ზოგადად, ქვეყანა რომ იყოს მიჩნეული ტერორიზმის მხარდამჭერად, ან ვინმე გამოცხადდეს ტერორისტად, ამას ევროპარლამენტი არ ადგენს, ამას ადგენს შესაბამისი უწყება, მაგალითად ჰააგა და შესაბამისი სასამართლოები, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს. როგორც ღუდუშაურმა ჟურნალისტებს უთხრა, საქართველომ სწორედ ჰააგის სასამართლოს მიმართა და მოიპოვა აღიარება, რომ რუსეთმა საქართველოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა. "თუ გაინტერესებთ, ჩვენ რა გავაკეთეთ, იცოდეთ, დაიმახსოვრეთ კარგად და საზოგადოებას აუხსენით - ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ჰააგას მივმართეთ. ჩვენ დღესაც გვაქვს რუსეთთან დავ...
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულის შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციების შესრულება. "დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ევროკავშირის 12 პუნქტიდან და ეს არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ამ კანონპროექტმა მეორე მოსმენა უკვე გაიარა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში. შემდეგ კი, გათვალისწინებული იყოს კომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციები", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენ...
ყურადღებით ვადევნებთ თვალს გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობის მეშვეობით, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების ერთობლივ წერილს პასუხობს. როგორც შარლ მიშელის წერილში ვკითხულობთ, საქართველომ უნდა გაწიოს უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. "ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია კომპანიების წარმომადგენლებო, მადლობას გიხდით 7 ნოემბრის ერთობლივი წერილისთვის, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავთ ბატონი ნიკა გვარამიას გასამართლების გამო. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბ-ნი გვარამიას სასამართლო საქმეს, მათ შორის თბილ...
რუსეთმა თურქეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს სირიაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის ჩატარებისგან, რადგან ასეთმა ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს ძალადობის ესკალაცია.- ამის შესახებ სირიის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლავრენტიევმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში დესტრუქციულ კურსს მიჰყვება და ქურთების საკითხის მოგვარება მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის. "რუსეთმა თურქეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს სირიაში სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის ჩატარებისგან, რადგან ასეთმა ქმედებებმა შეიძლება, გამოიწვიოს ძალადობის ესკალაცია, აშშ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში დესტრუქციულ კურსს მიჰყვება და ქურთების საკ...
მტერმა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ 63 რაკეტა ისროლა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ყველაფერს გადალახავს. "დღეს ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა. დიდი მადლობა ევროპარლამენტარებს. კენჭისყრის შემდეგ რუსეთმა ყველას დაუმტკიცა, რომ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი იყო. მტერმა ჩვენი ინფრასტრუქტურის, ენერგობლოკებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ 63 რაკეტა ისროლა. ტრაგიკული შედეგები მივიღეთ. ბევრი დაჭრილი გვყავს. დაღუპულებიც არიან. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. რაც შეეხება ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდებას, ვმუშაობთ, რომ მალე აღვადგინოთ. ყველაფერს განვაახლებთ და ყველაფერს გადავლახავთ, რადგან ჩვენ ...
რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა. - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მოჰყვა. "მასიური გათიშვა მოლდოვაში, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ. მოლდელექტრიკა მუშაობს, რომ აღადგინოს ქვეყნის ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ გან...
სანამ ზოგი მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რაოდენობას ელოდება, უკრაინელები ჩამოგდებული რუსული რაკეტების რაოდენობას ველოდებით. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. "სანამ ზოგი მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებს და გატანილი გოლების რაოდენობას ელოდება, უკრაინელები სხვა რაოდენობას ველოდებით - ჩამოგდებული რუსული რაკეტების რაოდენობას. მიმდინარეობს კიდევ ერთი მასიური თავდასხმა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ გვჯერა NASAM-ის, IRS-T-ისა და ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თა...
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ფოტოს აქვეყნებს. როგორც მერაბიშვილი წერს, დღეს საქართველო ზუსტად ისევე გაიმარჯვებს, როგორც 2003 წელს. "23 ნოემბერი 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ!",- წერს მერაბიშვილი. ცნობისთვის, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. დღეს აქტვისტები, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებისა და რუსული რეჟიმის დასრულების მოთხოვნით, თბილისსა და ბათუმში აქციას გამართავენ. აქციის ორგანიზატორი „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტია". სოციალურ მედიაში გა...
დღეს არის დღე, როდესაც ჩამოშლილი ტერიტორია, იდეით გამსჭვალულმა ადამიანებმა ამბიციურ სახელმწიფოდ აქციეს, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს. მისი თქმით, დღეს არის დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა, რაც "რუსული იმპერიალისტური მიდრეკილებების მქონე ტერორისტულმა სახელმწიფომ ვერ აპატია". "დღეს 23 ნოემბერია, გიორგობა, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღე, რწმენისა და ამ რწმენით გაძლიერების და ბოროტების დამარცხების დღე. დღეს ვარდების რევოლუციიდან 19 წელი გავიდა, დღიდან, როდესაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უძრაობა და ...
ამ რთულ დროში გისურვებთ ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია II-მ განაცხადა და რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. მილოცვვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ : "მის უწმინდესობას კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს თქვენო უწმინდესობავ! ქრისტეში სიყვარულით გილოცავთ თქვენს დაბადების დღეს! ამ რთულ დროში გისურვებთ ჯანმრთელობას და ყველა ღვთაებრივ სიკეთეს. გისურვებთ, ასევე, რომ თქვენი და საერთო ძალისხმევით რაც შეიძლება მალე აღდგენილიყოს სამართლიანობა და მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის, ჩვენს სახელმწიფოებს შორის. უფალმა დაგიცვათ თქვენ და თქვენი სამწყსო! ქრისტესმიერი სიყვარულით".- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუ...
თუ პარტია დაკისრებულ ორ ამოცანას ვერ შეასრულებს, ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ. - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ტვ პირველის ეთერში განაცცადა. მისივე თქმით,ეს ორი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება და პარტიამ უნდა თქვას ახალი სიტყვა პოლიტიკაში. "თუ ჩემი პარტია ვერ შესრულებს და მე პირადად არ შევასრულებ იმ ამოცანას რომელიც გვაკისრია ამომრჩევლების მიმართ, ესაა - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკასიც გვარამიასი, ეს ერთი და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში".- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირ...
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს, 17 წლის ე.ც.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შესახებ. პროკურორის განმარტებით, მკვლელობაში ბრალდებულმა ე.ც.- მ დანაშაულის ის ნაწილი აღიარა, რომელიც ცივი იარაღის გამოყენებას შეეხებოდა. შეგახსენებებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკები...
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, რუსეთმა ომის კონტექსტში უნდა განიხილოს. - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა, უკვე დიდი ხანია, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის. "მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც მორიგი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკას აწარმოებს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. СБУ-ს ცნობით, კიევის უდიდეს...
"ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაიმართება კონფერენცია, სახელწოდებით - “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“. როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწორედ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის მეგობრებმა მიიღეს რეზოლუციები, რომელიც სინამდვილეს აბსოლუტურად არ შეესაბამება. „ამ რეზოლუციის ავტორები კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის ...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, თუმცა, მისივე თქმით, დანაშაულისთვის პასუხი ყველამ უნდა აგოს. როგორც კალაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველა პატიმრის, მათ შორის სააკაშვილის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დაცული იყოს. „ვერ გეტყვით, შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია, პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანს, რომელსაც მიუძღვის ბრალი და აქვს ჩადენილი კონკრეტული დანაშაული კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია არის, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. ჩვე...
დღეიდან "ლეიბორისტულ პარტიაში" იქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი და ვიწყებთ საერთაშორისო არენაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა, მთავრობის წევრთა და სასამართლოს ყველა მოსამართლის - 340 მოსამართლის და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა დასანქცირებაზე მუშაობას, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. ცოტა ხნის გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება "დემოკრატიული მსოფლიოს პოზიციად და მთავარ მოთხოვნად" იქცა, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარისგან "შექმნილი კრემლის მე-5 კოლონის - სახელმწიფო აპარატის ნეიტრალიზაცია ასევე გარდაუვალი ამოცანა" გახდა....
რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების მინისტრი" იური დეგტიარევი, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. - ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დეგტიარევი თანამდებობას 2 თვის განმავლობაში იკავებდა. "ლუგანკის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ხელმძღვანელი, იური დეგტიარევი, ორი თვით დააკავეს ტყეში თაღლითობისთვის“. - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელის...
ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. - ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნანაია მაჰუტამი ავრცელებს. მისივე თქმით, სანქციები ეხება ელიტის 22 წევრს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში უკანონო შეჭრას. "ახალმა ზელანდიამ რუსეთისა და ბელარუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა, სანქციები ეხება მათი ელიტის 22 წევრს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინაში უკანონო შეჭრას და დაჯილდოვდნენ მათი ერთგულებისთვის სიმდიდრითა და გავლენით". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბე...
გათავისუფლებულ ხერსონში, რუსების მიერ მოწყობილი რამდენიმე წამების შენობა იპოვეს. - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. მათივე თქმით, ეს არის ადგილი, სადაც ოკუპანტები ხალხს უკანონოდ აკავებდნენ და სასტიკად აწამებდნენ. "ამას მოწმობს აღმოჩენილი დოკუმენტები, მათ შორის, საოკუპაციო პოლიციის წარმომადგენლების ე.წ. მოწმობები, სამორიგეო განრიგი და ა.შ. გარდა ამისა, ოკუპანტები ელექტროშოკით აწამებდნენ მშვიდობიან მოქალაქებს. საკნებსა და სარდაფებში მყოფი ადამიანების მიმართ გამოიყენებოდა წამების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდები“. - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში ს...
ლუქსემბურგი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. - ამის შესახებ ლუქსემბურგის თავდაცვის მინისტრმა, ფრანსუა ბაუშემ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა მიიღებს მაღალი გამავლობის მრავალფუნქციურ ჯიპებს, არტილერიის ტყვიებს, დრონებსა და ჯავშანმანქანებს. "ლუქსემბურგი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის უკრაინა მიიღებს მაღალი გამავლობის მრავალფუნქციურ ჯიპებს, არტილერიის ტყვიებს, დრონებსა და ჯავშანმანქანებს. ლუქსემბურგი მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭირო იქნება". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ...