პრემიერი - თვითწმენდის პროცესი ძ...

უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის" წარმატებისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ყველა მოქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად“. „გასული დღეების განმავლობაში, უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომ...

პრემიერი - ამერიკულზე და ევროპულ...

მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, „თუ პირველი ორი დღის განმავლობაში იყო სამწუხარო ინციდენტები, ბოლო სამი დღის განმავლობაში შესაბამისი მოქმედებები ჩატარდა ყოველგვარი ინციდენტის გარეშე“. „მინდა, შევაჯამო განვლილი 5 დღე, ჩავარდნილი „ნაცმაიდნის" 5-დღიანი ციკლი. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო შსს-ს, პირადად შს მინისტრს, თითოეულ პოლიციელს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ დღეების განმავლ...

თბილისსა და რეგიონებში საჯარო სკ...

თბილისის რამდენიმე სკოლის გაფიცული მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ. მოსწავლეები პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე დასწრებას არ აპირებენ. გაფიცული მოსწავლეების აქცია თბილისის 161-ე საჯარო სკოლის, მე-6 გერმანული გიმნაზიის, თბილისის 171-ე სკოლისა და დიღმის 192-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „მოსწავლეების ერთიანობა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთად და დავდგეთ ერთად. გვართმევენ საქართველოს, საჭიროა გავერთიანდეთ. ჩვენი გზა და ადგილი არის ევროპაში და აუცილებლად წავალთ ევროპაში. არ უნდა ვიყოთ უმოქმედოთ“,- უთხრა 161-ე სკოლის მოსწავლემ „მთავარ არხს“. სკოლის გაფიცულმა მოსწავლეებმა აქცია გამართეს მუხი...

უილსონი - მჯერა, ტრამპი ქართველი...

მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა,- ამის შესახებ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა განაცხადა. უილსონის თქმით, „ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს“. „დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგე...

„სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულებ...

დღეს, 3 დეკემბერს, სლოგანით „სოლიდარობა უკანონოდ დაკავებულებს“ თბილისში, დიღმის იზოლატორთან აქცია გაიმართა. აქცია, რომლის ორგანიზატორებიც „ჩემი ხმა“ „საფარი“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ არიან, 16:00 საათზე დაიწყება. „ვმართავთ იმ 300-მდე მოქალაქის მხარდასაჭერ აქციას, რომლებიც საქართველოს ევროპული არჩევანისთვის ბრძოლაში სამოქალაქო პროტესტების დროს უკანონონოდ დააკავეს. ერთად დგომით, ჩვენი ხმის გაგონებით, ვაჩვენოთ სოლიდარობა ქვეყნის სიყვარულისთვის უკანონოდ დაკავებულებს!“ - აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძე - მძიმე სანახავია, თუ როგ...

დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს?,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. თბილისის მერის თქმით, "დაუშვებელია ძალადობრივი აქციის მონაწილეებად არასრულწლოვნების გამოყენება". "ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ვხედავთ, როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს. ოპოზიციური არხები სიამაყით აშუქებენ 10-12 წლის ბავშვების კომენტარებს, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზე მსჯელობენ. ალბათ ნახეთ სოციალურ ქსელებში გავრ...

მიუღებელია საგანმანათლებლო დაწეს...

ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება მიუღებელია,- ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც წულაძემ აღნიშნა, სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ სწავლა-სწავლების უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს. „ჩემთვის როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ როგორც საჯარო მოხელეებმა უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს...

პრეზიდენტი - სირცხვილია, როცა ქვ...

სირცხვილია, როცა თანამშრომლებთან შეხვედრის მიზეზით, ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში ფარულად შედის,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, "სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება პროტესტი იმათგან, ვისაც  ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა ევალება". "სირცხვილია, როცა ქვეყნის არალეგიტიმური პრემიერი ფარულად შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვითომც და თანამშრომლებთან შეხვედრისთვის!!!! სირცხვილი იქნება, თუ ამას არ მოჰყვება კიდევ მეტი პროტესტი იმათგან, ვისაც ევალება ქვეყნის საგარეო კურსის წარმოდგენა და დაცვა, როგორც ასახულია კონსტიტუციაში!!!"- წერს ზ...

გახარია - მივმართავ საქართველოს ...

მივმართავ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მეგობრებს - ნუ დააკანონებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სასწრაფოდ შემოიღეთ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები,- ამის შესახებ ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ავრცელებს. როგორც გახარიას მიმართვაშია აღნიშნული, „სანახევრო ზომები სახიფათოდ არასაკმარისია“. „ქართველი ხალხი ქუჩაშია და ივანიშვილის რეჟიმის სასტიკ ძალადობას უძლებს. ნაცემი, თუმცა ვერ გაჩუმებულნი და მარტოდ დარჩენილები, მათი ეს სიმამაცე ასახავს თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის შეუპოვარ გადაწყვეტილებას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათი ბრძოლა - ეს არის ბრძოლა სამართლიანობი...

ჩემს შემთხვევაში ძალადობას ადგილ...

ჩემს შემთხვევაში ძალადობას ადგილი არ ჰქონია, არათუ ძალადობას, არაფერს ზედმეტს ადგილი არ ჰქონია,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. როგორც ჯაფარიძემ „TV პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, მას ადმინისტრაციული ოქმი შეუდგინეს. „თამარაშვილზე დამაკავეს. მარტო მე არ დავუკავებივარ, რამდენიმე ადამიანი დააკავეს ჩემთან ერთად. როგორც განმიმარტეს, ადმინისტრაციული ოქმი შემიდგინეს - გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვა, თუ რაღაც მსგავსი... ჩემთან მიმართებაში ძალიან პროფესიონალურად, წესიერად იქცეოდნენ. არანაირი ზედმეტი არაფერი და სავარაუდოდ, ყველა დაკავებული იქ არის და იქიდან გადაჰყავთ ე.წ. კაპეზე...

პრემიერი - საქართველოში „ნაცმაიდ...

უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი" არ შედგა და არც არასდროს შედგება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი შეფასებით, „ეს ყველაფერი გამოჩნდა მათ შორის წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და მიმდინარე დღეებშიც“. „იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სამი რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი ხდებოდა, სამწუხა...

ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერე...

ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველები თავიანთი კონსტიტუციის და ევროპული არჩევანის დასაცავად მტკიცედ დგანან. „საქართველო აპროტესტებს: ქართველების კიდევ ერთი ძლიერი ღამე, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციის და ევროპული არჩევანის დასაცავად. ქუჩებში არსებული სიმტკიცე გაჩერების ნიშანს არ აჩვენებს!“- წერს ზურაბიშვილი.

პრემიერი - სამართალდამცავ უწყებე...

ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. „ქართული ჯარი, ქართული პოლიცია - ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ეს იქნება ერთ-ერთი უმ...

რიში - საქართველოს მთავრობის გად...

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაუქმების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველების 80%-ის სურვილს და მათ კონსტიტუციას,- ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ჯიმ რიშის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიღებული გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს. "ეს აჩვენებს ამჟამინდელი მთავრობის ნამდვილ სახეს. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა მომიტინგეებზე და გააუქმოს ეს გადაწყვეტილება",- წერს ამერიკელი სენატორი.

ლანდსბერგისი - ბალტიის 3 ქვეყანა...

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა [ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი], იმ პირების მიმართ, ვინც საქართელოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. როგორც ლანდსბერგისი აღნიშნავს, ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლებების დამრღვევებს არ მიესალმება. იგივე განცხადება გააკეთეს ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. "ბალტიისპირეთის 3 ქვეყანა შეთანხმდა სანქციების დაწესებაზე იმ პირების მისამართით, რომლებიც საქართველოში კანონიერი პროტესტების დახშობაზეა არიან პასუხისმგებლები. ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის მოწინააღმდეგეებს და ადამიანის უფლე...

სალომე ზურაბიშვილი ანტონიო კოსტა...

საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ესაუბრა  ევროპული საბჭოს ხელმძღვანელს ანტონიო კოსტას და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მათ ევროკომისიაში რამდენიმე დღის წინ შარლ მიშელი და ჯოზეფ ბორელი შეცვალეს.

„შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს...

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. როგორც ნაუსედა აღნიშნავს, მან სატელეფონო საუბრისას ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება. "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის დროს, ღრმა შეშფოთება გამოვთქვი საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებას ეხება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და დემოკრატიულ პრინციპებს. საქართველოს მოქალაქეების...

პრეზიდენტი - ეს სამოქალაქო პროტე...

ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიებისგან, დამოუკიდებელი რამე ორგანიზაციისგან, თვითორგანიზებული და სპონტანური,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, იმ ფორმით, როგორი ფორმითაც ახლა არის, რადგან მისივე თქმით, პროტესტს არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, მაგრამ, სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა. "ჩვენ განვიხილეთ ასევე ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, რომელიც არის სრულიად დამოუკიდებელი პროცესი, დამოუკიდებელი პ...

ბრაჟე - პარტნიორებთან ერთად საქა...

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც ბრაჟემ აღნიშნა, ის პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს. "ზაფხულში ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერა. ახლა პარტნიორებთან ერთად საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ",- წერს ბრაჟე X-ზე.

„კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიი...

ლატვიის პრეზიდენტი ედგარ რინკევიჩსი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ რინკევიჩსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც რინკევიჩსი აღნიშნავს, საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და საქართველოს ევროპული გზის მიმართ. "საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. კიდევ ერთხელ დავადასტურე ლატვიის მხარდაჭერა ქართველი ხალხის, დემოკრატიული საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ. მთავრობის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ აშკარად ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და კონსტიტუციას",- წერს რინკევიჩსი.