დანილოვი - რუსეთის ფედერაციის რე...

არ არსებობს რეალობა, რომელშიც არის "ახალი ტერიტორიები რუსეთის ფედერაციაში, ასე გამოეხმაურა უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მიერ განცხადებულ "სამშვიდობო გეგმას". მისივე თქმით, რუსეთის რეალობა სირცხვილი, დამარცხება და დაშლაა და უკევ დროა კრემლის წარმომადგენლები გამოვიდნენ ინფორმაციული დელირიუმის მდგომარეობიდან.  მან დასძინა, რომ არანაირი „სამშვიდობო გეგმა“ არ განხორციელდება. "არ არსებობს რეალობა, რომელშიც არის "ახალი ტერიტორიები რუსეთის ფედერაციაში". დროა გამოვიდნენ კრემლის მოსაუბრეები ინფორმაციული დელირიუმის მდგომარეობიდან. რუსეთის ფედერაციის რეალობაა ...

მანჯგალაძე ზურაბიშვილზე - უნდა ა...

ძალიან ღირსეული წინაპრების შთამომავალია სალომე ზურაბიშვილი და თუ უნდა, რომ მათ გვერდით დაიმკვიდროს ადგილი, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ეს ნაბიჯები მას ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ქვეყანაში. "ძალიან ღირსეული წინაპრების შთამომავალია სალომე ზურაბიშვილი და თუ უნდა, რომ მათ გვერდით დაიმკვიდროს ადგილი, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია. ეს ნამდვილად იქნება ის ნაბიჯი, რომელიც დაუმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ქვე...

ლომჯარია - უფლებების დაცვა ნიშნა...

ერთი განმარტება მინდა გავაკეთო როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა - უფლებადამცველების ფუნქცია არ არის ძალაუფლებაში მყოფი პირების დაცვა მოქალაქეებისგან თუ პოლიტიკური ოპონენტებისგან, რაც არ უნდა მწვავე იყოს ოპონირება, ზეწოლა თუ პოლიტიკური თავდასხმა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარიამ კიდევ ერთხელ განმარტა სახალხო დამცველის, როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ უფლებების დაცვა ნიშნავს ძალაუფლების მქონე პირებისგან ძალაუფლებაში არ მყოფი პირების, ანუ სუსტების დაცვას. “ერთი განმარტება მინდა გავაკეთო როგორც ყოფილმა სახალხო დამცველმა - უფლებადამცველების ფუნქცია არ არის ძალაუფლებაში მყოფი პირების დაცვა მოქალაქეებისგან თუ პოლიტიკური ოპონენ...

ზელენსკი ბახმუტზე - არ არსებობს ...

ჩვენი ბახმუტის ციხე. შარშან იქ 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, ბახმუტში არ არსებობს ადგილი, რომელმაც არ განიცადა დიდი ზარალი, არ არსებობს ადგილი, რომელიც სისხლით არ არის დაფარული, მაგრამ თავდაცვის ძალები მყარად დგანან, შესაბამისად უკრაინული დონბასიც დგას. "ჩვენი ბახმუტის ციხე. შარშან იქ 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. არ არსებობს ადგილი, რომელიც სისხლით არ არის დაფარული. არ არის საათი, როცა არტილერიის საშინელი ღრიალი არ ისმოდეს. მაგრამ ბახმუტი დგას. ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან. უკრაინული დონბასი დგას&...

ზურაბიშვილი - ქვეყანა იძირება მი...

ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებული არიან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა იყო შეთანხმება, რომელიც ორივე ძალას აწყობდა.  "ვიცი, რომ ეს აქცია იყო მიზანმიმართული იმისათვის, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე, იმ პარტიისგან, როლებიც დღეს მეთაურები არსად არ იყვნენ 2007 წელს. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არ ვიცი კარიერით თუ რა ვიცი, რა ფორმით თვლიან, რომ შეუძლიათ დამემუქრონ, ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ და ახლა მასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლო ს...

აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცე...

მე ძალიან მაინტერესებს და მაქვს კითხვები, აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, სად იყავით 2007-ში? - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან აქციის მონაწილეებს, რომლებიც მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი არ შეიწყალოს. პრეზიდენტის ამ განცხადებას აქციაზე ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მას აღარ უსმენდნენ და სიტყვით გამოსვლა შეწყვიტა. „მე ძალიან მაინტერესებს მე მაქვს ჯერ კითხვები, აქ რომ მოვარდით, ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ როცა უკვე მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ რ...

ფეხბურთით მილიონებს გამოვიმუშავე...

თქვენი მაღალჩინოსნები ბიუჯეტს ძარცვავდნენ და ფული სხვა ქვეყანაში მიჰქონდათ, კახა კალაძე კი იტალიაში ფეხბურთით გამოიმუშავებდა მილიონებს და საქართველოში ჩამოჰქონდა, - ამ სიტყვებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატ ლილე ლიპარტელიანს უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში როდესაც კარგი საქმე კეთდებოდა, ამაზე ყოველთვის ღიად საუბრობდა.  კახა კალაძის თქმით, ფეხბურთელობისა და იტალიაში ცხოვრების დროს ცდილობდა, გამომუშავებული ფული საქართველოში დაებანდებინა და ქვეყანაში დოვლათი შეექმნა.  „ყოველთვის ვამბობდი და ახლაც იმავე პოზიციაზე ვარ - ყოველთვის მიხაროდა, როცა ქვეყანაში კარგი რამ კეთდებოდა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ხელისუფლებაში. თქვენგან განსხვავებით, მე ეს მ...

ნადირაძე კალაძეს - ხაბეიშვილმა თ...

ბ-ნო კახი, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს - თქვენთან გამომატანა ხელბორკილები - მოირგეთ იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ მისი ტარება, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს. ნადირაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სიტყვით გამოსვლისას კალაძე მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებული განცხადებების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ როდესაც ეს განცხადებები ვლადიმერ პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა, უხერხულია.  "ბ-ნო კახი, არ შემიძლია, რომ არ გითხრათ - თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები და როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის გ...

მარგველაშვილი - საქართველოში პრე...

საქართველოში მეორეჯერ არ უნდა ვკლავდეთ რუსეთის დავალებით პრეზიდენტს, - ამის შესახებ მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, ბრალეულობის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანებს წამებით არ უნდა კლავდნენ. "საქართველოში არ უნდა კლავდნენ წამებით არც ერთ ადამიანს, მათ შორის ბრალეულობის მიუხედავად - არის დამნაშავე თუ არ არის დამნაშავე. ყველამ უნდა გააკეთოს ის, რასაც მათ ინსტინქტი უკარნახებთ, შინაგანი მდგომარეობა. ეს არ არის პოლიტიკური თემა", - ამბობს მარგველაშვილი.  ცნობისთვის, მეოთხე პრეზიდენტის ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, 23 დეკემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც ხელს არაერთი პოლიტიკოსი ა...

ოქრიაშვილი - 2023 წელს, კალაძეს ...

დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არა მარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, თბილისის მერის საკრებულოში გამოსვლამ საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა.  "ბატონი კალაძის გამოსვლამ დღეს საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. ადამიანს არ გააჩნია ნამუსის ნატამალი. კალაძის მერიაში გამეფებულმა კორუფციამ შეიწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხლე და ამ ტრაგედიის შემოქმედი კალაძე თავადვე  წუთიერი დუმილით პასუხობს ტრაგედიას.  უკვე მერამდენედ უნდა შევახსენოთ ავტობუსების თემა - რატომ იყიდა „აღმშენებელმა“ კალაძემ ასობით ავტობუსი 250 0...

სასაცილოც კი არაა არგუმენტი, რომ...

წლევანდელ საახალწლო სლოგანს - "მშვიდობის ქალაქი“ არაერთი სპეკულაცია მოჰყვა - სასაცილოც კი არაა არგუმენტი თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების მიზნით, ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა. როგორც კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველმა ხალხმა, უკრაინელებთან ერთად, ყველაზე უკეთ იცის, თუ რა ფასი აქვს მშვიდობას.  "ნებისმიერი საქმე, ნებისმიერი მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა, განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენ შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს....

ჰამილტონი - ომი უკრაინაში თავისთ...

ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გაუმართლებელია, მაგრამ ეს ასევე არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ მიაღწიოს ნატოსთან უფრო ახლო პარტნიორობას და გაამყაროს ალიანსთან მისი ურთიერთობა, - განაცხადა ამერიკის "საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" სამხედრო ექსპერტმა რობერტ ჰამილტონმა. მისივე თქმით, ის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს დახმარების გადახედვის, ან ზოგიერთი ქართველის სანქცირების შესახებ მსჯელობენ, ნამდვილად ტრაგიკულია. "ომი უკრაინაში თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა. რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა ნატოს პარტნიორ და ასპირანტ ქვეყანაში, ყველანაირად გა...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინის...

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც განაცხადა , რომ უკრაინა აგრძელებს ბრძოლას მხოლოდ აშშ-ს დახმარების წყალობით და რომ უნგრეთი არ გაწირავს მთელ ეკონომიკურ კავშირს მოსკოვთან კიევის გამო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორბანის განცხადებები ასახავს „უკრაინისა და უკრაინელი ხალხის პათოლოგიურ უგულებელყოფას“, ისევე როგორც თავად პოლიტიკოსის „პოლიტიკურ მიოპიას“. "უნგრეთის ლიდერმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, სურს თუ არა მშვიდობა. თუ პასუხი დადებითია, მან უნდა გამოიყენოს თავისი მჭიდრო კავშირები მოსკოვთან, რათა შეაჩეროს მისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს მისი ჯარები.&...

ვოლვაჩი - რუსი ინვესტორები მზად ...

სახელმწიფო პროგრამებით ნაკლებად სავარაუდოა ინვესტიციებთან დაკავშირებული ვითარების გარდატეხა, - განაცხადა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ  დიმიტრი ვოლვაჩმა. მისივე თქმით,რუსი ინვესტორები მზად არიან განახორციელონ ინვესტიციები საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. "სახელმწიფო პროგრამებით ნაკლებად სავარაუდოა ინვესტიციებთან დაკავშირებული ვითარების გარდატეხა. ჩვენ და თქვენ გვჭირდება კერძო ინვესტიცია. რუსი ინვესტორები მზად არიან განახორციელონ ეს ინვესტიციები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში" - განაცხადა ვოლავჩმა.

დეგნანი სააკაშვილზე - პოლიტიკაზე...

რჩება განცდა, რომ ხალხს ავიწყდება, რომ ადამიანის სიცოცხლეა საფრთხის წინაშე. ჩვენი კონსტიტუციაც, ჩვენი საერთო ღირებულებებიც ადამიანის უფლებების დაცვაზე ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე, პოლიტიკაზე უნდა დავაყენოთ ის, რაც სწორია ამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, - განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანი. მისივე თქმით, შეერთებული შტატები ფოკუსირებულია სააკაშვილის მდგომარეობაზე, და არსებობს მნიშვნელოვანი ინსტიტუტები საქართველოში, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი, რომელიც იცავს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას, პოლიტიკური აფილირებისა თუ სქესის მიუხედავად და სარგებლობს ნდობით. "ყველა ფოკუსირებულია ბატონი სააკაშვილის მდგომარეობაზე, მათ შორის შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო....

უნგრეთის პრემიერი - ომი რუსეთსა ...

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ომი რუსეთსა და უკრაინას შორის შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. „ეს საფრთხე შესაძლებელია. ამავდროულად, უკრაინას შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა მხოლოდ იქამდე, სანამ აშშ მხარს დაუჭერს მას ფულით და იარაღით. თუ ამერიკელებს მშვიდობა სურთ, მაშინ მშვიდობა იქნება“, - თქვა ორბანმა. რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლეთი მხოლოდ კიევის დახმარებით ახანგრძლივებს ომს უკრაინაში.

ზელენსკი - თავისუფლებას მაღალი ფ...

ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი, ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი, გამბედაობა და სიმამაცე. სათნოება, რომელიც ბოროტების დაძლევასა და სიკეთის კეთებისკენ გვიბიძგებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინა ჭეშმარიტების გზაზეა, გამბედაობის საბოლოო აქტი კი საქმის ბოლომდე მიყვანაა. მან დასძინა, რომ თავისუფლებას მაღალი ფასი აქვს, მაგრამ მონობა კიდევ უფრო ძვირია. “ამ ბრძოლაში ჩვენ გვაქვს ერთი ძლიერი და ეფექტური იარაღი, ჩვენი სულისა და ცნობიერების ურო და ხმალი, გამბედაობა და სიმამაცე. სათნოება, რომელიც ბოროტების დაძლევასა და სიკეთის კეთებისკენ გვიბიძგებს გამბედაობის საბოლოო აქტი არის საქმის ბოლომდე მიყვანა და გამოაშკ...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერ...

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბელორუსული ომის მონიტორინგის ჯგუფის ცნობით, რუსებმა Mig-31K და Il-76 A-50 ტიპის თვითმფრინავები ბელორუსიის აეროდრომ "მაშულიშჩიდან" ააფრინეს. განგაშის ტალღა გავრცელდა ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ, ასევე სამხრეთისაკენ.

ოდიშარია ოპოზიციაზე - პარაზიტირე...

ერთადერთი, ხელისუფლება არის, მართლა ვინც დარდობს იმაზე, რომ ამ კაცს რამე ცუდი არ დაემართოს, - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მიხეილ სააკაშვილზე.  მისივე თქმით, ოპოზიციაში მიხეილ სააკაშვილის თემით სპეკულირება და შიდა დაპირისპირება ხდება. მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტისგან კი პასუხი “არა და არასდროს” იყო. "საქართველოს პრეზიდენტი, ზოგადად, ეს ინსტიტუცია დამოუკიდებელი არის სახელმწიფოში და  მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისი უფლებაა. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღებს, უბრალოდ, მახსოვს, რომ მან თქვა "არა და არასოდეს". სიახლე...

კობახიძე - არესტოვიჩს უნდა მეორე...

ზოგადად, ყველამ იცის რა უნდა მაგალითად არესტოვიჩს ხომ? არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი მიზანი იმის უკან, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი არის მეორე ფრონტის გახსნა, ხოლო ერთადერთი ვისაც შეუძლია ამ ქვეყნის არევა ეს სააკაშვილია. „ზოგადად, ყველამ იცის რა უნდა მაგალითად არესტოვიჩს ხომ? არესტოვიჩს უნდა მეორე ფრონტი, პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტის გახსნისკენ და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ერთადერთი მიზანი ამ კამპანიის უკან არის საქართველოში არეულობის გამოწვევა, მეორე ფრონტის გახსნა, ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკურად იკვრება, როდესაც ჩვენ ვისმენთ არესტოვიჩის შესაბამის განცხადებებ...