საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ეწევა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, "უკვე რამდენიმე დღეა, რაც პრეზიდენტი საჯარო გამოსვლებსა თუ სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში, უსაფუძვლო, არაარგუმენტირებული და ცრუ ბრალდებებით საზოგადოებაში ტექნოლოგიების მიმართ უნდობლობას აღვივებს“. "პრეზიდენტი საერთაშორისო დონეზე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, რომელმაც უმნიშვნელოვანეს არჩევნებს გაუწია ორგანიზება უმაღლეს დონეზე. ის, რომ არჩევნები კვალიფიციურად და პროფესიულად ...
მოვითხოვთ, ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას,- ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას თქმით, თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს: 1 - მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში; 2 - რომელ უბანზე მიიღო მონაწილეობა; 3 - რომელ საათზე მიიღო მონაწილეობა. "არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას, საუბარია ამომრჩევლის ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებაზე და დაცვაზე",- განაცხადა გახარიამ.
26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული რუსული სპეცოპერაციით და ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო“ არ აპირებს მისცეს ლეგიტიმაცია პროცესს, რომელიც იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია,- ამის შესახებ ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, “ძლიერი საქართველოს შტაბში ამ დროისთვის ათობით მძიმე, სისტემური დარღვევის ფაქტია თავმოყრილი“. “ძლიერი საქართველოს სახელით, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, 26 ოქტომბრის არჩევნები არის მიტაცებული რუსული სპეცოპერაციით და ჩვენი კოალიცია, “ძლიერი საქართველო“ არ აპირებს მისცეს ლეგიტიმაცია პროცესს, რომელიც იყო არა არჩევნები, არამედ რუსული სპეცოპერაცია და შე...
თუ საქართველოს მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის “პატიოსან გამარჯვებაში“, ის დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. როგორც როთი წერს, ევროკავშირმა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ უნდა აღიაროს. “თუ საქართველოს მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის “პატიოსან გამარჯვებაში“, ის აუცილებლად, დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას თაღლითობის ყველა ბრალდებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებულ...
შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი“,- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას. როგორც ზახაროვა Telegram-ზე წერს, შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა. „შეერთებული შტატები საქართველოს „შემდგომი შედეგებით“ დაემუქრა, თუ მისი მთავრობა კურსს არ შეცვლის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. დემოკრატია, ბატონო, მოვედით. შემდეგი სადგური „ნეოკოლონიალიზმი“,- წერს ზახაროვა.
გადადგით ღირსეული ნაბიჯი, დანიშნეთ ახალი საპარლამენტო არჩევნები! - ასე მიმართავს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ოქრიაშვილის განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ოპოციზია და ქართველი ხალხის საუკეთესო, უდიდესი ნაწილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. საერთაშორისო საზოგადოება - ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, შვედეთი, კანადა და სხვები არჩევნების გაყალბების გამოძიებას ითხოვენ და მის შედეგებს დემოკრატიულად, ე.ი. კანონიერად არ მიიჩნევენ. ასეთია მოცემულობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. სიტუაცია ქვეყანაში სულ უფ...
მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, უნგრეთი აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთგულებას მშვიდობის იდეისადმი და დარწმუნებულია, რომ ათწლეულის ბოლოს საქართველო იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. „ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნ...
მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი და შემიძლია ვთქვა, არავის არ გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები ან მისი შედეგები, რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები არის პოზიტიური. „მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს იქნებოდ...
საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა,- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მედვედევის განცხადებით, ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა. "საქართველოს მარიონეტულმა პრეზიდენტმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ასეთ შემთხვევებში სტანდარტული პრაქტიკა თანამდებობიდან გადაყენება და დაპატიმრებაა",- წერს მედვედევი.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურება. უილსონი აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ X-ზე მცირე განცხადებას აქვეყნებს და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს. „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ“,- წერს უილსონი. რაც შეეხება ბლინკენის განცხადებას, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით X-ზ...
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც ლავროვმა აღნიშნა, “რუსეთი კონტაქტებს არასდროს გაქცევია“. “თუ იქნება რამე დამატებითი წინადადებები კონტაქტებზე ჩვენი მეზობელი ქართველებისგან, რა თქმა უნდა, ჩვენ გადავხედავთ. ჩვენ არასდროს გავქცეულვართ კონტაქტებს“,- განაცხადა ლავროვმა.
შვედეთის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, ბენჟამინ დოუსამ გააკეთა. დოუსას თქმით, საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში განვითარება საგანგაშო იყო და ამას საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევებიც ადასტურებს. "საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედე...
კანადა საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გადასინჯვას გეგმავს. ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და ხაზს უსვამს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას G7-სა და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით იღებს. როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, კანადა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებს. „როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა ეხმაურება 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, რომელიც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის გამოცხადებული. კანადა შე...
ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, „სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან კრიზისულ მდგომარეობასთან, რაშიც ახლა ვიმყოფებით“. „ოცნებას“ და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა, გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქვეყნის ისტორიაში ამ პოზიტიური როლის შესრულებას, ძალაუფლების შენარჩუ...
საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი არ ჩარეულა, ასეთი ბრალდებები უსაფუძვლოა, მოსკოვი მათ უარყოფს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, როგორ აფასებს კრემლი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს რუსეთის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ. პესკოვის თქმით, ასეთი ბრალდებების გაჟღერებამ ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული ხასიათი მიიღო. "ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ მსგავს ბრალდებებს. იცით, ასეთი ბრალდებები უკვე ბევრი ქვეყნისთვის სტანდარტული გახდა. როგორც კი რამე ხდება - მაშინვე რუსეთს ჩარევაში ადანაშაულებენ. არანაირი ჩარევა არ ყოფილა და ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლოა...
მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის,- ამის შესახებ მოლდოვის პრრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს. სანდო ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარსაც ეხმაურება. „საქართველოში არჩევნების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ახლახან ველაპარაკე. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“,- წერს სანდუ X-ზე.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების საკითხი განიხილეს.
კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრში ახლა უმნიშვნელოვანესია. 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ნათქვამი, ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშსა და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. "26 ოქტომბერს, შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებში. ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნ...
დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა. „მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა. ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. Edison Research-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ო...
მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მივიღეთ ამ არჩევნებზე ხალხისგან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა 890 000-ზე მეტი ხმით მოუგო მეორე ადგილზე გასულ პარტიას. „გვაქვს მთავრობის პირველი სხდომა არჩევნების შემდეგ და სამუშაო რეჟიმზე გადასვლამდე, მინდა, შევაჯამო განვლილი პროცესი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოხარულები ვართ, რომ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა მმართველ გუნდს, ეს არის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ არჩევნებზე ქართველი ხალხისგან. ეს არის ნდობა მმართველი გუნდის მიმართ და ნდობა, რომელიც გ...