველი, მათ დაიწყეს მუშაობა, 210 ჩვენი მოქალაქე გ...
შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, შაბათ-კვირას აქტიური სამძებრო-სამაშველო და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გაგრძელდება. „ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვრას მუშაობაას აქტიურად გააგრძელებენ და ჩვენი გადაწყვეტილებით გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რაჭაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ინტერექსპრესნიუსი" განცხადებას, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ. „საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყერის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას, ვიმედოვნებთ, სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“,- ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა. მთავრობის მეთაურმა შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.