რუსული სამხედრო დაზვერვა (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატი, ყოფილი GRU) წლების განმავლობაში უხდის ტერორისტულ ჯგუფებს ავღანეთში, რათა მოეკლათ ავღანეთში დისლოცირებული საერთაშორისო კოალიციის ჯარისკაცები 2021 წლის შუა რიცხვებამდე. ამის შესახებ ნათქვამია The Insider-ისა და გერმანული ჟურნალის Der Spiegel-ის გამოძიებაში. ავღანეთის მთავრობის ყოფილმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების ეროვნული დირექტორატის (NDS) ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ თავდასხმები და თავდასხმები აშშ-სა და კოალიციის ჯარისკაცებზე მოხდა 2016-დან 2019 წლამდე. თითო მოკლული ჯარისკაცის ჯილდო ჯამურად 200 ათასი დოლარი იყო, GRU-მ თალიბებს მინიმუმ 30 მილიონი დოლარი გადაუხადა. გამომძიებლების...
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Hudson Institute-ის პანელურ დისკუსიაზე, სიტყვით გამოვიდა რომელშიც კონგრესმენთან და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონთან ერთად მონაწილეობს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ეს იყო არჩევნების ორგანიზებული ქურდობა, მხარდაჭერილი იყო რუსეთის მიერ. "რაც მოხდა არჩევნებზე, ეს არ იყო ორ ძალასა ან ორ პარტიას შორის კონკურენციისა და ერთის მხრიდან მეორის გაყალბებაში დადანაშაულების საკითხი. ეს რეალურად იყო არჩევნების ორგანიზებული ქურდობა, რომელიც კარგად დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული იყო და შთაგონებული და მხარდაჭერილი იყო რუსეთის მიერ, რადგან ეს იმდენად დახვეწილი იყო და იმდენად მრავალფეროვან საშუალებებს იყენ...
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე ბიძინა ივანიშვილი ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის და თეირანის რეჟიმის მარიონეტად გამოაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს უქმნის როგორც შეერთებულ შტატებს, ასევე მსოფლიოს თავისუფლებას. „ბიძინა ივანიშვილი საქართველოს „მზადებაში მყოფი“ დიქტატორია, რომელიც პუტინის, ჩინეთის და თეირანის რეჟიმების გავლენის ქვეშ იმყოფება. ის ცდილობს საქართველო გაყიდოს თავისი დიქტატურის სასარგებლოდ, სადაც უზენაესობა იარაღით შენარჩუნდება და არა კანონის უზენაესობით“, - განაცხადა უილსონმა. უილსონის შეფასებით, ივანიშვილმა ჩინეთის კომუ...
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმარს უცხადებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. “ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმად დამწუხრებული ვართ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო. ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გისამძიმრებთ პირადად თქვენ, გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს”, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ალი ასადოვი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ხანძრის შედეგად ხუთი ბავშვის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამძიმრის წერილი მიიღო. “ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შესახებ, რომლის შედეგად დაიღუპა ხუთი ბავშვი. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას, გიცხადებთ სამძიმარს პირადად თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს”. წერსაზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე „ქართული ოცნების“ მთავრობიდან მოწვევა არავის მიუღია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიც ადასტურებს. მათივე ცნობით, მოწვევა არ მიუღია არც პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს. ინაუგურაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრება, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ჯო უილსონმა ოფიციალურად მიიწვია.
საქართველოს ხელისუფლება გეგმავს დროებითი შექმნას, რომელიც 2003-2012 წლების რეჟიმის დანაშაულებს გამოიკვლევს. კომისია 2025 წლის გაზაფხულზე შეიქმნება და ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს. მისი მთავარი მიზანი 2003-2012 წლების განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პირების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამჟღავნებაა. ამასთან, ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ კომისია არ შეეხება 2008 წლის ომის საქმეს, სამხედრო მეთაურებსა და ჯარისკაცებს. საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს ყველა შესაძლო პიროვნებას, ვინც უკავშირდება რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამ მოვლენას წინ უძღოდა მთავრობის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მან რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა გააკრიტიკა და მათი გეგმები ქვეყნის ეროვნული ...
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაწესებულ სანქციებს ანტიქართულად და უსამართლოდ აფასებს. მისი თქმით ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან და კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდანაც სანქციების დაწესება მორიგი უსამართლობის "ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ანტიქართული გადაწყვეტილებები და ეს არის იმ უსამართლობის მორიგი გამოხატულება, რასაც ვხედავდით ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში, როგორც ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვნად შეიცვლება, იქნება მეტი სამართლიანობა და საბოლოო ჯამში, არა თუ ასეთი ახალი უსა...
ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების ფორმალურად დაწესება იმას ნიშნავს, რომ გაისროლეს ის, რისი გასროლაც ბოლოს შეეძლოთ, – ამის შესახებ „ქართული ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ ყოველთვის ამბობდა, რომ „აშშ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე მოკალათებული უცხოური ძალა საქართველოს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს ებრძოდა“. „ის უცხოური ძალები, რომლებიც ემსახურებიან არა მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოში, არამედ არეულობასა და ხელისუფლების უკანონო გზებით შეცვლას, ბოლო დღეებს ითვლიან და ბოლო კუდებს იქნევენ. ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების ფორმალურად დაწესება იმას ნიშნავს, რომ გაისროლეს ის, რისი გ...
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე. ამის შესახები ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. "ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას",- ნათქვამი...
ბურთი „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელთა მოედანზეა - ახლა მათზეა დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს რეალური პერსპექტივები შესთავაზონ,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცახდა. როგორც ბერბოკმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალური შეჩერების საკითხის განხილვა უწევთ. „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა. მათი ხმა არის პროევროპული პროტესტი. მაგრამ „ქართული ოცნება“ დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით რეაგირებს. ...
ყოველი მებრძოლის გვერდით ვხედავ ჩემს თავს, რადგან ახლა რამაც გაერთიანა ქართველი ხალხი, ამ იდეას ჩავუყარე საფუძველი,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, საზოგადოება „დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრეა“. „დიდებული ბრძოლის და თავდადების მომსწრე ვართ. ჩვენს თვალწინ დაიბადა ახალი, თანამედროვე, მოაზროვნე საზოგადოება, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია. ვაფასებ მათ მაღალ მოქალაქეობრივ თავდადებას. ბევრი რამ უსამართლო მესმის, მაგრამ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პასუხს შეგნებულად თავს ვარიდებ, ამის დროც მოვა, თავისუფლებაზე ყოფნისას მექნება ამის შესაძლებლობა. მანამდე კი, ყოველი მებრძოლის გ...
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს, 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება. პაპუაშვილის თქმით, ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. „კვირას, 29 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია. სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონის შესაბამისად, ცერემონია იმართება პარლამენტის სასახლეში, კერძოდ სხდომათა დარბაზში. ცერემონია დაიწყება 11:00 საათზე და მისი ხანგრძლივობა, დაახლოებით, 40 წუთი იქნება. ცერემონიაზე დასასწრებად და მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საპროტესტო აქციები ერთთვიან ვადას უახლოვდება, რადგან მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ. „არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია, იხილოს ეთნიკური უმცირესობების გაერთიანებული მარში საკუთარი ევროპული მომავლისთვის. საპროტესტო აქციები ერთთვიან ვადას უახლოვდება, რადგან მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ბილდტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. „გრძელდება მასიური საპროტესტო აქციები თბილისში და საქართველოს სხვა ადგილებში. სიტუაცია პიკს 29 დეკემბრის შემდეგ მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმაც უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“,- წერს ბილდტი.
ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ ბიზნესმენებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც რუხაძემ აღნიშნა, "იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, რომ რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ". რუხაძის თქმითვე, უკვე იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა, რომ მთავრობა უნდა იყოს ძალიან ფრთხილად. "ახლაც ფაქტობრივად ისეთი სიტუაციაა, ორი უზარმაზარი იმპერია რუსეთი და ამერიკა თავისი ინტერესებით ჩვენს გარშემო, ჩვენთან და უკრაინაში ხდება რაღაცა გარჩევა და ჩვენ ამის შუაში აღმოვჩნდით. ასე თუ შეხედავ, ამ ფუნდამენტური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა. და თუ ე...
ახალი არჩევნები ივანიშვილის გარეშე უნდა ჩატარდეს,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის ლიდერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც ხაბეიშვილი აღნიშავს, ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს - აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გამოდის ადამიანები და აპროტესტებენ უსამართლობას, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და მინდა ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, ყველა ქუჩიდან დავაფიქსირო, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მძევლად აიყვანა ივანიშვილმა, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ...
პრეზიდენტს შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე საუბარი ბევრ მექანიზმს შეეხო. "შევთავაზეთ სრული მხარდაჭერა პრეზიდენტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. მზად ვართ, 29 დეკემბრის შემდეგაც დავრჩეთ სასახლეში და გავხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი შეთავაზება მხარდაჭერის სხვა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმუ...
საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 29 დეკემბერს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. "ღონისძიების გაშუქების მსურველმა მედიასაშუალებებმა სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოს პარლამენტს. ერთ მედიასაშუალებაზე გაიცემა არაუმეტეს ორი ჯგუფის აკრედიტაცია. ღონისძიების გაშუქების მიზნით პარლამენტის სასახლის რუსთაველის დარბაზში (B კორპუსი, 0 სართული) მოეწყობა მედიასივრცე, საიდანაც...
გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო, ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები და ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე“ წერს და ერთ-ერთი აქტივისტის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც მას სიტყვიერად დაუპირისპირდა. მდინარაძის განცხადებით, „ჩემს სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ, ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებ“. „გუშინ წერდნენ, სახლში მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო. ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ...