რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა" (Azimuth Airlines), რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას იწყებს, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. აღნიშნულ ინფორმაციას „ეხოკავკაზა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, მანამდე ავიაკომპანიის ვებგვერდზე ოკუპირებულ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" ცალკეულ ქვეყნებად იყო ჩამოთვლილი, მსურველებს კი, რეგისტრაციისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არჩევა შეეძლოთ. "აღნიშნულის გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს მთავრობას მიმართა: „შემოწმებული და გა...
კიევის სამშვიდობო გეგმა უნდა იყოს მთავარი მცდელობა, რომ დასრულდეს უკრაინაში რუსეთის ომი, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში ჩინეთის როლზე და აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა გამოიყენოს არსებული გავლენა რუსეთზე და შეუწყოს ხელი ომის დასრულებას. „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა არის ის ქვეყანაა, სადაც სასტიკად შეიჭრნენ. ამიტომ სწორედ მან უნდა ჩამოაყალიბოს მშვიდობის ძირითადი პრინციპები“, – განაცხადა ურსულამ.
ვულოცავთ ყველა შრომისმოყვარე, თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისათვის საქართველოში, - ასე მიულოცა აშშ-ის საელჩომ მოსამართლეებს პროფესიული დღე. მათივე მილოცვაში აღნიშნულია, რომ საელჩო მიესალმება იმ ყველაფერს, რასაც ქვეყანა ევროპული გზის მხარდასაჭერად აკეთებს. “ვულოცავთ ყველა შრომისმოყვარე, თავდადებულ მოსამართლეს, რომელიც მუშაობს კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს შენებისათვის საქართველოში. თქვენ ემსახურებით თქვენს ქვეყანასა და საზოგადოებას ღირსეულად და პატიოსნად, ატარებთ რა მართლმსაჯულების მიუკერძოებლად აღსრულების მძიმე ტვირთს. ჩვენ მივესალმებით ყველაფერს, რასაც აკეთებთ საქარ...
საერთო ჯამში, საგამოძიებო კომისიების შექმნის საკითხები იქცა აბსურდის თეატრად. უკვე, ყოველ ნაბიჯზე, ითხოვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას. მათი მთავარი მიზანია, რომ შექმნან პოლიტიკური სკანდალები არა შედეგით, არამედ თავად პროცესით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის მთავარი მიზანი პოლიტიკური სკანდალების დადგმაა. საგამოძიებო კომისიის შექმნითაც, პოლიტიკური სპეკულაციების შექმნას ცდილობენ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება. "მე ოპოზიციას ერთადერთ რამეს მოვუწოდებ. უკვე წელი გადის თითქმის, რაც 12 რეკომენდაცია იქნა წარმოდგენილი. საპარლამენ...
ეს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის სამართლიან და სასიკეთო გადაწყვეტილებად შეფასდეს, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეები დასჯილები ყოფილიყვნენ არ არსებობდა. "ეს იქნა აღქმული გადაწყვეტილებად, რომელიც ქართველ ხალხს ეკუთვნოდა და არავითარი საფუძველი, რომ ჩვენი მოქალაქეები ყოფილიყვნენ დასჯილები და ვალდებულები, რომ მრავალდღიანი, მრავალკვირიანი პროცედურები გაევლოთ ხოლმე, რათა საკუთარი ოჯახის წევრი ენახათ, საკუთარი შვილიშვილის დაბადებ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. "სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არია",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება - დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დანიას სურს, საქართველოს კრიტერიუმების შესრულებაში დაეხმაროს. "საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დროა. მოქალაქეებმა დიდი ხნის წინ ცხადად თქვეს, რომ მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ამ მიზანთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე. დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მის...
ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიელ კოლეგასთან, ლარს ლოკე რასმუსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ქვეყანა ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. "საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო. უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ...
საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია და დანიაში საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. "დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. აღ...
ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ, უფლებების ნაწილში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი რაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცალსახა ტყუილი და "ფეიკ" კამპანიის ნაწილი“,- ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ. &b...
ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა, რასაც ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო და მან წერტილი დაუსვა კამპანიას, რომელიც მიხედვითაც, მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას იყო. „ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწად-...
ტერორისტ პუტინს შავი ფულის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ ჭირდება ეს ფრენები, ამაში კი ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ფრენები სახელმწიფოს ღალატს უტოლდება. "ტერორისტ პუტინს "ქეშის", სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად, თბილისიდან მოსკოვამდე თითქმის ერთი კვირა შეიძლება დასჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია, სახიფათოა ხომ? როცა სანქცირებული ოქრო მიგაქვს ან მილიონობით დოლარი გადაგაქვს ან თუნდაც სამხედრო ჩიპებისთვის სახიფათოა. ამიტ...
14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანიელ კოლეგას საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. მათივე ინფორმაციით, გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. "ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნესდელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნესდელეგაციის შეხევდრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან. აღსანიშნა...
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გაუქმებისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. manifest.ge-ზე 12 მაისს გამოქვეყნებულ პეტიციას ამ დროისთვის ხელს 1 300-ზე მეტი მოქალაქე აწერს. პეტიციის ავტორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ: დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. "ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რომ: რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება; რუსეთი არის აგრესორი ს...
[პოეზია და ლექსები] არის ის, რაც მაძლევს ენერგიას და ძალას, რომ ყველა განსაცდელს შევხვდე მშვიდად, - ამის შესახებ აშშ-ის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ "შაბათის ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ქართული პოეზიითა და ლექსებით იზრდებოდა. "ბევრი ლექსი ვიცი სხვათა შორის. მიყვარს ზოგადად ქართული პოეზია. ლეონიძე მიყვარს, გალაკტიონზე აღარ ვლაპარაკობ, მირზა გელოვანი მიყვარს, ლადო ასათიანი მიყვარს, პოეზია, ლექსები - ეს ყველაფერი, ბებია-ბაბუასთან ასე ვიზრდებოდი. ეს ყველაფერი მაძლევს ენერგიას და ძალას, რომ ამას ყველაფერს, ყველა განსაცდელს შევხვდე მშვიდად", - განაცხადა მურუსიძემ. შეგახსენებთ, 5 აპრილს ...
გავრილოვი არის პირდაპირ კავშირში ოპოზიციასთან, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ლადო კახაძემ შაბათის ფორმულასთან საუბარისას განაცხადა. მისივე თქმით, გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე თავისი ნებით დაჯდა, რაც იყო პროვოკაციული ნაბიჯი და მიზნად საზოგადოების აბუნტებას ისახავდა. "ზარ-ზეიმით ვინ დახვდა?! თქვენ ხომ იცით როგორ დაჯდა გავრილოვი იმ სკამში [პარლამენტის თავმჯდომარის სკამში]? თავისი ინიციატივით. იქ არ უნდა დამჯდარიყო გავრილოვი. ეს იყო ნიშანი - აი, აბუნტდითო. ანუ გავრილოვი არის პირდაპირ კავშირში ოპოზიციასთან", - განაცხადა კახაძემ. ცნობისთვის, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინ...
„ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს ბრძოლას ქვეყნის გათავისუფლებამდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკითხი, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირდეს სწორად და აღნიშნავს,რომ სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არ გადაყვანასთან დაკავშირებით, სხვა საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ის, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში მიხეილ სააკაშვილის საქმე და სამართლებრივად ეს დავა გ...
დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საინტერესოა ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას ხალხის დასანახად და სიაში მოსახვედრად, რომ მოუწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლას. "ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას სიაში მოხვედრის და გამორჩენის გამო რომ კიოდნენ ტელევიზიებში - ჩამოდი მეგობარო! ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხავად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა", - წერს დეკანოიძე. შეგახსენებთ, იუს...
მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მომავალშიც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს. "მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველო...
ეს არ გახლავთ ევრო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი პასუხი ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე. "ეს არ გახლავთ ევრო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს. ეს არის პროცედურული ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მ...