ამერიკამ უკრაინისთვის 350-მილიონ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, იქამდე, სანამ ამის საჭიროება იარსებებს. “პრეზიდენტის დახმარება მოიცავს მეტ საბრძოლო მასალას ამერიკული ჰაიმარსისა და ჰაუბიცისთვის, რომელსაც უკრაინა იყენებს საკუთარი თავის დასაცავად, ასევე საბრძოლო მასალა "ბრედლის" ტიპის ქვეითთან საბრძოლო მანქანებისთვის, HARM-ის რაკეტებს, ტანკ-საწინააღმდეგო იარაღებს, ნავებს და სხვა შეიარაღებებს", - განაცხადა ბლინკენმა.
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არსებობს ორი სცენარი, პირველ შემთხვევაში თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს, სხვა შემთხვევაში კი “ქართული ოცნება” 2024 წლის არჩევნებში განწირულია. "ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა არის შეცდომა, უფრო მეტიც, ხაფანგი ოპოზიციისთვის. ვადამდელი აწყობს "ოცნებას", ისინი უნდა ვაიძულოთ, რომ შეასრულონ 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებად, საზოგადოების დაკვეთა სწორედ ევროპაა. სცენარი 1. თუ მოგვცეს კანდიდატობა, მაშინ საქართველო გაიმარჯვებს; სცენარი 2. თუ ...
პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინირებით ცდილობენ, რომ ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ, - ასე გამოეხმაუარა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იმ ახალგაზრდების, რომლებმაც პარლამენტის წინ ხალხის ძალის მიერ ინიცირებული "უცხოური აგენტების" კანონი გააპროტესტეს. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ გარემოებებით ცდილობს ქვეყანაში სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს. "1000-ლარიანი ახალგაზრდები, რომელთა შეშვებაც ხდება ამა თუ იმ ლექტორთან აუდიტორიაში. ვნახეთ ბოლო ფაქტი, ირაკლი კობახიძის ლექციისას მცდელობა იყო ჩაშლის, ადამიანი, რომელიც სტუდენტიც კი არ არის. პირდაპირ პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-...
პუტინი სი ძინპინთან შეხვედრისას რუსეთ-უკრაინის ომში სიტუაციის მოგვარის საკითხზე ჩინეთის გეგმას მიესალმა. პუტინის თქმით, რუსეთმა უკრაინაში მწვავე კრიზისის მოგვარების შესახებ ჩინეთის წინადადებები ყურადღებით შეისწავლა, აქედან გამომდინარე ამ საკითხის ირგვლივ საუბრის შესაძლებლობები იქნება. „ჩვენ ყურადღებით შევისწავლეთ თქვენი წინადადებები უკრაინაში მწვავე კრიზისის მოგვარების შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ამაზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
თბილისისთვის კარი ღიაა, ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს 3+3 ფორმატში გაწევრიანებაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისივე თქმით, დასავლეთი აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება. "ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა უკვე შედგა. თბილისისთვის კარი ღიაა, ახლა ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება", - განაცხადა ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკები...
მე როგორც უკრაინელი ხალხის მეგობარი, ასევე რუსი ხალხის მეგობარიც ვარ, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით, არის ქმედებები, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა. მისივე თქმით, თუ არ მოხდება კანონზე დამორჩილება და არ გაიწერება უკეთესად სამოქმედო გეგმა, შესაძლოა ეს აღმოჩნდეს ხელიდან გაშვებული შანსი. "თუ ჩვენ ახლა არ დავემორჩილებით კანონს, თუ ჩვენ ახლა არ შევხედავთ საკუთარ თავს და არ გადავწყვეტთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ უკეთესად, ხელიდან გავუშვებთ არა მხოლოდ შესაძლებლობას, არამედ სხვა შესაძლებლობები შეიძლება აღარც მოგვეცეს. მე ვარ უკრაინელი ხალხის მეგობარი, მაგრამ ასევე ვარ რუსი ხალხის მეგობარიც. ჩვენ ვართ კაც...
თუ მიზანია, ხელისუფლებიდან „ქართული ოცნება“ გაუშვა და ამის საშუალებად მიგაჩნია მექრთამე, ქურდი კეზერაშვილის ფული, აქედან არაფერი გამოვა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ის შევა კომუნიკაციაში ისეთ ადამიანებთან, ვისაც ხელისუფლებიდან "ქართული ოცნების" გაშვება სურს, მაგრამ არ აქვთ მიზნად "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება. "ახლა ზოგიერთი მექრთამე სიტუაციური მოკავშირეა, მაგალითად, კეზერაშვილი. ეს ჩემთვის აუხსნელია. ამ ადამიანმა ჯარს ფული მოპარა და მას ფული როგორ უნდა გამოართვა და ერთობაში შეხვიდე? როცა დამფინანსებელი მექრთამეა და ფული მ...
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის სასამართლოს წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო უწყება ავრცელებს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმეში ბრალდებულები არიან: პროკურორი კარიმ აჰმად ხანი, ასევე მოსამართლეები ტომოკო აკანე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი. განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ჰააგის პროკურორისა და მოსამართლეების ქმედებები შეიცავს დანაშუალის ნიშნებს, რაც გულისხმობს უდანაშაულო პირის პასუხისმგებლობაში მიცემის უკანონო ბრალდებას და ამასთან ერთად, უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელზე თავდასხმის მომზადებას, რათა გართულდეს საერთაშორისო ურთიერთობები. „სი...
თუ გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები, პოლონელი ექიმების მისია ჩემი ბოლო შანსია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მის მკურნალობის საკითხებში უშუალოდ არის ჩართული უსაფრთხოების სამსახური, სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და ცდილობენ ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. მან საუბრისას, ასევე გაიხსენა პოლონელი პოლიტიკოსი ლეხ კაჩინსკი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მის მსოფლმხედველობაზე და დასძინა, რომ იგი პუტინმა მოკლა და ახლა თავადაც იგივე ელოდება. "პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტი...
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები, რაც ნიშნავს, რომ ველოდებით გაუმჯობესებას მედიის თავისუფლების კუთხით, რომ იყოს დაცული გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. კლეიტონის თქმით, "უცხოეული აგენტების შესახებ კანონპროექტი" არ იყო სწორი გზა წინსვლისთვის და ამ კანონის მიღება რისკისქვეშ დააყენებდა საქართველოსა და ბრიტანეთის თანამშრომლობას. „ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირას იმყოფებოდა თბილისში, ჰქონდა ნაყოფიერი შეხვედრები ბატონ დარჩიაშვილთან და პრემიერ ღარიბაშვილთან. მინისტრმა გასაგებად აღნიშნა, რომ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძ...
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩხენკელმა განათლების მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. "ბატონი გიორგი წლებია უკვე ჩართულია განათლების სფეროში. იგი ძალიან კარგად იცნობს განათლების ყველა საფეხურზე არსებულ ვითარებას, გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩება განათლების სისტემაში. მე მჯერა, რომ ის წარმატებული განათლების მინისტრი იქნება. მან იცის ძალიან კარგად, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნო...
ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვხედავ რადიკალური დაჯგუფებების წევრებს ბრიუსელისა და სტრასბურგის კორიდორებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ყოველი ასეთი ხელის ჩამორთმევა" რადიკალურ ჯგუფებს აძლიერებს. "ეს არის წახალისება რადიკალიზმისა და რა თქმა უნდა, თუკი რადიკალიზმი წახალისებული იქნება, არანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი შესაძლებელი არ იქნება. ამიტომ, მე ვწუხვარ, სხვა დროსაც იყო ეს შემთხვევა და მაშინაც ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირე ეს, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ, რომ ერთის მხრივ, საუბრობდე, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს დეპოლარიზაციისთვის და...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მედიის ცნობით, კოვზანაძემ უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს. შეგახსენებთ, რომ მანდატის დატოვებას ასევე აპირებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც. ჩაჩიბაიას თქმით, მანდატის დატოვება მის პირად სურვილს უკავშირდება.
აგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები და ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ირაკლი დარჩიაშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან პოლონელი ექიმები, რადგან პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად კრიტიკულია. ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არა ევროპარლამენტარების, არამედ პუტინის მოწოდებებს ასრულებენ. "იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასრულებენ არა იმ მოწოდებებს, რომლებიც ისმის ევროპარლამენტარების მხრიდან, არ...
უსამართლოდ არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს და ღია მხარდაჭერას უცხადებს ამ უსამართლობაზე დაფუძნებულ მიტინგებს მთავრობის წინააღმდეგ, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, სცენაზე გამოყავს მის მიერ ყველაზე გულუხვად დაფინანსებული ენჯეოები, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის ხელისუფლების რესურსებით, საქართველოში ჩამოყავს მთავარი მაპოლარიზებელი, მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა ‘’ხალხის ძალა’’ ავრცელებს. როგორც ‘’ხალხის ძალის’’ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. ომის პარტია ამერიკისა და ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებს თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს. ანტიდასავლური მოძრაობის შეფას...
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე "ცალკეულ პიროვნებებზე", მათ შორის განათლების მინისტრის კანდიდატზეც ისაუბრეს. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მთავრობის წევრებმა და კანონმდებლებმა პოლიტიკური პროცესების გარდა, სოციალური საკითხებიც განიხილეს. "ყველაფერზე იყო საუბარი, ნებისმიერ მიმდინარე პროცესზე. მთავრობის წევრებიც იყვნენ, პარლამენტარების დიდი ჯგუფი იყო, მაგრამ პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია - სოციალური საკითხები, "მთის კანონთან" დაკავშირებით ვილაპარაკეთ, ასევე ვილაპარაკეთ ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებითაც, რასაკვირველია, მინისტრის კ...
2022 წელს, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით - პუტინის მიმართ რამდენიმე დღის წინ გამოცემული ორდერიც ამ გამოძიების შედეგია,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულ მიმართვას მაშინ ბევრი ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა არ შეუერთდა. „ისევ მხოლოდ ფაქტები: 2022 წლის 2 მარტს, ომის დაწყებიდან ერთ კვირაში, მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მიმართა ჰააგის სასამართლოს რუსეთის მიმართ ომის დანაშა...
„მაგნიტსკის აქტის“ ავტორი ბილ ბროუდერი მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ POLITICO წერს. როგორც ბროუდერი POLITICO-ს ევროკავშირის კონფიდენციალური პოდკასტის ინტერვიუში აცხადებს, დროა, EU-მ გააფართოოს ადამიანის უფლებების შესახებ სანქციები, რათა ისინი საქართველოში მცხოვრებლებსაც შეეხოს. „ამ შემთხვევაში, საჭიროა, უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან თუ არაფერი გაკეთდება, ის მოკვდება... მაგნიტსკის სანქციები არ არის რუსული სანქციები. ეს გლობალურია... გლობალურად ვრცელდება. და თუ დადგინდება, რომ ვიღაც ადამიანის უფლებების დამრღვევია, რაც ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში...
ვაფრთხილებ და მოვუწოდებ „რუსულ ოცნებას“ - ხვალიდანვე, უსწრაფესად მოხდეს თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტებით, რომ პოლონელ ექიმებს საქართველოში, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოსვლა ხვალვე შეეძლოთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ-ი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს. "ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით და ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ამასობაში, „რუსული ოცნები...
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა სევასტოპოლში ხელოვნების სკოლა და საბავშვო ცენტრი მოინახულა. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტის გახსნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია 2014 წლის 18 მარტს განახორციელა. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის მაცხოვრებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს დემოკრატიულად, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული დაცვით. პუტინის თქმით, ყირიმის საკითხი საბოლოოდ დახურულია, მიუხედავად ა...