„ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქ...

ვაპირებთ, რომ ყველაფრით ხელი შევუშალოთ ვადაგასული საკრებულოს მიერ 2022 წლის კორუფციული ბიუჯეტის მიღებას,- ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ვადაგადასულ საკრებულოს ყოველგვარი კანონიერების გარეშე მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი. როგორც ენმ-ს წევრმა და ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა, "ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო. "ქართულ ოცნებას გადაწყვეტილი აქვს, დაშალოს ოპოზიციური საკრებულო, ოღონდ ამასთან ერთად, მათ არ უნდათ, რომ ბათუმში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და მოიფიქრეს შემდეგი გამოსავალი: ვადაგასულ საკრებულოს ყოველგვარი წესის, კანონის, მორალის დ...

ბოკერია- ვისაც სჯერა ამ ქვეყნის...

„ჩვენ გვჭირდება ამ დღის გახსენებისას და ზოგადადაც მობილიზება საზოგადოების იმ ნაწილისა, ვისაც სჯერა ამ ქვეყნის თავისუფლებისა და მომავლისა, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რაც ვარდების რევოლუციამ დაიწყო“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,საზოგადოებამ იმ იდეალებს, რის გამოც ვარდების რევოლუცია მოხდა არ უნდა გადაუხვიოს. „ვარდების რევოლუცია, დამოუკიდებლობის გამოცხადების, საბჭოთა კავშირის დანგრევის, ამ უბედნიერესი დღის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. მოვლენა, რის დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა პოსტსაბჭოთა ჭაობიდან თა...

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებ...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები სტრასბურგში გაემგზავრნენ. უმრავლესობის ლიდერები ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს შეხვდებიან. როგორც ცნობილია, ევროპარლამენტარებთან საუბრისას ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც იქნება. ამასთანავე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანაა პარტნიორებამდე ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებული გზავნილები მიიტანონ.

რატი ბრეგაძე - პენიტენციური სამს...

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი სჭირდება; უპირობოდ გაჟღერებულ მოთხოვნებს კი, ასეთი საფუძველი არ გააჩნია.  რატი ბრეგაძის თქმით, სახელმწიფო ყოველთვის კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.  „ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. იმისთვის, რომ ადამიანმა დატოვოს ციხე, მან უნდა მოიხადოს სასჯელი ან უნდა იყოს შეწყალებული, ან უნდა გამოცხადდეს ამნისტია, ან, თუ, მაგალითად,  საუბარია განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, აქ მას სჭირდება სასამართლოს განჩინება სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის საფუძველზე. ეს საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, ბუნებრივია,...

18 წელი ვარდების რევოლუციიდან - ...

ვარდების რევოლუციიდან 18 წლის შემდეგ, მორიგი საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე მოეწყობა. აქტივისტები ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ. "2003 წლის 23 ნოემბრის შემდეგ საქართველო გახდა ქვეყანა კორუფციის გარეშე. ახალგაზრდებს მიეცათ შესაძლებლობა, უმაღლესი განათლება “ჩაწყობის” გარეშე მიეღოთ. დარიგდა გაყინული და გაზრდილი პენსიები, მივიღეთ, საპატრულო პოლიცია - რუსული “გაის” ნაცვლად, გაწვრთნილი ჯარი - მშიერი ჯარის ნაცვლად, წესრიგი - კრიმინალის ნაცვლად, აღმშენებლობა - სიბნელის ნაცვლად, აჭარა ასლანის გარეშე, რეფორმები - უძრაობის ნაცვლად და რაც მთავარია, დასავლეთი - რუსეთის ნაცვლად. 18 წლის შემდეგ, ყველა ვინც ვარდების რევოლუციის მთა...

მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციიდან“ 18 წლისთავთან დაკავშირებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან მიმართვას ავრცელებს. სააკაშვილის თქმით, ქვეყანა ძველ დიდებას და ბრწყინვალებას! დაიბრუნებს და მოქალაქეების წინაშე 18 წლის შემდეგ, ფიცს ხელახლა დებს. "ჩემო განსაკუთრებულო ხალხო, ვარდების რევოლუცია თქვენი შექმნილია და მინდა შეგახსენოთ, რომ რევოლუციამდე საქართველო იყო ტერიტორია და შემდეგ გახდა სახელმწიფო. საქართველო გახდა "ერი სხვა ერთა შორის", როგორიც იყო ილია ჭავჭავაძის ოცნება. საქართველო იყო სიბნელეში და გაბრწყინდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ ვართ პატარა სოფელი იმით, რომ გავხდით მსოფლიოს მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა...

ეკა ხერხეულიძე - მიხეილ სააკაშვ...

ახლა დგება მთავარი საკითხი, მისი გათავისუფლების საკითხი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ საქართველოს მესამე პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა. ეკა ხერხეულიძის თქმით, ექსპრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის მიზანი პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი სრულფასოვანი ჩართვა იყო, ამიტომაც ახლა მთავარი საკითხი მისი განთვისუფლებაა. "მიხეილ სააკაშვილი გადის მკურნალობას,  კვლევებს. ის სერვისი რაც აქ არსებობს იმის ხარჯზე. ეს არ არის სრულყოფილი სერვისი. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებს კვალიფიციურ, ფუნდამენტურ კვლევას, ამის შესაძლებლობა აქაც არ არის მაგრამ თავისთავად ის, რომ დღეს ვიღაც დ...

რომან გოცირიძე - ღარიბაშვილი ამე...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკაში არ უშვებენ, მან გამოძებნა ალტერნატიული გზა და ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უშვებს. გოცირიძის თქმით, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკისთვის გახდა პერსონა ნონ გრატა. „ღარიბაშვილს არ უშვებენ და მან გამოძებნა შემოსავლელი, ასე ვთქვათ, ალტერნატიული გზა და აგზავნის ქალბატონ სალომეს და ამით ასე ვთქვათ უნდა იმართლოს თავი და ის, რომ ფაქტობრივად ის არის ივანიშვილის მარიონეტი და რეალურად არ აქვს მას ქვეყანაში კონსტიტუციური ფუნქციის აღსრულების თავი და მისი ბოლო განცხადებები, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვ...

იაგო ხვიჩია - არის შანსი პარლამე...

ამ პარლამენტში, რაღაც სხვაც მოხდეს  "ნაცებისა" და "ქოცების" ხელჩართული ჩხუბის გარდა - ამის შესახებ პარტია გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ხვიჩია იმედოვნებს, რომ შეწყვეტილი ბოიკოტის ფონზე ოპოზიციონერი კოლეგები საპარლამეტო საქმიანობასაც დაიწყებენ. "ძალიან მიხარია, რომ ჩემი კოლეგები ნელ-ნელა წტვიტავენ ბოიკოტს, ეს აჩენს შანსს, რომ საპარლამენტო საქმიანობაც დაიწყონ. ამ პარლამენტში რაღაც სხვაც მოხდეს - ნაცებისა და ქოცების ხელჩართული ჩხუბის გარდა." - განაცხადა ხვიჩიამ.

გიული ალასანია - მნიშვნელოვანია,...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შვილის მოსანახულებლად მივიდა. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს. „არაფერი არ ვიცი, გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს, სამუშაო საათები დასრულებულიაო და ახლა ვცდილობ შევიდე. ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, მაგრამ ჩემ ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, - აცხადებს გიული ალასანია. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გორის სამხე...

ჯო ბაიდენის ინიციატივით დაგეგმილ...

ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ვიზიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე ბრიუსელში, რომელიც, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ძალიან წარმატებით ჩატარდა. „ჩვენ ახლა ვემზადებით ასოცირებული ტრიოს - საქართველო, უკრაინა, მოლდოვის პრემიერების შეხვედრისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება. ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვფიქრობთ, ...

ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ონლაინ-კაზინოების მეშვეობით, 1,5 მილიარდი ლარი უცხოეთში გაედინება და აქედან დიდი ნაწილი გაჭირვებული მოსახლეობისაა, რომელიც არ მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე, იგეგმება გადასახადების გაზრდა, რეკლამების აკრძალვა და ბარიერის 25 წლამდე აწევა. მეორე ეტაპზე კი, ონლაინ-კაზინოები სრულად აკრძალვა.  „სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მო...

DRI - საჯარო რეესტრმა ალტ-ინფოს ...

დემოკრტიული კვლევის ინსტიტუტი „ალტ ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ დაფძნებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენოტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში გაცხადებულ მიზნებს. როგორც DRI-ის განცხადებაში ვკითხულობთ, იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა ...

რასა იუკნევიჩიანე - გვიხარია, რო...

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მისი მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას მიესალმებიან. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ ახლა არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ექნება, პროცესები კანონის უზენაესობის დაცვით წარიმართება და სიტუაცია დამშვიდდება. „ყველა, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, პატივს სცემს ადამიანის უფლებებს მიესალმება მოვლენების ასეთ განვითარებას. ჩვენ ძალიან ბევრჯერ მოვუწოდეთ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გვიხარია, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი გადაყვანის შესახებ და იმედი გვაქვს, რეაბილიტაციის პროცესის მართვა საჭიროებისამებრ მოხდება. ყველა მივესალმებით სათანადო სამედ...

ზურაბ ჭიაბერაშვილი - სააკაშვილმა...

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი წამებით გვანახა, რომ სახელმწიფო მკვლელების ბანდას აქვს მიტაცებული.- ამის შესახებ პოლიტიკოსი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბრძოლა ხალხისთვის გრძელდება. "ბრძოლა გრძელდება. ვისთვის და რისთვის? - 70,000 მშიერი ბავშვისთვის - ასიათასობით ადამიანისთვის, წამალს რომ ვერ ყიდულობს - 2 მლნ აუცრელისთვის, კორონასიკვდილი რომ ჩასაფრებია - მათთვის, ვისაც სამშობლოდან წასვლა გადაუწყვეტია - მათთვის, ვისაც სამშობლოში დაბრუნება უნდა - ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პერსპექტივას ვერ ხედავენ სააკაშვილმა საკუთარი წამებით გვანახა, რომ სახელმწიფო მკვლელების ბანდას აქვს მიტაცებული. ამ ბანდის ხელში ვერაფერი მოგვარდება, ვერცერთი საზოგ...

სენატორები - ახლა დროა, პოლიტიკუ...

სენატორებმა ჯინ შაჰინმა, ჯიმ რიშმა, რონ ჯონსონმა და ბინ კარდინმა ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილზე წერილი გაავრცელეს და აცხადებენ, რომ ყურადღებით ადევნებენ მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც აშშ-ის სენატში საქართველოს მეგობრებს აწუხებთ. ისინი ხაზს უსვამენ სააკაშვილის საქმეზე სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლო პროცესის აუცილებლობას და სხდომაზე სააკაშვილის დასწრების მნიშვნელობაას. სენატორები აღნიშნავენ, რომ სამართლიანი და სწრაფი სასამართლოს უფლება ნებისმიერი დემოკრატიის დამახასიათებელი ნიშანია და ეს საქმე გამონაკლისი არ არის. "ყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციას და მკურნალობას, რაც ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრების შეშფოთებას იწვევს. მ...

ევროპარლამენტარები: EU-მა განიხი...

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ავრცელებენ წერილს, რომელშიც, ნათქვამია, რომ ევროკავშირმა მხედველობაში უნდა მიიღოს სანქციების დაწესება მათთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და არაჰუმანური მოპყრობა დაუშვა. ევროპარლამენტარების წერილს ფორმულა სრულად გთავაზობთ: "ევროპარლამენტის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საკითხებში - ჯოზეფ ბორელს ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ჩვენ, წერილზე ხელმომწერი ევროპარლამენტის წევრები, გამოვხატავთ ჩვენს უმაღლეს დამოკიდებულებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების შე...

კარლ ჰარცელი: რაც ვნახეთ ბოლო 24...

ის, რაც ვნახეთ ბოლო 24 საათის განმავლობაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება,- ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტს. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, საჭიროა ფიქრი ამ ჩიხიდან გამოსვლაზე და საუბარი შესაბამისი ზომების მიღებაზე ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით. "მინდა ავღნიშნო, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სახალხო დამცველის მუშაობას მიხეილ სააკაშვილის სიტუაციის ზედამხედველობისა და მისი უფლებების დაცვის თაობაზე. ეს ასევე ეხება საზოგადოებისთვის ობიექტური სამედიცინო რჩევების საჭიროებას, რათ...

ინსპექტორი - მიიღეთ ყველა საჭირო...

მოვუწოდებთ ყველა უფლებამოსილ პირს, მიიღონ ყველა საჭირო და აუცილებელი ზომა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, პატივის, ღირსებისა და უსაფრთხოების დასაცავად, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრაქტიკაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიუმართავს პენიტენციური დაწესებულებისთვის პატიმრის/მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნით და ეს თხოვნა გაუთვალისწინებიათ, თუმცა „ამ თხოვნის გათვალისწინება პენიტენციური დაწესებულების სურვილზეა დამოკიდებული“. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმა...

მიხეილ სააკაშვილი - თუ აშშ ჩემს ...

თუ აშშ ჩემს დასაცავად ნაბიჯს არ გადადგამს, ეს იქნება საშინელი სიგნალი ყველა პროდასავლური ლიდერისა და მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ის გამოცემა „ბლუმბერგს“ უგზავნის. გამოცემის თანახმად, საქართველოს ექს-პრეზიდენტი 18 ნოემბერს გაგზავნილ წერილში წერს, რომ ოქტომბერში არჩევნების წინ მისი საქართველოში ჩამოსვლა უკავშირდება „რუსული თამაშებისა“ და საქართველოს მთავრობის განცხადებებს, რომლებმაც დაარწმუნეს, რომ ქვეყანა უარს ამბობს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან შიმშილობს. ის ამჟამად აცხადებს, რომ...