კალაძე - წყნეთში, პავილიონში ელე...

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წყნეთში, ტრაგიკულად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობის წევრებთან ერთად, გარდაცვლილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.  როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დასასვენებელ პავილიონში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ელექტროხაზი თვითნებურად იყო დაერთებული, რომელზეც მუნიციპალიტეტის მხრიდან ნებართვა გაცემული არ ყოფილა.  „ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ მოზარდის ოჯახს, რომელიც ორი დღის წინ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ძალიან რთულია ამ ყველაფერზე საუბარი და სიტყვების მოძებნაც კი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ...

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებ...

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სექსუალური უმცირესობის შეკრება უნდა შეიზღუდოს,- ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც ინჯიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, „ევროპელ სოციალისტებს" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს.  "ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას - ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში",- თქვა ინჯიამ და დეპუტატებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ...

ჩაქვის გვირაბში ერთმანეთს 3 მანქ...

ჩაქვის გვირაბში ერთმანეთს 3 ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას TV 25 ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ 3 მოზარდი იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, 1 პირი მედცენტრში მოათავსეს, ერთმა კი, კლინიკაში მკურნალობაზე უარი განაცხადა.

სუს-ი - მეჯვრისხევში საოკუპაციო ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ამოქმედდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. "ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. აღნიშნულ პროცესში უშუალოდ იყო ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). ს...

მულახში მომხდარი ავტოავარიის შედ...

მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ავტოავარია წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის გამოც მანქანა ხევში გადავარდა.

პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ...

პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს! - ასე ეხმაურება გერმანიის პარლამენტის(ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი თბილისში "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლას. როთი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და "თბილისი პრაიდს" სოლიდარობას უცხადებს. „სამწუხაროა, სოლიდარობა "თბილისი პრაიდს" და მადლობა ჩვენს დებსა და ძმებს ევროპული ღირებულებებისადმი მამაცური ერთგულებისთვის. პრორუსულმა ჰომოფობიურმა ბრბომ არ უნდა გაიმარჯვოს! ლგბტქი უფლებები არის ადამიანის უფლებები. ყოველთვის და ყველგან. სიყვარული არის სიყვარული“,- წერს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე Twitter-ზე. ცნობისთვის, გუშინ, 8 ივლისს "პრაიდ ფ...

დარახველიძე - შეუძლებელია, ყველა...

დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა ყოფილი ამ ლოკაციაზე დაცვისთვის, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იქნეს დაცული, განსაკუთრებით გაშლილ ტერიტორიაზე,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც "პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და შეიჭრნენ ლისის ტბის ტერიტორიაზე, სადაც დღეს "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო. დარახველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას კონტრაქციის მონაწილეთა დიდ რაოდენობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა ღონისძიების ორგანიზატ...

ჯაღმაიძე - საპატრიარქოს თანამშრო...

საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია , - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, საპატრიარქოს თანამშრომელი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და მკურნალობას გადიოდა.  "საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა. ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა", - წერს ჯაღმაიძე. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართ...

ბათუმში, ზღვაში 16 წლის მოზარდის...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ბათუმში გაუჩინარებული 16 წლის მოზარდის ცხედარი, ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. მოზარდის გაუჩინარების თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმდინარე წლის 5 ივლისს მიმართეს, რის შემდეგაც არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოებში უწყების შესაბამისი დანაყოფები ჩაერთვნენ. გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი: 1989 წელს დაბადებულ ზ.ს., 2004 წლს დაბადებული ნ.მ. და 2005 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. "ზ.ს. - ს ბრალად ედება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვ...

შსს პრაიდზე - ღონისძიების მშვიდ ...

აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ხვალინდელ თბილისი პრაიდის ღონისძიებას გამოეხმაურნენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახუ...

ბულგარეთის და საქართველოს შავი ზ...

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხმელთაშუა ზღვის  მეთევზეობის გენერალური კომისიის (GFCM) მხარდაჭერით გამართულ სუბრეგიონალური ჯგუფის შეხვედრაზე, შავი ზღვაში მიმდინარე კვლევებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია ბულგარელმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღინიშნა, რომ როგორც ბულგარეთის, ისე საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში, დაკვირვების შედეგად, წყლის ხარისხი, მათ შორის ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადები, მძიმე მეტალები და სხვა ქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.  "ბულგარეთში, ქ. ბურგასში  ქაფშიის მარაგების შეფასების შესახე...

ჯერ არ გვითხოვია გამოძიება - თავ...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის მოწამვლის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებისთვის ჯერ არ მიუმართავთ. როგორც ჯაღმაიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, აღნიშნულის მიზეზი არის ის, რომ არსებობს "რაღაც ნიუანსები, რაც გასარკვევია". „ჩვენ ეს თემა არ გამოგვიტანია საჯარო მსჯელობის საკითხად და არც ვაპირებდით, რადგან ჯერ გვინდოდა, თავად გავრკვეულიყავით, რასთან გვაქვს საქმე. შეიძლება, ეს ყოფილიყო სრულიად ყოფითი შემთხვევა და ამ პროცესში ვიყავით. რადგანაც მოხდა ამის გახმაურება, შემდეგ შეკითხვებს გავეცით პასუხი. ყოფილა შემთხვევები და ...

საპატრიარქოსა და სხვადასხვა რელი...

ჩვენ ერთმანეთთან ძალადობით არ ვწყვეტთ საკითხებს, არც არავის არასდროს მოვუწოდებთ ძალადობისკენ და გვაქვს გულწრფელი სურვილი, ძალადობით, ცბიერებითა და მოტყუებით არავინ მოგვახვიოს თავს ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია,- აღნიშნულის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოსა და საქართველოში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა „პრაიდის კვირეულთან“ დაკავშირებით გაავრცელეს. მათი შეფასებით, "LGBT პროპაგანდა საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობას და იწვევს უკიდურეს პოლარიზაციას, ამიტომ მისი საკანონმდებლო წესით დარეგულირება მიზანშეწონილია". „ეგრეთ წოდებული ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელე...

გვარამია ბაჩიაშვილის საქმეზე - ი...

ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ ბრალის წარდგენას. გვარამიამ აღნიშნა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ნიჭიერებითა და დასავლური განათლებით გამოირჩევა და მისი ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება საინტერესოა. "გიორგი ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენა, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიმპტომი და ინდიკატორია ივანიშვილის თავს და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესების. ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის შიგნით ამ მასშტაბის (ღია) ეროზია მე არ მახსენდება. რაც შეეხება ბაჩიაშვილს, საქმის დეტ...

ქართული მედიის ინფორმაციით, მეუფ...

ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. როგორც "მთავარი არხი" წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, "დიდი ალბათობით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურების დროს თავი შეუძლოდ იგრძნო. შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა კი, მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა". მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მაც.  "რუსთავი 2"-ის ცნობით, "ბოლო თვის განმავლობაში მეუფე შიო შეუძლოდ გრძნობდა თავს, განსაკუთრებით მძიმედ ის 1 კვირის წინ იყო". ტელეკომპანიის ცნობითვე, "ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში ა...

ქარტია საგამოძიებო უწყებებს მოუწ...

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ ტელეკომპანია​ "მთავარი არხის" ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი დროულად გამოიძიონ. ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან.  "2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი.   სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც...

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მ...

თბილისში სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება შრომის ინსპექცია. როგორც "ინტერექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია - ...

მედიის ადვოკატირების კოალიცია მკაცრად გმობს "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონს, რომელიც მათ შორის, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას ისახავს მიზნად,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიის ადვოკატირების კოალიცია ავრცელებს. ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, აღნიშნულ კანონს ვეტო დაადოს. "კანონი ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონს. მმართველი პარტიის მიერ რამდენიმე კვირის წინ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ინიცირებული იყო ...

„არა-ფობიას“ - პრაიდ კვირეულთან ...

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!“ პრაიდ კვირეულს ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, გაზარდონ უსაფრთხოების ზომები, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და ითანამშომლონ კვირეულის ორგანიზატორებთან. როგორც სამოქალაქო პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ლგბტქი+ ჯგუფს აქვს უფლება, ყველა სხვა ჯგუფის მსგავსად შეიკრიბოს, იზეიმოს მრავალფეროვნება და ამავდროულად, გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული გამოწვევების მიმართ. "შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეებია, რომელიც თანასწორად ეკუთვნის ყველას მიუხედავად მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ლგბტქი+ ჯგ...

PSP აგრძელებს თურქული იაფი მედიკ...

კომპანია PSP აგრძელებს თურქეთიდან იაფი ევროპული მედიკამენტების შემოტანას. ამჯერად კომპანიამ 25 დასახელების მედიკამენტი, 44 766 კოლოფი, შემოიტანა. ყოველდღიურად PSP -ს სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი დასახელების თურქულ მედიკამენტს სთავაზობს.  „თურქეთიდან მედიკამენტების პროაქტიულად და გამარტივებული „აღიარებითი“ რეჟიმით შემოტანის დაშვებამ, შესაძლებლობა მოგვცა იაფი თურქული მედიკამენტები ჩვენი ქევყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა.  ახალი რეგულაციის ამოქმედების შედეგად, 2022 წლის თებერვლიდან PSP ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ კომუნიკაციას თურქეთის სადისტრიბუციო კომპანიებთან ყველა მოთხოვნადი მედიკამენტის ხელ...