საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრემიერს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე დახვდნენ. "ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ნიკოლ ფაშინიანისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა; შედგება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა, რომლის შემდეგაც რამდენიმე დოკუმენტზე ხელმოწერი...
დღეს, 26 იანვარს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. "ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ღარიბაშვილისა და ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. ასევე, დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი განცხადებები",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
"საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება",- ამ სათაურით სტატიას POLITICO აქვეყნებს და მასში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშს მიმოიხილავს. როგორც გამოცემა წერს, "პუტინის ომი უკრაინაში ჰყოფს ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს - ზოგიერთი ქვეყანა უახლოვდება ევროკავშირს, ზოგი კი, მათ შორის საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსეთის ავტორიტარიზმის გზას". POLITICO-ს ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშში აღნიშნულია, რომ "რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააძლიერა ურთიერთობები აღმოსავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასა და მოლ...
ამბობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, ვიდრე „ქართული ოცნება“ - ერთადერთი, სადაც შეიძლება შეიყვანოს ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი ქვეყანა, ეს არის უკრაინის დღევანდელი მდგომარეობა. საზოგადოებამ ამ კუთხით კიდევ ერთხელ უნდა შეხედოს საკუთარ არჩევანს და არჩევანი უნდა გაკეთდეს არა „ომის პარტიის“, არამედ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების სასარგებლოდ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის „უკრაინიზაცია“ მოხდება. „მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე, გავიხსენო 2020 წელ...
ოპოზიციის უთო რომ ჩართო, დილიდან საღამომდე ისმის ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს პანიკურობაზე, რომელიც სუფევს ოპოზიციის რიგებში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნებამ ოპოზიცია „სრულ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო". „პრინციპში, ამისთვის აქვთ მათ ძალიან კარგი მიზეზი და საფუძველი. მინდა გავიხსენო, რით დასრულდა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში. ასევე 2018 წელს მისი დაბრუნება პოლიტიკაში. გახსოვთ, 2011 წელს საკმაოდ მყარად იყო მათი შეხედვით „ნაცმოძრაობა“ და არაფერი ემუქრებოდა მათ პოზიციებს. გაგრძელდებოდა ტელევიზიების მიტაცება...
2016 წელს იყო მცდელობა, რომ საზოგადოებისთვის „არანაცმოძრაობად“ შეესაღებინათ „ევროპული საქართველო“ - არ გამოუვიდათ; შემდეგ იყო 2020 წელს მცდელობა, „ლელო“ შეესაღებინათ „არანაცმოძრაობად“ და არ გამოუვიდათ; 2021 წელს იყო მცდელობა, გახარია შეესაღებინათ ასეთ სუბიექტად და ესეც ჩავარდა. სამი ჩავარდნილი მცდელობა უკვე არის სახეზე, მეოთხე მცდელობაც ასევე ჩავარდება და დიდი რესურსი ამ გეგმას არ აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აქვს „ძალიან კარგი სასტარტო პოზიცია" იმისთვის, რომ 2024 წლის საპარალემენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. &b...
მაქსიმალურად ვერიდებით ამ თემაზე საუბარს. ეკლესიას თვითონ აქვს საშუალება, რომ დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერი შემოტევისგან, მაგრამ როდესაც თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს, მგონი, ჩვენი ჩარევაც აუცილებელია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, იმას, რაც სამების საკათედრო ტაძარში მოხდა, პოლიტიკური საფუძველი აქვს. „იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. ყველაფერი დაიწყო შობის დღესთან დაკავშირებული განცხადებებით. მაინც და მაინც იმ დღეს გაახსენდა გიორგი კანდელაკს, რომ სტალინის გამოსახულებით იყო ხატი განთავსებული სამების ტაძარში. რა თქმა უნდა, სპეციალურად დაამთხვიეს განცხადე...
ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განცხადებით, "მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა", მის მიერ დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს. "დიდი მადლობა საზოგადოებრივი მიმართვის ყველა ინიციატორსა და დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს. კიდევ ერთხელ, ჩემი მთავარი ამოცანა, საკუთარ თავზე მეტად, ჩვენი ხალხის დახსნაა. მინდა შევახსენო ყველას, რომ ძალა ერთობაშია და ჩვენ ძალიან ბევრი ვართ. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, აქ ვარ თქვენ შორის და თქვენთან ერთად. ძალიან მიყვარხართ! P.S. და კიდევ, ინგა გრიგოლიამ დასვა კითხვა, კი მაგრამ, თუ პრეზ...
კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ და მონაწილეობდნენ არაადამიანურ მოპყრობაში, ძალადობაში, უნდა მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, "ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა უკრაინამ უნდა დაიწყოს". “დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირი იღებს რეზოლუციას და წერია, რომ კონკრეტული ადამიანი არის პოლიტიკური პატიმარი. ეს შემთხვევა არის პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით. ასევე, უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო წარმომ...
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „იბრძვიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა კი, მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია“. დედაქალაქის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აგებს. „ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და კარგად ვიცით, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქართულ პოლი...
უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არც ერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „კურიერი P.S.”-ს განუცხადა. კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის ამოცანაა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გაზარდოს. „უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე, არ ჩატარებულა არცერთი სოციოლოგიური კვლევა, სადაც არ გვქონდა 55 პროცენტზე მეტი. ეს არის რეალური მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ის მხარდაჭერა, რომელიც არის საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, 9 თვე არის დიდი დრო, არჩევნებამდე არის დარჩენილი საკმაოდ დიდი ...
საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა. ჩვენ ბუნებრივად, გეოგრაფიულად ვაკავშირებთ ერთმანეთს ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს და ჩვენი სურვილია, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. ამისთვის საჭიროა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ანაკლიის პორტის განვითარება, სხვადასხვა პროექტები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმებული აქვს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასთან და „როდესაც საქართველოსთან ამ შეთანხმების გაფორმებას უწოდებ ცუდ საქმეს, სპეკულაციაა". „ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და მ...
უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა. ეს ქმნის თანამშრომლობის ძალიან კარგ პოტენციალს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბარი მათ შორის ანაკლიის პორტსაც შეეხებოდა. "ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანა მოდერნიზაციის, ეკონომიკური პროგრესის კუთხით. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ჩინეთს ეკონომიკური თვალსაზრისით, უდიდესი პროგრესი ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენთვის ჩინეთი არის სამაგალითო ქვეყანაც. ეს ქმნის რა თქმა უნდა, თანა...
უახლოეს პერიოდში, მე მჯერა, რომ განხორციელდება ძალიან ადეკვატური გადაჯგუფება ოპოზიციურ ველზე სადაც, შედგება ღირებულებათა კავშირი და ბევრ საქართველოს მოქალაქეს დაუბრუნდება რწმენაც და დაუბრუნდება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობაც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც მელია აღნიშნავს, საქართველოში გაცილებით მეტი მოქალაქეა, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და "ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება აღარ სურს". "ბუნებაში არ არსებობს ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში ან მის დაწყებამდე იტყვის, რომ მას არ აქვს შანსი გამარჯვების. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში ბევრი შევთანხმდებით, რომ ცხოვრობს გაიცლებით მეტი ოპოზიც...
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვაზე, რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ 60 პროცენტს აიღებს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე მიუთითებს ბოლო პერიორდში ჩატარებული კვლევები. „ნახეთ ნებისმიერი კვლევა, თანაფარდობა „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და ნახავთ, რომ ზუსტად ამ თანაფარდობის ამსახველია. ყველა კვლევა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა, აჩვენებს ზუსტად ამ ტენდენციას, თანაფარდობას. რა ჰგონია ოპოზიციას, ეს მიკვირს. რას სთავაზობს ოპოზიცია ქართველ ხალხს? რა მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს – მოუტანა ეკონომიკური წინ...
როდესაც საუბარია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, ეს არის ერთგვარი დისკრიმინაციული მდგომარეობა იმიტომ, რომ ის არის პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან შედარებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არის "იმ სისტემის შემოქმედი, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული იყო ადამიანების წამებასთან ციხეებში". „წესით და რიგით, ალბათ ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში, თუმცა არის სხვადასხვა ფაქტორი, რის გამოც შესაბამისი უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას მისი პრივილეგირებულ მდგომარეობაში დატოვების თაობაზე. ამას აქვს თავისი ობიექტური...
მივმართავ სახალხო დამცველს, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ქართული ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით გამორჩეული ადამიანი, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს - იმედი მაქვს, რომ მას ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება ექნება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ აღნიშნა, პარლამენტს აქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა, ამიტომ, „მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი“. „ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ...
ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. „მთელი ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვსაუბრობდით განსაკუთრებულ როლზე საქართველოსი, როგორც დამაკავშირებლის ევროპისა და აზიის. ვინ არის ევროპა და ვინ არის აზია? ევროპა, ცხადია, არის ევროკავშირი და აზია არის, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრო...
ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ იცის მთელმა მსოფლიომ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის საქართველოს და უკრაინის სრულ გამარჯვებამდე იბრძოლებს. "ის, რომ მე პოლიტპატიმარი ვარ იცის მთელმა მსოფლიომ. გამასამართლეს და მასამართლებენ თავიდან ბოლომდე თითიდან გამოწოვილი, გამოგონილი ბრალდებებით. მე კარგის გარდა არაფერი გამიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის. მასამართლებენ იმისთვის, რომ საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გავიტანე, ქვეყანა კრიმინალისა და სიღარიბის ჭაობიდან გამოვიყვანე, გავანათე და სახელმწიფო ჩამოვაყალიბე. მასამართლებენ იმისთვის, რომ 2008 წელს არ გავიქეცი და სახელმწიფო შევინარჩუნე. ა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. "განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა &...