არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში დასძინა, რომ არჩევნებისთვის საქართველოში ჩასვლას ისიც აპირებს. "მე მინდა მივმარტო უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ახლა არის დრო... ჩვენ ახლა შევხვდით ფრანქფუტში ჩვენს ქართველებს, ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას. და მეორე ვისაც არ შეუძლია რომ საბუთები არ აქვს წესრიგში დაურეკეთ თქვენს ახლობლებს და ნათესავებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე ახლა არის გადამწყვეტი დრო."- განაცხადა სააკ...
პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ცაგერის მერობის კანდიდატს, ბესო ბენდელიანს გამთენიისას ავტომანქანა დაუცხრილეს. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბესო ბენდელიანის და ავრცელებს.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და CRRC-მა მოსახლეობის დამოკიდებულებების შესახებ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების მიმართ კვლევა წარადგინა. ISFED-ის ანალიზი ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის მიერ წინასაარჩევნო პერიოდსა და ასევე, არჩევნების დღეს გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევების აღქმასა და კონკრეტული სახის დარღვევების არსებობის შესახებ ინფორმირებულობაზე. კერძოდ, გამოკითხულთა 27%-ს საარჩევნო ბიულეტენის უბნის გარეთ გატანაზე სმენია, 11%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო უბნის მიმდებარედ ე.წ.ძველი ბიჭები შეუმჩნევია. კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კერძოდ, 50...
ქართული ოცნებები ხდება, სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებისთვის ვიღწვით, რასაც ჩვენი ხალხი საჭიროებს -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი კორონავირუსის მიზეზით გამოწვეული ღრმა ჩავარდნების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღდება, ეკონომიკური ზრდა სახეზეა, სამუშაო ადგილები იქმნება და საქართველო კვლავ ერთერთი წამყვანი ტურისტული დანიშნულების ცენტრია მსოფლიოში. "დავუბრუნდები ჩემი ქვეყნის თემატიკას და ვიტყვი, რომ ქართული ოცნებები ხდება. სამომავლო მისწრაფებებზე ბევრად მეტი გვაქვს და დღეს ისეთი შედეგებებისთვის ვ...
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გუშინ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას „დესტაბილიზაციის გამომწვევ“ მორიგ მცელობად აფასებს. ვოლსკის თქმით, ნიკა მელია გუშინდელი საქციელი უტიფარი, ხეპრული და პროვოკაციულია. „რა საკვირველია, ძალიან ბევრი ეპითეტი შეიძლება მიუძღვნა მელიას საქციელს, უტიფარი, ხეპრული, პროვოკაციული, მაგრამ აქ გაცილებით უფრო სერიოული პრობლემა იკითხება, ეს არის ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია, როგორმე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ საქართველოში“, - განაცხადა ვოლსკიმ.
“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროკავშირის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი თქმით, ნიკა მელიამ გაწონასწორებული ადამიანი დედის გინებამდე მიიყვანა, რაც უმძიმესია. “როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი და ამ გაღიზიანების ფონზე მას დარცენია მხოლოდ დარჩენია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა. თქვენ წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძეს, რომლის გინებაც მე არ გამიგია, დღე და ღამე შტაბში ერთად ვართ, დღე და ღაე ერთად ვართ და ერთ საქმეს ვაკეთებთ, გამოსტყუა დედის გინება. წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყავანა ეს ძალიან გაწონასწორებული ადამიან...
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე "ქართული ოცნების" პარტაქტივის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ევროკავშირის ოფისში მყოფი ნიკა მელიას გამოსვლას ელოდებოდნენ. ამასთანავე, ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.
ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და "ნაციონლური მოძრობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში კომენტარი გააკეთა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მისთვის რთული იყო დღევანდელი პროვოკაციის მოთმენა. კობახიძემ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა სიტყვებითვის, რომლითაც მან დაპირისპირებისას ნიკა მელიას მიმართა. კობახიძემ მოუწოდა პარტაქტივს, რომ მოთმინებით მიუდგნენ პროვოკაციებს. "მინდა ძალიან მოკლე კომენტარი გავაკეთო ნიკანორ მელიას დღევანდელ პროვოკაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გასული დღეების განმავლობაში ყოველდღიურად ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში იგეგმე...
„სამართლიანი არჩევნების და დემოკრტიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში 2021 წლის 31 აგვისტოდან 21 სექტემბრი ჩათვლით პერიოდ მოიცავს, ასევე ცალკეულ მოვლენას, რომლის განვითარებაც 31 აგვისტომდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა. საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, რომ სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობა 2-ჯერ მოხდა, ასევე გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების/წასვლის იძულების 4 ფაქტი. ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის/მუქარის/ხელის შეშლის 20 ფაქტი, ადმინისტრაციული რე...
თქვენ ხომ არ გინდათ, რომ საბანძეთის და ბანძუსტანის თაობა იყოთ? - ამისათვის საჭიროა, რომ დაეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, - ასე მიმართავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს. როგორც სააკაშვილი ვიდეომიმრთვაში აღნიშნავს, ბოლო დღეების განმავლობაში ის აშშ-ში სენტორებსა და კონგრესმენებს ხვდება, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოზე ლაპარაკი მობეზრდათ. „მე მინდა მივმართო ქართველ ახალგაზრდებს. ახლა ვარ ვაშინგტონში, საიდანაც მრავალი წლის წინ მივატოვე ჩემი დოქტურანტურა და ჩავფრინდი ჩაბნელებულ, განადგურებულ საქართველოში და დავიწყეთ მუშაობა, რომ საქართველო წამოგვეწია წინ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშურს თქვენი იმიტომ, რომ თქვენ ხართ ჩვენზე უფრო ნიჭიერებიც, ჩვენზე უფრო ინ...
20-21 ივნისის საქმეებზე ევროპულ სასამართლოში დავის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. საია-ს ცნობით, მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს 2021 წლის 9 დეკემბრამდე უპასუხოს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საია-მ და EHღAჩ-მა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული 22 პირის სახელით ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინეს, ხოლო, სასამართლომ საჩივართა თაობაზე საქართველოს მთავრობას 2021 წლის 7 ივნისს აცნობა. "არსებული პროცედურების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, გაგზავნილ საჩივრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დასმულ შეკ...
საქართველოს ელჩი ევროკავშირში სავარაუდოდ, სუს-ის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ბრიუსელში უკვე დაიბარეს. აღნიშულის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ჰარცელმა.
არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სავარაუდოდ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ჰარცელის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, უკვე დაიბარეს ბრიუსელში. „ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნა, როგორიც საქართველოა ასეთ ნაბიჯს გადადგავდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება. ამ ფაილების მოცულობა საკმაოდ დიდია და დეტალებში შესვლა არ მინდა. ზოგადად, ბევრი ქვეყნის ...
მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, გაიმართა დემონსტრაცია სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინააღმდეგ. – აღნიშნულ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს, მათივე ცნობით, აქცია, ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლების მიერ. წვიმისა და ქარის მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა მოსკოვის ცენტრში. როგორც აქციის მონაწილეებმა „ევრონიუსთან განაცხადეს“ ისინი არ არიან კმაყოფილი არჩევნების შედეგებით. სახელმწიფო დუმის რამდენიმე კომუნისტური კანდიდატი იმყოფებოდა პუშკინის მოედანზე, მათ შორის ვალერი რაშკინი. ისინი მოითხოვდნენ დედაქალაქში არჩევნების შედეგების გაუქმებას. კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ მათმა კანდიდატებმა "...
საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და თბილისში „სისხლიანი ბანერების“ გამოჩენას ეხმაურება. მისი თქმით, პლაკატების ავტორი მოშე კლუგჰაფტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ისრაელიდან ჩამოიყვანა. „მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ე...
"ეს ის საკითხია, რაზეც საპარლამენტო სხდომა და მოსმენა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება უბრალოდ იყოს დახურული. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, საგამოძიებო კომისიის შექმნაც შეიძლება გახდეს საჭირო"- პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ უკანონო მოსმენები დარღვევა და დანაშაულია თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. "თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური ვის ჩათვლის საჭიროდ, რომ მოუსმინოს კანონმდებლობის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყებების მიერ. ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და შესაბამისად, კო...
ჩეჩნეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიამ შეაჯამა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში 2021 წლის 19 სექტემბერს დაგეგმილი კენჭისყრის წინასწარი შედეგები. სახელმწიფო ავტომატიზირებული სისტემის „ვიბორის“ თანახმად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 714,109 ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა სიებში შეტანილი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 94,61% -ია. არჩევნებში ჩეჩნეთის მოქმედი ლიდერი რამზან კადიროვ ლიდერობს.რეგიონში ამჟამად ხმების 100%-ია დათვლილი. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: კადიროვ რამზან ახმატოვიჩი - 99,70% (711 973 ხმა); ისა ნაჟადიევიჩ ხაჯიმურადოვი - 0,15% (1,064 ხმ...
რუსეთმა და ოკუპირებულმა ცხინვალმა „ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას" მოაწერეს ხელი.-ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი თქმით,შეთანხმებას ხელი რუსეთის მხირდან ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩმა მარატ კულახმეტოვმა ხოლო, სამხრეთ ოსეთის მხრიდან ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა მოაწერეს. "ერთი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, გარდა ამისა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან იქ, სადაც ისინი მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის დროს."-ნათქვამია განცხადებაში. ხელშეკრულებას წინ უძღვოდა, ვლ...
მედიაკოალიცია 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მათ გადადგან შემდეგი ნაბიჯები: საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტმა დაგეგმოს საპარლამენტო მოსმენა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, რათა შეფასდეს მთავრობის მიერ მოქალაქეთა დაცვისათვის გადადგმული ნაბიჯები; საქართველოს პარლამენტის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ და მკაფიოდ, არაორაზროვნად დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები თუ ქმედებები; საქართველოს პარლამენტის წევრებმა ღიად დაუჭირონ მხარი ჟურნალისტის პრო...
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგაიზაცია "საია-ს" „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს. მისი თქმით, საია-ს საკონსტიტუციოს მსგავსი სარჩელი 2016 წელს ენმ-მ თავად შეიტანა და ახლა იმავეს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით აკეთებს. "როგორც ცნობილია, ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი იმ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლის საფუძველზეც 2 კვირაში მუნიციპალური არჩევნები ტარდება. ყველას გვახსოვს, რომ რევოლუციური სცენარის ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს ანალოგიური სარჩელ...