აშშ-ს ელჩი - რაც დაასუსტებს მედი...

ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედიათავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიის საფუძველსა და საძირკველს,- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  მისი თქმით, მედია თავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. "ამერიკის შეერთებული შტატები არ ერთვება ხოლმე ევროპარლამენტის განხილვებში, შესაბამისად არ მაქვს კომენტარი. რაც შეეხება მედიათავისუფლებას, მიგვაჩნია, რომ მედიათავისუფლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ამიტომაც ვუჭერთ მხარს საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჯანსაღი დემოკრატიისთვის - ამას ამბობს, როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს კონსტიტუცია ...

ევროპარლამენტარები დღეს საქართვე...

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი, საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული რეზოლუციის გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში კორექტივების შეტანაზე იმსჯელებს.  ცვლილებები შეეხება მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევასა და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შესრულების შეთანხმებას.  კერძოდ, შეტანილ შესწორებებში ნახსენებია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყანაში არსებულ ოლიგარქიულ გავლენებსაც.  ასევე, ევროპარლამენტარებმა ანა ფოტიგამ, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ და ასიტა კანკომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოამზადეს შესწორება, სა...

დადგება ვინმე მთავრობიდან აშშ-ს ...

ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად, - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებას.  კელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ "ხალხის ძალის" განცხადებები მიზნად აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციასაც ისახავს. "ტოქსიკური სიცრუე, რომელიც შექმნილია ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის დასაზიანებლად და აშშ-ს ელჩის დისკრედიტაციისთვის. დადგება ვინმე მთავრობიდან თავისი სტრატეგიული პარტნიორის მხარდასაჭერად და უარყოფს ამ სიცრუეს?" - წერს იან კელი. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ გუშინ, 7 ნოემ...

IRI - 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პ...

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდა უნდა იყოს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგე...

IRI - საქართველოს მოსახლეობის 89...

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.  კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 89% ქვეყნისთვის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს აღიქვამს.  კითზვაზე თუ რომელი ქვეყანა უქმნის უდიდეს პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 89% თურქეთი - 11% აშშ - 6% სომხეთი - 4% აზერბაიჯანი - 3% ირანი - 3% ჩინეთი - 2% ევროკავშირის - 1% უკრაინა - 1% დიდი ბრიტანეთი - 1%-ზე ნაკლები არცერთი - 1% არ უპასუხია/არ იცის - 4%. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგა...

ჯაფარიძე - კვლევა არაა საჭირო, რ...

კვლევა არაა საჭირო, რომ დავინახოთ, მოსხლეობა ჩვენგან ერთობას ელოდება. - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზუეაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კვლევის მიხედვით გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ პარტიებს უფრო მაღალი რეიტინგი აქვთ, ვიდრე ხელისუფლებას.  "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ: 1. საქართველოს მოსახლეობის ნება, ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული კავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, კვლავ ურყევია. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს პარადოქსული მოცემულობა, როცა პრორუსული უმცირესობა ,,ქართული ოცნების" სახით მართავს პროევროპულ უმრავლესობას, მოსახლეობის 80%-ზე მეტი...

იუკნევიჩიენე - ნიკა გვარამიას შე...

ევროპარლამენტის რამდენიმე წევრმა გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ის დასავლური აზროვნების ადამიანი გვგონია და მან კარგად იცის, რას ნიშნავს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაპატიმრება. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხის" გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა გვარამიას შეწყალება ერთ დადებით სიგნალს მაინც გააგზავნიდა საქართველოდან EU-ში. "ისეთი აღქმა არსებობს, რომ საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და საჯარო პირების დაპატიმრება ხორციელდება. ეს კი მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის იღწვის, ამიტომ ჩვენ, ევროპარლამენტის რამდენიმე წე...

სერიოზულად? „რეგიონული გამოწვევე...

სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩის შეხვედრას.  როგორც ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, საქართველო მცდარი გზის არჩევით პოლიტიკური იზოლაციის წინაშე დგას. "სერიოზულად? "რეგიონული გამოწვევები და შესაძლებლობები" ირანის რეჟიმთან, რომელიც ამჟამად ახშობს ყველას ყველაზე სასტიკი გზით? ეს ახალი თანამშრომლობა გვიჩვენებს, რომ საქართველომ, სამწუხაროდ, აირჩია მცდარი გზა და უკვე პოლიტიკური იზოლაციის წინაშე დგას",...

„ხალხის ძალა“ - „ქართულ ოცნებას“...

„ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს, - ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად, კრიტიკულ მედიებს ესხმის თავს.  როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, საქართველოს ჭირს უმძიმესი სენი და „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, "ამერიკელებს დაუპირისპირდეს".  „ყველამ ვიცით, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმ...

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვ...

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმსა“ და ,,პარიზის მშვიდობის ფორუმში“. ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი“ ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.  დემოკრატიის მეათე საიუბილეო ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს. საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან.  დემოკრატიის ფორუმის ფა...

ღარიბაშვილსა და ფაშინიანს შორის ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე, რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისთვის მიმდინარე საკითხების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების...

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით $400 მილიონს გამოყოფს. დახმარების ახალი პაკეტი T-72 ტანკებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს მოიცავს.  ცნობისთვის, აშშ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების Hawk-ის განახლების დაფინანსებასა და მიწოდებას გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

რეზნიკოვი - დღეს მოვისმენთ აშშ-დ...

დღეს მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ყველამ იცია, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა უკრაინისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია. „ვფიქრობ, დღეს მე და თქვენ მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას. მას ხელს მოაწერს ბაიდენი, იქ გავიგებთ სასიხარულო ამბებს. ამის შესახებ ვიცი, მაგრამ დაველოდოთ". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებულ...

ჯაფარიძე - პოლარიზაციის შემცირებ...

პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ. - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაგფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი არის ხელისუფლება და ეს მათ მთელი 10 წლის განმავლობაში აჩვენეს. "დეპოლარიზაცია ამ მოცემულობაში შეუძლებელია, რადგან პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი არის ხელისუფლება და ეს მათ მთელი 10 წლის განმავლობაში აჩვენეს. მათ შორის იმით, რომ ისინი 5%-იან ბარიერს ინარჩუნებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ესეც იმას აჩვენებს, რომ მიზანმიმართულად მიდიან პოლარიზაციისკენ. ამიტომ, პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახს...

ზურაბიშვილი - ძალიან უცნაურია, რ...

სულხან-საბას ევროპულ გზას დღეს საქართველოსათვის ალტერნატივა არ გააჩნია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიის დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  მისივე თქმით, ძალიან უცნაურია, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებს, თუმცა ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.  "ეს დღე არანაკლებად ეკუთვნის იმ თაობას, რომელიც შემდეგ მოვიდა. ზოგი კიდევ იყო იმ ძველი დროიდან და რომლებმაც საქართველო ხელახლა დააყენა სულხან-საბა ორბელიანის ევროპულ გზაზე და მიგვიყვანა ახლო მეზობლობიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობამდე, ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების გეზი დღევანდელ, უკვე ყველასგან აღიარებულ, ევროპულ პერსპექტივამდე და ხვალინდელ კანდიდატობამდე. ვისაც ამ ევროპული გ...

ჩეხეთის პარლამენტმა პუტინის მთავ...

ჩეხეთის პარლამენტმა პუტინის მთავრობა ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. რეზოლუციას მხარი კომიტეტის 14 წევრიდან 12-მა დაუჭირა.  "საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს ტერორისტულად აღიარებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ფარკასი - ნიკა გვარამიას უსამართ...

იკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. - ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ეველინ ფარკასმა განაცხადა. მისივე თქმით, მაკკეინის ინსტიტუტი გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას. "ნიკა გვარამიას უსამართლო პატიმრობა მისი დაუყონებლივ გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. მაკკეინის ინსტიტუტი გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც აუცილებელია იმ დემოკრატიის ასაშენებლად, რომელსაც ქართველი ხალხი იმსახურებს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პ...

ჯაფარიძე ომბუდსმენობის კანდიდატე...

გეშინიათ გვარამიას თუ დაიცავთ, ნაცებს დაგიძახებენ? ასეა გატრუნული მთელი ქვეყანა, ასე იგებს ის ბრძენი კაცი. - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ომბუდსმენობის კანდიდატების მისამართით განაცხადა. მისივე თქმით, გვარამია იყო ვინც აცოცხლებდა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, პრაქტიკულად ის ქმნიდა მნიშვნელოვანწილად ამ პარტიის დღის წესრიგს. "გუშინ 3.5 წლით ციხეში ჩასვეს გვარამია გვარამია იყო ერთერთი ყველაზე პოპულარული კრიტიკული არხის მფლობელი, მმართველი, ფინანსური უზრუნველჰყოფის გარანტი, პოლიტიკური თოქ შოუს წამყვანი გვარამია იყო ვინც აცოცხლებდა ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, პრაქტიკულად ის ქმნიდა მნიშვნელოვანწილად ამ პარტიის დღის წესრიგს მ...

საბერძნეთის პრეზიდენტი და თავდაც...

საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ და ეროვნული თავდაცვის მინისტრი, ნიკოს პანაგიოტოპულოსი კიევში ჩავიდნენ. სავარაუდოა, რომ ისინი მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და თავდაცვის მინისტრ ალექსი რეზნიკოვთან. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

ზარქუა - „კატამ თხარა, თხარაო“ -...

ფაქტიურად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან - „კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდა ოპოზიციას. ახლა არ იციან რა ქნან და როგორ აიცილონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს უთხრა, ოპოზიცია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღების მომხრე იყო, თუმცა ახლა კანონპროექტს მხარს აღარ უჭერს. "ჯერ ხომ ითხოვდნენ - დეოლიგარქიზაცია და კანონპროექტი უნდა მივიღოთ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთის მხრიდან არის მხარდაჭერილი და ითქვა, რომ აი, დიდი მოლოდინები გვაქვს ამ ინიციატივის შესახებ - უკრაინაზე ამბობდნენ, მ...