საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევრ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. "მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.  ხაზი გაესვა საქართველოს  მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხა...

მედია - დროებით ოკუპირებული აფხა...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მიიწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია РИА Новости ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი აფხაზური მხარის ინიციატივით შედგა, სადაც საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დასახული გეგმების რეალიზებას შეეხო. ამასთან ერთად, ასლან ბჟანიამ რუსეთის ხელისუფლებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.  "საუბრის დროს აფხაზეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხები განიხილეს. თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის ხელმძღვანელობის მოქმედებებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერებასა და საკ...

უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Geo...

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-სა და მის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები ითვალისწინებს, აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციების შეწყვეტას, ფრენებისა და ტრანზიტების შეწყვეტას უკრაინის ტერიტორიაზე, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეჩერებას, ასევე ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას. Georgian Airways-ს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესდა. შეგახსენებთ, პუტინის განკარგულების შემდეგ, 20 მაისიდან Georgian Airways-მა თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო. 

გრეგოროვა - იმედი მაქვს, საქართვ...

იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა შეფასებებს გაითვალისწინებს და შემოდგომაზე, როცა ევროკომისია ამას შეაფასებს, ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნების სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია, რომელთან დაახლოებითაც საქართველო მომგებიან მდგომარეობაში იქნება. „ევროკავშირიდან ვარ და ვისურვებდი, საქართველო იქ მენახა. ეს უკეთესობისკენ არის. ვფიქრობ, წევრობისკენ გზაც ძალიან გონივრულია, რადგან ევროკავშირი სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნებით სავსე და ეკონომიკურად ერთ-ერთი ძლიერი ბლოკია. ასე რომ, ერთმანეთთან დაახლოება მხოლოდ მომგებიანი მდგომარეობაა საქართველო...

სააკაშვილი - ჩემთვის დღესავით ნა...

ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის პროგრესი სახეზეა და აღნიშნავს, რომ ბახმუტს უკრაინელები უახლოეს კვირებში დაიბრუნებენ , აზოვის ზღვას მიაღწევენ მაქსიმუმ სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას, "ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს". "მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირეები ხელისუფლებაში. შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლ...

თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობ...

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები, რაც ამ ტელევიზიებიდან ზიზღი იღვრება, საერთოდ როგორ ვართ ბედნიერების ინდექსში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციურად განწყობილი მედიები დეზინფორმაცით, ცილისწამებითა და საინფორმაციო ძალადობით არის დაკავებული. ''...აქ ბედნიერების ინდექსი მოგვიყვანა ერთ-ერთმა კოლეგა, მემგონი საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ბედნიერებაზე. ეხლა ქვეყანაში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებად ტელევიზიებს რომ უყურებენ ჩვენი მოქალაქეები და ა...

შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს რიგ...

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა. რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია: „საქართველოს საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი" მე-2 მოსმენით.  

სამნიძე „ოცნებას“ - ჩვენი შვილებ...

თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი, სადაც იჩაგრებიან ადამიანები, და საკუთარი შვილისთვის გინდათ უმაღლესი საუკეთესო განათლება აშშ-ში, - ასე გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გაკეთებულ იმ განცხადებებს, სადაც საუბარი პროპაგანდას შეეხებოდა. როგორც სამნიძემ აღნიშნა, ოჯახის ფასეულობები და ღირებულებები თანასწორობა და ჩაგრულის დაცვაა. “მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებსა და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. და პროპაგანდა, ნებისმიერი სახით, არის ბოროტება. და რასაც თქვენ დღეს აქ აკეთებდით, ეს არის პროპაგანდა. პროპაგანდა თუ სადმე არის და ჩვენ გეკითხებით სად, უნდა დაასახლოთ ეს ადგილები. ასე ჰა...

სააკაშვილი „ოცნებაზე“ - ასეთი უტ...

სეთი უტიფარი ხალხი მგონი მათ სათაყვანებელ რუსეთშიც აღარ დარჩა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას, სადაც საუბარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყო საუბარი. მიხეილ სააკაშვილი მმართველ პარტიას რიტორიკულ კითხვას უსვამს, თუ ყველაფერი წესრიგშია რატომ მოხდა მისი სასამართლოდან ჩახსნა და რატომ არ უშვებენ მასთან ევროკავშირის სამედიცინო მისიის წარმომადგენლებს. "თავხედობასაც აქვს თავისი საზღვარი. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ წუხდა, ამაზე მოგვიხადოს ევროპამ ბოდიშიო, კი მაგრამ თუ ყველაფერი წესრიგშია სასამართლოებიდან რატომ ჩამხსენით? რათა ხალხმა არ ნახოს რა მდგომარეო...

ღარიბაშვილი - LGBT პროპაგანდა მი...

ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს [LGBT] პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი და ამორალური. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა პარლამენტში გაიხსნას დეპატები, რითაც იქნება შესაძლებელი, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს. "ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს [LGBT] პროპაგანდა, ეს არის მიუღებელი. ასევე ამორალური იყო კამპანია, რომელიც აწარმოა მაკდონალდსმა და თქვა რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, პარლამენტშიც, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრ...

ღარიბაშვილი - ვინც ხელს აღმართავ...

არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, პოლიციაზე ხელის აღმართვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვაა. „არ მაინტერესებს არავის თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ. ყველა ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. გამოვიდა პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა კაცი, ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს, ვინ...

პრემიერი - აქეთ ვეხმარებით ევროპ...

ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ 1 300- მდე შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ სწორედ მათი ქვეყნებიდან მოდიოდა სანქცირებული პროდუქცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, "საქართველო აქეთ ეხმარება ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია". „ომის დაწყების დღიდან დღემდე სრულ ინფორმაციას ვუზიარებდით ჩვენს ევროპელ კოლეგებს. მე მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ. ფინანსური სანქციები იქნა დაწესებული, შემოღებული და შეზღუდვები გარკვეულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია იყო ცხადი იმთავითვე. ჩვენ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ საქართ...

ღარიბაშვილი სააკაშვილზე - როგორ ...

ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ლაჩრულად, მზაკვრული გეგმით შემოვიდა, რომ ქვეყანაში მომხდარიყო "სისხლის ღვრა და გადატრიალება". "ადამიანმა შეგნებულად საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, არ ეყო ელემენტარული ღირსება და ვაჟკაცობა, რომ წამოსულიყო, ეყიდა ბილეთი და ჩამოსულიყო თუ მართლა აპირებდა რამეს, მაგრამ არა ლაჩრულად შემოვიდა, ისე როგორც მოიქცა ლაჩრულად აგვისტოს ო...

კობახიძე - სააკაშვილის ავანტიურა...

სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც ხელი "ნაცმოძრაობამ" მოაწერა, წერია, რომ საბრძოლო მოქმედებები საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. "სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება. მე ჩამოგითვლით როგორ მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ, ...

ენმ-ი გამოდის ინიციატივით, რომ ს...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს. ხაბეიშვილის თქმით, ენმ-ის ინიციატივაა ასევე, რომ მინიმალური პენსია 400 ლარს შეადგენდეს. “ღვარძლი, დაპირისპირება, რუსი ოლიგარქის მიერ ხელდასმული პრემიერ-მინისტრის გაბოროტებული საუბარი. მის საუბარში არსად არ იყო ნახსენები ხალხის კეთილდღეობა, არსად არ იყო ადამიანზე, მოქალაქეზე ზრუნვა და ისაუბრა იმაზე, რომ ყველაფერი კარგად არის, ხალხი გამდიდრებულია, არადა თავად გამდიდრდა ხალხის ხარჯზე, თავად გაამდიდრა მისი მთავრობის წევრები, ამაზე გულისხმობდა, რომ ამბობდა ყველაფერი კარგად არისო. ამასობაში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“...

პრემიერი - შეხვედრებზე ვარწმუნებ...

შეხვედრებზე ვარწმუნებ ჩემს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს, რომ თუ არ მიანიჭებენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ევროკავშირის მხრიდან დაშვებული მორიგი სტრატეგიული შეცდომა და ამას ჩვენი ქვეყანა, ხალხი და ხელისუფლება არ იმსახურებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ბოლო 10 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ შედეგზე ორიენტირებული ხელისუფლებაა, რომელსაც "რეალური, კონკრეტული შედეგები მოაქვს მოქალაქეებისთვის". „ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ღიად თქვეს, ხმამაღლა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. აი ასეთი ხმ...

პრემიერი - ისტორიული გადაწყვეტილ...

ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყველა პარამეტრით, ყველა მონაცემით წინ ვუსწრებდით და ვუსწრებთ დღესაც მოლდოვას, უკრაინას,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც "წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა". „რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ პოლიტიკ...

პრემიერი - უმუშევრობის და სიღარი...

უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს - 17.3%-ს, აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე - 15.6%-მდე ჩამოვიდა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად გაიზარდა ინკლუზიურობა და შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე. „უმუშევრობის დონე, პატივცემულო დეპუტატებო,  წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს   - 17.3%-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე თითქმის 27% იყ...

ღარიბაშვილი - პანდემიის დროს მთა...

საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით ამ წლის დასაწყისში და შედეგად გვაქვს 1,5% ინფლაცია. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პანდემიის დროს მთავრობის ვალი 60%-ს გადასცილდა და წელს უკვე თითქმის 38%-მდე ჩამოვა. "2021-2022 წლებში ფისკალური კონსოლიდაცია მოსალოდნელზე გაცილებით სწრაფი ტემპებით წარიმართა; ბიუჯეტის დეფიციტი 9.3 პროცენტიდან ჩამოვიდა 3.1 პროცენტამდე. რეკორდულად მცირე - 2 წლიან პერიოდში შემცირდა; მოგეხსენებათ ჩვენი ეკონომიკური თავისუფლების აქტით გა...

დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს...

დღეს, 30 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. მთავრობის მეთაურის მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ შეზღუდვის მიზანი დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაა.