„მარში თავისუფლებისთვის“ მონაწილ...

“მარში თავისუფლებისთვის” მონაწილეები ორთაჭალის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, შსს-ს შენობასთან ისინი უწყების წარმომადგენლების მხრიდან, აქციის მონაწილეებზე ძალადობას გააპროტესტებენ.  ამასთან, მარშის მონაწილეებმა აქციაზე დაშავებულების ფოტოებიც გამოფინეს და ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდცავები არიან შეკრებილები.

აეროპორტში ამერიკული რეგისტრაციი...

აეროპორტში ამერიკული რეგისტრაციით ოთხი ბორტი დგას, ოთხივე ერთი გზით ჩამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ცხომელიძე აღნიშნავს, მისთვის უცნობია თუ ვინ არის ჩამოსული აღნიშნული ჩარტერული რეისებით. "აეროპორტში ამერიკული რეგისტრაციით 4 ბორტი დგას , ოთხივე ერთი გზით ჩამოვიდა და ოთხივე არის ჩარტერი, private jet. ვინ არის ჩამისული და რა საქმეზე არ ვიცი, მაგრამ ალბათ ტურისტრბად არ ჩამოსულან… ბოლო 24 საათის ამბავია", - წერს თეონა ცხომელიძე.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურო...

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ავრცელებს შოთაძის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება. "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი, სავარაუდოდ, რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია, ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოს...

გზავნილის ბარათი/TransferCard – ...

„ლიბერთიმ“ „გახდი ჩვენიანი” კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბაზარზე უნიკალური პროდუქტი - გზავნილის ბარათი/TransferCard დანერგა. ,,გზავნილის ბარათი” სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც საერთაშორისო ფულადი გზავნილებით ხშირად სარგებლობს. დღეიდან, ამ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად აიღონ ბარათი, გახსნან ანგარიში და მომავალში ბანკში ვიზიტის გარეშე, მიღებული ფულადი გზავნილი „ლიბერთის“ ბანკომატებით გაანაღდონ. ახალი ბარათის დანერგვასთან დაკავშირებით, „ლიბერთი“ სპეციალურ აქციას სთავაზობს მომხმარებლებს - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მომხმარებელი  შემდეგი ბენეფიტებით ისარგებლებს სრულიად უფასოდ: • აიღებს გზა...

ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი თე...

ბაზისბანკის მხარდაჭერით და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, ახალი თეატრალური სივრცე - „თოჯინების სახლი“ გაიხსნა. „თოჯინების სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე. გარდა თოჯინების და საგნების თეატრისა, თეატრის სცენა დაეთმობა საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, მსახიობებს, შემსრულებლებს. გაიმართება შემოქმედებითი საღამოები, კონცერტები, სალონური შეხვედრები. პროექტის მიზანია, თეატრში ფუნქციონირებდეს კინოთეატრიც და ამ გზით მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ახალგაზრდა კინოხელოვანთა პროფესიულ განვითარებასა და მათი ნამუშევრების წარდგენას. თეატრი „თოჯინების სახლი“ გაიხსნა ნიკა საბაშვილის სპექტაკლით „რ...

„ლიბერთი“ განათლებისთვის - ათასწ...

ათასწლეულის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და „ლიბერთისთან“ თანამშრომლობით, საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება. „ლიბერთი“, კონკურსის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, წელსაც აგრძელებს ინოვატორი ახალგაზრდების მხარდაჭერას და ტრადიციულად მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაუშვებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში 13-18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. წელს 395...

ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფ...

14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია „ელისოს“ დაჯილდოებას უმასპინძლებს. პრემია „ელისო“ წელს პირველად გაიმართება. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში დასახელდებიან: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ჟიური 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმებს განიხილავს. სამივე ნომინაციაში გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება.   უკვე ცნობილია ჟიურიც, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება: რეჟისორი და პროდიუსერი ნინო ორჯონი...

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიე...

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. გადაადგილების შეზღუდვა პირველ ეტაპზე რესპუბლიკის მოედანს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ინფორმაციას “ექსპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: “21 მაისის 07:00 საათიდან 27 მაისამდე, რესპუბლიკის მოედანზე, სატრანსპორტო საშუალებები მარჯვნივ მოხვევით, მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობას ვეღარ შეძლებენ. ამ პერიოდში რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება;  23 მაისის 20:00 საათიდან 24 მაისის 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება და საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება შოთა რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავ...

დავით ქაცარავამ სამედიცინო დაწეს...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ინგორყვას სახელობის სამედიცინო დაწესებულება დატოვა. როგორც ქაცარავა აღნიშნავს, "ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და დაუბრუნდეს საოკუპაციო ხაზსა და პროტესტს". "მძიმე ფორმით არის ტვინის შერყევა და საკმაოდ მიჭირს გადაადგილება და რაიმე სახის აქტივობა და უნდა დავემორჩილო დანიშნულ მკურნალობს. გარკვეული პერიოდი წოლითი რეჟიმი მექნება. აქედან პირდაპირ მივდივართ ექსპერტიზაზე სამხარაულის ბიუროში, შემდეგ სახლში და მაქსიმალურად გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მალე დავუბრუნდე საოკუპაციო ხაზს და პროტესტს ქუჩაში.  კისერზე კვალი ჩანს, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, ისინი არიან ჯალათები, იყო ჩემი გ...

უცნობი ნომრებიდან ზარებზე მივიღე...

ფიზიკური პირების სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, ამ დროისთვის სამსახურმა მიიღო 70-მდე განცხადება/შეტყობინება, მათგან 10-მდე განცხადება/შეტყობინება, რომელიც თავისი შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისი რეაგირებისათვის გადაეგზავნა უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. განცხადების თანახმად, სამსახურმა უკვე მიმართა მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებს, კონკრეტული სატელეფონო ნომრების კუთვნილებისა და მათი მეშვეობით განხორციელებული კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით. „სამსახურის მიერ ხორცი...

ნატა ფერაძე - არანაირი სასოწარკვ...

არანაირი სასოწარკვეთა და დანებება - ჩვენი ადგილი ევროპაშია,- ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს. ფერაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველო დატოვა, მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "მადლობა ყველა ნაცნობ თუ უცნობ მეგობარს არნახული მხარდაჭერისთვის. არანაირი სასოწარკვეთა და დანებება, ჩვენია ეს ქვეყანა და ჩვენი ადგილი ევროპაშია",- წერს ფერაძე "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ საქართველო დატოვა. როგორც აქტივისტი განმარტავს, "მძიმე გარემოებების" გამო, ევროპაში გამგზავრება მოუწია. პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იგეგმებოდა სამო...

ტიტე გედენიძე - კიდევ ერთი თავდა...

ტიტე გედენიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეს, ლუკა შველიძეს სახლთან თავს დაესხნენ. როგორც გედენიძე აღნიშნავს, ლუკა შველიძემ თავის დაცვა წიწაკის სპრეით მოახერხა. "კიდევ ერთი თავდასხმა, ამჯერად ჩვენს თანამებრძოლ ლუკა შველიძეზე. ოთხნი იყვნენ ნიღბებში (ეგრე მიდიან ლაჩრულად, 4 ან 5 ერთზე). ლუკა თავს კარგად გრძნობს, მოახერხა იმ ნაბიჭვრებისგან თავის დაცვა, მაგრამ ფაქტია არ ჩერდებიან ეს ნაბიჭვრები. "ქართული ოცნება" მალე დასრულდებით ასე", - წერს ტიტე გედენიძე.

ფავლენიშვილი - სადარბაზოსთან დამ...

დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, მომხდარის დროს ის ცოლთან და 1 წლის შვილთან ერთად იყო. "დღეს, დილას 12 საათზე სადარბაზოსთან დამხვდა 5 პირბადიანი, სპორტულად ჩაცმული ზონდერი. ცოლთან და 1 წლის  შვილთან ერთად ვიყავი, გვერდზე გაყვანა მომთხოვეს და სიტყვიერად დამემუქრნენ. ჩვენ იმ გვარის ვართ უკანდახევა რომ არ სჩვევიათ!  შინაგან საქმეთა სამინისტრო  დღისით, მზისით ქალაქის ქუჩებში მოთარეშე ზონდერებზე ხომ არ ფლობთ ინფორმაციას", ...

ნატალია ყიფშიძე - სასამართლოდან ...

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე მსახიობი ნატალია ყიფშიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ 20 აპრილს მისი სასამართლო პროცესი ჩანიშნა. როგორც ყიფშიძე წერს, მის მიმართ 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს. "გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგესთქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმე...

მიხეილ სააკაშვილი - მინდა იცოდეთ...

მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა... ჩემი ხელით ჩავწერე: "თავისუფლება დღეს ჩვენი“... - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, სიტყვები „თავისუფლება დღეს ჩვენი, ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს გენეტიკურ კოდს“. „თავისუფლება დღეს ჩვენი. მინდა იცოდეთ, თუ საიდან წამოვიდა ჩვენი ჰიმნის იდეა. ასე 5 წლის ვიყავი, როცა დედაჩემს რუსთაველის გამზირით მივყავდი ინგლისურის გაკვეთილზე და ამ დროს შევესწარით ოპერის თეატრიდან ცნობილი ტენორის, დავით გამრეკელის გამოსვენებას. მთელ რუსთაველზე დინამიკებში ჩართული იყო არია ზაქარია ფალიაშვილის დაისიდან „ოდა თავისუფლებას“, დავით ...

აპარატი - 15 აპრილიდან 17 მაისის...

15 აპრილიდან 17 მაისის პერიოდში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აქციებზე დაკავებული 180 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, 93 პირი პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. "71 პირმა ითხოვა რეაგრიება, რის თაობაზეც მივმართეთ სპეციალურ საგამოძებო სამსახურს.  ცხელ ხაზზე შემოვიდა 382 შეტყობინება",- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

მეუფე შიო - ვადევნებდით თვალ-ყურ...

ჩვენ დიდი გულისტკივილით ვადევნებდით თვალ-ყურს იმ დაპირისპირებას, დაძაბულობას, რომელიც უკავშირდებოდა და უკავშირდება ახლაც ჩვენი პარლამენტის მიერ "გამჭვირვალობის კანონის" მიღებას. ამ კანონის მომხრეთა შორისაც და მოწინააღმდეგეთა შორისაც არიან ეკლესიის წევრები, არიან ჩვენი სულიერი შვილები და მათ შორის, ახალგაზრდობა. ამიტომ, ჩვენ განსაკუთრებით გული გვტკივა ამ ყველაფრის გამო და ხშირად ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს ეს დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში და საერთოდ დიდი დაპირისპირება,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირმა განაცხადა. როგორც სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე აღნ...

„კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ ...

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტთან გამართულ აქციას საპროტესტო მსვლელობით დედების მარშიც შეუერთდა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე სამანქანო გზა გადაიკეტა. მოქალაქეების მოთხოვნა "ქართული ოცნების" ხელისუფლებასთან უცვლელია - გაიწვიონ მიღებული კანონი.  შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლი...

სოფელ კვირიკეში ფერდობის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" მერიის წარმომადგენელ, ზურაბ ლაზიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, დაღუპული 50-წლამდე კაცი სოფელ ხუცუბანში ცხოვრობდა.  "სანიაღვრეს აკეთებდნენ, მოწყდა ფერდობი და ერთი ადამიანი მოიყოლა. საკმაოდ დიდი მასაა მიწის ჩამოშლილი, ერთი საათი დასჭირდა კაცის ამოყვანას, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო," - განუცხადა ლაზიშვილმა გამოცემას. 

მერია - 17 მაისს დაგეგმილ მსვლელ...

დედაქალაქში 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მსვლელობა ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან 12:00 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრძელდება, რა დროსაც მიმდევრობით ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, კერძოდ, გია ჭანტურიას ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებული საგზაო მონაკვეთი, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ხიდი, ბარათაშვილის აღმართი და ავლაბრის მოედანი. "რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება თარხნიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ბარნოვის, გოგებაშვილის, მაყაშვილისა და...