მარგველაშვილი - სააკაშვილს თუნდა...

საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე, ფაქტობრივად, ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მარგველაშვილმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს "თუნდაც დაერღია სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი", მას ციხეში არ უნდა აწამებდნენ და კლავდნენ. "საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა მას შემდეგ, რაც პუტინმა 2007 წელს ახალ აგრესიულ პოლიტიკას ჩაუყარა საფუძველი. შემდეგ პუტინი სააკაშვილს დაემუქრა. ასე რომ, ახლა საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერად...

წულიკიანი „მთავარ არხს“ - თქვენ ...

თქვენ ჩანგალზე დადიხართ უკვე ისე ხართ გასაცოდავებულები, - ასე მიმართა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავარი არხის ჟურნალისტს, როდესაც ის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. მისივე თქმით, ის კომენტარს იქამდე არ გააკეთებდა, სანამ ჟურნალისტები მიკროფონებს არ ჩაწევდნენ. "თქვენ ჩანგალზე დადიხართ უკვე ისე ხართ გასაცოდავებულები. ჩაწიეთ ეს მიკროფონები და დავიწყებთ, ისე არ დავიწყებთ, მე მცალია და არ მეჩქარება არსად. ვიდგებით ასე მე და თქვენი ოპერატორები", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფოტიგა - იმედი მაქვს, საქართველო...

იმედი მაქვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდება. პოლონელი დიპლომატები და პრეზიდენტები ჩართული არიან საქართველოს ხელისუფლებასთან შუამავლობაში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ციხეში ყოფნა საშინელი გამოცდილებაა, როგორც მას ადვოკატისგან ინფორმაცია აქვს, სააკაშვილისთვის არასწორი მედიკამენტების მიწოდება ხდებოდა. მან დასძინა, რომ რთულია იმის თქმა სახელმწიფო ამას განზრახ აკეთებდა თუ არა, მაგრამ ფაქტია ამ ყოველივემ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად იმოქმედა, რაც სამედიცინო დიაგნოზებში დასტურდება. "როგორც ჩანს, მისთვის ციხეში ყოფნა საში...

გიული ალასანია - კატეგორიულად არ...

დაიწყო დაცინვა და არა მარტო პაციენტის, ოჯახის წევრების, საერთოდ მთლიანად სასამართლო სისტემის, ჩვენი საზოგადოების, ეს არ არის სწორი, - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებებს. მისივე თქმით, ოჯახის წევრებს მიხეილ სააკაშვილთან მიაქვთ ის საკვები, რომლის მიღებაც შეუძლია, მაგრამ მასაც ვერ იღებს. მან დასძინა, რომ საკვების ვერ მიღების ბერკეტი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და საწამლავია მის ორგანიზმში, ამის აღიარება კი მათ არ უნდათ. "დაიწყო დაცინვა და არა მარტო პაციენტის, ოჯახის წევრების, საერთოდ მთლიანად სასამართლო სისტემის, ჩვენი საზოგადოების, ეს არ არის ს...

გარი კასპაროვი - რატომ არ არის ი...

რატომ არ არის ივანიშვილი სანქციების სიაში? მისი მითითებით, საქართველო პუტინის მხარეს დგას, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ფონდის თავმჯდომარემ, გარი კასპაროვმა განაცხადა. მისივე თქმით, ივანიშვილის მითითებებით რუსეთი საქართველოს დახმარებით სანქციების გვერდის ავლას ახერხებს და წამებით კლავენ სააკაშვილს, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება კრემლს. "რატომ არ არის ივანიშვილი სანქციების სიაში? მისი მითითებით, საქართველო პუტინის მხარეს დგას, ეხმარება რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში და წამებით კლავენ სააკაშვილს, რომელიც მტკიცედ ეწინააღმდეგება კრემლს", - წერს გარი კასპაროვი.

აშშ-ში ჩინური საჰაერო საჯაშუშო ბ...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააუქმა ჩინეთში ვიზიტი მას შემდეგ, რაც ჩინეთის საჯაშუშო საჰაერო ბუშტი გამოჩნდა აშშ-ის ცაზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ამ დროისთვის არ არის შესაფერისი პირობები იმისთვის, რომ აშშ-ჩინეთის შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართოს. მანვე დასძინა, რომ მომხდარის გამო ჩინეთის მხრიდან ბოდიში მიიღეს, მაგრამ საჰაერო საჯაშუშო ბუშტი სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. პენტაგონმა დააფიქსირა ასეთი მოწყობილობების გამოყენება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სამხედრო სპიკერის პატრიკ რაიდერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ”ამჟამ...

შარლ მიშელი - ჩვენ არ გვეშინია კ...

ევროკავშირი დაგიჭერთ მხარს ყველაფრით. ჩვენ არ გვეშინია კრემლის, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიევში ევროკავშირი-უკრაინის სამიტზე განაცხადა.  მისივე თქმით, უკრაინის მომავალი ევროკავშირია, ვინაიდან უკრაინელებმა გააკეთეს არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. "ჩვენ აქ ვართ მკაფიო მესიჯით ორ საკითხზე. პირველი მესიჯი არის თქვენ და უკრაინელ ხალხს: ევროკავშირი დაგიჭერთ მხარს ყველაფრით. ჩვენ არ გვეშინია, არ გვეშინია კრემლის, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია. ჩემი მეორე მესიჯი არის, რომ უკრაინის მომავალი ევროპულ კავშირშია. უკრაინელებმა მკაფიო არჩევანი გააკ...

ევროკომისიის პრეზიდენტი - სანქცი...

რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მზადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტიზე, რომლის დამტკიცებასაც 24 თებერვლამდე აპირებენ. მან დასძინა, რომ სანქციების მე-10 პაკეტის მოცულობა დაახლოებით, 10 მილიარდი ევრო იქნება. “რუსეთი და რუსული საზოგადოება უკვე ძვირს იხდის სანქციების გამო. მზადდება სანქციების მეათე პაკეტი, ჩვენ ვაპირებთ მის შემოღებას 24 თებერვლამდე. მისი მოცულობა, დაახლოებით, 10 მლრდ ევრო იქნება...სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უფრო ღრმად ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც აღმოჩენილია, მაგალითად, დრონებში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინ...

ზელენსკი - თუ შორ დისტანციაზე მო...

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დონეცკის რეგიონში, ბახმუტის ფრონტის ხაზიდან უკრაინული ჯარების გაყვანა არ მოხდება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, უკრაინა დაიწყებს დონბასის დეოკუპაციას, რომელიც ოკუპირებულია 2014 წლიდან. მან დასძინა, რომ უკრაინა იბრძოლებს, იქამდე სანამ ძალა შესწევს. "ბახმუტს არავინ დათმობს. ჩვენ ვიბრძოლებთ რამდენადაც შეგვიძლია. თუ შორ დისტანციაზე მომუშავე ტექნიკის მიწოდების პროცესი დაჩქარდება, ჩვენ არამარტო არ მოვშორდებით ბახმუტს, არამედ დავიწყებთ დონ...

კალაძე სააკაშვილზე - არანაირი ექ...

ის არის თვითდაზიანების რეჟიმში. ადამიანი თუ მიიღებს საკვებს, შეჭამს საჭმელს, არანაირი პრობლემა არ ექნება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე შეკითხვას, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებულ შეფასებებს ეხებოდა. მისივე თქმით, კონკრეტული ევროპარლამენტარების განცხადებები არ ასახავს სინამდვილეს  და მიმართულია პოლარიზაციისკენ.   „არანაირი დებატები არ გამართულა ევროპარლამენტში. ორი კაციც არ ესწრებოდა, აბსოლუტურად ცარიელი იყო დარბაზი. გამოდიოდნენ ის ადამიანები, ვის განცხადებებსაც ვისმენთ ბოლო დროის განმავლობაში, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მიმ...

გიორგი ჩალაძე - მიხეილ სააკაშვილ...

მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი, მუშაობა და შედეგების დადება იქნება უპირველესი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველამ კარგად იცით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გუნდი აპირებს მუშაობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ბრძოლა არ დასრულდება იქამდე, სანამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადებითობისკენ არ შეიცვლება. "მე მიხარია, რომ ამ პარტიაში საქმე ლაპარაკის ნაცვლად იქნება სტილი, მუშაობა და შედეგების დადება იქნება უპირველესი, პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი კი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყველამ კარგად იცით. ეს კარ...

ხაბეიშვილი - სააკაშვილის გათავის...

გიორგი ჩალაძეს ეყოლება გუნდი,რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ შტაბების ჩამოყალიბებაზე და გამართვაზე, შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობა" იღებს პასუხისმგებლობას დაეხმაროს გუნდს, ამ მიმართულების გააქტიურებაში, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, შტაბები იქნება ზეპარტიული და გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყნის ევროპული მომავალი. "კონსულტაციები იმართებოდა მხოლოდ ერთ კანდიდატთან და ეს იყო გიორგი ჩალაძე, რომელსაც ეყოლება გუნდი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ...

უკრაინის გენერალურმა პროკურატურა...

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ "ვაგნერის" ჯგუფის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს, რომელიც უკრაინაში რუსულ მხარეს იბრძოდა, სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაცია Uriadovyi Kuryer გაზეთში ვრცელდება, იუწყება Ukrinform. პრიგოჟინს ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოება. "დროა დასრულდეს რუსების სისხლიანი თარეში, რომლებიც ცნობილი კომპოზიტორის უკან იმალებიან. სამართლიანობის ჩაქუჩი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ანარქიის ურო", - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა.

ხაბეიშვილი - მელია არის წარსული,...

ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი, წინ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ვისაც პარტიის ახალი თავმჯდომარის ოპოზიციაში ყოფნა სურს, "მისი ნებაა". "ნიკა მელია არის წარსული, გვაინტერესებს მომავალი, წინ. მე მგონი, უნდა გაასწორონ ისრები იმიტომ, რომ ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და თუ ვინმე აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს მისი ნებაა", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. შეკითხვაზე, მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას ეთანხმებიან თუ არა ენმ-ის წევრები, ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ...

როცა უკრაინა გაიმარჯვებს, საქართ...

როცა უკრაინა გაიმარჯვებს, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს მოვხსნით, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონის თქმით, საფრთხის მოხსნა მსოფლიოს მასშტაბით ეკონომიკური შეფერხებების რისკებს დაასრულებს. "როცა უკრაინა გაიმარჯვებს და ის გაიმარჯვებს, როცა პუტინს უკან დაახევინებენ, საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის დამატებითი აგრესიის საფრთხეს მოვხსნით. საფრთხის მოხსნით, დავასრულებთ დამატებითი ეკონომიკური შეფერხებების ისეთ რისკებს, როგორიცაა გაზის და საკვების ფასების მკვეთრი ზრდა, რაც ჩემს ქვეყანაში, აშშ-სა და მსოფლიო...

კობახიძე - უკრაინის ხელისუფლების...

ვიდრე რამეზე ისაუბრებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მანამდე საკუთარი წარსულის ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლება "წლების მანძილზე ინახავდა ქვეყანაში კრიმინალ სააკაშვილს და დღემდე 10-მდე კრიმინალს ინახავს". "უკრაინის ხელისუფლება, სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული მეგობრობის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება წლების მანძილზე ინახავდა კრიმინალ სააკაშვილს თავის ქვეყანაში და დღემდე ისინი ინახავენ 10-მდე გამოჩენილ კრიმინა...

საქართველომ წელს კანდიდატის სტატ...

ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.  როგორც კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე დასძინა, ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.  "დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე ...

EU მზადაა, საქართველოს სახელმწიფ...

მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქართველოს სახელმწიფო სამსახურს ამ ძალზე დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება,- ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშს საქართველოზე. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა საქართველოს სახელმწიფო სამსახურს წინსვლაში დაეხმაროს. "ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც აღწერს, თუ როგორია საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ასეთივე ანგარიშები გამოქვეყნდა უკრაინასა და მოლდოვის შესახებ. ანგარიში მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე, რომელიც ბრიუსელში გასული წლის ზაფხულში გაიგზავნა. მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობასა და საქა...

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების...

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა. ამერიკის დიპლომატიური უწყების თქმით, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აერ...

„შენ შეგიძლია იმოქმედო, რატომ დუ...

შენ შეგიძლია იმოქმედო, რატომ დუმხარ, - ასე მიმართავს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.  როგორც ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, ბიძინა ივანიშვილმა, რომლის "პირადი მძევალიცაა" სააკაშვილი, ფრანგული პასპორტი იყიდა, სალომე ზურაბიშვილი კი, რომელიც ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე უარს აცხადებს, ყოფილი ფრანგი დიპლომატია. "ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლიც აკონტროლებს საქართველოს და რომლის პირადი მძევალიცაა სააკაშვილი, საფრანგეთის პასპორტი იყიდა. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უარს ამბობს სააკაშვილის შეწყალებაზე, ყოფილი ფრანგი დიპლომატია. ემანუელ მაკრონ - შენ შეგიძლია იმო...