მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზი...

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პატიმრობა აღკვეთის ღონისძიებად გამოიყენა. მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ამაღლობელის მხრიდან. დაცვის მხარის მიერ გირაოს შეფარდების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აცხადებს, რომ საქმეში პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი 4 მარტს გაიმართება. ჟურნალისტი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო პლაკატის გაკვრის გამო, მეორედ კი აჭარ...

საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით...

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა. „საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები. თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება. ...

ქრისტინა ჩუბინიძე - სამსახურიდან...

სამსახურიდან გამათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, უფრო სწორად, კონსტიტუციის და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ერთგულების გამოხატვის გამო. არ გვაპატიეს კონსტიტუციის ერთგულება, ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელის მოწერა - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ქრისტინა ჩუბინიძე. ჩუბინიძე ერთ-ერთია მერიის იმ თანამშრომლებიდან, რომლებმაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერს განცხადებას აწერდა ხელს. ჩუბინიძის პოსტიდან ირკვევა, რომ მერია ამ განცხადებაზე ხელმომწერ თანამშრომლებს ხელმოწერის უკან წაღებასაც აიძულებს:  "31 დეკემბერს შეწყვეტილი შრომითი ურთიერთობის ფაქტს ოფიციალურად ვიგებ გუშინ, 13 იანვარს, ისიც ჩემი მოთხოვნით მომეწოდა ინფორმაცია... შე...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს ერთი დროშა, ერთი გერბი, ერთი ჰიმნი და ერთი სამშობლო“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენლობა - ს...

ევროკავშირის წარმომადგენლობა მოსახლეობას ეროვნული დროშის დღეს ულოცავს. ,,საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს. იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება. დაე, საქართველოს დროშა მუდამ ამაყად ფრიალებდეს", - ნათქვამია მიმართვაში  14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

 კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდ...

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებენ. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მხარდაჭერის მოპოვება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა. ხაზარაძის განცხადებით, ვიზიტი მიზნად ისახავს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისთვის საქართველოს ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. „შეერთებულმა შტატებმა და ახალმა ადმინისტრაციამ, ისევე როგორც ძველმა, ''ქართულ ოცნებას'' ანუ, რუსულ ხელისუფლებას საქართველოში საბოლოოდ დაუსვა დიაგნოზი. ეს არის ძალა, რომელიც ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში და ყველანაირად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის გა...

ირაკლი ზარქუას და მასთან ერთად ...

“ქართული ოცნების” დეპუტატს, ირაკლი ზარქუას, და მასთან ერთად მყოფ პირებს, სანიკიძესა და გოგოლაძეს, აბუ-დაბის კანონმდებლობით სასჯელი ემუქრებათ. გავრცელებული ინფორმაციით, აბუ-დაბის სამართლებრივი ნორმებით მათ შეიძლება დაეკისროთ თავისუფლების აღკვეთა 5-დან 12 წლამდე ან დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, ი...

იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ ირაკლი ბერაია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, ბერაიას საკანონმდებლო საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. პოლიტიკურ კარიერამდე კი, ბერაიამ წარმატებული საქმიანობა განახორციელა საბანკო სექტორში, სადაც მას მნიშვნელოვანი პოზიციები ეკავა.

პეესპე ჯგუფი -  ვუერთდებით საყოვ...

პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ PSP ჯგუფი საყოველთაო გაფიცვას უერთდება. "PSP ჯგუფი ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვას, ორი მოთხოვნით: ჩატარდეს ახალი, გამჭვირვალე, უმაღლესი სტანდარტის საპარლამენტო არჩევნები და განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები. ერთი სიტყვით - ვითხოვთ სამართლიანობას! რაკი PSP ჯგუფი წარმოადგენს სამედიცინო კომპანიას, ჩვენ არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება არ გვაქვს, რამდენიმე საათით სრულად შევაჩეროთ მუშაობა. ამიტომ ვაჩერებთ ჩვენს საქმიანობას 5 წუთით, თუმცა ეს პროტესტიც იქნება იმგვარი, რომ ამ 5 წუთის განმავლობაშიც ერთმა მორიგე ფარმაცევტმა უზრუნველჰყოს გადაუდებელი შემთხვევების მომსახურება.    ალბათ, ახსნას არავისთვის საჭიროებს, რომ გად...

მაკა ბოჭორიშივილი - ჩვენი ტრადიც...

დღევანდელი მოცემულობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით არასახარბიელოა - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ძალიან შეცვალა თანამშრომლობის დინამიკა. „ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები იქცნენ ნომერ პირველ კრიტიკოსებად და შეიძლება ითქვას, მედროშეებად საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის და ზეწოლის განხორციელების კუთხით. ამ შემთხვევაში, მე საუბარი მაქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე. რა არის მათი ამგვარი ქმედების საფუძველი, ეს კიდევ ცალკე თემაა. მე ამას ვუკავშირებ გაზრდილ უსაფრთხოების გამოწვევებს ჩვენს რეგიონში, დიდ რეგიონს - ევროპას ვგულისხმობ. ფაქტია, ...

ირაკლი ზარქუა - ასეთი გადედლებ...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ზარქუას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა აბუ დაბიში "მოღალატე და "სამშობლოს გამყიდველი" ეძახა. ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ირაკლი ზარქუა და აცხადებს, რომ ასეთი გადედლებული კაცები ვერასდროს მოახდენენ რევოლუციას, პასუხს კი ყოველთვის მიიღებენ ადეკვატური ქართველებისგან.  მანვე აღნიშნა, რომ თუ ასე განიცდიან მიტინგის ამბებს და დაპატიმრებულ მეგობრებს, მაშინ დასასვენებლად არ უნდა დადიოდნენ. „რადგან ასეთი რეაქცია მოყვა ამიტომ თავს ვთვლი ვალდებულად,  ჩემს ახლობლებს მოვუყვე პროვოკატორების მიერ დადგმული სპექტაკლი.. მოკლედ მეგობრებთან ერთად ვარ საემიროებში .. მორიგი გადედლებული პროვოკატორი აქტივისტი გადაგვეყარა ...

მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა, - ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად როთი იუწყება. „დაბრუნება ქალაქში. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“, - წერს როთი. მანამდე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ადრე თუ გვიან, წააგებს. „ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან, წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი!“ - დაწერა როთმა.

დიმიტრი გვრიტიშვილი - სანქციების...

რესტორან „ბაბილოში“, სადაც მოსამართლეებისთვის კორპორაციული წვეულებაა დაგეგმილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, მოსამართლეები არასამუშაო დროს იკრიბებიან და წელიწადში ერთხელ კორპორაციული საღამოს მოწყობის სრული უფლება აქვთ. „სანქციების არავის ეშინია. ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, რომელიც არასამუშაო დროს ტარდება. მოსამართლეებს წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ერთად შეიკრიბონ,“ – განაცხადა გვრიტიშვილმა. ამასთან, რესტორნის გარეთ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასამართლო სისტემის კრიტიკას გამოთქვამენ და ე.წ. რეჟიმის პატიმრების გათავისუფ...

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტის,...

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, დაკავებას. ზურაბიშვილი მომხდარს გმობს და წერს, რომ საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება. „საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება… ერთ ღამეში ორჯერ!“ – აღნიშნა მან. გუშინ ღამით ბათუმში "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი, ორჯერ დააკავეს. პირველად მისი დაკავების მიზეზი საპროტესტო სტიკერის გაკვრა გახდა, რის შემდეგაც იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მალევე კი, მეორე ჯერ, ამაღლობელი სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ამაღლო...

სახალხო დამცველი შეისწავლის სამა...

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან. "მათ შორის, იმყოფებიან ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ერთ-ერთი დაკავებულია განთავსებული. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას. დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის" – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯო უილსონი - გეთანხმებით, პრეზიდ...

ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად აგრძელებს ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს. ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მათ მოთხოვნას!” - წერს უილსონი. ამასთან, ჯო უილსონი დონალდ ტრამპის მიერ 9 იანვარს პლატფორმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ “ვენესუელელი დემოკრატიული აქტივისტი მარია კორინა მაჩადო და პრეზიდე...

განიხილავს თუ არა საქართველოს მთ...

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ბრიკსში გაწევრიანების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. „ექსპრესნიუსის“ მიერ მიღებული ექსკლუზიური ინფორმაციით, მსჯელობაში ჩართული არიან, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი  ლაშა ხუციშვილი,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ირაკლი ქარსელაძე დაეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, ჯგუფი კოორდინაციაში იმყოფება ირაკლი კობახიძესთან და პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. ეკონომ...

14-16 იანვარს საქართველოში PACE-...

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიმდინარე მონიტორინგის პროცედურის ფარგლებში, საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლები: კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელა (პორტუგალია, SOC) „ფაქტების დასადგენად” 14-16 იანვარს საქართველოში ჩამოვლენ. PACE-ს განცხადების თანახმად, ვიზიტის მიზანია, შეაფასოს საქართველოს, როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან შესაბამისობა, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების შეჩერების ფონზე. ვიზიტის ფარგლებში თანამომხსენებლები შეხვდებიან ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობას, ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს და ინსტ...

დღეს ევროკავშირში საქართველოს დ...

დღეს ბრიუსელში EU ელჩების დონეზე იწყება განხილვა გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოს დიპლომატიური პასპორტისა და ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ნაწილობრივ გაუქმებას ეხება. სავარაუდოდ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოს მიიღებენ. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება რიგით მოქალაქეებს და მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე ოფიციალურ პირებს შეეხება. EU "ქართული ოცნების" დიპლომატიური პასპორტის მქონე ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე შეთანხმება 16 დეკემბერს შედგა, ხოლო ევროკომისიამ შესაბამისი წინადადება 20 დეკემბერს წარადგინა. წინასწარი ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწყვეტილება გავლენას მოა...

10 იანვარს 44-ე დღის საპროტესტო ...

10 იანვარს თბილისში კვლავ გრძელდება უწყვეტი საპროტესტო აქციები, რომლებიც 44-ე დღეს აღნიშნავს. დღის განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფები მარშებითა და აქციებით დააფიქსირებენ თავიანთ პროტესტს. საპროტესტო განრიგი შემდეგია: 10:00 - "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. 17:00 - "მშვიდად, მტკიცედ, ერთად გამარჯვებამდე!" - HR პროფესიონალები, მარკეტერები, IT/TECH პროფესიონალები, იურისტები, ESM-ელები და "მთა თავისუფლებისთვის" და სხვა კომუნები დაიწყებენ მარშს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ. 18:30 - ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების მარში - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ. 19:00 - ვერელების და ვაკელების მარში - ტარას შე...