ცესკო - კენჭისყრის პროცესი დასრუ...

 ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლების 49.09%-ია. ამომრჩეველთა აქტიოვობით ლიდერობს გურია, სადაც 36 350 -მა ამომრჩეველმა  მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 58,8%-ია ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მცხეთა- მთიანეთში 7251 ამომრჩეველი 43,2%. რაც შეეხება  დედაქალაქს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 478 642- მა ამომჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 47,7%-ია.  დედაქალაქში მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა,ვაკე 56 944 ამომრჩეველი, რაც საერთო რაოდენობის 54,27%-ია. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ისანში დაფიქსირდა,  48 632 ამომრჩეველი , 42,5%. „კენჭისყრის პროცეს...

მელია - როდესაც ოპოზიცია გამარჯვ...

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართა და სთხოვა, ხვალიდან, როდესაც ოპოზიციის გამარჯვება ოფიციალურად გამოცხადდება, შიმშილობა შეწყვიტოს. "უკვალოდ არ ჩაიარა მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის, როგორც თავდადებული ქართველის თავდადებამ. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ გვიყურებს და მინდა აქედან მივესალმო დიდი პატივისცემით, ვუსურვო ჯანმრთელობა. ხვალ, როდესაც უკვე შემაჯამებელი ოქმები შედგება და გამოცხადდება ოპოზიციური კანდიდატები გამარჯვებულად, მასთან ციხეში შესვლის შესაძლებლობა არ მაქვს, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, ახლა, როდესაც ოპოზიცია არის გამარჯვებული, მან შეწყვიტოს შიმშილობა. იგი ჩვენ...

იმედის ეგზიტპოლი - თბილისში, ბათ...

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 18:00 საათის მონაცემებით, თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ 57,2% -იანი მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ნიკა მელიას, მას მხარი ამომრჩეველთა 42.8%-მა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, დანარჩენ 3 დიდ თვითმმართველ ქალაქში მონაცემები ასე გადანაწილდა: ბათუმი - „ქართული ოცნება“, არჩილ ჩიქოვანი - 50,8%, „ნაციონალური მოძრაობა“, გიორგი კირთაძე 49,2%; ქუთაისი - "ქართული ოცნება", იოსებ ხახალეიშვილი - 51,9...

მთავარი არხის ეგზიტპოლი - ნიკა მ...

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ნიკა მელია 51%-ით ლიდერობს. დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? - "მთავარი არხის" დაკვეთით, კომპანია "ანოვას" მიერ თბილისში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:  ნიკა მელია - 51% კახა კალაძე - 49% ეგზიტპოლი ჩატარდა "მთავარი არხის" დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია "ანოვამ". შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.  გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ...

ქუთაისში ელექტროენერგიას აქრობენ...

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში, ყველაზე ოპოზიციურ უბნებზე შუქს მასობრივად თიშავენ. "ქუთაისში, ყველაზე ოპოზიციურ უბნებზე შუქს მასიურად აქრობენ! ავტოქარხანაშიც გათიშეს!", — წერს დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე. ამავეს აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. "საარჩევნო უბნებზე მასიურად აქრობენ შუქებს. 1 საათი და 30 წუთი დარჩა არჩევნების დასრულებამდე. კრიმინალური ოცნება მარცხდება ქართველ ხალხთან. მოდი არჩევნებზე", — წერს ის. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ქუთაისში ელექტროენერგიას აქრობენ. ენერგო პრო ჯორჯიაში კი აცხადებენ, რომ შუქი მხოლოდ ერთ უბანზე გაითიშა.

ცესკო - ამ დროისთვის, კენჭისყრის...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე, საჩივრების რაოდენობამ 18 საათის მონაცემებით, 97  შეადგინა მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი. როგორც ცესკოში აცხადებენ უმეტესობა საჩივრებისა შეეხება პროცედურულ დარღვევებს. "საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა 97 საჩივარი. მათ შორის 40 დამკვირვებლების, ხოლო 57 საარჩევნო სუბიექტების მიერ არის წარდგენილი. მათი უმრავლესობა ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით გ...

დეკანოიძის მტკიცებით სუს-მა დას...

ქუთაისის მერობის კანდიდატის და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, სუს-ი აპირებს დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობები ჩამოართვას.  დეკანოიძის თქმით, არსებობს კონკრეტული ფაქტებიც."მინდა გითხრათ ერთი ინფორმაცია, რომელსაც ალბათ ყურადღებით მოეკიდებით და პირდაპირი გაფრთხილება მივცე მუნიციპალურ სამსახურს, მათ შორის სუს-სს რომელმაც გადაწყვიტა, რომ დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს ჩამოართვას პირადობის მოწმობები. ჩვენ გვიკავშირდებიან ეს ადამიანები, რამდენიმეს გადასცეს ჩვენი აქტიური ჩარევის შემდეგ, მაგრამ დაუყოვნებლივ გადაეცით უკან პირადობის მოწმობები, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ფაქტები და ამაზე აუცილებლად შევიტანთ ...

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე, 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 7.38% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 358 782 ადამიანია. ყველაზე მაღალი აქტივობა რეგიონების მიხედვით რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 24.6% ხოლო ყველაზე დაბალი - 15.5% შიდა ქართლში. ცნობისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური იმართება. მოქალაქეები 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერს აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი საკრებულოს 42 მაჟორიტარ წევრს.

ზუგდიდში აქტივისტები, რომლებიც ა...

5 სამოქალაქო აქტივისტი, რომელთა შორის არიან გიორგი მუმლაძე და ნიკა ნარსია პოლიციამ ზუგდიდში ადმინისტრაციული წესით დააკავა. მათ ხულოგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. აქტივისტები მე-20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ. ცოტა ხნის წინ ადგილზე ფიზიკური  დაპირისპირება იყო და სამართალდამცველებმა აქტივისტები სწორედ ამ დროს, ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან. გიორგი მუმლაძე დაკავებამდე "ლაივპრესს" ესაუბრა. მისი თქმით, დილით ამავე უბანზე დაუპირისპირდნენ დამკვირვებელ ბექა პაპაშვილს და სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყეს, რომელმაც სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გამოავლინა. მუმლაძის განცხადებით, ამ დაპირისპირების ფონზე,...

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - მთ...

მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა "იმიტირებულია". "დღეში სამი ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს", - განაცხადა კობახიძემ.  

ცესკო - ამომრჩეველთა საერთო რაოდ...

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა , საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნნო უბნებში კენჭისყრა უკვე დაწყებულია და ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 1830 საარჩევნო უბანი,. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი. "საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია დღეს მუნიციპ...

უკრაინელი დეპუტატი - ყველაფერს ვ...

უკრაინელმა დეპუტატებმა ექსპრეზიდენთან მიხეილ სააკშვილთან შეხვედრის უფლება მოიპოვეს. როგორც რადას დეპუტატი აცხადებს, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ყველაფერს გააკეთებენ. "პოზიცია ყველას ერთი გვაქვს, როგორც უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობის წევრებს და  ოპოზიციას. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი დაბრუნდეს უკან. ჩვენ ყველანი ვღელავთ მის მდგომარეობაზე. სამი დღის განმავლობაში ყველა დონეზე ვახორციელებდით მოლაპარაკებებს, რომ ჩამოვსულიყავით აქ და შევხვედრილიყავით  ექსპრეზიდენტს. ჩვენ გვსურს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გავეცნოთ და რაც მთავარია, უკრაინაში გზავნილები ჩავიტანოთ, რადგან ყველა ჩვენი მოქალაქე განიცდის სააკაშვილის მდგომარეობას და ინტერესდება მ...

ხატია დეკანოიძე - გპირდებით, წარ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქუთაისში აქტივის მობილიზაცია ხდება და ამომრჩევლის ფულით მოსყიდვას ცდილობენ.  ქუთაისის მერობის კანდიდატი თქმით, წარმოუდგენელს იზამს უბანზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება საბოლოოდ მოიპოვონ.  "ქუთაისში ჩვენ, მათ შორის ჟურნალისტებმა, აღკვეთეს ფაქტი, რომელიც გულისხმობდა, პირადობის მოწმობების ჩაბარებას და ამ ადამიანებისთვის სამწუხარო ფაქტს, ფულის დარიგებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი აქტივის მობილიზაცია ქუთაისში და არა მხოლოდ ქუთაისში, არის ის მასშტაბი, რომელსაც ფიქრობენ, რომ ეყოფათ, მე პირობას გაძლევთ, რომ თითოეულ ხმას გავუფრთხილდებით და წარმოუდგენელს ვიზამთ უბანზე, რომ გარდაუვალი გამარჯვება ს...

შალვა პაპუაშვილი Ipsos-ისა და „მ...

ეს არის შეთანხმებული მოქმედება და გადაბრალება კიდევ უფრო დიდი სკანდალია. - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა   Ipsos-ისა და„მთავარის“ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.  მისი თქმით, დღეს „მთვარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ცდილობს ეს ყველაფერი კომპანია Ipsos-ს გაადაბრალოს. „გუშინ ჩვენ საზოგადობას გავაცანით ის ფაქტი, რომელიც ჩვენ აღმოვაჩინეთ საარჩევნო კვლევების გაყალაბებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მთავარისა“ და კომპანია Ipsos-ის მხრიდან, რომელიც უკავშირდებოდა ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო კვლევას რამდენიმე მუ...

გიგი უგულავა - აქ არ წყდება ვინ ...

მოდით არჩევნებზე, დაუჭირეთ მხარი ოპოზიციას და ამით გადაარჩინეთ ადამიანის სიცოცხლე - ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც უგულავა ამბობს, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ფოთის ბიუჯეტიდან ფოთელი პენსიონერები 50 ლარიან დანამატს მიიღებენ, ხოლო ფოთელი სკოლის მოწაფეები უფასო კვებით იქნებიან უზრუნველყოფილი. „ჩემო ფოთელებო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ამ თვეების განმავლობაში ფოთის პრობლემებზე, მის პერსპექტივებზე. ახლა მოქმედების დროა. 30 ოქტომბერს თქვენ ხელში გადმოდის გადაწყვეტილების მიღების სადავეები. ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ კვლავ მივცემთ საშუალებას ოლიგარქებს ხახუბიებს, ლატარიებს ძიძგნონ, დაინაწილონ ქალაქი და სამადლოდ თევზის სუნი გვაკმარონ, შე...

ელენე ხოშტარია - პოლიტიკურად ყვე...

ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო -  პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას Facebook პოსტით ეხმაურება.  "ღიად თქვა ღარიბაშვილმა სააკაშვილზე მოკვდესო.პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. აი კანონში სად ნახა მიბრძანდით იკალით თავიო ეგ არ ვიცი. ბევრ ქვეყანაში კანონით თვითმკვლელობა ჯარიმით ისჯება. ესეიგი ამხელა განცხადებას აკეთებს და იქაც ტყუილზე და უვიცობაზე დაფუძნებულს"- წერს ხოშტარია ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ კანონში წერია, რომ "ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება და თუ ადამიანი გადაწყვეტს, შეუძლია, თ...

გიგა ბოკერია – ეს ხელისუფლება სა...

ღარიბაშვილი და მთელი „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ რამის კადრებაზე არიან წამსვლელები - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას. „ის, რაც დღეს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, არ არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისთვის პრობლემა, არამედ მთელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური ჭრილობა, პატიმრობა, ქვეყანას ძალიან დიდი ხანი წაყვება, არაფერს ვამბობ ჯანმრთელობის საფრთხეზე. დამოკიდებულება, როდესაც პრემიერ-მინისტრი ასე საუბრობს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე და ამ შემთხვევაში პოლიტიკურ ოპონენტზე, იმის დემონსტრირებაა, რომ ე...

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლა...

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი რუსთავის მე–12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. მეუფე გრიგოლს ციხეში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე 29–ე დღეა შიმშილობს.   ფოტო – მთავარი არხი

მიხეილ სააკაშვილი - დღეიდან აღარ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მორიგ წერილს ავრცელებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა  სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო. მისი თქმით, მთავრობამ არ გაითვალისწინა მთავარი რეკომენდაცია და დღეის შემდეგ აღარ მიიღებს არც შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და არც ანალიზებს ჩააბარებს.  სააკაშვილმა ასევე მიმართა ამომრჩევლებს, რათა ხვალ საარჩევნო უბნებთან ხმების დასაცავად შეიკრიბონ.  „როგორც იცით, ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით - არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა დ...

„ქართული ოცნება“ სკანდალურ ინფორ...

გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ ერთ-ერთი სკანდალის შესახებ, რომელშიც გაეხვა „ნაციონალური მოძრაობა",  „მთავარი არხი" და კომპანია IPSOS- ი. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით,  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, ადგილი გარკვეულ მანიპულაციებს აქვს. "როგორც იცით, გუშინ ,,მთავარ არხზე" გამოქვეყნდა IPSOS-ის კვლევის შედეგები. ეს შედეგები ასევე დაიდო IPSOS-ის ვებ-გვერდზე. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით და ამას ფაქტებიც ადასტურებს, რომ ეს კვლევები იყო მანიპულირებული, ვინაიდან ყოველთვის დიდი აცდენა იყო, თუმცა ამ შემთხვევაში, ჩვენ პირდაპირ ვნახეთ, ...