წალკაში მატარებელი რელსებიდან გა...

ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მატარებლის ლიანდაგებს გადაადგილების სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით ამოწმებდა, რელსებიდან გადავიდა და გადაბრუნდა. მომხდარის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 4. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით არის დაწყებული, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ილია მეორე - საზღვარგარეთ მცხოვრ...

საქართველოს საპატრიარქო დიასპორის წარმომადგენლებისადმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას ავრცელებს. მიმართვას გთავაზობთ უცვლელად :  „ჩვენო სულიერო შვილებო, საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამინ! კიდევ ერთი წელი შეემატა ჟამთა სვლას და დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის ზეიმის ფარგლებში, ყველა კვლავ გამორჩეული სიყვარულით გხვდებათ, რადგან თქვენ სამშობლოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ფიქრი და ტკივილი ხართ, ამასთან – იმედიც, რადგან მრავალი ოჯახის ფიზიკური არსებობა თქვენი შრომის შედეგია. თუმცა, უცხოეთში თქვენი მყოფობისას ყველაზე...

საქართველოს მასშტაბით 26 მაისისა...

საქართველოს მასშტაბით, 26 მაისისადმი - ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.  დამოუკიდებლობის დღე დედაქალაქში თავისუფლების მოედანზე მთავარი სამხედრო ღონისძიებით - უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების ფიცის დადების ცერემონიალით დაიწყება.  ფიცის დადების ცერემონია თბილისთან ერთად, 10 რეგიონში გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.

PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკი...

კომპანია PSP დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და 26 მაისი ტრადიციულად  სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს. აფთიაქები და ფარმაცევტების ბეიჯები გაფორმებულია სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიზუალით, მომხმარებელი კი, სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობს.  წელს დამოუკიდებლობის კვირეული PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით 20 მაისს დაიწყო და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, არა მარტო სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, არამედ, ყოველდღე, PSP-ში გარანტირებულად დაბალი ფასები დაგხვდებათ. ამ დღის აღსანიშნავად, მოხმმარებელი თავის, სხეული, თმისა და პირის ღრუს მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტზე ასევე გასაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებს. ...

მეუფე ნიკოლოზი - რუსეთი ოკუპანტი...

რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში,  მიუხედავად ამისა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი, რომ ჩვენ გავწყვიტოთ ევქარისტიული კავშირი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ფორმულასთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსკოვში მისი ვიზიტი და წირვაში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს, რომ ის რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკას იზიარებს. "რა თქმა უნდა, მე როგორც საქართველოს მოქალაქე, მიმაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ ოკუპანტი ქვეყანაა - ორი აზრი არ არსებობს ამაში. მიუ...

Georgian Airways - სატრანზიტო ფრ...

​ავიაკომპანია Georgian Airways საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, მედიასივრცეში სატრანზიტო ფრენების საკითხის აქტიურად განხილვა მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ „რაღაცაზე იხმაურონ“. „ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ეხმიანება დღეს (25 მაისს) მედიასივრცეში გაჩენილ კითხვებს საქართველოს გავლით სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით სატრანზიტო ფრენებთან დაკავშირებით. ​ პირველ რიგში საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს საუბრები ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო ჰაბად გადაქცევასთან დაკავშირებით. იდეის მომ...

ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე გასროლ...

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე კაფე "სტრადასთან" ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოხდა.  თვითმხილველის თქმით, ერთ გოგონას მხარზე მსუბუქი ჭრილობა ჰქონდა. ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციელები და კრიმინალისტები.  "ექსპრესნიუსი" დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.

ენმ-მა სემეკ-ს ელექტროენერგიის ტ...

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სემეკ-ს რიგგარეშე სხდომის მოწვევისა და ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების მოთხოვნით ოფიციალური წერილით მიმართა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ელექტროენერგიის შემთხვევაში, მინიმუმ 4, ხოლო გაზის შემთხვევაში,  6-7 თეთრის დაკლებაა შესაძლებელი. „ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ, დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზსა და წყალზე, რადგან როცა მოუმატეს მოსახლეობას ელექტროენერგიის, გაზის გადასახადი, მაშინ აუწყეს, რომ დოლარის კურსის გამო მოიმატა ტარიფმა. როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არ შეეტყო არავის. მოსახლეობას ჭირის დღე...

25-31 მაისს, „ფარმადეპო“ „ბავშვი...

„ფარმადეპო“ ყოველთვის გამორჩეულად ზრუნავს პატარებზე და მათთვის მნიშვნელოვან პროდუქტებზე ფასდაკლება არც 26 მაისის აღსანიშნავ კვირეულში გამოგვრჩენია. 31 მაისის ჩათვლით, აღმოაჩინე შენი პატარისთვის საჭირო ყველა ის პროდუქტი, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება და ისარგებლე აქციებით. ყოველთვის გახსოვდეს - #ესდღეჩვენია  #26მაისი   #ფარმადეპო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს...

25 მაისიდან, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოახლოებასთან ერთად, „ფარმადეპო“  კოსმეტიკის რჩეულ ბრენდებზე ფასდაკლებას გთავაზობთ. ისარგებლე აქციებით 31 მაისის ჩათვლით.  ყოველთვის გახსოვდეს - #ესდღეჩვენია!   შეიძინეთ აფთიაქებში ან ონლაინ, ჩვენს აპლიკაციაში https://onelink.to/qpufbx.

გლდანში, მე-9 სართულიდან ლიფტი მ...

დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე გლდანის ფეისბუქ ჯგუფში წერს. მოქალაქე შესაბამის ორგანოებს ლიფტების გამართვისკენ მოუწოდებს, იქამდე, სანამ არსებული პრობლემა ვინმეს სიცოცხლეს შეიწირავს. "დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნე...

ჯპს საქართველოს დამოუკიდებლობის ...

26 მაისი - ეს დღე ჩვენია! ერთად ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჯპს-ში სადღესასწაულო განწყობა გელით: 50% ფასდაკლება კოსმეტიკის რჩეულ ბრენდებზე. აქცია ძალაშია 24, 25 და 26 მაისს.  იშოპინგეთ აფთიაქში, ან ონლაინ MY GPC-ს აპში:  App store: https://apple.co/3FxT8SQ Play store: https://bit.ly/3qSFyFf #ჯპსაფთიაქიდამეტი

მთავრობამ აქონდროპლაზია იშვიათი ...

მთავრობამ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში დაამატა. ამის შესახებ  აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. "ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე გვინდა გაგიზიაროთ. თუკი 2023 წლის 22 მაისამდე იშვიათ დაავადებებს სახელმწიფო პროგრამით მკურნალობდნენ და აქონდროპლაზიის სინდრომი არ იყო გათვალისწინებული, გუშინ 22 მაისს, პრემიერის განკარგულებით, მას ჩვენი ბავშვების დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა. კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვერდით იდექით კანცელარიასთანც და მხარს გვიჭერდით სოციალურ ქსელებშიც!" - ნათქვამია მშობლების განცხადებაში. შეგახსენებთ, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების ...

ხონში, ცოფის დადასტურებული შემთხ...

ხონში ცოფის დადასტურებული შემთხვევის გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა, -  ამის შესახებ ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ განაცხადა. ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, ძაღლს, რომელმაც ხონში 3 ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა. ბავშვები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ძალღთან კონტაქტის არსებობის შემთხვევაში, ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებას სამედიცინო დაწესებულებისთვის დაუყოვნებლივ მიმართვისკენ მოუწოდებს. "ხონის მუნიციპალიტეტში, "ყავის სახლი"- ს მიმდებარე ტერიტორიასთან (პოლიცის ძველი შენობის წინ) მოძრაობდა შავი ფერის ძაღლი, რომელმაც დაკბინა სამი ბავშვი მიმდინარე წლის 18 მაისს. 22 მაისს დამკბენ ცხოველს პირველადი კვლევით დაუდას...

„ლიბერთის“ მხარდაჭერით ონლაინ პლ...

22 მაისს, "ლიბერთისა" და უცხოური ენების შემსწავლელ წამყვან ონლაინ პლატფორმა - Lingwing-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმის ფარგლებში, "ლიბერთის" მხარდაჭერით Lingwing-მა შექმნა ქართული ენის შემსწავლელი საბაზისო კურსი. პლატფორმაზე ქართული ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება ინგლისური და უკრაინული ენებიდან.  ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს მარტივად შეისწავლონ ქართული ენა.  სასწავლო კურსი ითვალისწინებს საქართველოში მყოფი უკრანელებისთვის ქართული ენის შესწავლას.  ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, წლის ბოლომდე ყოველგვარი ღირებულების გარეშე შეისწავლოს ქართული ენა. ივ...

ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა...

დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობაო, დაუჯერებენ ევროპაში და რომ არ მოგვცენ სტატუსი, ხომ ისევ ამ ხალხის ბრალი იქნება? - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. მეუფე იაკობის თქმით თუ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს არ მისცემენ, ეს იმ ხალხის ბრალი იქნება, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავდნენ და „ქაჯებივით და ცოფიანი ნადირებივით დარბოდნენ“. "დღეს რომ გამოდიან და იძახიან, რამდენიმე თვეში უნდა მიიღონ საქართველოზე გადაწყვეტილება, ის კანდიდატის სტატუსი მოგცენ თუ არ მოგცენ. დღეს რომ ყვირიან რუსზეა გაყიდული მთავრობა, მთავრობა რუსია, რუსია, რუსიაო, ევროპაში მერე გეტყვიან, ახლა უყურებენ, ხალხი გამოდის ...

ყვარლის ტბის მიმდებარედ პოლიციამ...

ყვარელში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი, ეკატერინა ლავროვა და მისი ოჯახის სანქცირებული წევრები იმყოფებიან პოლიციის მობილიზებაა. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, დაკავებულები არიან გელა ხასაია, შუშანა მაცაბერიძე და ბექა პაპაშვილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველები სიგნალებს ახშობენ, რის გამოც პირდაპირი ჩართვის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ირაკლი ბახტაძის ინფორმაციით, პოლიციელები ჟურნალისტებს ტელეფონებს ართმევენ, მათივე ინფორმაციით დაკავებულია 5 აქტივისტი. ადგილზე სიტუაცია მწვავეა.

თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთ...

20 მაისს, 18:00 საათზე მრავალწლიანი ისტორიის, ლეგენდებისა და ფუნქციონალით დატვირთული უნიკალური  სივრცე -  თბილისის ღვინის მუზეუმი, ყველასთვის ცნობილი მხატვრის ზურა გომელაურის ნამუშევრების გამოფენა „ სიცოცხლის ხე“ იხსნება.  ზურა გომელაურის შემოქმედება 1988 წლიდან დღემდე, პერსონალური გამოფენების სახით, როგორც საქართველოში,ასევე მის ფარგლებს გარეთ დიდი პოპულარობით  სარგებლობს.მისი ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური სტილისა და შესრულების ტექნიკით. ეროვნული მითოლოგიური სიმბოლოები და ორნამენტები, ქართული ზღაპრის გმირები, დამთვალიერებელს უსასრულოდ მშვიდ, ფერად და საოცრად კეთილ სამყაროში ამოგზაურებენ.  20 მაისს დაგეგმილი გამოფენის სახელწოდება - &...

19 მაისს, 12:00 საათზე აეროპორტშ...

ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი, - ამის შესახებ პარტია "დროას" განცხადებაშია აღნიშნული, ელენე ხოშტარია საზოგადოებასთან ერთად, 19 მაისს, 12:00 საათზე, აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ რეისს გააპროტესტებს. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველ ფრენას საქართველოში 19 მაისს შეასრულებს. აქციის ორგანიზტორები აცხადებენ, რომ 19 მაისს, 12:00 საათზე, შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე (ველოსიპედთან) და ერთად კოლონით დაიძრებიან აეროპორტისკენ, რათა გააპროტესტონ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რო...

მეუფე შიო - რიგ ქვეყნებში არის მ...

"ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევის და ჩამოშლის, როდესაც თავს ესხმიან ქალის და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ და ნორმალურ და ღვთით დადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე,- ამის შესახებ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა. მეუფე შიოს თქმით, კანონმდებლობების დონემდე, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მიღებულია ისეთი მტკიცება, ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს...