გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“...

"ქართული ოცნება" არის საქართველოს სირცხვილი, რომლისგანაც ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, მმართველი პარტიის "დანაშაულებრივმა ქმედებამ საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესი ბოლომდე ჩამოშალა". "ალბათ, ყველას გვაქვს ერთი კითხვა - რა ხდება საგარეო ასპარეზზე? რატომ ხდება ამდენი ერთდროული ქმედება ჩვენი პარტნიორების მხრიდან? სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" დანაშაულებრივმა ქმედებამ ბოლომდე ჩამოშალა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესი; ბოლომდე ჩამოშალა ჩვენი მეგობრული ურთიერთობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. დაფინანსებას აჩერებს საფრანგეთი, გერმანია, ამერიკა. სამწუხაროდ,...

შალვა პაპუაშვილი - საფრანგეთის ბ...

არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადება "სიმართლეს არ შეესაბამება". "სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რაზე იყო საუბარი. ამიტომ, ცოტა გაუგებარი იყო... არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი თანხა საქართველოს ბიუჯეტში საფრანგეთის ბიუჯეტიდან არ შედის, პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს",- ამბობს პაპუაშვილი.  შეგახსენებთ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ საფრანგეთმა საქართველოს ბიუ...

„ქართული ოცნება“ საქართველოს ევრ...

"ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში ვერ შეიყვანს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს. კუბილიუსის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქართველ ხალხს შეუძლია, ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დააბრუნოს. "ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში ვერ შემოიყვანს. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართველებს შეუძლიათ, ხმა მისცენ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და დააბრუნონ თავიანთი ქვეყანა გზაზე, მაგრამ ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება უნდა დარჩეს ერთიანი და ერთგული "ქართული ქარტიის" მიმართ",- წერს კუბილიუსი X-ზე.

პრეზიდენტი აშშ-ის სახელმწიფო მდი...

ეს ქვეყანა [საქართველო] არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის დროს განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში ქვეყნის განვითარების მტკიცე მხარდაჭერისათვის. "საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა ...

საფრანგეთის ელჩი - გადავწყვიტეთ,...

ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ განაცხადა. როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა, საქართველოს ბიუჯეტში პირდაპირი დახმარება შეჩერებულია და დახმარება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას გაუძლიერდება. „27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტოდ შეჩერებული, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი, რაც ყველამ იცის. ამ მიზეზით, ჩვენ გადავწყვიტეთ, დროებით შევაჩეროთ ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და ...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ს...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით MEGOBARI ACT-ი მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას არმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, დოკუმენტს მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა. ორპარტიული MEGOBARI ACT-ი წარმომადგენელთა პალატას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, ასევე კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეიზიმ წარუდგინეს.

ბოკუჩავა - აშშ-თან საუბარი უნდა ...

აშშ-თან საუბარი უნდა იყოს არა მათი მხრიდან ინდივიდუალურ სანქციებზე, არამედ იმ უამრავ სიკეთეზე, რომელიც საქართველოს მყისიერად შეუძლია მიიღოს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შემდეგ საქართველოს შეეძლება მიიღოს, უვიზო მიმოსვლა შეერთებულ შტატებთან, გაღრმავებული ეკონომიკური ურთიერთობები და დამატებითი დახმარება, მათ შორის თავდაცვის ნაწილში. "დღეს მთავარი არჩევანი კეთდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზე, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეების ნება უნდა აისახოს საარჩევნო შედეგზე, რაც გამოიწვევს ხელისუფლ...

პრეზიდენტმა ნიდერლანდების საპარლ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან ოქტომბერში დაგეგმილი არჩევნები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქვეყნისათვის ამ არჩევნებს რეფერენდუმის დატვირთვა ექნება, რადგან საქართველოს მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს ევროპასა და რუსეთს შორის". “პრეზიდენტის მიიჩნევს, რომ აღნიშნულ არჩევნებში დიდი მნიშვნელობა ექნება საზოგადოების, ახალგაზრდებისა და დიასპორის მობილი...

პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, ერთ ქალ მსჯავრდებულს.  მათივე ინფორმაციით, შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული.

შალვა პაპუაშვილი - დემოკრატიული ...

დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ,- ამის შესახებ საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა. "ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე. "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავღანეთში ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა; თავად ნატოს წევრებთან შედარებით კი, მეოთხე ვიყა...

პრემიერი - 26 ოქტომბერს დამარცხდ...

26 ოქტომბერს დამარცხდება ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ხოლო 2025 წელი უნდა იყოს ლიბერალური ფაშიზმისგან ქართული საზოგადოების ქართული სახელმწიფოს, ქართული პოლიტიკის სრულად გათავისუფლების წელიწადი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, „სამწუხაროა, რომ ლიბერალური ფაშიზმი მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, დონორი ორგანიზაციების მიერ, რაც არის დანაშაული ქართული საზოგადოების წინაშე". „კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა გამოვეხმაურო, ეს არის მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური პატარა გამოხტომა, რომელიც განხორციელდა ჩვენი კოლეგის, ბატონი მიხეილ სარჯველაძის მიმართ. ამ თავდასხმი...

პრემიერი - აშშ-ის და ევროკავშირი...

ვიტოვებ იმედს, რომ მომავალში გადაიდგმება პრაგმატული, რაციონალური, სწორი, სამართლიანი ნაბიჯები და სწორედ, ასეთი ნაბიჯები შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას აშშ-სა და საქართველოს შორის,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას თავდაცვის სფეროში საქართველოსთვის თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის შემხვედრი ნაბიჯებისთვის ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით. „მინდა, გამოვეხმაურო აშშ-ის და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, თავდაცვის სფეროში თანხების გამოყოფის შეჩერების თაობაზე. ეს გადაწყვეტილება არის სამწუხარო, რამდენადაც ის არ პასუხობს ჩვენს მოლოდი...

მოვუწოდებთ რუსეთს, მოლდოვიდან და...

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მათი თანხმობის გარეშე,- ამის შესახებ ნათქვამია ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთს ეკისრება ერთპიროვნული პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომზე, რაც საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების აშკარა დარღვევაა. "რუსეთი არის პასუხისმგებელი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილზე. ჩვენ მაქსიმალურად მკაცრად ვგმობთ რუსეთის საზარელ თავდასხმებს უკრაინელ ხალხზე, მათ შორის საავადმყოფოებზე, 8 ივლისს. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს ეს ომი და მთლიანად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან გაეროს გ...

დარჩიაშვილი - ჩრდილოატლანტიკური ...

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს აქვს ცალსახა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. ერთ-ერთი მთავარი, ეს არის ჩვენი ნატოში ინტეგრაცია და სწრფვა ამ ოჯახში გაწევრიანებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს ვაშინგტონის სამიტის შეფასებისას განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, საქართველო, პარტნიორებთან ერთად, ამ მიმართულებით თანმიმდევრულად მუშაობს. "როგორც მოსალოდნელი იყო, სამიტის მთავარი ხაზი კვლავ გადის უკრაინაზე, უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვაზე. გუშინდელი დღეც ამ თემატიკით მეტად იყო დატვირთული, რადგან უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა და სოლიდარობა. სწორედ საიუბილეო სამიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-მა და პარტნიორებმ...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია 9-17 ივლისს საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიზიტისას განიხილავს დემოკრატიული მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფების ჩართულობის საკითხებს. „საქართველოში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვდება მთავრობის, სამოქალქო სექტორის, მედიის და პარლამენტის წარმომადგენლებს, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონსა და სხვა არალიბერ...

პრეზიდენტმა მტკვარში ადამიანის გ...

საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის 27 ივნისს ქ. თბილისში, მდინარე მტკვარში ადამიანის გადარჩენისას გამოვლენილი სამაგალითო თანადგომისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის მალხაზ პარკაძე „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა მალხაზ პარკაძე ორბელიანების სასახლეში პირადად დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდოს მიღება მიულოცა. თავის მხრივ, მალხაზ პარკაძემ პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა. ,,ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ის, რაც თქვენ გააკეთეთ და ასევე, მნიშვნელოვანია ამის აღიარება. საზოგადოება იწყება იქ, სად...

თომას ჰაკერი - ერთად ვმუშაობთ, რ...

ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა, - ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც თომას ჰაკერი აღნიშნავს, საქართველომ თავისი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დელეგაცია იყო ჩამოსული ჩვენთან, ყველანი ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ახლა დრო არის და შეგვიძლია, შემდგომი ნაბიჯებიც კი გადავდგათ. საქართველოს დელეგაციის საპასუხოდ, ჩვენც ჩამოვედით აქ ვიზიტით აპრილში. სამწუხაროდ, შეხვედრა საქარ...

კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად ...

კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? - ასე ეხმაურება პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის გადაწყვეტილებებს. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა "რუსულ პოლიტიკაზე" უნდა გაიმარჯვოს. "ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება; ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის; ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით; გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში - ეს ბოლო სამი დღის ამბებია... კიდევ აქვს ვინმეს კითხვები,...

გერმანიის ელჩი - საქართველოს მთა...

საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. გერმანიის ელჩის თქმით, გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელშია.  „დღეს ჩვენ გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. აქ არის გერმანიის პარლამენტის სამი წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე ამ პ...

მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის...

აღვნიშნავ ირონიას, რომ რუსეთი, რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, ასეთ ბრალდებებს აყენებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის ბრალდებები საქართველოსთან მიმართებაში "სრული სიცრუე და აბსურდია". "საკმაოდ ნათელია, რომ ეს სრული სიცრუეა. რუსეთი პირველად არ აკეთებს მსგავს ბრალდებებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებში, რაც სრული სიცრუე და აბსურდია. მე უბრალოდ აღვნიშნავ ირონიას, რო...