გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ლიპყინულის გამო,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ18-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

31 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედან...

თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია საახალწლო გალაკონცერტის - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ გენერალურ რეპეტიციას დაესწრო.  გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 00:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ღონისძიების მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. პროექტის განხორციელებაში ჩართულია 300-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, ორკესტრისა და ბენდის მუსიკოსები, წამყვანები, ვოკალისტ შემსრულებლები, გუნდები, ანსამბლები, დიზაინერები და სხვა მომიჯნავე დარგის სპეციალისტები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, „მოგეხსენებათ, შარშან, პანდემიის გამო, მხოლოდ სატელევიზიო ფორმატი გვქონდა, ამიტომ, ძალიან ს...

ქუთაისში, საკეისრო კვეთას 19 წლი...

ქუთაისში, საკეისრო კვეთის დროს 19 წლის ორსული გარდაიცვალა. შემთხვევა ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს საკეისრო კვეთის დროს, გული გაუჩერდა, თუმცა ამ დროისთვის, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, მაინც უცნობია. რაც შეეხება ახალშობილს, იგი თავს კარგად გრძნობს. პირველადი ცნობებით, პაციენტი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდიდან გადაიყვანეს. მომხდართან დკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს.

31 დეკემბერსა და 6 იანვარს თბილი...

31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრტცელებს. უწყების ცნობით, ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ, რის შემდეგაც, მგზავრები შეძლებენ, დანიშნულების ადგილზე მეტროს დახმარებით მივიდნენ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ.  „ახალი წლის ღამეს, 03:00 საათამდე იმუშავებენ შემდეგი ავტობუსები: N1, N2, N3, N6, N7, N11 (გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“...

საქართველოში კორონავირუსის 2 097...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი, NCDC-ის ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 331 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 893 064. ამასთანავე, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 932 641-ს. რაც შეეხება ლეტალობს, გარდაცვლილთა რიცხვი 13 758-ია. 

პირველი რესპუბლიკის მოედანსა და ...

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, დღეს 13:00 საათიდან პირველი იანვრის 06:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, ჯავახიშვილის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე მხოლოდ თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შეიზღუდება მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებების ზეთის ხილის ხესთან მობრუნება და პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით გადაადგილება. თავისუფლების მოედნიდან მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი რესპუბლიკი...

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ...

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მთავარ არხს“ 1 100 ლარის გადახდა დაეკისრა. საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების კომისიის მიერ შეტანილი სარჩელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მომზადებულ პროპაგანდისტულ კლიპებს, Free Misha-ს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ სასამართლოს პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ იგი ხელახალ განხილვაში დააბრუნა.

საახალწლოდ, თბილისში სატრანსპორტ...

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, 31 დეკემბრის 20:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე, პირველი რესპუბლიკის მოდანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის სესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მელიქიშვილის ქუჩიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“, ხოლო ჯავახიშვილის, ძმები კაკაბაძეების, სარაჯიშვილის, ინაშვილის, მესხიას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, გია ჭანტურიას, ლესია უკრაინკას, ზაქარია ჭიჭინაძის, არჩილ ჯორჯაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძისა და ლადო ასათიანის ქუჩებზე, რუსთაველის გამზირის კვეთამდე არს...

კახა კალაძე „დეზერტირების ბაზარშ...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ, ე.წ. დეზერტირების ბაზარში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილი პიროვნება უსახლკარო არ ყოფილა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, გარდაცვლილ პიროვნებას არ ჰქონდა სახლი და ღამეს ღია ცის ქვეშ ათევდა. „ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ. „დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკ...

კორონავირუსის 2 514 ახალი შემთხვ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 514  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი. NCDC–ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ19–სგან კიდევ 2 514 პირი გამოჯანმრთელდა. 

ვაქცინაციის წამახალისებელი 200-ლ...

200 ლარიანი წახალისების პროგრამა იანვრის თვეშიც გაგრძელდება და ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, იანვრის თვეში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რომელიც გულისხმობდა 60 წელზე ზემოთ ასაკის პირებისთვის 200 ლარიან წახალისებას. აქვე, კიდევ ერთი სიახლეა, ასაკობრივი ზღვარი 50 წლამდე დაიწევს და აქამდე თუ 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ წახალისებას, იანვრის თვიდან უკვე, აცრის შემთხვევაში 50 წელზე ზემოთ პირები მიიღებენ წახალისებას",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირ...

საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 63 შემთხვევა დაფიქსირდა. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა. "დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 63 შემთხვევა. ჩვენ უკვე ვანგარიშობთ ყოველკვირეულ PCR დადებითებში რა პროცენტი აქვს ომიკრონს და დაახლოებით 1.1%-ის ფარგლებში მერყეობს, ოდნავ მეტი", - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 2 676...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი. NCDC–ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ19–სგან კიდევ 2 966 პირი გამოჯანმრთელდა. 

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვ...

დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მთავრობის ადმინისტრაციაში  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ზურაბ აზარაშვილს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება ფინანსების მართვის და არის ძალიან კარგი, ძლიერი მენეჯერი. „მოგეხსენებათ, რომ ქალბატონი ეკა ტიკარაძე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან და მინდა, პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები. დღეს წარმოგიდგენთ ახალ მინისტრს, საქართველოს ო...

კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევ...

საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 71 პაციენტი – აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალუ ვებ–გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ დღე–ღამეში კოვიდ19–სგან 3193 პაციენტი გამოჯანმრთელდა.  

დღეს, საახალწლო სოფელი საზეიმოდ ...

საახალწლო სოფელი საზეიმოდ გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დედაენის ბაღში გამართულ საღამოზე წარმოდგენილი იყო საბავშვო მუსიკალური პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ პროექტ „რანინას“ ბავშვები, ასევე გაიმართა კოსტიუმირებული წარმოდგენა „მოძრაობის თეატრის“, ანიმატორების, ელფების, ანიმაციური ფილმების პერსონაჟებისა და ოჩოფეხებზე შემდგარი არტისტების მონაწილეობით. „ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად ესწრებოდა. მერის მოადგილის განცხადებით, საახალწლო სოფელი პანდემიიდან გამომდინარე ვრცელ სივრცეზე მოეწყო, რაც იძლევა საშუალებას, რომ სტუმრები სხვადასხვა ადგილზე გადანაწილდნენ...

დღეს, ქრისტიანული სამყარო შობას ...

დღეს, ქრისტიანთა დიდი ნაწილი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულს, რომელიც ქრისტიანებისთვის საუკუნო ტრადიციის ნაწილია, ყოველწლიურად კათოლიკეები, პროტესტანტები, რუმინელი, ბულგარელი და ბერძენი მართლმადიდებლები აღნიშნავენ. "ექსპრესნიუსი" გილოცავთ შობა-ახალ წელს!

BBC - დემოკრატია საფრთხეშია, პარ...

„წარმატებული დემოკრატიის იშვიათი მაგალითი, რომელმაც თავი დააღწია რუსეთის გავლენას, ნელ-ნელა იცვლება. ბოლო წლებში, ძალადობრივი ჯგუფები ძლიერდებიან და დემოკრატია საფრთხის ქვეშ ექცევა“, - ამ სიტყვებით იწყება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი, საქართველოში 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.  BBC-ის სიუჟეტში საუბარია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ივლისში განვითარებული მოვლენების შემდეგ აღმართულ ჯვარზეც და აღნიშნულია, რომ ჯვარი უკანასკნელი ნიშანია იმისა, თუ ვისი ღირებულებებია ქვეყანაში დაცული. გამოცემის ცნობით, მაუწყებელმა ინტერვიურსთვის საქართველოს მთავრობასაც მიმართა, თუმცა ხელმისაწვდომი არავინ აღმოჩნდა.  „საქართ...

ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, კლუბ...

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში, კლუბ „ბასიანსა“ და თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს ლუქავენ. „ამ წუთებში ლუქავენ BASSIANI-ს და თუ არ ვცდები თბილისში არსებულ თითქმის ყველა საკლუბო სივრცეს“, - წერს ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს კლუბების გახსნის გადაწყვეტილებ არ მიუღია. როგორც საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, მიზეზი კოვიდ19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებაა.

სურსათის ეროვნული სააგენტო - თავ...

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები, ხორცის შეძენისაგან თავი შეიკავონ. სააგენტოს განმარტებით, ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს, შესაბამისად,  გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არაა დაცული შენახვის პირობები, უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი. საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ გარემოებებს: ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე. გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილ...