ზურაბიშვილი ბერბოკის განცხადებაზ...

გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებას. პრეზიდენტის თქმით, კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს.  "ევროკავშირის გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე). შეგახსენებთ, რომ გუშინ, 2 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.

შეიძლება, პრეზიდენტმა მიიღოს ეს ...

არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს, ერთი რამ მინდა ვთქვა, შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, "არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია". „არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა ა...

კალაძე - ოპოზიცია გიჟდება, რომ ქ...

ოპოზიცია გიჟდება, რომ ქვეყანაში სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარებაა. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ, ქვეყანაში როგორმე არეულობა და დაძაბულობა იყოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესს "ხელი მაქსიმალურად შეუშალონ". „ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას; გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება; ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ; როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვე...

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუ...

საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართავენ. როგორც ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, ერთობლივი მიმართვის მიზანი ამ კუთხით საქართველოს პოზიციის გაძლიერებაა. "დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის ქალი დეპუტატები, როგორც პოლიტიკურ ჯგუფებში შემავალი, ასევე დამოუკიდებელი წევრები ერთობლივ მიმართვას ვუგზავნით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. მოცემულ ვითარებაში, როდესაც ქართველი ხალხის 90% მხარს უჭერს...

ჭიაბერაშვილი - ევროკავშირის დროშ...

სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა გააგრძელოს, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილი ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებას გამოეხმაურა და პოლონეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ჭიაბერაშვილის თქმით, ევროკავშირის დროშა პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია. "ჩვენ მადლიერები ვართ პოლონეთის, რო...

ISFED - ღარიბაშვილის Facebook გვ...

Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკის მიხედვით, 2023 წლის 1 ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე საქართველოში მყოფი მომხმარებლებისთვის სოციალური/პოლიტიკური რეკლამა 558-მა გვერდმა განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშოშორისო საზოგადოება" (ISFED) ავრცელებს. როგორც ორგანიზაცია წერს, დაკვირვების პერიოდში რეკლამებს ყველაზე აქტიურად მედიასაშუალებებისა და  პოლიტიკური პარტიების/პოლიტიკოსების გვერდები ათავსებდნენ. 1-ლი ივლისიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამებისთვის...

პაპუაშვილი - ოპოზიცია მარცხდება ...

შარშან ივნისში ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის წარმატებული მცდელობა, როდესაც ატეხილი პანიკით, აჟიოტაჟით, დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ, მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და წელსაც ზუსტად იგივე მცდელობები იყო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ენმ-ში "უკვე აღიარეს და ფაქტია, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ". „მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გუშინდელ განცხადებაში, რომ დიახაც, საუბრები აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოხდეს 2024 წლის არჩევნებამდე თუ ა...

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დაფ...

რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის საინვესტიციო პროგრამის დაფინანსებას 450 მილიონი რუბლით ამცირებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება", რომლის მიხედვითაც, 2023-2025 წლებში დაფინანსების ლიმიტი 3,6 მილიარდი რუბლი იქნება. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, მანამდე, რუსული საინვესტიციო პროგრამის პროექტის დაფინანსების ლიმიტი 2023-2025 წლებში 4,05 მილიარდი რუბლი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ დაფინანსება 450 მილიონი რუბლით (4,8 მილიონი აშშ დოლარი) მცირდება.

კობახიძე არასამთავრობოებზე - ყვე...

"ენჯეოებიც" ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი: უცხადებდნენ ევროკომისიას, რომ მხოლოდ ორი პუნქტი იყო შესრულებული; უცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ახლა უწევთ განსხვავებული მესიჯებით გამოსვლა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი მიმართვის შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არასამთავრობოების მცდელობა, "ხელოვნურად გამიჯნონ ერთმანეთისგან ხალხი და ხელისუფლება, მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე მეტყველებს". მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სტა...

კარგი იქნება, თუ შემდეგ პარლამენ...

კარგი იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" არ შემოვა პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, თუ "რადიკალური" ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის "უკეთესი იქნება". "თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად ...

უზრდელები უნდა მოვიკითხოთ პარტია...

უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან ქალ დეპუტატებს "იფარებენ". "განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ო...

ლუგელას ხეობის ტყის მასივში ხანძ...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული.  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

დმანისის ყოფილი მერი დღევანდელ თ...

დმანისის ყოფილმა მერმა, გიორგი ტატუაშვილმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ტატუაშვილმა აღნიშნა, მის მიმართ თავდასხმა 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების გაგრძელებაა და აღნიშნავს, რომ "ყველაფრის უკან იგივე ადამიანები დგანან". "გამოძიებას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოვლენები განვითარდა. ეხლა დანარჩენი გამოძიების დასადგენია, კონკრეტულად პირები ვინ იყვნენ, ორგანიზატორი ვინ იყო. თუ არ დადგინდება, ამ ეტაპზე, ორგანიზატორი ვინ იყო, დადგება ქვეყანაში დრო, როდესაც დადგინდება ორგანიზატორი თავდასხმების, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ოდესმე ჩვენს ქვეყანაში ალბათ მალ...

კალაძე - ევროკავშირის წევრობის კ...

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით - ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.   კალაძის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული და ამასთანავე, შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები.  „საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს. მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიზევნითაა გაკეთებუ...

ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე - მოვ...

ირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ავერსის" კლინიკიდან გაქქცეული სამ პატიმარის შესახებ საუბრისას  განაცხადა. ბრეგაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ სამი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან ნამდვილად გაიქცა და აღნიშნა, რომ მეტ ინფორმაციას ოპერატიული ღონისძიებებიდან გამომდინარე ვერ გაავრცელებს. "გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პირო...

აქუბარდია - „ოცნებამ“ მოინდომა, ...

„ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა... ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.  აქუბარდიამ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ირაკლი ბერაიას დაკავებული თანამდებობა დაატოვებინონ. :გაჩერებას არ ვაპირებ. „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ, ერ...

ბრეგაძე სააკაშვილზე - როდესაც იქ...

მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს "ვიზუალის მიხედვით" არ იღებს. "ბატონი გვარამიას მხრიდან, რატომ არის ეს საკითხი აქტუალური, ამაზე საუბარი გამიჭირდება. ასევე, პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარიც ჩემთვის არ იქნება მარტივი, თუმცა მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები - "არა და არასდროს"... ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. მაშინ, როდესაც იქნება ექიმ...

ღუდუშაური - წითლიძე უზრდელობით გ...

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადება "სექსისტური არ ყოფილა". როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, წითლიძე "უზრდელობით გამოირჩევა". "მე რა მაქვს საბოდიშო... ანა წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოცირებას. არაფერი სექსისტური განცხადება არ ყოფილა აბსოლუტურად",- აცხადებს ღუდუშაური. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენა...

აქუბარდია - მოვითხოვ, ბერაიამ თა...

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ - მე მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს თანაპარტიელთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც აქუბარდიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბერაია "თანამდებობას არ იმსახურებს". "ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგებზე გამოიყენოს და გამოიყენოს ეს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდე...

კობახიძე ოპოზიციონერ ქალ დეპუტატ...

რაც შეეხება "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს არ აქვთ მორალური უფლება, ვინმეს გადადგომაზე ისაუბრონ. "ირაკლი ბერაიამ გააკეთა უკვე თავისი განცხადება და სინანული გამოხატა. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა. მე ასევე ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ეს ადამიანები, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები, მათ შორის, საუბრობენ მაგალითად, ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მე მინდა გითხრათ, რომ მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პ...