საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ავრცელებენ. განცხადებაში, რომელიც მაკრონის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, ასევე აღნიშნულია, რომ გერმანია და საფრანგეთი საქართველოში შექმნილი სიუტაციით შეშფოთებული არიან. "ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ...
საქართველოს მთავრობავ, არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად,- ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას. როთმა სოციალურ ქსელში მცირე განცხადება გამოაქვეყნა და საქართველოს ხელისუფლებას "შანსის გამოყენებისკენ" მოუწოდა. "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "უცხოელი აგენტების" კანონს ვეტო დაადო. საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, მოდი, გამოვიყენოთ შანსი. არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად",- წერს როთი X-ზე. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვ...
სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საქართველო დატოვა. ამის შესახებ ფერაძე სოციალურ ქსელში წერს. აქტივისტის განცხადებით, "მძიმე გარემოებების" გამო, ევროპაში გამგზავრება მოუწია. "სრულიად წარმოუდგენელი და მძიმე გარემოებების გამო, მომიწია ევროპაში გამოვარდნა. მიზეზს და ადგილს ჯერ ვერ გეტყვით, ვერც ქვეყანას",- დაწერა ფერაძემ "ფეისბუქის" გვერდზე. პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, იგეგმებოდა სამოქალაქო აქტივისტის სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავება და ფერაძემ საქართველო სწორედ ამ მიზეზით დატოვა. "ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრ...
"აქციებთან დაკავშირებით" კრიმპოლი ხალხს გამოკითხვაზე მასიურად იბარებს, მეც დამირეკეს, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. ჯაფარიძე საზოგადოებას ურჩევს, გამოკითხვაზე მოსამართლესთან ერთად, ხოლო სასამართლოში ადვოკატთან ერთად მივიდნენ. "მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან "აქციებთან დაკავშირებით" მეც დამიბარეს გამოკითხვაზე არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მიდით ადვოკატთან ერთად თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ", - წერს ჯაფარიძე.
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომლებთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს. კობახიძე იმედოვნებს, რომ ახალგაზრდები დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ. „ენჯეოების“ გამჭვირვალობის გასაპროტესტებლად მოწყობილ ბოლო აქციებზე ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რისთვისაც აქციებში მონაწილე ყველა ჩვენს გულწრფელ თანამოქალაქეს მადლობა მინდა გადავუხადო. აქციებზე ძალადობას კონკრეტული ორგანიზატორები ჰყავდა. ესენი იყვნენ რადიკალური პარტიები და „ენჯეოები“ და მათთან დაკავშირებული ძალადობრივი დაჯგუფებ...
მკვეთრად განვაცხადე, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და არ უნდა ყოფილიყო მიღებული, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც შოლცმა აღნიშნა, ახლა კანონი უკვე მიღებულია, თუმცა მისი პოზიცია არ შეცვლილა. "ამ ადგილას ვიდექი საქართველოს მთავრობის მეთაურთან ერთად და გარკვევით ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნდა და არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ახლა როცა ეს კანონი მიიღეს, ჩემი პოზიცია არ შეცვლილა", - განაცხადა ოლაფ შოლცმა შვეიცარიის პრეზიდენტ ვიოლა ამჰერდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ფიზიკური პირები რეგისტრაცასი არ ექვემდებარებიან, თუმცა "მაშინ როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, მიაწოდონ ეს ინფორმაცია, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს". „ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ...
ერთადერთი, ვისაც შეუძლია, შეცვალოს დღევანდელი ვითარების ფართო სურათი, არის თავად ხალხი არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ეუროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა. შეკითხვაზე, რატომ წარადგინა საქართველოს მთავრობამ კანონპროექტი მეორედ, საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს, რომ „ეს აშკარა დაბრკოლებაა ევროპული მომავლისთვის, რადგან ამ მთავრობას, მმართველ პარტიას, არ სურს მისვლა იმ შედეგებთან, რაც მისაღწევია წლის ბოლომდე ევროკომისიის ცხრა ნაბიჯის შესრულებით“. „ეს კანონი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კანონი. მთელი თავისი შინაარსითა და ფორმით, ის წააგავს რუსეთის კანონს და არის აშკარა მცდელობა, დააშინოს არასამთავრობო სამოქალაქო ს...
ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურით გაყრიდა ქვეყნიდან, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმ პარტნიორებზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს. კახა კალაძემ ევროპელი მინისტრების ქმედებებს სამარცხვინო ფაქტი უწოდა. „ეს არის სამარცხვინო ფაქტი. შეიძლება ითქვას, რომ კარგი ლუსტრაცია მოხდა. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებული ფაქტი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ დონორების მიერ დაანონსებული რევოლუცია იმართება გარედან. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე ჩავიდეს სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ა...
მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, მმართველ ხელისუფლებას მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა. „რუსული კანონის განხილვის ეტაპზე კიდევ ერთი დანაშაული გამოვლინდა ივანიშვილის პარტიის რუსული რეჟიმის მხრიდან, როდესაც ისედაც მძიმე მუხლებს დაამატეს კიდევ ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებე...
ჩვენ ვართ ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანობის მთავარი ფასეულობა არის სიყვარული. სიყვარული ადამიანებს შორის და არიან ძალები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ ჩვენს შორის სიყვარულის ჩანაცვლებას სიძულვილით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, "ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე სიყვარულის გარშემო გაერთიანდეს". „ქრისტე აღსდგა! გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოგესალმებით ჩვენი ძვირფასი ქვეყნის, საქართველოს თითოეულ შვილს, ჩვენს ძმებს და დებს. დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე;...
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის ცნობით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი, ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაღრმავებას. "მემორანდუმი ორ ქვეყანას მისცემს საშუალებას, ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა, ინფრასტრუქტურის გაციფრულება, ნახშირბადის ემისიების შემცირება და ა.შ. ურთიერთგაგების მემორანდუმს...
აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ყველა მიმართულებით. „ვთვლით, რომ რეგიონული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და ის მიზნად უნდა ისახავდეს მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნების გ...
თურქეთში მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, - ასე პასუხობს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას. როგორც როთი აღნიშნავს, ის გაკვირვებულია, თუ რატომ ცდილობს შალვა პაპუაშვილი "ახალგაზრდების დემონიზებას". “ძვირფასო სპიკერო, სამწუხაროდ, თქვენ უარი თქვით თბილისში ჩვენთან შეხვედრაზე, ალბათ, თქვენ ზედმეტად დაკავებული იყავით სასაუბროდ, მაგრამ გთხოვთ, ნუ იქნებით დაკავებულები, მოუსმინოთ და ესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე გაკვირვებული ვარ, რატომ ცდილობს ახალგ...
ჩვენი გამარჯვების შემდეგ, საქართველო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნება გლობალური მასშტაბით, ვიდრე როდესმე ჩვენს ისტორიაში,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მსოფლიო რუკაზე “ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა. "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას “ვარდების რევოლუციის” ხსენებით იწყებენ. საქართველო მსოფლიო რუკაზე, თავისი საუკეთესო სახით, სწორედ “ვარდების რევოლუციამ” გამოაჩინა, ხოლო დღევანდელი მოვლენები და ჩვენი ახალგაზრდობა (რომელიც სწორედ ამ “ვარდების რევოლუციის”თაობაა) საქართველოს მსოფლიოს დემოკრატიის და თავისუფლებისთვის ბრძო...
გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს. პაპუაშვილის განცხადებით, "ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით ერევა". "მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!" - მიმართა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის რესპუბლიკის ტრასპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. „დღეს, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა დ...
საქართველოს ესაჭიროება მეგობრები და მხარდაჭერა და არა ფარისევლობა და ძირის გამოთხრა - ორივე უკვე საკმარისად გამოვცადეთ, ჩრდილოეთიდან,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგ აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპელი პოლიტიკოსების მისვლას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო". "ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ ...
მინდა, ყველას ვუთხრა - როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ - უკრაინიზაცია საქართველოში ვერ მოხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთი-ერთში არის იმ პროცესების ანალოგი, რაც 2014 წელს უკრაინაში მოხდა". მისივე თქმით, დღეს არის მცდელობა, რომ „დონორების რევოლუცია“ მოაწყონ. „გადავხედოთ წარსულს, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიმართ მიზანმიმართული რყევები მიმდინარეობს. პირველად, ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას ცდილობდა, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები ხალხს მოუწოდებდნენ, მთავრობა უნდა გადადგე...