თექვსმეტი წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამიდან, როდესაც ქართულმა ჯარებმა ოპერაცია “წმინდა ველი“ დაიწყეს - მათ სურდათ, მთელი სამხრეთ ოსეთი “ღია ველად“ გადაექციათ,- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა ცხინვალში, "სამხრეთ ოსეთის დამცველთა" მემორიალურ კომპლექსში, ომის 16-წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაში მონაწილეობის დროს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის როლი ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მშვიდობისა და სიმშვიდის დამყარებაში ძალიან დიდია". "ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსეთის არმიას ცხინვალში. ეს იყო სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ხალხმა, დაინახა რა ცხინვალისკენ მო...
მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა სიმართლე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უარყოფს ამ ფაქტს, არის პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაც იმავე ნარატივს იმეორებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ეყოლება. "მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა ის სიმართლე, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვე...
დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. დღეს ვიხსენებთ 16 წლის წინ, აგვისტოს იმ მძიმე დღეებს, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ - ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც ცეცხლის წინა ხაზზე იყვნენ, სამოქალაქო პირები, რომლებიც ომის ეპიცენტრში მოყვნენ და მთლიანი საქართველო, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, "არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მყიფეა ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის". "ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვის...
მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი, რომელზე კონტროლიც საქართველომ მაშინ დაკარგა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე" განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, "უნდა იქნას გამოძიებული, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში". "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. "ნაციონალური მოძრაობა" ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა, შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს და ვხედავთ ჩვენ, რომ სინამდვილეში, მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რიცხვები, როგორც მათთვის ქვა-ღორღი იყო ის 125 სოფელი...
ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს 8 აგვისტოს წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ და რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ თურმე, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი - ეს სპეკულაციებია, რომელსაც არ აქვს საფუძველი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. კობახიძის თქმით, "რადიკალური ოპოზიციის მიზანია, რომ არაფერი აერთიანებდეს ქართულ საზოგადოებას, მათ შორის, ომის დაწყების თარიღიც კი". “არ მგონია, რომ თარიღთან დაკავშირებით ეს სპეკულაციები იყოს სერიოზული. გახსოვთ, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ამ თარიღს აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში 8 აგვისტოს და რამდენიმე წლ...
ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშქიანმა ქვეყნის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა თავიდან აიცილონ. ამის შესახებ ინფორმაციას Iran International-ი, ანონიმურობის გარანტიით, საკითხთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, პეზეშქიანმა 85 წლის სულიერ ლიდერს შეხვედრისას უთხრა, რომ "არასასურველ ომში დაძაბულობის ესკალაცია" თავიდან უნდა აირიდონ. როგორც მედია წერს, პეზეშქიანი მიიჩნევს, რომ პოტენციურმა კონფლიქტმა, შესაძლოა, შეაფერხოს მისი პრეზიდენტობა, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის დააზიანოს ირანის ეკონომიკა და ქვეყნის კოლაფსი გამოიწვიოს. წყაროები იტყობინებიან, რომ ხამენეის პრეზიდენტი...
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას და მადლიერ...
აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 16 წლის წინ ამ დღეს რუსეთი სუვერენულ საქართველოში შეიჭრა. „დღეს ჩვენ ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაჭრილებს ან დევნილებს. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და თავის ნებას აწესებს იქაურ მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემას და ოჩამჩირაში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის ზომებს მოითხოვს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში....
საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ოკუპაციამ ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. "7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსეთის ოკუპაციამ აღნიშნული ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს და ადამიანის ...
ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, 16 წლის წინ საქართველოში რუსეთის "შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო". “16 წლის წინ საქართველოში რუსეთის შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალაუფლება გადაწონის საერთაშორისო კანონსა და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება“,- წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აგვისტოს ომის 16-წლისთავს ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით მეცოლა მცირე განცხადებას ავრცელებს. "საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევია", - წერს მეცოლა სოციალურ ქსელში.
წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა" ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებდა და მათი მხრიდან პროტოკოლური ღონისძიებებიც სწორედ ამ დღეს სრულდებოდა. რამდენიმე წლის წინ კი, რადიკალურმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, თარიღი შეეცვალა და მან ომის დაწყების დღედ 7 აგვისტო გამოაცხადა. ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი დანაშაულის დაფარვას და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო ავრცელებს. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების თანახმად, „თარიღთან დაკავშირებული ვერავითარი მანიპულაცია ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებებსა და გან...
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს,- ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლას. როგორც საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. "დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგი...
ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა!- ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლას. როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, "რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება". "დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღია, 7 აგვისტო - დღე, როდესაც 16 წლის წინ, რუსეთმა მორიგ ჯერზე მთელი სისასტიკით შემოგვიტია, ასობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაგვაკარგინა, ათობითათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, წაგვართვა ტერიტორიები და დღემდე ღია ჭრილობად გვრჩება. ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 ...
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შესაბამის "განკარგულებას" ხელი ბჟანიამ თავად მოაწერა. შამბა მანამდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, ახლა მას რაულ ლოლუა შეცვლის, რომელიც მანამდე გუდაუთის “ადმინისტრაციის მეთაურად“ არ დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც "თანამდებობა" 7 მაისს ინალ არძინბამ დატოვა. შეგახსენებთ, სერგეი შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 1997 წლის მაისიდან 2004 წლის ივლი...
პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი ნამდვილად არ არის,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, "სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ, რომ მხოლოდ ერთიანობითა და საერთო ძალისხმევით შეგვიძლია ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა". “ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური თუ პირადი სიმპათიები და შევთანხმდეთ, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟის პ...
ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასდროს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. ოდიშარიას თქმით, ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა "გაუგებარი პოლიტიკური და რელიგიური განცხადებებით დაიწყო". "სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის, ახალი არ არის. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასდროს ერკინებიან ზემაღალ წონებს. ეს ...
"კოალიცია ცვლილებისთვის" სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება "ქართული ქარტიის" მიმართ,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის - ახალი, გირჩი, დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარიას თქმით, ქარტიის შინაარსი "ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას", რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება იმყოფება. "პირველი, რაც მინდა ვთქვა, ნდობა და სიტყვის ერთგულება არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და რომელიც არის საფუძველი ნებისმიერი არა მხოლოდ პოლიტიკური პროცესის, არამედ ზოგადად, სამართლიანი, თავისუფალი სა...
საუბარი იმაზე, რომ ვერ მოხდება პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმება, მგონია, რომ თავად ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს,- ასე ეხმაურება "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თამარ კორძაია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. როგორც კორძაიამ აღნიშნა, პოლიტიკურმა პარტიებმა აჩვენეს, რომ მათ ამომრჩევლის მოთხოვნის შესასრულებლად გაერთიანება შეუძლიათ. "ჩვენ, "ერთიანობის" წარმომადგენლები, უკვე დიდი ხანია, დავდივართ რეგიონებში და ჩვენთვის ცალსახა და არაორაზროვანია ის, რომ მოქალაქეების არჩევანია ევროპა და ევროპაში შესვლა პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები და აბსოლუტურად ყოველდღიურად ჩვენ დაუღალავი შრომით ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე "ლელოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის "დუმილი არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილება გადაფარონ". როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილებას ხაზარაძე და ჯაფარიძე "ვერ გადაფარავენ". "უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან. ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ არის უსუსური და განწირულია წარუმატ...