ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ "მუქარის ფაქტით" რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება, მზად არის, გამოძიებას მისცეს შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები. "ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს, რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გა...
ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჩინეთმა რატომ არ დაუჭირა მხარი გაეროს რეზოლუციას, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს რეზოლუცია სუვერენიტეტისა და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას არ ეხებოდა. „ჩინეთი მყარად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩინეთის ოფიციალური პოზიცია, ჩინეთი აღიარებს საქართველოს. თქვენ შეიძლება, არ გსიამოვნებდეთ, მაგრამ ჩინეთის ოფიციალური პოზიციაა, რომ ჩინეთი აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მესმის რომ გწყინთ, მაგრამ ჩი...
გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი". „გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება დაერქვას, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, ამერიკის ...
ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი შემდეგია: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ, - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა, ჯო უილსონმა ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. როგორც ჯო უილსონმა აღნიშნა, ამერიკელი ხალხი ქართველი ერისადმი თბილ დამოკიდებულებას გამოხატავს. "ჩემი გზავნილი ქართველი ხალხისადმი შემდეგია: მე მაქვს თქვენი ერისადმი უდიდესი პატივისცემა და ვიცი, რამდენად მამაცები ხართ. მე ვიყავი თბილისში და ვნახე ეს ულამაზესი ქალაქი, სადაც ვნახე არაჩვეულებრივი და ნიჭიერი ადამიანები. მე ეს ვიზიტი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად მქონდა და მე მათი ავღანეთსა და ერაყში ბრძ...
შეერთებულმა შტატებმა და ქართველმა ხალხმა ბოლო სამი დეკადის განმავლობაში ძლიერი მეგობრობა ააშენეს, - ამის შესახებ კონგრესმენმა, მარკ ვისმა განაცხადა, რომლის განცხადებასაც სოციალურ ქსელ X-ზე ჰელსინკის კომისია ავრცელებს. როგორც მარკ ვისი აღნიშნავს, MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად "შეერთებულმა შტატებმა და ქართველმა ხალხმა ბოლო სამი დეკადის განმავლობაში ძლიერი მეგობრობა ააშენეს. ჩვენ ერთად ვგლოვობდით, ერთად ვზეიმობდით მიღწევებს და გვერდიგვერდ ვიბრძოდით. MEGOBARI Act ხაზს უსვამს, რომ კონგრესი იმოქმედებს საქართველოს დემოკრატიის დასაცავად, რათა ხაზი გაუსვას უკეთეს გზას წინსვლი...
კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც როთი აღნიშნავს, საქართველოს მმართველმა პარტიამ უნდა შეაჩეროს ინიციატივები, რომლებიც "ქვეყნის მომავლის განადგურებისკენაა მიმართული". „კრიტიკულად განწყობილ სამოქალაქო საზოგადოებაზე „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით თავდასხმის შემდეგ, საქართველოს მთავრობა მიზანში სექსუალურ უმცირესობებს იღებს. ლგბტი-ს წინააღმდეგ რუსულ სტილში რეპრესიები საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის კიდევ ...
უკრაინის მიერ რუსეთში მდებარე სამიზნეებზე გერმანული შეიარაღების გამოყენება რუსეთთან ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, უკრაინის უფლებაა, გამოიყენოს დასავლური შეიარაღება, რითაც კიევი შეძლებს, რუსული თავდასხმებისგან დაიცვას თავისი მსხვილი ქალაქები. ამასთან, შოლცმა დასძინა, რომ უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების რუსეთში გამოყენებაზე უფლების მინიჭების საკითხი, გერმანიის მოკავშირე მეგობრებთან დეტალურად იქნა განხილული. „აშშ-ის პრეზიდენტმა როგორც თქვა, საუბარია მხოლოდ მსხვილი ქალაქების დაცვის შესაძლებლობაზე, მაგალითად ხარკოვზე“, - განაცხადა შოლცმა.
ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც ახორციელებს ივანიშვილის რეჟიმი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, პარტნიორებმა უშუალოდ ნახეს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი, რომელსაც "თავს დაესხა ბანდიტური ჯგუფი, რაც პარტნიორებში უკიდურეს შეშფოთებას იწვევს". "საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები თბილისში ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური პარტ...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" პოლიტიკურ სპექტრში "არანაირი ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია". როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "მსგავსი გაერთიანებები, რომლებიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მარცხისთვის არიან განწირულები". "ქარტიის შემქნით არაფერი შეიცვლება. ვიცით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები რას წარმოადგენენ. ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომელთა მთავარი მიზანია, ბრძოლა ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ასეთი მოძრაობები და პოლიტიკოსები მარცხისთვის არიან განწირულები. ძალიან კარგია მათი ერთად შეყრა, ისინი რეალურად ერთ ხაზს ...
"ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ი მზად არის, "ემსახუროს ხალხს და არა პარტიულ ინტერესებს". "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ყველგან, სადაც იქნება ერთობაზე საუბარი და მოქმედება! ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება პარტიული არჩევნები, ეს იქნება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მომავალს. ამიტომ, ჩვენ ყველა ბიუროკრატიული საქმიანობა გადადებული გვაქვს, ფაქტობრივად, გვერდით იმისთვის, რომ ვემსახუროთ ხალხს. ჩვენ მომხრე ვართ ერთიანობის,...
სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფორმაცია, ელექტრონულ ფოსტებზე მისულ შეტყობინებებთან დაკავშირებით, ტყუილია. „აბსოლუტურად არასერიოზული თემაა სანქციებზე საუბარი, ვინც არ უნდა გააკეთოს შესაბამისი განცხადება, იქნება არასერიოზული და კონტრპროდუქტიული. რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა თემა არის არასერიოზული რა თქმა უნდა, დიდად ასეთ თემას ჩვენ ვერ ჩავუღრმავდებით",- განაცხადა კ...
ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, გერმანიის ელჩი, რომელიც „ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე". „ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს" საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ...
დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, პაკეტი ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება. "დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინიცირებს კანონების პაკეტს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ", რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან – "ოჯახურ ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან, რომელშიც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში,...
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. მილერის თქმით, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ "სანქციების დაწესებაზე არ იყოყმანებდნენ". "საკმაოდ შეშფოთებულები ვართ, რადგან ამ კანონს საქართველო დემოკრატიული ტრაექტორიიდან გადაჰყავს, სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას ახდენს და ზღუდავს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს ქმედებები ფუნდამენტურად ცვლის ამერიკის ურთიერთობებს საქართველოსთან. ამიტომაც დავიწყეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვა და გვექნება პასუხი ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა. ჩვენ გამოვაცხადეთ სან...
ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით, ასევე, არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ჩვენ ამერიკელ თუ ევროპელ პარტნიორებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, "ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, ზოგი აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იქნებოდა". "ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, ზოგი აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის რუსულ კანონზე და ჩვენ არ მივაქცი...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერთა სიას ავრცელებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული სიით ირკვევა, „ქართულ აქტს“ ხელს 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს. ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა: "საქართველოს მწვანეთა პარტია" - გია გაჩეჩილაძე "სამართლიანობისთვის" - ეკა ბესელია "დროა" - ელენე ხოშტარია "გირჩი - მეტი თავისუფლება" - ზურაბ ჯაფარიძე "ევროპელი დემოკრატები" - პაატა დავითაია "კანონი და სამართალი" - თაკო ჩარკვიანი "ლელო საქარ...
ევროპარლამენტარი თიის როიტენი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ხელის მოწერის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც როიტენი აღნიშნავს, "საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს". "ქართულმა ოცნებამ" ახლახან საქართველოს ევროპული მომავლის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედება სცადა - თუმცა საბოლოოდ ისინი მარცხს განიცდიან. საქართველოს თავისუფალი ხალხი რუსიფიკაციას წინააღმდეგობას ყოველთვის გაუწევს. ისინი ევროკავშირის ნამდვილ მხარდაჭერას იმსახურებენ. დაუწესეთ სანქციები ბატონ ივანიშვილსა და მის მოკავშირეებს", - წერს როიტენი სოციალურ ქსელ X-ზე. ცნობისთვის, პარ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილების პროექტს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. "სხდომაზე ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს და საორგანიზაციო საკითხებსაც გაეცნენ. მათ შორის, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულ...
პარტია "ლელო" უერთდება [ქართულ] ქარტიას, ეს ქარტია არის პრაქტიკულად ადამიანების და პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, "ლელო" იქნება ყველგან სადაც იქნება "ერთობა და არა ერთიანობა". "პარტია "ლელო" უერთდება ქარტიას, ეს ქარტია არის პრაქტიკულად იმ ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომ ყველამ ერთად ჩვენი ქვეყნიდან გავისტუმროთ რუსული რეჟიმი და ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ასრულებს კრემლის და პუტინის დავალებებს. პარტია "ლელო" იქნება ყველგან, სადაც ერთობა...
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" აწერენ ხელს. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ამ დროისთვის "ქართულ ქარტიას" ხელი უკვე მოაწერეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ახალის", "გირჩი - მეტი თავისუფლების", "დროას", "მოქალაქეების", "რესპუბლიკური პარტიის", "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა. შეგახსენებთ, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შე...