2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში, ამის უზრუნველყოფა კი შეუძლია სალომე ზურაბიშვილს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ათასობით საქართველოს მოქალაქე უერთდება. “ათასობით ჩვენი თანამოქალაქე რიგში დგას, რათა ხელი მოაწეროს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს არჩევნები და შეჯიბრებითობის პრინციპი იყოს დაცული, მნიშვნელოვანია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ი...
24 თებერვალს 2 წელი გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიისა და უდიდესი უსამართლობის მსხვერპლად იქცა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძემ უკრაინას მშვიდობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა უსურვა. "დაიღუპა ძალიან ბევრი უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, მათ შორის ასობით ბავშვი. დევნილად ან ლტოლვილად იქცა 10 მილიონზე მეტი უკრაინელი, რომელთა უდიდესი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან. განადგურდა უკრაინის ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, დღეს ოკუპაციის ქვეშაა ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია, ვიდრე რუსეთს ომის დაწყებამ...
ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მოქალქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღე დაჰყონ. "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოსა და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტიონიორ...
ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც საქართველოს სუვერენობა, არც საქართველოს ევროპულობა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ეს არჩევნები ერთგვარად იქნება - "ევროპა, თუ არა ევროპა“. "ჩვენ ახლა, ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ, როცა ვამზადებთ არჩევნებს, რომლებიც (ყველა გვეუბნება და) ჩვენც კარგად ვიცით, გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ანუ მოლაპარაკებების გახსნის შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. ამიტ...
ჩვენ დავამარცხეთ 25 თებერვალი და დავამარცხეთ იმით, რომ დღეს საქართველო არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ უკვე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისათვის დაღუპული გმირები გაიხსენა და დამსწრე ახალგაზრდებსა და სტუდენტებს ამ დღის გააზრებისკენ მოუწოდა. "დღეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ აქ ის ახალგაზრდები ხართ შეკრებილი, რომლებსაც ეს დღე არ განუცდიათ და მხოლოდ მშობლების, ბებია-ბაბუებისგან გაუგიათ,...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. ჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებას ასობით ადამიანი სთხოვს. "დღეს ვიმყოფებით ბათუმში. ჩემთვის განსაკუთრებულად დიდი პატივია, რომ შევხვდი ბათუმის ქალთა ორგანიზაციას სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, რომ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. შევხვდით ასევე უამრავ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში, დაუსრულებლად მოდიან ბათუმში ადამიანები, ხელს აწერენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოს სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი. ასევე, დიდი...
NDI-ის 2024 წლის პირველი წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია დასრულდა - დელეგაცია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. NDI-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე, არაერთი დადებითი ტენდენცია შეინიშნება, მათ შორის: მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა, საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ, მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის შემცირებული დონე, გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება და არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესებ...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რუსეთ-უკრაინის ომის 2-წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვისთვის მადლობას უხდის. ზელენსკის განცხადებით, "აგრესორზე ერთობლივი ზეწოლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რუსეთის ყველაზე მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს". "მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს",- წერს ზელენსკი სალომე ზურაბიშვილის პასუხად სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის მიერ ფათომას...
რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, წარსულს ვერ აღადგენს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საბოჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზიდან "ვერავინ გადაიყვანს". "25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. მომავლის შესანარჩუნებლად წარსულის გაკვეთილების გახსენება აუცილებელია. დღეს დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ გაიმარჯვა! რუსეთის იმპერიალისტური მცდელობები, გამოცადოს ჩვენი სიმტკიცე, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თუ ჰიბრიდულ ზომების გამოყენებით, წარსულს ვერ აღადგენს. საქართველო თავისუფალი და მტკიცეა, მტკიცედ მიემართება ევროპისკენ და ვერავინ გადაიყვან...
ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი და ტრაგიკულია - საქართველოს პირველი რესპუბლიკის მარცხი საბჭოთა რეჟიმთან და ქართული სახელმწიფოს ოკუპაცია,- ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბჭოთა ოკუპაციის 103-წლისთავს. როგორც პაპუაშვილის სოციალურ ქსელში წერს, დღეს საქართველოს შესწევს ძალა და აქვს მიზანი, რომ ოკუპაცია დაასრულოს. "მიუხედავად ქართველ პატრიოტთა დიდი ძალისხმევისა, მაშინდელმა ახლადშექმნილმა რესპუბლიკამ ვერ შეძლო გამკლავებოდა ბოროტ ძალას, რომელმაც ჩვენ ქვეყანას მოუსპო განვითარების და თავისუფლების პერსპექტივა. ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს კვლავ მოუხდა უთანასწორო ბრძოლაში შესვლა. დღესაც ჩვენი სახელმწიფოს ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მთავრობის ცნობით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაძლიერების პერსპექტივები მიმოიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროებში არსებული თანამშრომლობა შეაჯამეს. "საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს დაეთმო და განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები. "საუბარი შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტრონულად. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენ...
პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი, არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, იმისთვის, რომ დაცული იყოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში დამკვირდებული საყოველთაო მიდგომაა, რომ პარტიები, პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება ფინანსდებოდნენ მხოლოდ შიდა სახელმწიფოებრივი წყაროებიდან. „რაც შეეხება პარტიების თუ პოლიტიკური სუბიექტების ზოგადად ირიბ დაფინანსებას, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ჩვენს კანონმდებლობას, ისე ზოგადად სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპს. საყოვე...
2030 წლისთვის, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ "ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს". "ბრიუსელში გამართული ვიზიტი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით ივლის წინ, ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც ვთქვი ბრიუსელში - 2030 წლისთვის, კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მომზადებული ევროკავშირშ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. "აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული. მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საზოგადოებას 1 კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას ვაცნობებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "ღამის მთავარში" საუბრისას განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, "ეს იქნება ან ცალკე გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა". "მაქსიმუმ ერთ კვირაში, ჩვენ ყველანი, საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებას ვაცნობებთ. ეს იქნება ან ცალკე პოლიტიკური გუნდი, ან შეიძლება იყოს ნიკასთან [გვარამიასთან] ერთად, ან შეიძლება იყოს უფრო ფართოდ წარმოდგენილი ერთობა, თუმცა ერთ კვირას ნამდვილად აღარ გადასცდება. მარტის პირველი დღეებიდან, კამპანია, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის...
ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 70-მდე წევრმა და აქტივისტმა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმუხურის საარჩევნო შტაბის წევრმა, ირინა შედანიამ განაცხადა. როგორც ირინა შედანია აღნიშნავს, მათ არ მოსწონთ პარტიის მოქმედი მენეჯმენტის მუშაობის მეთოდები, ამიტომ გადაწყვიტეს, დატოვონ „ნაციონალური მოძრაობა“ და შეუერთდნენ ნიკა მელიას მოძრაობას. ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას კიდევ ათეულობით აქტივისტი და პარტიის წევრი აპირებს.
ხვალ, 22 თებერვალს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. აღნიშნული შეზღუდვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ შეეხება. "აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მომუშავე ევროპის წამყვან მკვლევარებს და ადგილობრივი კვლევითი ცენტრების ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში Horizon Europe-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაფართოება სიძლიერისა და გამძლეობის თვალსაზრისით, ისეთივე მნიშვნელოვანია ევროპისთვის, როგორც საქართველოსთვის. "მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა თქვენს ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ძალიან დროულია, რადგან დღეს ეს მნიშვნელოვანი საკითხია - როგორ, რისთვის და რას მისცემს ეს გაფართოება ევროპას...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მოიტანს ახალ იმპულსს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებაში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა წლების განმავლობაში შედეგზე ორიენტირებულად ვითარდებოდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. „ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც გამყარებულია კონსტიტუციით. ასევე, ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მობრძანდა ნატოს ოფისში, სადაც ჰქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა გენერალურ მდივანთან. თავად ნახეთ პრესკონფერენცია, სადაც გაჟღერდა...