რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარ...

ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს,- ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.  ილვესმა საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებას "საკუთარი თავის შეურაცხყოფა" უწოდა. "რომელ ევროპულ ღირებულებებს იზიარებთ? კანონის უზენაესობას? ადამიანის უფლებების პატივისცემას? ევროპაში საქართველოს სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. სამწუხაროა. საკუთარი თავის შეურაცხყოფაა",- წერს ილვესი Twitter-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხოვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რ...

ხაბეიშვილი - რუსული პარტია რომ ა...

რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია?- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და თავისუფალი, სანამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება. „რუსული პარტია რომ არ გვაძლევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შესვლის უფლებას, ეს ჩემი ბრალია? ჩვენ შესაბამის დოკუმენტაციას ვადგენთ, რამდენიმე კვირის წინ მეც მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგრამ არ გვიშვებენ და ეს არის რეჟიმის სახე, როცა ჩვენი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევენ და სხვათაშორის, თამარ კორძაიას ეს გასაჩივრებული აქვს, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული პას...

მარგველაშვილის მდაბიო ტყუილი და ...

მარგველაშვილის მდაბიო ტყუილი და მისი დისტრიბუცია საერთაშორისო მედიაში დაფინანსდა 11 500$-ით და წარმოიდგინეთ რამხელა ფული სჭირდება იმ კამპანიას, რომელიც წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ამ ყველაფერს მხარს და ზურგს გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები უმაგრებენ". „მხოლოდ იმაში, რომ ერთდღიანი რაღაც პეტიცია და კოალიცია შექმნა მარგველაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის დასახსნელად თუ რაღაც სათაური რომ იყო ხომ გახსოვთ, აი ამ ნიუსის, ერთსაათიანი ტყუილის გავრცელებაში 11 500$-ია გადახდილი. ანუ მარგველაშვილის მხარდა...

საქართველო ყოველთვის იყო ევროკავ...

საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან, ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა. ...

იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან ...

საქართველოს აქვს ამბიცია, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებებს, იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გვექნება წინსვლა,- ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. „ნება მიბოძეთ, მივესალმო ჩემს მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ეს არის მისი პირველ...

არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტ...

თუ საგანმანათლებლო, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების დაფუძნება გაინტერესებთ, არაერთი ევროპული, ამერიკული ინსტიტუტი და უნივერსიტეტი დაარსებულა და არ მახსოვს, რომ აღნიშნულ თემაზე რამე კითხვა გაგეკეთებინათ და დაგესვათ,- ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა თბილისში ქართული-რუსული უნივერსისტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას. წილოსანის განცხადებით, საქართველოში რუსულ ექსპანსიას "არაფერი და ვერაფერი დაადასტურებს". "არაფერი და ვერაფერი ვერ დაადასტურებს რუსულ ექსპანსიას საქართველოში, ყველას დეკლარირებული გვაქვს ანტირუსული და პროდასავლური პოლიტიკა. ამიტომ, ამ თემაზე საუბარი ერთადერთი ემსახურება იმას, რომ დათესოთ რაღაცა პანიკა და...

ზურაბიშვილი ოდესაზე - რუსეთის მი...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე მიტანილ სარაკეტო იერიშს გმობს. ზურაბიშვილი Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ოდესაზე თავდასხმას, რა დროსაც არაერთი ძეგლი დაზიანდა, ომის მორიგ დანაშაულს უწოდებს. "რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის მორიგი დანაშაული! უმკაცრესად ვგმობ თავდასხმებს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე, ოდესასა და მის მშვიდობიან მოქალაქეებზე, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის უხეშ დარღვევას",- წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა ღამით ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლები...

თალაკვაძე ხაბეიშვილზე - აღიარა, ...

ხაბეიშვილმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთი კაცის - მიხეილ სააკაშვილის პარტია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით ნათელი გახდა ასევე ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მიზეზი - მელია სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში საფრთხეს უქმნიდა. „მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი წავიდა, საქართველოს პასპორტი გადააგდო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ითხოვა და დღეს უკრაინულად ელაპარაკება საქართველოდან მედიას, ეს პარტია არის ერთი კაცის პარტია და მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სააკაშვილის, მერაბიშვილის, იმ ადამიანების დ...

თალაკვაძე არახამიაზე - საქართველ...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  შეწყალების, ხოლო ევროპის ქვეყნების პარლამენტარებს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხზე დადგენილების მიღებისკენ მოუწოდებს. თალაკვაძის შეფასებით, არახამიას განცხადებები აცდენილია სიმართლეს და რეალობას. „ბატონი არახამიას განცხადებები და რიტორიკა  ყველაფერს არის აცილებული. მე არ ვფიქრობ, რომ ის ამ შემთხვევაში უკრაინას და უკრაინელ ხალხს წარმოადგენს. ის აცილებულია ამ შემთხვევაში სიმართლეს და რეალობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ არახამიაც არის იმ ხაზის ნაწილი, ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხორ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებასაც დაესწრება. მთავრობის მეთაური ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

მივესალმები გამარჯვების პლატფორმ...

მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების განცხადებას. სააკაშვილის თქმით, აღნიშნულ გაერთიანებაში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "უკიდურესად სასარგებლო როლი აქვს". "მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის -...

მკვდარი მკვდარს აეკიდა - წულუკია...

როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა,- ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების განცხადებას. როგორ წულუკიანი აცხადებს, საქართველოს "პატრიოტულ საფუძვლებზე" შექმნილი ახალი პოლიტიკური გაერთიანებები სჭირდება. "როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე, მკვდარი მკვდარს აეკიდა და რა თქმა უნდა, აქედან ჩვენ არავითარ შედეგს არ ველოდებით. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი, რადგან ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და ...

დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკ...

დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული კამპანია შეიცავდა ტყუილს და ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო აგორებული კამპანია „ფარსი და სიბინძურეა“. „ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო რეალობა. პრაქტიკულად დადასტურდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამდენი ხნის განმავლობაში, მთელი ეს კამპანია, რომელიც შეიცავდა ძალიან დიდ ტყუილს, სიბინძურეს, მიმართული იყო საქართველოს, ჩვენი ხელისუფლების, ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ზოგადად ქვეყნის გაშავებისკენ იყო მიმართული. კიდევ ერთხელ დადასტურდა და გამოიკვეთა, თუ რა სიბინძურე ხდება ამ საქმესთან დაკავშირებ...

კალაძე - ორი „ლუზერის“ გაერთიანე...

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერს შეცვლის.  როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას დღეს ფუნდამენტური პრობლემები აქვს, თუმცა "მათ ამის დანახვა არ უნდათ".  „ვფიქრობ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, დღეს ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემები. არ ვიცი,  ეს ადამიანები ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რაშია მათი ძირითადი პრობლემები, ან ამის ანალიზს არ აკეთებენ, თუმცა არ მინდა, ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის“  გაერთიანებით ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. მათი  გადას...

ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ...

ღარიბაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ დაბლოკა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მსოფლიოში ყველამ იცის, რომ საქართველოს საკითხის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექსპრეზიდენტის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტყუის, როდესაც "მეორე ფრონტთან" დაკავშირებით საუბრობს და მოუწოდებს მას, დაასახელოს ერთი უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირის სახელი და გვარი, ვინც მიხეილ სააკაშვილი "მეორე ფრონტის" გახსნასთან დაკავშირებულ კონტექსტში მოიხსენია. "რუსი პრემიერი ღარიბაშვილის 4 ტყუილი: 1. ის ამტკიცებს, რომ მე საქართველოში უკრაინის...

ხაბეიშვილი - ვთქვით, რომ შევქმნი...

ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას - ამიტომ, პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, უახლოეს საათებში საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, როგორ აპირებს ოპოზიცია "რუსული პარტიის დამარცხებას". „ჩვენ ვთქვით, რომ შევქმნით გამარჯვების პლატფორმას - ამიტომ, პირველები გადავდგამთ ნაბიჯს და შევქმნით მთავარი გამარჯვების ფორმულას. მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს კონკრეტული ინფორმაცია, თუ როგორ აპირებს მათ შორის ოპოზიცია „რუსული პარტიის“ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ პლა...

პაპუაშვილი - უნდათ, რომ მიხეილ ს...

მიხეილ სააკაშვილს უნდა გადააყოლონ მთელი ქვეყანა - ამას პატიოსან საზოგადოებაში ღალატს ეძახიან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, დადასტურებულად გამოჩნდა ის, თუ როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და "მათი მფარველები" საქართველოს წინააღმდეგ. „საააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას და ა.შ. ყველა მდაბიო ქმედებას ჩვენ „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეგუებული ვართ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, კიდევ რაც გამოჩნდა უკვე დოკუმენტურად დადასტურებულად არის, როგორ იბრძვიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მფარველები საქართველოს წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის წინარმდეგ და ითხოვე...

პაპუაშვილი - არ მგონია, რომ უკრა...

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვს. "სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი. ჩვენ დიდი ხანია, ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ, უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო, ამ გარემოებას და იცით, რომ თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა...

ბრეგაძე - ბელადომანია საქართველო...

„ნაცმოძრაობის" ცოდვილობა საზოგადოებამ ყველა არჩევნებზე იხილა - ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. ბრეგაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია კრახით დასრულდება. "სწორედ ევროპული ღირებულებაა სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა. მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ შესაძლოა, მათ ნახონ გარკვეული მოკავშირეები როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტზე, მაგრამ დაასრულებენ ისეთივე კრახით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, როგორი კრახითაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს. ნ...

უტყუარად დასტურდება, რომ საქართვ...

უტყუარად დასტურდება, რომ ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციის განადგურებას, რითაც მოცემულ დროს, განსაკუთრებით მტრობენ ქვეყნის ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის შეფასებით, "ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა ოპოზიციის რეალური ზრახვები მთლიანად გააშიშვლა". "ამერიკულმა კანონმა, რომლის ქართული ანალოგის ინიცირებას საქართველოში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, გუშინ მთლიანად გააშიშვლა რადიკალური ოპოზიციის რეალური ზრახვები: სააკაშვილი, "ნაცმოძრაობა" და მათი დავალების მიმცემები, ოფიციალური ლობისტე...