დავითულიანი - პარტნიორები დეპოლა...

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დეპოლარიზაციის საკითხზე ისაუბრა. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოსგან დეპოლარიზაციას ითხოვენ და ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას. "ამ ვითარებაში დეპოლარიზაციაზე საუბარი ძალიან რთულია. მაშინ, როცა ჩვენ მიმართ რეკომენდაციად დეპოლარიზაციის მოთხოვნა დგას, ამის პარალელურად, მაგალითად, დემოკრატიის ისეთ მექაში, როგორიცაა აშშ, პოლიტიკა ძალიან პოლარიზებულია. ამის პარალელურად, მე მგონია, რომ ხშირად გარკვეული ჯგუფები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები ერთი ხელით თან დეპოლარიზაციას გვთხოვენ და თან ხშირად ხელს უწყობენ პოლარიზაციას, როგორც თავისი განცხ...

დასავლელი პარტნიორები უწუნებენ ძ...

ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რა თქმა უნდა, უწუნებენ ძალისხმევას ხელისუფლებას, რომელიც მიზანმიმართულად არ ასრულებს 12 რეკომენდაციას და მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის მომავალს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დასავლელ პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო ევროკავშირში იხილონ. „მათ სურთ, რომ იყოს დადებითი გადაწყვეტილება მათ შორის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რადგან ხედავენ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. არჩევანი, რომელსაც დღესაც ქართველი ხალხი იცავს, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფალი, რომელიც ღიად ანტიდასავლურ და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს",- ამბობს ბოკ...

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალება...

მე პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. როგორც პრეზიდენტი, მე ანგარიშს უნდა ვუწევდე იმას, რასაც ქართველი ხალხი გრძნობს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Украинская правда-სთან ინტერვიუში განაცხდა. უკრაინელი ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ იწყალებს საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ  ქართველები ძალიან ჰუმანურები და ტოლერანტულები არიან, თუმცა მოსახლეობის შეგრძნება ისეთია, რომ სააკაშვილმა უნდა გადაიხადოს მისი რეჟიმის დროს ჩადენილი ზოგიერთი დანაშაულისთვის. "მე პასუხისმგებელი ვარ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე. როგორც პრეზიდენტი, მე ანგარიშს უნდა ვუწევდე იმ...

კობახიძე - მელია უთავმოყვარეო კაცია

ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია - წააგო ლევან ხაბეიშვილთან, წარმოიდგინეთ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს კლების ტენდენცია აქვს, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, "ძალიან კარგია". "ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია - წააგო ლევან ხაბეიშვილთან, წარმოიდგინეთ. კი, გასაგებია, რომ დავით კეზერაშვილი იყო ამის უკან, მაგრამ ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და იმ პარტიაში დარჩები, ეს მეტყველებს უბრალოდ უთავმოყვარეობაზე. საბოლოო ჯამში, ეს ძალიან კარგია, როდესაც არის ეს კინკლაობა მელიასა და ხაბეიშვილს შორის, ეს კიდევ უფრო მეტად დაა...

პრინციპულად მიუღებელია, როდესაც ...

პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში პოლარიზაციას ახალისებენ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, დიპლომატებმა "უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად". "თავის დროზე  ჯგუფმა "ჯიუტები" ჰქვიათ თუ "ჭუტები" თუ რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები და მას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწისტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია. ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ...

რუბლები თსუ-სა და პარლამენტში კე...

ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ თსუ-ში და პარლამენტში, ეს იყო კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ტიპის "პროვოკაციები კატეგორიულად მიუღებელია". "კატეგორიულად მიუღებელია პროვოკაცია, რომელიც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, როდესაც შშმ პირებს, შშმ ბავშვებს იყენებ პოლიტიკური კოორდინირებული პროვოკაციის მოსაწყობად, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, კატეგორიულად მიუღებელი. გარდა ა...

ვოლსკი - 90 წლის პოზნერი არც ოკუ...

90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მისი კვერცხებით დევნა ღირსების მაჩვენებელი არ არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთნ საუბრისას აღნიშნა, რაზე ესაუბრება პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ვლადიმერ პოზნერს, მეოცეხარისხოვანია. "90 წლის პოზნერი არც ოკუპანტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს, მის მიმართ მე პირადად ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ 90 წლის კაცის და მასთან თანმხლები ბევრი ქართველის ყოფნის მიუხედავად, კვერცხებით დევნა, არ არის იმ ღირსების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენს ერსა და ნაციას გააჩნია ზოგადად. რაც შეეხე...

კობახიძე - ჩვენ ვთქვით, რომ ივნი...

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, ამ წლის ივნისის ბოლომდე დასრულდებოდა 12 პუნქტზე მუშაობა და ამ პირობას პირნათლად ვასრულებთ, სესიის დასრულებამდე ყველა კანონი გვექნება მიღებული - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ თითოეული პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით პირნათელია და საკითხს სრული პასუხისმგებლობით უდგება.  „ჩვენს დღის წესრიგს რაც შეეხება, რომელიც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას, ჩვენ თავის დროზე წარვადგინეთ გეგმა. ამ გეგმას მივყვებით, 12 პუნქტთან დაკავშირებით დაახლოებით ერთი წელია, გრძელდება მუშაობა. ჩვენ თავიდანვე ვთ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვიმედოვნებთ...

იმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერი პოზიციისთვის მადლობას უხდის. „ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევ...

დეკანოიძე - სამი დღეა პარლამენტი...

სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი, რომელიც გაუგებრად მელაპარაკება და სადღაც წაყოლას მთხოვს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოიძე აცხადებს, აღნიშნულ ქმედებას სისტემატური სახე აქვს, დღეს კი პარლამენტის დაცვა ჩაერია საქმეში, როდესაც მას რუსეთის მოქალაქე აედევნა. "სამი დღეა პარლამენტიდან გამოსვლისას მხვდება ერთი რუსი. ამ ფაქტს გუშინ ტვ პირველის მანქანის მძღოლი შეესწრო. გუშინწინ სოფო ჯაფარიძე. რუსეთის მოქლაქე, უცნობი კაცი, რომელიც მელაპარაკება გაუგებრად და მთხოვს სადღაც წაყოლას. პირველი ორი დღე ყურადღება არ მივქციე, დღეს, უკვე სხდომიდან მაღაზიაში გასვლისას ისევ გამომეკიდა. პარლამენტის დაცვამ მომაქცია ყ...

EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი - საქართვ...

საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან დაახლოების პროცესში, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ვიცე-პრეზიდენტმა, ზიგფრიდ მურეშანმა განაცხადა. როგორც მურეშანმა აღნიშნა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელიც მათ ევროკავშირისგან მიეცათ. "საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება პროგრესზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიაღწევს. თუმცა, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ წელს საქართველოს ხელისუფლება იქცა დაბრკოლებად საქართველოსა და ევროკავშირის ერთმანეთთან დაახლოების პროცესში. ისეთი ინიციატივები, როგორიცაა &bdquo...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შარ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტ...

რომ არა პოლიტიკოსების თმენის ვალ...

რომ არა ჩვენი, -  პოლიტიკოსების თმენის ვალდებულება, ალბათ, არ ვიცი, აქ რა მოხდებოდა,- ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში მომხდარ ინციდენტს. მდინარაძის განცხადებით, "როდესაც პოლიტიკური მიზნებისთვის სტრესს აყენებენ ბავშვებს, შშმ პირებს, შვილებს და მერე ამაზე ტაშს უკრავს ვიღაც და მერე თავს გამოიდებს, დიახ, მე დავუკარი ტაში პერფორმანსზეო, ასეთ ხალხს ყველაფერი ეკუთვნის". "ჩემთვის ერთი ფოტო, ყველაზე ამაღელვებელი იყო - ყურებში თითებგარჭობილი ბავშვი, შშმ პირი, ამ საშინელების და მარაზმის შედეგად, წარმოუდგენელი ამბავია. არ შეიძლება ხალხო, არ შეიძლება ყველაფერი იკადრონ  ადამიანებმა. შშმ პირებ...

როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია ...

როგორ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ამისთვის? როდესაც მოდიან "ნაციონალები" რუსული რუბლებით, მერე ისვრიან, მეორე "ნაციონალი" ამას ტაშს უკრავს, შემდეგ დედას ვაგინებთ "ნაციონალებს", ისინი ირგებენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს არის პოლარიზაცია,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, პოლარიზაციის დასრულების საკითხთან დაკავშირებიით კარგი მინიშნება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. "ნაცმოძრაობა" თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მერე ტაშს უკრავენ სხვა "ნაციონალები", ჩვენ აქ რა უნდა გავაკეთო...

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხ...

ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მოქალაქის პროტესტს, რომელმაც მმართველი პარტიის დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა და ბანერი გადმოფინა. კობახიძის თქმით, "ადამიანები ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ მიზნნების მიღწევას". "ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, მორიგი აქტი, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შშმ ბავშვები გამოიყენეს პროვოკაციისთვის, ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტისთვის, ეს აჩვენებს იმ ადამიანების სახეს, რომლებიც ბოლშევიკური მეთოდებით ცდილობენ რაღაც მიზ...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დე...

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ რუსული რუბლის კუპიურები, რომლებიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გადმოაყარეს, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეაყარა და თქვა, რომ რუბლები "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას გადასცენ. დაპირისპირების გამო, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. მანამდე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მოქალაქემ ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტ...

პარლამენტის პლენარულ სხდომათა და...

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქემ "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლის კუპიურები გადმოაყარა. მოქალაქემ ასევე გადმოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა - "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მას არაადექვატური უწოდა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეს დარბაზი დაატოვებინეს. 

არ ვიცი, რა უნდა უთხრას ღარიბაშვ...

მე არ ვიცი, რა უნდა უთხრას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელს, რაც გუშინ გააკეთეს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და როგორ უნდა აუხსნას, რომ ვენეციის კომისიის უარის შემდეგ, ეს კანონი ასე ჩუმად მიიღეს,- ამის შესახებ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სათქმელი არაფერი არ აქვს. “რა უნდა უთხრას დეპოლარიზაციის შემცირებაზე, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ქვეყანას - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია; რა უნდა უთხრას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე 12-პუნქტიანი ვალდებულების ერთ-ერ...

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შეს...

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღება ევროპული კომისიის რეკომენდაციაა და იმისათვის, რომ არ დარჩეს სასპეკულაციო სივრცე, "მიზანშეწონილია, ამ პროექტის კანონად მიღება". ცნობისთვის, გუშინ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემურ...

საპარლამენტო უმრავლესობამ „ეროვნ...

საპარლამენტო უმრავლესობამ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 124-მა წევრმა.  სხდომაზე თავდაპირველად კენჭი ეყარა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც ჩავარდა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ, კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელი რედაქცია დადგა, მას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 9 წევრმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.