ლატვიამ საქართველოს 83 070 დოზა ...

ლატვიის მთავრობამ საქართველოს დონაციის სახით 83 070 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა გადმოსცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის უწყების ცნობით, „ფაიზერის“ ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. „ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ , „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ: 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს; 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურ...

ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 906 882 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 6 673 პირი აიცრა. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 44 პაციენტი.

გამოვლინდა კორონავირუსის 5 076 ა...

საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა. ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსს კიდევ 44 პაციენტი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელდა 1 126 პაციენტი. საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ19-ის 657 753 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 9 440 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი საერთო რიცხვი 609 987-ს შეადგენს.

გიგი უგულავა - წყალწაღებულ ხელი...

ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში „პისიარ“ ტესტის პასუხს აქვეყნებს. მისი თქმით, სრულად ჯანმრთელია და ამიტომ გადაწყვიტა აქციაზე მისვლა.  "მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ "გამოჭერა" აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი და ბოლოს აიცერით ხ...

სახელმწიფო ინსპექტორმა რუსთავის ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „2021 წლის 14 ოქტომბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც №17 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ორი პატიმრის გარდაცვალება გამოიწვ...

კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ19-ისგან 1 298 პირი გამოჯანმრთელდა.

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწეს...

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ადამიანი. ცნობისთვის, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14:20 საათზე გაჩნდა. ადგილზე 11 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზ...

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოს ეზოში  შსს-ის სპეცდანაყოფები განთავსდა. ადგილზე პოლიციის დანაყოფების  მობილიზება „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ აქციას უკავშირდება. მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

თავისუფლების მოედანზე, საკრებულო...

თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა. ადგილზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაანონსებული აქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. შეგახსენებთ, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება. 

ანდრია ჯაღმაიძე სააკაშვილზე - სა...

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას გამოეხმაურა, რომელსაც ხელ რამდენიმე სასულიერო პირმა უკვე მოაწერა.  მამა ანდრია ჯაღმაიძე თვლის, რომ მღვდელმთავრების მიერ პეტიციაზე ხელის მოწერა საპატრიარქოს პოზიციას არ წარმოადგენს. ამაზე მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.  "საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა... ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც...

სასულიერი პირებიდან ვის სურს და ...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი რამდენიმე სასულიერო პირმა უკვე მოაწერა. თუმცა, გამოჩნდნენ მღვდელმთავრები, რომელიც ამ პოზიციას არ იზიარებენ.   "ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ და არ მოვაწერ"- ასეთია ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეს პოზიცია. მისი თქმით,  "პოლიტიკურ აფერისტებს არ აფასებს" და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას არ შეუერთდება. "სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ, ჯოჯოხეთი გაუქმდება ფაქტიურად და სამოთხე დაემსგავსება აყროლებული ღორების ფარეხს. გამიგეთ, რა ხდება? სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე. მე პოლიტიკურ მოღვ...

კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ19-ისგან 1 982 პირი გამოჯანმრთელდა.

სიძულვილის ენის რეგულირება ზიანს...

„დემოკრატიის ინდექსი-საქართველო" კომპანია „ალმას“ საკანონმდებლო წინადადებას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვას ეხება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ასეთი ნაჩქარევი რეაგირება, აჩენს ეჭვს, რომ ინიციატივა მხოლოდ ოპოზიციის შეზღუდვისა და ძალაუფლების განმტკიცება-შენარჩუნების მიზანს ემსახურება. "სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებების დაგვიანებული განხილვების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო წინადადების მექანიზმი არ გამოიყენება მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტიან ინსტრუმენტად. მაგალითად, 2020 წლის საშემოდგომო სეს...

კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ19-ისგან 1 586 პირი გამოჯანმრთელდა.

მეუფე იოსები - თუ საუბარია სააკა...

შემოქმედის მიტროპოლიტი, მეუფე იოსები საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს აწერს და განმარტავს, რომ საქმე არა სააკაშვილს, არამედ საქართველოს ეხება.  "მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვაპირებ ჩავერიო პოლიტიკურ საქმიანობაში,მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე საქართველოს ეხება, 40 პროცენტი და შეიძლება მეტიც ითხოვს მესამე პრეზიდენტის თავისუფლებას,მართალია უშეცდომო არავინაა და ვინც უშეცდომოა იმან ესროლოს პირველი ქვა მიხეილ სააკაშვილს,აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული მოსახლეობი 50 პროცენტის მოთხოვნა, მკვლელობები სასჯელები თუ სხვა უპატიებელი ცოდვები ჩვენ ქვეყანას არაფერს მოუტანს პირიქით ღმრთისგან სასჯელს მივიღებთ. უფალი ბრძანებს მოწყალება მნ...

ამირან გამყრელიძე - გამოჩნდა შემ...

"ვიკვლევთ ახალ შტამებს იმიტომ, რომ ასეთი ნახტომი გვქონდა და უარესდება სიტუაცია, რამე ახალ შტამთან ხომ არ გვაქვს საქმე. ჯერ არაა დადასტურებული, ჯერ ყველა დელტაა." - დაავადებათა ეროვნილი ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება.  როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, წელს გრიპი უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე კოვიდი.  "დღეს გვაქვს საკმაოდ სერიოზული ნახტომი. როგორც წინა კვირაში გაუწყებდით გამოჩნდა მატება შემთხვევების და ამ 1 კვირის მანძილზე სტაბილურად იყო 600-700-800 მეტით შემთხევები, დღეს საკმაოდ სერიოზული ნახტომი გააკეთა, დაახლოებით 2 000-ზე მეტი არის წინა სამშაბათთან შედარებით. გაუარესებულია ყველა ინდიკატორი,...

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ...

Covid-19-ის ვაქცინაციის ბუსტერ დოზებზე, ასევე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების აცრისთვის რეგისტრაცია სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი. Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრას Covid-19 დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ, მათ შორის:  50 წლის და უფროსი ასაკის პირები;      ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირები, მათ მომვლელები და დაწესებულებაში დასაქმებული პირები; სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალი...

პენიტენციური - სააკაშვილი სამა...

სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია,  თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სამარტოო საკანში იმყოფება.  განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში შესახლებისთანავე დაწესებულების ადმინისტრაციამ შესთავაზა  თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკანში მარტო მოთავსდა. "რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, არის სიცრუე და ამას ადასტურებს თუნდაც ...

კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, ...

კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 44.12%-ით გაიზარდა. - ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის აქვეყნებს. ინსტიტუტის დაკვირვებით,  არჩევნები სოციალურად დაუცველების რიცხვის განსაზღვრაზე გარკვეულ გავლენას ახდენს.  IDFI- ის მონაცემებით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მხოლოდ ივნისის თვეში, საარსებო შემწეობის მიმღები პირების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 70 ათასით. "კოვიდ-19 პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე. სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქ...

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი...

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა  სტაბილურია და მის პალატაში გადაყვანას გეგმავენ.  ამის შესახებ კლინიკა "მედცენტრის" დირექტორმა, მედეა ქაჯაიამ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტის ყველა სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია მოსული. სასიცოცხლო მაჩვენებლები ყველა ნორმაშია მოსული. თუ სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, ვგეგმავთ, ხვალ გადავიყვანოთ განყოფილებაში, მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი, იმიტომ, რომ ცვლილებებს, რომელიც კიდურშია, ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია დასჭირდება, დანარჩენი დროის ფაქტორია" - ამბობს კლინიკის დირექტორი. ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაის...