იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოს, გახდეს ძლიერი, სტაბილური ქვეყანა,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ სურს. "მე ვარ უცხოელი დიპლომატი და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ მსურს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ერთადერთი რაც ჩვენ გვსურს, არის ის, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით. რა თქმა უნდა, იმპიჩმენტის პროცედურა ამას ხელს არ უწყობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის თემა, რომელზ...
საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო,- ამის შესახებ ნათქვამია განაცხადებაში, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. განცხადების თანახმად, აღნიშნული პროცესი უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება. "მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შე...
აშშ-ის საელჩო საქართველოში სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. აშშ-ის საელჩო განმარტავს, რომ შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში. „აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმა...
ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მელიას კრიტიკა გაუმართლებელი და სამწუხაროა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია. "ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს. არის კრიტიკა, მათ შორის კონსტრუქციული კრიტიკა და დამერწმუნეთ, რომ თუ ვინმეს აქვს შიდაპარტიული კრიტიკის გამოცდილება, ეს ვარ მე. ამ ეტაპზე ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და ნამდვილად ...
ერთადერთი, რაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას, ეს არის NATO-ს წევრობა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის მზად არის. "ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება - მზად ვართ, ბატონო. არ გვინდა ეს ღია კარი. გვესმის წლებია, რომ კარი ღიაა და კარი ღიაა. არ გვინდა ეს ღია კარი. თუ გაქვთ რამეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა გახადეთ NATO-ს წევრი",- ამბობს კალაძე.
ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას? NATO-ს ქოლგა არის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს. "წყარო როცა არის ვიღაცის სახელი და გვარი, სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ეს ერთი და მეორე, ერთადერთი, რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს არსებულ ვითარებაში, არის NATO-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს სწორედ NATO-ს ქოლგა იცავს. რა თქმა უნდა, ზოგადად, არავითარი ბაზა უსაფრთხოების გარანტია არ არის. ბაზამ როგ...
საქართველოს მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება, რომელიც 2014 წლის საიმიგრაციო, სამგზავრო ტრანზიტის ვიზის შესახებ ბრძანებაში შევიდა. ცვლილების თანახმად, ქვეყნების სიას დაემატა საქართველო და რუსეთი, რომელთა მოქალაქეებს გაერთიანებული სამეფოს გავლით სხვა ქვეყანაში შესვლისას სატრანზიტო ვიზა მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან დასჭირდებათ. ბრძანება არ ვრცელდება დიდ ბრიტანეთში ტრანზიტით მყოფ საქართველოს ან რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 2023 წლის 5 ოქტომბრამდე შევლენ. ოფიციალურ ვებგერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთში ნორმატიული ა...
მე ვიცი, რამდენად მნიშვნელვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანისთვის,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. როგორც ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და მოლდოვის ადგილი ევროკავირშია. „ამ პარლამენტში ხმამაღლა ითქვა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ადგილი ევროკავშირშია, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია. და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის“,- განაცხადა ლაიენმა.
პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ მას იმპიჩმენტს მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ვინც სიმართლეს მხარს არ უჭერს, ის კონსტიტუციის დარღვევაში საქართველოს პრეზიდენტის მხარესაა. "არანაირ მცდელობას არ ვაპირებთ, რომ კაბინეტებში დავუჯდეთ [ოპოზიციას] და მათთან კონსულტაციები გავმართოთ. პრეზიდენტს გაუჩნდა შიში, რომ იმპიჩმენტს მას მართლაც მოუწყობენ და საბოლოოდ აღსრულებაში მოვა ეს ყველაფერი. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ფორმალური და მიუხედავად ამ ფორმალობისა, რადგან ჩვენ 100 ხმა არ გვაქვს იმპიჩმენტის მხარდასაჭერად პარლამენტში, ჩვენ არ გვგონ...
იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნული საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. „არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა კალაძემ.
ძალიან კარგია, რომ შალვა პაპუაშვილმა ცენზურასთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენა დონორები,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე OC Media-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მედიაში ცენზურა "უხეში ფორმით" მოქმედებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დონერები ინფორმირებული უნდა იყვნენ. "ძალიან კარგი გააკეთა შალვა პაპუაშვილმა, როცა კონკრეტულ მედიაგამოცემაში მოქმედებს ცენზურა, თან უხეში ფორმით, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ფორმით, ამაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ ბუნებრივია დონორებს...
მოვისმინე რა ნაბიჯები გადაიდგა, ვისაუბრეთ ბორელის ვიზიტზე, როგორ მიმდინარეობს რეფორმები, 12 პუნქტის იმპლემენტაცია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდიმ ევროპარლამენტში ქართველ დეოუტატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის ანგარიში იქნება ოქტომბერში და მმართველ პარტიას ბევრი დრო არ აქვს დარჩენილი. „რაც შეეხება ჩემს რეკომენდაციას, მე ყოველთვის და ბევრი წელია ვამბობ, რომ შეამცირეთ პოლიტიკური პოლარიზაცია და დაიწყეთ მუშაობა ერთად 12 რეკომენდაციაზე, რადგან შესაძლებლობების ფანჯარა ჯერ ღიაა. ანგარიში იქნება ოქტომბერში, ბევრი დრო არაა დარჩენილი. მე ვიცი რომ ყველა რეკომენდაცია სრულად შესრულებული არ არის. ამავე დროს, ვიგებთ ინფორმაციას პრეზიდენტის იმ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. "საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს ...
იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციამ "ორი მიმართულებით მიიტანა იერიში" - "ერთი სააკაშვილის ძველი ცოდვების ჩამოსარეცხად და მეორე ახლანდელი პრეზიდენტის უდავო იმპიჩმენტის". "ორეტაპიანი "გაპრავების" მცდელობაა ძველი და ახლანდელი პრეზიდენტის. სააკაშვილთან დაკავშირებით ბიუჯეტის გაფლანგვის "გაპრავება" მოინდომეს და ზურაბიშვილთან დაკავშირებით იმპიჩმენტის იმპიჩმენტით გადაფარვა მოინდომეს. ანუ, აბსოლუტურად სისულელით გამოძერწილი ამბავი, რაღაცა ფოკუსირებული ამბავი, დაბრალებ...
კუბილიუსები და მსგავსი ტიპაჟები, პირდაპირ ვიტყვი, რომ არიან ამ ქვეყნის მტრები, საქართველოს ევროპული მომავლის მტრები,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ევროდეპუტატს არა საქართველო და მისი ევროპული გზა, არამედ "ნაციონალური მოძრაობა" აინტერესებს. "ამ ადამიანებს, კუბილიუსებს და მსგავს ელემენტებს, საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის მომავალი, არ აინტერესებთ ჩვენი ევროინტეგრაცია. მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი - "ნაციონალური მოძრაობა". კუბილიუსი ვერ იქნება ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები",- აცხადებს კალაძე. ცნობისთვის, ევროპარლამენ...
პოდოლიაკის ოცნებაა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა - მას ჰგონია, რომ თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. "პოდოლიაკის ოცნებაა, მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც საუბრობდა არაერთგზის. მას უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. თუ მეორე ფრონტს არ გავხსნით, მას ჰგონია, რომ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს არის პოდოლიაკის ფიქრები. ჩვენ სხვა მიზნები და სხვა დღის წესრიგი გვამოძრავებს. არც მეორე ფრონტი გაიხსნება საქართველოში და კანდიდატის ს...
პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა,- ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. "მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ ტარიელსა და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს კარგი მამა-შვილობა აქვთ და ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრობის დროსაც, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი, მე მგონი, ...
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება არასაბიუჯეტო სასხსრებიდან მოხდებოდა. „მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ ...
პარტია "ლელო საქართველოსთვის" სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან საჯარო ინფორმაციას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. სამადაშვილის თქმით, საქმე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობას ეხება. „როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ საჭიროა, პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. გუშინ, მთავრობის წევრები და რუსული ოცნების წარმომადგენლები, მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას ...
ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის, ქართული ოცნების აქტივობებზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა. როგორც კუბილიუსმა აღნიშნა, თუ მმართველ პარტიას სურს, დაარწმუნოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები, უნდა შეცვალოს ქცევა, “თუ უნდათ ასიამოვნონ კრემლს, უნდა გააგრძელონ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებენ” “ყველაფერი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის, “ქართული ოცნების” აქტივობებზე. მათ კიდევ აქვთ დრო, რომ გამოასწრონ ძალიან მძიმე შეცდომები და გამოჩნდნენ განსხვავებული შუქით, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა სტრატეგია გააჩნია “ქართულ ოცნებას”. თუ სურთ, დაარწმუნონ ევროკავშ...