ჩვენ ჯერ სერიოზულად არაფერი დაგვიწყია. - განაცხადა პუტინმა უკრაინის ომზე. მისივე თქმით, ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება. "დღეს გვესმის, რომ უნდათ ჩვენი დამარცხება ბრძოლის ველზე. რას იტყვით, სცადონ, არაერთხელ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინამდე. ეს არის ტრაგედია უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ როგორც ჩანს, ყველაფერი ამით მიდის... ყველამ უნდა იცოდეს, რომ ზოგადად, ჩვენ ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად. ამავდროულად, არც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ვამბობთ უარს. მაგრამ ვინც უარს იტყვის, უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო შორს, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენთან მოლაპარაკება“. - განაცხადა პუტინმა. შეგახსე...
ხვალ, 8 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. - განაცხადა თელასმა. მათივე თქმით, თბილისის 70-ზე მეტ ქუჩას და დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდება. "საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, I, II, III, IV კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, ფერმწერთა, ბანძელაძის, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის და ემხვარის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის და ბაგრატ III ქუჩების მოსახლეობას. დიდუბი...
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა და უთხრა ბრიტანელ საზოგადოებას, "რომ ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება“. ჯონსონმა გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ აპირებს თანამდებობაზე დარჩენას, მანამ სანამ არ აირჩევა მისი მემკვიდრე. ასე ხდება ნორმალურ პირობებში: პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადადგა პარტიის ლიდერის თანამდებობაზე, რჩება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, სანამ არ აირჩევა ახალი პარტიის ლიდერი. ერთ ალტერნატივად ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი განიხილება. თუმცა ჯერ ამის პრეცედენტი არ ყოფილა - მაგრამ, ასევე არ არის პრეცედენტი...
დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. "5%-იანი...
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“, რომელიც წამყვან შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან გლობალურ დავაში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავს, განცხადებას ავრცელებს. იურიდიული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გარდა უშუალოდ სასამართლო დავებისა, რომლებიც მიმდინარეობს ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში, ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიებისთვის. კომპანიის ცნობით, 2022 წლის მაისში საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვეიცარიული ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა კლიენტის უფლებათა უხეშ შელახვასა და პოლიტიკურ ზეწოლას. "ბანკის სატრასტო სტრუქტურის მხრიდან ბენეფი...
შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი, მაგალითად ალასკა. - განაცხადარუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინმა. მისივე თქმით, წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. "წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა. აშშ-ს ჯობია ახსოვდეს, რომ ალასკა ოდესღაც რუსეთს ეკუთვნოდა. სანამ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ ხარჯვას დაიწყებენ, ჯობია კარგად დაფიქრდნენ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცები რისი დაბრუნებაც შეიძლება მოგვინდეს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სა...
ერთიანი ძალებით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის აღსადგენად რუსეთის გაყინული აქტივები გამოვიყენოთ. - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა. მისივე თქმით, საკანომდებლო ბაზა აუცილებელია და მუშავდება. "ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ბაზაზე, რათა რუსეთისა და, ნაწილობრივ, ოლიგარქების აქტივები უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოც...
მოვუწოდებ მედიას, არასამთავრობოებს, ოპოზიციას - ერთად გამოვავლინოთ პოლიტიკურ „აფერისტობაში“ ჩართული სუბიექტები. - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა. მისივე თქმით, „გირჩი“ და „მოქალაქეები“ ორივე პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია. "ჩემმა გუშინდელმა განცხადებამ მედიის ყურადღება მიიქცა და „გირჩის“ და „მოქალაქეების“ პარტიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. ვადასტურებ - დღესაც მიმაჩნია, რომ ორივე პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია. ისინი ერთი ხის სხვადასხვა ტოტები არიან. რა იყო გაღიზიანების მიზეზი, ვერ გავიგე, რადგან ყველასთვის ყველაფერი ისედაც ნათელია. წლებია, ეს პარტიები ...
ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა - 90 239 მოქალაქე. - განაცხადეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათივე თქმით, მეორე ადგილზე თურქეთია - 62 192 ვიზიტორით, რაც წინა წელთან შედარებით 110% ზრდაა. "გასულ თვეში ქვეყანაში 387 781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია". - ნათქამია განცხადებაში. შეგახენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები ავრცელებდნენ პეტიციას, რომლითაც მოქალაქეები საქართველოს მთავრობას სთხოვდნენ ჩაკეტილიყო სივრცე რუსული თვითმფრინავებისა და გემებისთვის.
კარგი პრაქტიკა არის ის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან დაახლოებით, 12-14 წელიწადი სჭირდება ხოლმე წევრობას, შესაბამისად, ჩვენ გვიჩნდება იმის პერსპექტივა, რომ თუ დეკემბერში მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, სადღაც 2032-2034 წლისთვის შეიძლება, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „პროგნოზები, რაც უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კეთდება, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ჩვენ მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი ჩვენზე ადრე მიენიჭა, პოლიტ...
ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. - განაცხადა მისმა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა. მისივე თქმით, ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. "უკანონოდ მსჯავრდებული ქ.ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საქმე "იაფი სახლის" პროექტს ეხებოდა. ერმაკოვს პროკურატურა 1 370 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.
Covid-ის შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის. - განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძემ. მისივე თქმით, უნდა ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებში. "წინ ზაფხულია, აქტიური ტურისტული სეზონი და „კოვიდის“ შემთხვევების მატების პიკს ველოდებით შემოდგომისთვის, დღევანდელი კარგი COVID ეპიდსიტუაციის შენარჩუნება თუ გვინდა, უნდა ვიყოთ ფხიზლად, გავაგრძელოთ აქტიური ვაქცინაცია ბუსტერ დოზების ჩათვლით და მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციები აღარ გვავალდებულებს, ვიხმაროთ პირბადე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ხალმხრავალი შეკრების ადგილებშ...
უკრაინამ 33 მლრდ გრივნის რუსული აქტივები გაყინა. - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ. მისივე თქმით, დაყადაღებულია რუსი ოლიგარქის მიხაილო ფრიდმანის ფასიანი ქაღალდების სახით 469 მლნი უკრაინული გრივნა. " ასევე დაყადაღებულია შპს "VSMPO Titan of Ukraine", რომელიც არის რუსული კორპორაციის VSMPO-Avisma-ს შვილობილი კომპანია"; რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას შპს "Mykolaiv Alumina Plant; რუსი ბიზნესმენის ანდრიი მოლჩანოვის შპს „აეროკი“; რუსი ბიზნესმენების სერხი ყაბარგინის და ლუდმილა სოლოვიოვას სს "Kirovogradske rudoupravlinnia". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდ...
უკრაინულმა სასამართლომ უკრაინის კომუნისტური პარტია აკრძალა. - განაცხადა ლვოვის ადმინისტრაციულმა სააპელაციო სასამართლომ. მათივე თქმით,რეგიონული, საქალაქო და რაიონული ორგანიზაციების პარტიული ქონება სახელმწიფოს საკუთრება გახდა. "გაცნობებთ, რომ სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნები: აკრძალულია უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა; პარტიის, მისი რეგიონული, საქალაქო, რაიონული ორგანიზაციების ქონება და სხვა აქტივები, გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ,...
გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო 01 ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის -909 ევროს ოდენობით. "გამოძიებით დადგინდა, რომ გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არცერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკ...
გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ნამდვილი ანტისახელმწიფოებრივი ბუნება, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას. მისივე თქმით, ოპოზიციისთვის კანდიდატობის თემა "მოგონილი შირმა იყო", სინამდვილეში კი, ხელისუფლების გადატრიალებას ცდილობდნენ. "გუშინ განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოოდ ცხადყო ის, რასაც საზოგადოებას თავიდანვე ვპირდებოდით: ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს საქართველოში არეულობისა და რევოლუციის მოწყობის არავითარი რესურსი არა აქვთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ რადიკალური ოპოზიციისთვის ევროკავშირის კანდიდატობის თემა მხოლოდ მოგონილი შირმა ...
ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი, დიტო სამხარაძე გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებს. სამხარაძე ბოდიშს უხდის, საზოგადოებას, რომელსაც მისი „გინების მოსმენა“ მოუწია. "პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი გინების ადრესატს გაცილებით მეტი ეკუთვნის და ყოველთვის ეს განწყობა მექნება მკვლელების რეჟიმის ლიდერის თუ ლიდერების მიმართ, რომელსაც ჩემი ქვეყნის წალეკვა აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა მართლა უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელსაც ჩემი გინების მოსმენა მოუწია", - წერს დიტო სამხარაძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ დიტო სამხარაძემ "ქართული ოცნების' ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილ...
სამი ათასი კაცი მივიდეთ "ქართული ოცნების" ოფისთან, დანარჩენები რჩებით აქ და იქნება პირველი დამოუკიდებელი კერა, სადაც იქნება არა ძალადობრივი, მაგრამ მკაცრი აქცია, - ამის შესახებ იურისტმა, მიშა მშვილდაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯს უკან და არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, მკაცრი კერები ბევრი გაჩნდება. "დღეს, რამდენიმე რამ მოხდება. დავიწყოთ პირველი. ახლა პირველ დაბიჯს გადავდგამთ, რადგან ხელისუფლებას ერთ საათში და 40 წუთში ეწურება ვადა. ეს ვადა იყო გადამდგარიყო სამარცხვინო ირაკლი ღარიბაშვილი მისი მთავრობით და მოგვცემოდა შესაძლებლობა, შეგვექმნა ეროვნული თანხმობი...
მგონი შეგვიძლია ერთი ღამე გავათენოთ აქ საკუთარი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ შეილება მერე ბევრი ღამის გათენება მოგვიწიოს სხვა ქვეყანაში, - ამის შესახებ აქცია "შინ ევროპისკენ" ორგანიზატორმა და სახალხო მოძრაობის "სირცხვილიას" წევრმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა. დიღმელაშვილმა ასევე მოუწოდა ოპოზიციას, რომ სამოქმედო გეგმის აღსრულებისთვის მიაქციონ ყურადღება პარლამენტს. "გეგმას ეტაპობრივად გაგიმხელთ, იმიტომ რომ სრული გამხელა საფრთხეში აგდებს ამ გეგმის წარმატებას. ამიტომაც ნახევარ საათში გეტყვით გეგმის ერთ ნაწილს. ახლა რაც შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ დილით ხომ არის საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ერთი ეროვნული გამოცდა უნდა ...
არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ მწერალმა ლაშა ბუღაძემ აქცია "შინ ევროპისკენ" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყურად არ იღო დემონსტრაციის სახელით შეთავაზებული პირობები. "ჩვენი დემონსტრაცია ცხადია, ისევ არის ორიენტირებული იმ მნიშვნელოვან ისტორიულ ფოკუსზე, რომელიც გულისხმობს საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირის სივრცეში და ჩვენ ცხადია, არ დავიღლებით და ყოველთვის მანამდე შევიკრიბებით აქ და მანამდე გავაგრძელებთ ჩვენს პროტესტს, სანამ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენი დემონსტრაციის სახე...