კორონავისურით 39 ადამიანი გარდაი...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 828 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 5 289 პირი გამოჯანმრთელდა. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 541 610-მდე გაიზარდა.

„სინოფარმის’’ ვაქცინის 100 000 დ...

საქართველომ  წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებისგან  „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა საჩუქრად მიიღო.  „სინოფარმის“  ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი გამოყენების  ავტორიზაცია. საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინის შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა. ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში. „საქართველომ წითელი ჯვრისგან 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა საჩუქრად მი...

საქართველოში მთლიანად ჩატარებული...

საქართველოში მთლიანად ჩატარებულია 1 467 065 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 577 162 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 20.2%- ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ავრცელებს. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 889 903 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.2% 10 სექტემბერს აიცრა 25 132 ადამიანი.

საქართველოში სრულად ვაქცინირებულ...

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 1 433 296 აცრაა ჩატარებული. ინფომაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მათი ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 879 384 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30.8%-ს შეადგენს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 19.4%-ია. მათივე განმარტებით, 9 სექტემბერს აიცრა 24 325 ადამიანი.

73% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ LG...

მოსახლეობის 73% აზრით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს LGBTQ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება. კვლევა “ედისონ რისერჩის” მიერ ჩატარდა, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით.  27% კი ამბობს, რომ პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს.  გამოკვლევის ფარგლებში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა  საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.

ბათუმში 49 წლის მამაკაცი კოვიდსა...

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 სექტემბერს, ბათუმის ერთ-ერთი კოვიდსასტუმროს ეზოში 49 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტს კოვიდ სასტუმტოში შეყვანისთანავე განუვითარდა სავარაუდოდ, ეპილეფსიური გულყრა, გონების დაკარგვის ეპიზოდით. "ადგილზე გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა გატარებული ღონისძიებების მიუხედავად დაფიქსირდა გარდაცვალება“,- აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოში კორონავირუსის 2262 ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 2 795 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავ...

თამარ გაბუნიას განცხადებით, შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ. ,,დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ. ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე...

საქართველოში კორონავირუსის 2455 ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 4 427 პირი გამოჯანმრთელდა.  

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუს...

ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 25 834-მდე გაიზარდა.  კოვიდ 19-ს კიდევ 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და დღემდე კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 391-ს მიაღწია. გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 43 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 16 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 18, გაგრაში - 17, ტყვარჩელში - 8, სოხუმში გახსნილ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში კი - 63.

ამირან გამყრელიძე-ჩვენი რეკომენდ...

ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული. "ავტობუსებში ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს, არ უნდა გადაიჭედოს მეტრო, ჯობს იყოს რიგები, ყველას უნდა ეკეთოს პირბადე. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებლობაა, დავურიგოთ პირბადეები და მოვუწოდოთ გაკეთებისკენ. თუ ვინმეს პირბადე არ აქვს კი არ დავაჯარომოთ ტრანსპორტში, არამედ მივაწოდოთ მას პირბადე და ვუთხრათ, რომ გაიკეთე ბ...

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია პა...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესა და ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.  საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კონგრესმენებმა მადლობა პატრიარქს გულთბილი მიღებისათვის. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ...

რეანიმაციულ განყოფილებაში ადამია...

"უნდა გავითავისოთ, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ადამიანები საშინელი, მოწამეობრივი სიკვდილით იხოცებიან. ბოლოს და ბოლოს, ხომ არ დავდებთ ყველა კადრს და სურათს ნებისმიერი კლინიკიდან."- განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების თვალსაზრისით დღევანდელი მონაცემები დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. „ჩემი ნომერ პირველი რეკომენდაცია არის აცრებში აქტიური მონაწილეობა, დღეს უნდა ავიდეთ დაახლოებით 30-35 ათას აცრაზე. ისევ დაიწია აცრების რაოდენობამ, 22-23 ათასზე ჩამოვიდა და ეს ძალიან ცუდია. მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არის ...

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტა...

თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის “მიუ” შტამთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოში მისი გავრცელების საშიშროება არ დგას. „თურქეთში “მიუ” შტამის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ამის საშიშროებას საქართველოში დღეს ნამდვილად ვერ ვხედავ. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შემდგომი შტამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ თუ რა ქცევით ხასიათდება კონკრეტული შტამი, როგორი ინტენსივობით ვრცელდება. რაც შეეხება მკურნალობის მეთოდს, ის არ იქნება განსხვავებული მე...

მნიშვნელოვნად შემსუბუქებულია ზე...

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა ინფიცრებულებს უსწრებს. ასევე შემცირებულია ლეტალობის მაჩვენებელი და გააქტიურებულია ვაქცინაციის პროცესი. "დღეს გვაქვს 2571 შემთხვევა. მნიშვნელოვანია, რომ უკვე გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უსწრებს ინფიცრებულთა რაოდენობას და ჯამური რაოდენობა დღეს აქტიური შემთხვევების გვაქვს 35 000. მნიშვნელოვნად არის შემსუბუქებული ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე, თუმცა რა თქმა უნდა, პაციენტები ჯერჯერობით ინტენსიურად გადიან მკურნალობას ჰოსპიტლებში. დღესდღეობით რეანიმაციულ საწოლზე გვყავს 380 ადამიანი, 1500 ადამიანი არის ინტენსიური მოვლის საწოლზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იკლებს ქვეყ...

საქართველოში 1 366 678 აცრა ჩატარდა

8 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში 1 366 678 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ, ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა გაავრცელა.  მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.0%. სრულად ვაქცინირებულია 509 722 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.8%. ბოლო 24 საათში კი 27 011 ადამიანი აიცრა.

საქართველოში კორონავირუსის 2571 ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 3 668 პირი გამოჯანმრთელდა.

ამირან გამყრელიძე- სექტემბერსა დ...

მე ამას ხშირად ვამბობ, დაახლოებით სექტემბერში თუ გვექნა 900 ათასი -მილიონი აცრა ,ოქტომბერშიც  იგივე, ჩვენ ოქტომბრის ბოლოს სერიოზულად გადავტეხავთ წელში ეპიდემიას.-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის  გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კვირას დამატებით 400 ათასი "ფაიზერის" ვაქცინა შემოვიდა, ანუ შესრულდა ის  მილიონ-ნახევრი დოზა, მილიონ-ნახევრიდან დარჩენილია 700 ათასი დოზა.   "ვაქცინაცია ჩვენ აგვისტოში 23 ათასი გვქონდა დღის საშუალო მაჩვენებელი, სექტემბერში, პირველი სამი დღე 23 ათასს ვაგრძელებდი , ...

დღევანდელი 1 965 ახალი შემთხვევა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მთელი დღის განმავლობაში სერვერებზე სერიოზული შეფერხებები იყო, რომელთანაც კავშირი აქვს ვაქცინაციის პორტალს, რის გამოც გუშინდელი ყველა შედეგი არ არის ატვირთული. მისი თქმით,  დღეს 7 სექტემბრის მონაცემებით გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 965 შემთხვევა არ არის რეალური მაჩვენებელი. "დღევანდელი 1 965 ახალი შემთხვევა არ არის რეალური ციფრი. რამდენადაც დღეს ჩვენი პროგნოზით ველოდებოდით, რომ უნდა ყოფილიყო კლება წინა სამშაბათთან შედარებით. დაახლოებით კვირის განმავლობაში 700, 800, 900 შემთხვევით გვაქვს კლება. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს პროგნოზირება მთელი თვის განმავლობაში. წინა კ...

თამარ გაბუნიას განცხადებით შესაძ...

ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია - კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით,სკოლებში პედაგოგების თითქმის 60% ვაქცინირებულია. “ვფიქრობთ, რომ კეთილსაიმედოა ტენდენცია - კლების ტემპი, ასევე ვაქცინაციის პროცესი. პედაგოგებში არის კარგი მაჩვენებლები, ზოგიერთ სკოლაში ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა, თითქმის 60%-ს აღწევს. ეს პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შექმნის კარგ პირობას იმისათვის, რომ 4 ოქტომბრიდან სწავლა სასკოლო გარემოში დაიწყოს. კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა საუნივერსიტეტო გარემოში სწავლის დაწყების პროცესი. სტუდენტების ვაქცინაციი...