ღუდუშაური კალიურანდზე - მის სიტყ...

სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური, ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის მწვავე განცხადებებს. როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, სიმართლეს სიცრუე ვერ მოუგებს და მარია კალიურანდის "სიტყვებს ქართველ ხალხში, ნოლის ფასი აქვს" "სულ რომ ცხრაჯერ კალიურანდი გაამრავლოთ და ცხრა კალიურანდმა რომ თქვას იგივე, ამით რეალობა არ იცვლება. სიმართლეს ასეთი სიცრუე ვერ მოუგებს. იმიტომ, რომ საუბარია ქვეყანაზე, არც მეტი არც ნაკლები, არის დსთ-ს წევრი., იგივე რუსეთის კავშირის წევრი და თურმე, ეს ქვეყანა ყოფილა ჩვენზე წინ რაიმე კუთხით. როდესაც ამას საუბრობს ევროპარლამ...

კულება - ჩვენ არ ვითხოვთ ნატოს ჯ...

ჩვენ არ ვითხოვთ ნატოს ჯარს, ჩვენ გვჭირდება იარაღი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრა, დმიტრო კულებამ განაცხადა. კულება ასევე გამოეხმაურა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერ მიიღებს, ნატოს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა უკრაინაში საკუთარი ჯარები გაგზავნოს. როგორც კულებამ აღნიშნა, ომის დასრულებამდე ნატოს ქვეყნები უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარ ჯარს არ შეიყვანენ. „უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებამდე, უცხო სახელმწიფოები არ გაგზავნიან ჯარს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, ჩვენ ამას არ ვითხოვთ. ჩვენ ვამბობთ: მოგვე...

რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქ...

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არსებობს. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სანქციებთან დაკავშირებით მანიპულაციები ხშირად ხდება და დასძინა, რომ სანქციების დასაწესებლად ფაქტია საჭირო, რომელიც არ არსებობს. "ხშირია ხოლმე მანიპულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ, აი სანქციები დაწესდება. რაზე უნდა დაწესდეს? სანქცია მხოლოდ შეიძლება დაწესდეს ისეთ რამეზე, როდესაც გვაქვს კონკრეტული ფაქტი. თუ ფაქტი არ არსებობს ვერავითარი სანქცია ვერ დაწესდება და არავითარი ფაქტი არ არსებობს. ეს არის ორჯერ ორი ოთხი", - განაცხადა ბრეგაძემ. ცნობისთვის, Politico-მ გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა გამოავლინა ხუთი ქვეყა...

დეკანოიძე სანქციების შესაძლო არი...

საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, საკითხზე არგუმენტაცია ფინანსთა სამინისტრომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს. "საქართველო, როგორც პრობლემური ქვეყანა საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების კუთხით, არის ძალიან მძიმე დარტყმა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის. ამიტომ კონკრეტული წარმოდგენილი განმარტება, არგუმენტაცია, რა თქმა უნდა, უნდა წარმოადგინოს ფინანსთა სამინისტრომ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, რაც დღეს, სამწუხაროდ, კომიტეტი...

ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას ...

ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.  კალაძის თქმით, სწორედ „ქართული ოცნებაა“ ის გუნდი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაციისკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგა.  „ვერ მოიტანთ ვერცერთ განცხადებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც პრემიერ-მინისტრისგან ან ნებისმიერი ჩვენი თანაგუნდელისგან, რომ ვინმეს ანტიევროპული განცხადება გაეკეთებინოს. ჩვენ ვართ ის გუნდი, ხელისუფლება, ვინც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ, იმისკენ, რომ რაც შე...

კალიურანდი „ქართულ ოცნებას“ - ნუ...

მინდა გირჩიოთ, რომ ნუ ადანაშაულებთ სხვებს - ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად,- ასე მიმართა ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე. კალიურანდის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკას კონკრეტული ფაქტები აჩვენებს. "მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია "იმედს" მისცა - "ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, ნუ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ". მე აქ კიდევ მაქვს უამრავი ციტა...

დავიღალეთ მმართველი პარტიის განც...

ევროპარლამენტის წევრები, ჩვენი კოლეგები ევროსტრუქტურებიდან და დასავლელი პარტნიორები დავიღალეთ თანამდებობის პირთა და მმართველი პარტიის წევრთა განცხადებებით, თითქოს ვცდილობთ საქართველოს ჩათრევას, გახსნას რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტი",- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა. კალიურანდის განცხადებით, წლების წინ, საქართველო იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, ახლა კი, მთავარ საკითხებში უკრაინასა და მოლდოვას ჩამორჩება. "წლების წინ, საქართველო იყო მოწინავე აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, მაგრამ ფაქტია, პროგრესი 12 რეკომენდაციასთ...

დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუ...

პრეზიდენტს ხომ არ წარმოუდგენია [ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის] კანდიდატურა? თავად აღიარეს, რომ განვიხილავდითო, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ენდობა ადამიანს, პროფესიონალია, დადებითი რეპუტაცია აქვს, პოზიტიური ადამიანია, ყველანაირად კარგი ადამიანია, კვალიფიკაციით და ყველაფრით, მაგრამ იცით რა, თქვენთან ნამუშევარია. მაშინ დავნიშნოთ რომან გოცირიძე და დავუბრუნდეთ ისევ კუპონებს, ის არის „ნაცების“ კლასტერი,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ბევრი ვერსია არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოტივაცია ამოძრავებდა სალომე ზურაბიშვილს, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის გამართული მუშაობა &...

თუ ომის პარტია დარწმუნდება, რომ ...

თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს  არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.  მდინარაძის თქმით, თუ "გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები დარწმუნდებიან, რომ სტატუსის ვერ მიღებით საქართველოში სიტუაციას ვერ შეცვლიან" სტატუსის მიღების შანსი უფრო მეტია.  „თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება, საქართველო გარანტირებულად მიიღებს სტატუსს. არ არსებობს  არგუმენტი, რის გამოც რეალურად საქართველომ სტატუსი შეძლება ვერ მიიღოს. თუმცა, მაშინაც, როდესაც ეს ერთხ...

მდინარაძე ოპოზიციაზე - აინტერესე...

მათ აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ - მავნებლობა, რომლის ბოლო ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციისთვის მთავარია, "როგორ დავალებებს შეასრულებენ და ამ დავალებებს როგორ გაანაწილებენ ერთმანეთში". „შეიძლება ჩვენთვის სერიოზული დისკომფორტი იყოს ოპოზიცია. ბევრჯერ გვითქვამს და გვინატრია ოპოზიცია, რომელიც რეალურ პრობლემებზე (ისაუბრებდა) რაც არის ქვეყანაში. ხომ არ არსებობს დღეს ისეთი ქვეყანა, სადაც პრობლემები არ არის. რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ყველგან პრობლემაა. ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ, ეკონომიკა ლამის გაორმაგდა. შეიძლება იმდენი დეტალი იყოს,...

ვოლსკი კახოვკის აფეთქებაზე - ტერ...

ტერორისტული აქტი რომ დაარქვა ამას, რასაკვირველია, უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება, - ამის შესახებ "ქართული ოცნებს" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, კახოვკის ჰესის აფეთქება საშინელი აგრესიის აქტია, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია ყველანაირ ჰუმანურ და სამხედრო წესების სტანდარტს. "ტერორისტული აქტი რომ დაარქვა ამას, რასაკვირველია, უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით გარკვეული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არა ემოციური წამოძახება. ეს არის საშინელი აქტი, საშინელი აგრესიის აქტი, საშინელი აგრესიის აქტი, რომელიც არის აბსოლუტურად მოწყვ...

პაპუაშვილი - ევროკავშირი საქართვ...

დიდი პატივია, ვიმყოფებოდე საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში, იმ ადგილას, სადაც საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე პარლამენტარიზმს და ვსაუბრობდე საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის მდიდარ, დინამიურ და მრავალგანზომილებიან ურთიერთობებზე, - ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებისთვის მიმართვისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, 1990-იან წლებში და 2008 წელს, ქართული მხარის თხოვნისა და გაფრთხილებების მიუხედავად, საქართველოს დასავლეთის სათანადო რეაგირება არ მიუღია და დღემდე "ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და თავად ევროკავშირი საქართველოში რუსეთის ქმედებებს არ ეძახის შესაბამის...

სუს-ი - სოფელ ახმაჯის მიმდებარედ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიეტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. "საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პა...

„ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის...

„ქართულ ოცნებას“ სურს ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება და კურსის თამაში მათი ნება-სურვილის მიხედვით, ეს არის მათი ერთადერთი წუხილი,- ასე ეხმაურება საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს განცხადებას. ნადირაძის თქმით, "ბიძინა ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა, რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს". „ქართული ოცნების“ წუხილი არის ერთადერთი, რომ მათ ვერ დანიშნეს წევრი, რადგან უნდათ ეროვნული ბანკის ბოლომდე მიტაცება, რომ ბოლომდე ათამაშონ კურსი მათი ნება-სურვილის მიხედვით, რადგან ივანიშვილს, სადაც ბევრი ფულია, უნდა, რომ ის სფერო ბოლომდე აკონტროლოს ისევე, როგორც ხდება ყველა ...

შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება...

თავისუფლად შეკრება და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლებაც. „თავისუფლად შეკრება და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ხაზს ვუსვამთ ამ უფლებების შენარჩუნების საჭიროებას. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ ქართული საზოგადოება და ქართული მედია იყოს თა...

გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და...

დიახ, ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და ჩვენ არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს ისევე, როგორც დანარჩენ ინსტიტუციებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა. როგორც ზარქუამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, პრეზიდენტი ქვეყანას საბოტაჟს უწყობს. "ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ არა იმიტომ, რომ სალომე გვიყვარს ძალიან, არა, მე პირადად არ მიყვარს, უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს ვცემთ პატივს. ვაკვირდ...

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ს...

სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო ავრცელებს. როგორც პოლიტსაბჭოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია.  მმართველ პოლიტიკურ პარტიაში ფიქრობენ, რომ საქართვლოს პრეზიდენტი "თავისი ქმედებებით  საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას დაბრკოლებას მიზანმიმართულად უქმნის". "რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბ...

ვოლსკი - როდესაც რაიმე პოზიტიური...

ტრაგედიაა, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინოს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის, ირაკლის ღარიბაშვილის გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან ვიზიტს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოს ოპოზიციას ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს, აქედან გამომდინარე ფაქტებს "ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს". „როდესაც ქვეყანაში საერთაშორისო, თუნდაც სპორტული ღონისძიება ტარდება, ევროპის ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში, რაიმე შენდება ან საქართველოს ხელისუფლები...

ფრიდი ღარიბაშვილზე - არ მესმის, ...

ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გამოსვლას გამოეხმაურა. როგორც ფრიდმა აღნიშნა, სამწუხაროა მთავრობის მხრიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლის ნარატივის გამეორებად გამოიყურება და ეს სხვა, პროდასავლურ განცხადებებს სანდოობას უმცირებს ან უკარგავს. მანვე დასძინა, რომ საქართველო ფორმალურად თუ არა, რეალობაში მაინც, ნატოს წევრობით აღარაა დაინტერესებული. "არ მესმის, რატომ შეიძლება საქართველოს მთავრობამ ფსონი რუსეთზე დადოს, რადგან ეს ახლა კარგ გადაწყვეტილებად არ გამოიყურება"- განაცხადა ფრიდმა და აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებით შეკითხვა ახლა ასე ისმის: "სად ხედავს ქართული ოცნების მთავრობა საქართველოს მომავალს - ...

ხაბეიშვილი - „ნაციონალური მოძრაო...

დიახ, ენმ-ს აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები და რუსული პარტიის ისტერიკაც აბსოლუტურად გასაგებია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ხაბეიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, "რუსული ოცნების" დამარცხება შეუძლებელია. „როგორ ისტერიკაში ჩავარდა სრულიად რუსული პარტია და სახელისუფლებო მედია. დიახ, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები. დიახ, ჩვენ პროდასავლურ ოპოზიციას ვუფრთხილდებით სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დიახ, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, რუსული ოცნების დამარცხება შეუძლებელია. აბსო...