სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკ...

14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, "საქართველოს რკინიგზა" ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს და მატარებლების მოძრაობის განრიგს  ავრცელებს. "14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, "საქარველოს რკინიგზა" ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კალანდარიშვილი - საარჩევნო ადმინ...

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ  სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.  "სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნ...

უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ერ...

უეფას ერთა ლიგაზე პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინის წინააღმდეგ დამარცხდა. უკრაინის რიგებიდან გოლი მიხაილო მუდრიკმა გაიტანა. 3 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს ალბანეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე 14 ოქტომბერს გამართავს.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით 7 საარჩევნო უბანი შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. "დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს  95 834-ს. ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად ს...

სუპერქარი Lamborghini უკვე Teget...

Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული იტალიური ბრენდის, Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში Tegeta cars-ი ქართულ ბაზარს  Lamborghini-ის მოდელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს, მათ შორის Urus, Temerario და Revuelto. ეს სტრატეგიული გაფართოება აძლიერებს Lamborghini-ს კავკასიის რეგიონში და ადასტურებს ქართული ბაზრის მოთხოვნას სუპერქარზე. Automobili Lamborghini-სთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა. დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შო...

„სელფი მობაილის“ 5G უკვე თბილისშიც

“სელფი მობაილი“ ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, განაგრძობს მომსახურების გაუმჯობესებას და უკეთესი გამოცდილებისთვის მოწინავე 5G ტექნოლოგიის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. ახლა, “სელფი მობაილის“ 5G უკვე ხელმისაწვდომია თბილისშიც. უფრო ადრე, “სელფი მობაილის“ 5G გაეშვა აჭარაში: ბათუმი, ქობულეთი, გონიო, კვარიათი, შეკვეთილი; სამეგრელოში - ზუგდიდი და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში. 5G-ში მობილური ინტერნეტის სიჩქარე 4G/LTE ქსელისაზე 10-ჯერ უფრო სწრაფია და განაპირობებს ინტერნეტით სარგებლობის უკეთეს გამოცდილებას. 5G ტექნოლოგიის დანერგვა ასევე საკვანძოა საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტუ...

„ენგურჰესი“ - ანა წითლიძის ცილის...

შპს „ენგურჰესი" პირადობის მოწმობების ჩამორთმევასა და ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას ეხმაურება და მას ცილისმწამებლურს უწოდებს. როგორც შპს „ენგურჰესის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. „გვსურს, გამოვეხმაუროთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპს „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს...

ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვ...

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ. "დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა რომელიც 2010 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ჩატარებუ...

კალანდარიშვილი - რეკომენდაციით მ...

მინდა რეკომენდაციით მიმართ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალანდარიშვილის თქმით, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა, საქმიანობის განხორციელებისას როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდე...

„ავერსის კლინიკამ“ ლაბორატორიის ...

7 ოქტომბერს “ავერსის კლინიკამ“ ოფიციალურად გახსნა მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია. “ავერსის კლინიკის“ ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ანალიზატორებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების ცენტრალიზაციას, ავტომატიზაციასა და სიზუსტეს. ავტომატიზაცია გულისხმობს ლაბორატორიული ამოცანების შესრულებას ისეთი ნატიფი ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენებით, რომლებიც ადამიანის მინიმალურ ჩარევას მოითხოვს. “ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც ლაბორატორიის საქმიანობაში რობოტები ჩართო: რობოტ-ოფიცრებს ანას და ლიზას საანალიზო ნიმუშები სწრაფად მიაქვთ ლაბორანტამდე. “ავერსის კლინიკის“ პირველი ლაბორატორია 2007 წელს გაიხ...

„ლიბერთის“ სოციალურ პროექტებს, მ...

“ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მარკეტების ქსელთან “გვირილა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, სოციალური ბარათის მფლობელები, “ლიბერთის“  ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე განსხვავებული, ე.წ. “საბითუმო ფასით“ ისარებლებენ. ამასთან, მარკეტების ქსელი “გვირილა“ მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასებთან ერთად  ლოიალობის, კერძოდ “მეგობარი ბარათის“ დაგროვებით პროგრამას სთავაზობს.  “მეგობარი ბარათის“ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს  5% ,“გვირილა ქულების" სახით უბრუნდება და  აღნიშნული “გვირილა ქულებით" ნებისმიერი ...

ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კ...

ხუდადოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ძლიერი დაკვამლიანების გამო, ორი ადამიანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში სა...

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი იწვის.  არსებული ინფორმაციით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სადენებს წაეკიდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.

მოქალაქის განცხადებით, დეპუტატმა...

მოქალაქე ონისე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ მას დეპუტატმა, დავით კაჭარავამ ტელეფონი წაართვა. ამასთან, ონისე ოქრიაშვილი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც კაჭარავამ ტელეფონი წაართვა, მას 20-მდე ადამიანი გაეკიდა. "ჭოველიძეზე დავით კაჭარავასთვის მინდოდა მეკითხა, რომელი სიგარეტი შევუგზავნო როცა კონსტიტუციის ღალატის გამო დაიჭერენ. შორიდან ყვირილი არ მინდოდა, ახლოს მივედი, რომ მენახა, რუსის თვალები როგორია. ჰოდა, ტიპი მეცა და ტელეფონი წამართვა. ვიდეო წყდება. მერე გამოდის ოცი ტიპი და მომსდევს ძველბიჭური ფრაზებით. გამვლელებს ვთხოვ, რომ პატრულში დარეკეთ-მეთქი და არავინ ყური არ შეიბერტყა. რა ვიცი აბა. წადით არჩევნებზე 26-ში", - წერს ონისე ოქრიაშვილი და შესაბამის ...

„ლიბერთიმ“, პრემიის „ჩვენი ვეფხი...

„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი". პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის", როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის პოპულარიზება და სკოლებში, მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა. წელს, სპეციალურმა ჯიურიმ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" 11 ფინალისტი შეარჩია და მათგან სამი  მასწავლებელი 2024 წლის გამარჯვებული გახდა.  პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" გამარჯვებულები არიან: საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მარინე კვარ...

მეტეხის ტაძარში დაწყებული თეატრი...

50 წლის წინ, გაუქმებულ მეტეხის ტაძარში თეატრი “მეტეხი“ გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელი და დამაარსებელი, რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი გახლდათ. თეატრმა 50 წლის განმავლობაში დიდი და საინტერესო გზა განვლო. დღეს ის რუსთაველის #19-ში მდებარეობს და სანდროს შვილი, მიხეილ მრევლიშვილი ხელმძღვანელობს. ისტორია კი ასე დაიწყო. მეტეხის მიტოვებულ ტაძარში განთავსებული იყო ელგუჯა ამაშუკელის სახელოსნო, რომელმაც ახალგაზრდებს დაუთმო ასპარეზი. მსახიობებმა საკუთარი ხელით შექმნეს შესაფერისი გარემო ისე, რომ ტაძრის არქიტექტურა არ დაზიანებულა. ოთხ სვეტს შორის განთავსდა 36 კვ. მ. სცენა, რომელსაც სამი მხრიდან მაყურებელი აკვირდებოდა; შესაბამისად, დარბაზსა და სცენას შორის ტრადიციული ზღვარი წაიშალა და მაქსიმა...

ყაზბეგში 2 მთამსვლელი დაიღუპა

ყაზბეგში, მყინვარწვერის გზაზე 2 მთამსვლელი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. ცხედრები უკვე ჩამოსვენებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შარაბიძე - 26 ოქტომბრის არჩევნებ...

26 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო ცენტრალური კომისია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს კვლავ ატარებს,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა. შარაბიძის თქმით, აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია Pro V&V ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. "საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და და...

„ავერსში“ სიახლეა: თვითმომსახურე...

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს გერმანული კომპანია #PYRAMID-ის უახლესი, საუკეთესო ხარისხის თვითმომსახურების აპარატები სწრაფი გადახდისთვის. "ავერსი" საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ასეთი სერვისი შესთავაზა. ბოლო ხანს კი "ავერსმა" კიდევ ერთი სიახლე დანერგა: თავის მოვლას, სამკურნალო კოსმეტიკასა და საბავშვო პროდუქციასთან ერთად თვითმომსახურების აპარატით უკვე შესაძლებელია  ურეცეპტო მედიკამენტების შეძენა სწრაფად, მარტივად და ურიგოდ! გამოყენების სამი მარტივი საფეხური: 1. ასკანერებთ შერჩეულ პროდუქტს, ეცნობით ანოტაციას და ეკრანზე ხედავთ სრულ ინფორმაციას გადასახდელი თანხის, ფასდაკ...

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედ...

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზუბზუსთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.