სააკაშვილი - ქვეყანაში ინგრევა ს...

ჩვენს ქვეყანაში ინგრევა სახლები, გზები, ნადგურდება კურორტები, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ყველაფერს სტიქიას დააბრალებენ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, უკვე ცხადად ჩანს, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა ზარალდება. "კარგად მახსოვს ყოველი წვიმის დროს ბათუმის თითქმის ყველა ქუჩა იტბორებოდა, რასაც მაშინდელი ხელისუფლება უხვ ნალექს აბრალებდა. დავიწყეთ თუ არა სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, ბათუმელებს ძლიერი წვიმა მალევე აღარ არ აწუხებდათ, ეს კი იმის დამსახურება იყო, რომ ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ამ პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული, მუშაობა მუდმივად და დაუღალა...

კობახიძე კარასინის განცხადებაზე ...

ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო წლების განმავლობაში წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას,- ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას. კობახიძის თქმით, სწორედ არაღიარების პოლიტიკის შედეგია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არცერთი ერთეულით არ გაზრდილა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც აღიარებული აქვთ ე.წ დამოუკიდებლობა. "ასეთი განცხადებები ჩვენ მოგვისმენია. ჩვენთვის მთავარია, რომ საქართველო, მთელი ამ წლების განმავლობაში, წარმატებით ახორციელებს არაღიარების პოლიტიკას და სწორედ ჩვენი ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის შედეგია ის, რომ არც ერთი ერთეუ...

კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთ...

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. კარასინის თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება. "რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა დონეზე და ყველა მის ხელთ არსებული კონტაქტებით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების მიმართულებით წინ წაიწიონ. ეს საკითხი არ არის იოლი. იმიტომ რომ არის მეორე მხარე, ვგულისმობ კოლექტიურ დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს [ქვეყნებს], თუ...

ხაბეიშვილი - ჩვენ მივიღებთ კანდი...

შარლ მიშელის განცხადება ადასტურებს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს და მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე - ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არასდროს არ ყოფილა და ამ ფონზე მმართველი პარტია “კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირებას ახდენს”. „ევროკავშირი არის ისე ახლოს, როგორც არ ყოფილა არასდროს და ჩვენდა საწმუხაროდ ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია საბოტაჟირებს ევროკავშირის კანდიდატის ...

გვარამია - თუ წელს კანდიდატის სტ...

სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ, არავითარი შესაძლებლობის ფანჯარა არ დაიხურება... დაიხურება "ქართული ოცნება" და მისი ხელისუფლება, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რისთვისაც პრინციპულად დიდი ხნის განმავლობაში იბრძვის. "არაა საჭირო ზუზუნი და წუწუნი. ჯერ შოლცმა, დღეს - მიშელმა გასაგებად თქვა: ევროკავშირი არის ლისაბონიდან თბილისამდე და 2030 წლამდე გაფართოების ეს ეტაპი დასრულდება. ასე რომ, სტატუსს თუ წელს ვერ მივიღებთ (და, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ "ქართული ოცნების" დიდი მეცადინეობის შედეგად), არავითარი შესაძლებლობის ფ...

TASS - რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომ...

რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენ პაველ ასტრახოვი, საქართველოში არ შემოუშვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ავრცელებს. მედიის თქმით, შემთხვევა 25 აგვისტოს მოხდა. "სომხეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად ფილმებისთვის "ახალი კიდობნისა" და "წარღვნისთვის" მასალების გადაღების შემდეგ, ჩვენ სომხეთ-საქართველოს საზღვარს ვკვეთდით, რომ ტრანზიტული გზით თურქეთში წავსულიყავით არარატთან, სადაც ასევე იგეგმებოდა გადაღებების გაგრძელება. მაგრამ საქართველოს საზღვართან მესაზღვრეებმა უკანონოდ და უმიზეზოდ გაგვაჩერეს, თითქმის 7 საათის განმავლობაში, დოკუმენტების ჩამორთმევითა და პირადი ნივთების ჩხრეკით. ცდილობდნენ...

ბჟანია - საქართველოსთან პრეტენზი...

საქართველოსთან პრეტენზიები არ გვაქვს, მაგრამ რაც ჩვენ გვეკუთვნის, არ დავთმობთ,- ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა. ბჟანიას თქმით, ნატოს მხრიდან საქართველოს დახმარებითა და ერთობლივი სამხედრო წვრთნებით უკმაყოფილოა.  "რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში მშვიდობა სუფევდეს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია საქართველოს მიმართ, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს სხვისი გულისთვის, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებთ საკუთარის ვინმესთვის მიცემას. ეს ახლაც ხდება - გარკვეული სიხშირით, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ათამდე სამხედრო წვრთნა, ერთობლივი წვრთნები. და ზუსტად ვიცით, რომ ამ წვრთნების შედეგად, რომელიც ტ...

ზელენსკი - უკრაინის გამარჯვება, ...

დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოდლოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს,-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება. „მიმაჩნია, რომ უკრაინის გამარჯვება წერტილს დასვამს. ძალიან მოხარული ვარ ამ სახელმწიფოების ხალხის გამო, ეს იქნება არა მხოლოდ ბელარუსის, არამედ მოლდოვისა და საქართველოს საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის გამარჯვება დემოკრატიის კუთხით პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობას შექმნის, საქართველოს და მოდლოვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს",- განაცხადა ზელენსკიმ.

მედვედევი - საქართველოს დღევანდე...

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა... მათთან ურთიერთობები ვითარდება, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოები საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატიზმის გამო "რუსეთმა საქართველოს ნება დართო უვიზო მიმოსვლაზე" "პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა", - გა...

მედვედევი - საქართველოს პრეზიდენ...

საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი - მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოები საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. "საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი - მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველ...

დეგნანი - საქართველო-აშშ-ს შორის...

საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესია,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. დეგნანის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გრძელდება. "პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ. ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის...

სააკაშვილი - პრიგოჟინის მკვლელობ...

პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, “ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა”, მაგრამ აღნიშნავს, რომ რუსული სახელმწიფო მალე მთლიანად დასრულდება. “პუტინის მიერ პრიგოჟინის მკვლელობა ნიშნავს იმას, რომ სულ მალე რუსეთი სამოქალაქო ომის ღია სტადიაში შევა. ეს არის უახლოესი კვირების და თვეების ამბავი. პუტინს პრიგოჟინი რომ არ მოეკლა, ის რუსების გაგებით უახლოეს კვირეებში დასრულდებოდა. ამ მკვლელობით პუტინმა სულ ცოტათი გაიხანგრძლივა თავისი არსებობა, მაგრამ მაინც ძალიან მალე დასრულდება, არა მხოლოდ ...

ღარიბაშვილი - უკრაინელ ხალხს ომი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „გულითადად ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ ომის მალე დასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მშვიდობას და კეთილდღეობას!", - წერს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

არახამია - ნიკას ბრძოლა რუსეთის ...

ვულოცავ ნიკა გვარამიას დამსახურებულ ჯილდოს! ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც რადას ერთადერთი ჯილდო - მედალი უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის - მიიღო, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახური" თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკას გვარამიას ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილი სწორედ განსაკუთრებული შემთხვევაა და ჯილდოც დამსახურებულია. "ვულოცავ ნიკა გვარამიას დამსახურებულ ჯილდოს! ის საქართველოს პირველი მოქალაქეა, ვინც რადას ერთადერთი ჯილდო - მედალი უკრაინელი ხალხის წინაშე დამსახურებისთვის - მიიღო. ჩვენ ძალიან იშვიათად და მხოლოდ გა...

კობახიძე - უკრაინელ ხალხს ვულოცა...

ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძე უკრაინელებს მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებასა და ტერიტორიულ მთლიანობას უსურვებს. „ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას“- წერს კობახიძე. შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.

ზურაბიშვილი უკრაინელებს - ჩვენ თ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს სურს უკრაინელებთან ერთად აღნიშნოს მათი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც უკრაინელები ასე მამაცურად უკვე წელიწად-ნახევარია იბრძვიან. "ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო საქართველო თქვენთან არის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს სურს თქვენთან ერთად აღნიშნოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც თქვენ ასე მამაცურად იბრძვით უკვე წელიწად-ნახევარია. ჩვენ თქვენთან ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთ...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად განცხადებას ავრცელებს და "უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს". "გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!", - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ქვეყანამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობის დეკლ...

საგარეოს პრესსამსახური მედვედევზ...

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას ", - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი მედვედევის მორიგ მუქარას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების თაობაზე.  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. “2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშრ...

ზურაბიშვილი - მწამს, რომ საქართვ...

ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეძლებს უკრაინაში დანაკარგის დაბალანსებას. "ჩემი რწმენაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და კვლავ შეუერთდება უკრაინასა და მოლდოვას ევროინტეგრაციის საერთო გზაზე. რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.  ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, მინდა კიდევ ერთხელ ...

ზურაბიშვილი - რუსეთ-უკრაინის ომი...

ეს [რუსეთ-უკრაინის] ომი აჩვენებს, რომ ტერიტორიების დეოკუპაცია მშვიდობის აბსოლუტური წინაპირობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, "ყირიმის პლატფორმის" სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კონტინენტზე უხილავი მასშტაბის კონფლიქტის წინაშე დგას, ევროპა კი უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერისა და ერთიანობის დემონსტრირებას კვლავ გააგრძელებს. "ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე - ლისაბონიდან თბილისამდე. ის ასევე აჩვენებს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაცია მშვიდობისა და სტაბილურობის აბსოლუტური წინაპი...