„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე, პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე ისაუბრა. როგორც კობახიძემ განმარტა, საქართველოს პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი კანდიდატი სტატუსის მიღებაზე და ეს მხოლოდ პარლამენტისა და მთავრობის პასუხისმგებლობაა. „შარშან ივნისამდე პრეზიდენტმა რამდენჯერმე ითხოვა თანხმობა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელებაზე ევროინტეგრაციის დაჩქარების მიზნით, ანუ კანდიდატის სტატუსის მიღების მიზნით. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ მისი როლი იყო მნიშვნ...
ნებისმიერი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს არის სხვა არაფერი, თუ არა „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ზვიად გამსახურდიას დარბაზში არავის მოგცემთ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი, სადაც სხედან ქართველი ხალხის მიერ არჩეული წარმომდგენლები, იღებს მხოლოდ და მხოლოდ ქართულ კანონებს. "როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს მა...
ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის არ მჯერა და ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ივანიშვილის რუსული ინტერესების გამო მიმდინარეობს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას არ დაესწროს. „არ დაგვავიწყდეს ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ იღებს; პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მიიღოს უპირობოდ ზელენსკის, მაკრონის ევროსაბჭოს რეზოლუციების თანახმად, ამერიკამ უნდა დაადასტუროს ხომ პირდაპირ, „ეფესბე...
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა გრძელდება. ზეპირ მოსმენას წარდგინების ავტორთა ნაწილი, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება. პროცესზე არ იმყოფება პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი წარმოადგენენ. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი, გუშინ, 3 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყო. მხარეებმა სასამართლოს საკუთარი პოზიციები გააცნეს. "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილებ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება. "პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. „გერმანიასა და საქართველოს საიმედო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ისტორია აკავშირებთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნებ...
მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ზურაბიშვილის თქმით, მისმა წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ინსტიტუტი ღირსეულად დაიცვეს. "მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი", - წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ...
ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. სააკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჯერ-ჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება. "ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორ...
პრეზიდენტის მიმართ დაწყებული იმპიჩმენტი მას არ აზიანებს, პირიქით, აძლიერებს, - ამის შესახებ ყოფილმა ომბუდსმენმა, ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. ლომჯარიას თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. "ამ ინიციატივის [იმპიჩმენტის] უკან დგას რამდენიმე საკითხი, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი არის ის, რომ ოცნების წარმომადგენლები სინამდვილეში არაფერს აკეთებენ ან ძალიან უმნიშვნელო ნაბიჯებს დგამენ იმისთვის, რომ მივიღოთ სტატუსი. მათთვის სტატუსის მიღება არის მეათე, მეთხუთმეტე, შეიძლება მეოცეხარისხოვანი საკითხიც დღეს, რაც...
გერმანია საქართველოს გვერდით იდგა 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლა, მოდით, ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საელჩოში განაცხადა, სადაც გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება იმართება. ფიშერის თქმით, ევროკავშირი არის გერმანიისთვის მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის საფუძველი და ევროკავშირი ახლა ხელმისაწვდომია საქართველოსთვისაც. „დღეს, აქ, თბილისში ყველა გერმანიის ერთიანობის დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს და ეს იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. ეს იყო ბერლინის კედლის დაცემა, ეს იყო რკინის ფარდის ნგრევა ევროპაში. გერმანიისთვის და სხ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ქალაქ სოჭიში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ლიდერებს შეხვდა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ასლან ბჟანიასთან საუბრის დროს, ლავროვმა დადო პირობა, რომ რუსეთი გაზრდის იმ ქვეყნების რაოდენობას, ვინც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებენ. ამასთან ერთად, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის 2024-25 წლის კონსულტაციების გეგმებს. "კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროს მიმართ, მათ შორის ეკონომიკური განვითარების, სოციალური სფეროს, ენერგეტიკულისა და იმის [მიმართ], რაც ეხება საერთაშო...
პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ პროპაგანდისტულ მედია TASS-თან საუბრისას განაცხადა. ბჟანიას თქმით, "აფხაზეთს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა უნდა ჰქონდეს". "პრეზიდენტს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმით, როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. იმედი მაქვს, რომ ასეა... თუ ქართული სახელმწიფო ა...
თუ ევროპა შემოვა აქ, ხელისუფლებაში ვერ იქნებით,- ასე მიმართა „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების სახე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. "საქართველოსთვის მთავარი საკითხი არის კანდიდატის სტატუსის მიღება. „ქართული ოცნება" არ ეშვება მავნე რიტორიკას და ცდილობს, დააჯეროს საზოგადოება, რომ კანდიდატის სტატუსს თურმე არ გვაძლევენ იმის გამო, რომ ოპოზიცია არ მონაწილეობდა ერთი წლის წინ სამუშაო ფორმატში. ჩვენ ვნახეთ ვარჰეის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თქ...
ამ პარლამენტში ჩვენ, არავინ არაფერს გეკითხებათ, აქაც კი, როგორც ბუტაფორია და მოვალეობის შემსრულებელი, მხოლოდ ასე ზიხართ. ამ პარლამენტის თავმჯდომარეც არ ბრძანდებით და მთავარ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, იღებს ივანიშვილი,- ასე მიმართა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე. ბოკუჩავას თქმით, "ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად შეშინებულად გამოიყურება, რადგან მას ამერიკელების სანქციების, ქართველი ხალხის პროტესტისა და რუსეთისგან სიკვდილის ეშინია, ვინაიდან მან პუტინის მთავარი დავალება ვერ შეასრულა". "მე დღეს მოგმართავთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა, შევიდეთ პრეზიდენ...
პრეზიდენტი, ალბათ, იმდენად არის, რბილად რომ ვთქვათ, შეშინებული, რომ ის ვერ ბედავს მივიდეს სასამართლო სხდომაზე,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. როგორც ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე საზოგადოებისთვის უნდა აეხსნა, "რატომ არღვევდა კონსტიტუციას მიზანმიმართულად". "რატომ არ ისმევა მარტივი კითხვა იმასთან დაკავშირებით, სად არის ქალბატონი პრეზიდენტი? რატომ არ არის იმ სასამართლო სხდომის დარბაზში, სადაც ისმის კითხვა, რა მიზანს ემსახურებოდა მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა. მისულიყო სხდომაზე და აეხსნა სასამართლოსთვის, ქართველი ხალხისთ...
სასამართლოს თუ დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ჩათვალა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებმა სრულყოფილად ვერ გადმოსცეს პრეზიდენტის სათქმელი, გვაქვს უფლებამოსილება, განჩინებით დავადგინოთ პრეზიდენტის სავალდებულო გამოცხადება,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ განაცხადა სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგენების განხილვა მიმდინარეობს. როგორც მერაბ ტურავამ აღნიშნა, „სხვა საკითხია, ის ამ შემთხვევაში სასამართლოს წინაშე ისაუბრებს თუ არა". „ვფიქრობ, ისე არ მოხდება, თქვენ რომ დააფიქსირებთ პოზიციას, პრეზიდენტი არ გამოვა და არ იტყვის, რომ ეს არის იურისტების პოზიცია და მე ხომ იურისტი ა...
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტმა, რომელიც ზეპირ მოსმენას არ ესწრება, "ტვ პირველთან" მცირე კომენტარი გააკეთა. "რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება",- თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა. რაც შეეხება კონსტიტუციური წარდგინების ავტორებს, მათი ნაწილი სხდომათა დარბაზში იმყოფება.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა მიმდინარეობს. ზეპირ მოსმენას წარდგინების ავტორთა ნაწილი, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრება. რაც შეეხება პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილმა სასამართლოში თავისი წარმომადგენლები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი გაუშვა. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება 1-ელ სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 12 სექტემბერს მიმართეს. 14 სექტემ...
პრეზიდენტის არ ჩამოსვლა არის, რა თქმა უნდა, უპატივცემულობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. ის იცლის არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, მაგრამ ვერ იცლის საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ის გაეცნო სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის პოზიციას, რომელიც "აბსოლუტურად არასერიოზულია". "კოპალეიშვილს აქვს ეს პოზიცია გახმოვანებული, რაც მე გამაცნეს. შეიძლება თამარ ჩუგოშვილსაც აქვს, მაგრამ კოპალეიშვილის მაჩვენეს მისი პოზიცია. ნუ, აბსოლუტურად, არასერიოზულია რაზეც იქ არის საუბარი... შარშან ივნისში, როცა ქვეყა...
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ"კანონში შესატან ცვლილებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემს უკეთეს შესაძლებლობას, ადამიანის სათანადო კონსტიტუციურ უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის გზით უზრუნველყონ შეკრების უსაფრთხოდ ჩატარება და გამოხატვის თავისუფლების უფრო ეფექტიანი რეალიზაცია. კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ...