გერმანიამ ოთხშაბათს ჩამოაყალიბა გეგმა მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ, ამ ნაბიჯით გერმანია ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდება, რომელშიც მარიხუანის მოხმარება ლეგალური იქნება. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, კალ ლაუთერბახის თქმით 20-დან 30 გრამამდე რეკრეაციული კანაფის პირადი მოხმარებისთვის შეძენა და ფლობა ასევე ლეგალური გახდება. რეგიონის ბევრმა ქვეყანამ უკვე მოახდინა კანაფის ლეგალიზება შეზღუდული სამედიცინო მიზნებისთვის, მათ შორის გერმანიამ 2017 წლიდან. სხვებმა მოახდინეს მისი ზოგადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია, თუმცა არ აძლევდნენ ლეგალიზებას. დოკუმენტის მიხედვით, კერძო თვითკულტივირება შეზღუდული იქნება. უკანონო საქმეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება და ს...
მინდა, არასამთავრობოები დავამშვიდო, ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას. - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, ლევან მურუსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ისინი ხშირად, ეთიკის ნორმებს არღვევენ მოსამართლეებთან მიმართებაში, გამოხატავენ უპატივცემულობას და არიან უზრდელები "ბუნებრივია, მე, ბატონი დიმიტრი და ზოგადად იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეიარაღებულ თავდასხმებს ნამდვილად არ ვაპირებთ და ამიტომ, მინდა, არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, რომ შეშინებული ნუ იქნებიან. დღეს იმდენჯერ ატრიალეს სიტყვა თავდასხმა, რომ რაღაც შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ და ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას. რასაც ვაპირებთ, ...
საქართველო მიდის თავისი გზით, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიცია პოპულიზმით, დაძაბულობის შემოტანითა და უარყოფითი აურის შექმნით არის დაკვებული. "მათი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი, მხოლოდ და მხოლოდ დაძაბულობის შემოტანა, მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი აურის შექმნა ყველგან და ყველაფერში. თუ ისევ პრაქტიკას მიჰყოფენ ხელს, რომ სადღავ ჩუმად უნდა შეაცურონ რეზოლუციაში რამე ჩანაწერი, ამის ოსტატები ესენი არიან და რამდენიმე დაოსტატ...
ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკრაინაში ომი. ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის ომი ბევრ სფეროზე აისახება და ამას შესაბამისი ადეკვატური გამკლავება სჭირდება. „ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი და ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახა...
გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ასევე ნატო-ს წევრი, ჩვენ ამას ქმედებით დავამტკიცებთ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერთან, ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა ევროკავშირის მიერ გაწერილ 12 რეკომენდაციაზე მუშაობს, სადაც მმართველმა პარტიამ "კარი გაუღო ყველა აქტორს, მათ შორის არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციურ პარტიებს". "ძლიერად ვაფასებთ, ბატონო პრემიერო, თქვენს მხარდაჭერას. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი და ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენთვის.&nb...
ბრიუსელში მიიღეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას და არა საქართველოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ორბანის თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. "ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც საუბრისას შევეხეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებასა და მისი წევრობის სურვილს ეხება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოაცხადეს ბრიუსელში. დისკრიმინაციული იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული მორალურად. ეს არის საზიანო გადაწყვე...
მატარებელი დაიძრა, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოლოდველი ოლიგარქებისთვის, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკისთვის სანქციების დაწესებას. როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები უკრაინამ დაასანქცირა, "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე და ექსპრემიერი სანქციებს ამჯერად ევროკავშირისა და აშშ-სგან უნდა ელოდოს. "პლახოტნიუკი დიდი ხანია არ არის მოლდოვაში და ის არ მართავს ქვეყანას არაფორმალურად, მაგრამ მიუხედავად ამისა, აგერ, მოჰყვა ამ სიაში, რაც ნიშნავს, რომ არავინ არ გაეკარება მას არც ფინანსურად, არც ეკონომიკურად. მასთან ურთიერთობას ...
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას "ტვიტერზე" ეხმაურება. "ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?" - წერს იან კელი. ცნობისთვის, უნგრეთში ვიზიტით მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ვიქტორ ორბანმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დედაქალაქ ბუდაპეშტში გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო.
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისგან აშორებს და ქვეყნის დემოკრატიას ასუსტებს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრაისის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. "ჩვენ ღია ვართ საქართველოს მთავრობასთან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გაძლიერების აუცილებლობის შესახებ. დემოკრატიის უკუსვლა, რომელიც ჩვენ დავინახეთ და რომელზეც ბოლო დღეებში ვისაუბრეთ, საქართველოს მის გაცხადებულ მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - აშ...
დღეს დილითვე მივიღე გამოძახება მურუსიძის სასამართლოდან 3 ნოემბრის პროცესზე. - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,საარჩევნო კლიპში მურმან ლებანიძის ლექსის თქმის გამო, 50 ათასი ევროთი უნდათ დააჯარიმონ. "როგორც კი წუხელ ვამხილეთ ივანიშვილი დავით გარეჯის გაყიდვასა და აზებაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან მუხრანის შატოში საიდუმლო სერობის გამართვაში, სადაც ამ საკითხთან ერთად გადაწყდა ენერგომატარებლებიდან კლანებს შორის მილიარდების ახლებური გადანაწილება.დღეს დილითვე მივიღე გამოძახება მურუსიძის სასამართლოდან 3 ნოემბრის პროცესზე, სადაც უნდა დამაჯარიმონ 50 ათასი ევროთი რადგან პარტიის საარჩევნო კლიპში ვთქვი მურმან ლებანიძის ...
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მათივე თქმით, ამჯერად მიზეზი ირანში საპროტესტო აქციის მონაწილეების დარბევაა, რომელსაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებაც მოჰყვა. "„შავ სიაში“ მოხვდა ევინის ციხის ხელმძღვანელი, სადაც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ძირითადად პოლიტპატიმრები იმყოფებიან". - ნათქვამია განცხადებაში. ირანში საპროტესტო აქციები თვეზე მეტია გრძელდება. პოლიციელების წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციებს სულ მცირე 201 ადამიანი, მათ შორის 23 ბავშვი ემსხვერპლა. ცნობისთვის, საქმე ეხება 22 წლის მაჰსა ამინს, რომელიც ირანში ჰიჯაბის ტარების კანონების დარღვევისთვის დააპატიმრეს, რის შემდეგაც იგ...
პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ტერორისტულად აღიარებს. - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. მათივე თქმით, დოკუმენტს მხარი ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. "2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინასთან სასტიკი ომი წამოიწყეს, რომლის მიზანიც სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და უკრაინელი ერის განადგურებაა". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდე...
უკრაინა გახდა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს ქვეყნების მისამართით განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას იყენებს. „ახლა აშშ ტუმბავს უკრაინაში იარაღს, მათ შორის მძიმეს, უგულებელყოფს კიევის რეჟიმის განცხადებებს ბირთვული იარაღის მიღების სურვილის შესახებ. ასევე იგეგმება ეგრეთ წოდებული "ბინძური ბომბის" გამოყენება პროვოკაციებისთვის". - ნათქვაია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აკეთებს პირდაპირ რუსულ საქმეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შორეული პერსპექტივაა. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს. "ევროპაში ჩადიან და იქ ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოს, ხოლო საქართველოში როცა ჩამოდიან, ამბობენ, რომ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს. ერთიც და მეორეც, ჯამში, გახლავთ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები... რუსული საქმეა, როდესაც შენ საერთაშ...
რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, ქალაქში ისმის აფეთქებების ხმა და რამდენიმე ადგილზე ხანძარია. "რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში განახორციელეს, ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ელექტროსადგურში და ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღ...
პირველი იანვრიდან ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფს ერთნაირი შეფუთვა ექნება. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, სიგარეტის სადა შეფუთვის რეგულაცია არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა თამბაქოს კონტროლში დაწესებული ამოცანები, რომელსაც ქვეყანა ამდენი ხანი წარმატებით ართმევს თავს და რომელიც ასახულია საკანონმდებლო დოკუმენტებში, ბოლომდე შესრულდეს. „რაც შეეხება სადა შეფუთვას, მთავრობის დადგენილება გამოცემულია, რომელიც აზუსტებს ტექნიკურ მოთხოვნებს, თუ რას ნიშნავს სადა შეფუთვა. ამოქმედების ვადა პირველი იანვარი. რაიმე საფუძველი, რომ გადავადებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს, პირიქით, ტარდება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა მონაწილე მხარის ჩ...
"ქართულ ოცნებას", ოლიგარქიას, ბიძინა ივანიშვილს უნდათ, რომ პრეზიდენტი იყოს ხის ცხენი, როცა დასჭირდებათ შეაგორონ და როცა დასჭირდებათ გამოაგორონ უკან, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო. როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელობა აქვს დაკარგული. „საქართველოში, სამწუხაროდ, გაფორმებულია არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა და მათ მიერ არჩეულ სახელმწიფო მეთაურსაც - პრეზიდენტსაც არანაირი მნიშვნელო...
არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნებიდან" ვიღაცები მიდიან და "ხალხის ძალა" არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის არ აქვს, - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებასთან არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირთან მიმართებაში პროპაგანდას უწყობდეს ხელს. "რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ და უთხრე...
ფაქტები არის ჯიუტი. საქართველო ყველგან, ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე პოზიციაზე, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებას, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა, მათ შორის მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების შეჩერებამ, უკუსვლა გამოიწვია. ღუდუშაურის აზრით, "რაღაც უკუსვლაზე" საუბარი დამაზიანებელია. "ფაქტები არის ჯიუტი. თუ ჩვენ ამოვიღებთ ციფრებს საქართველოს რეფორმების კუთხით, მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში, მაგალითად მოლდოვასთან მიმართებაში, დავინახავთ, რომ სურათი არის შემდეგი - საქართველო ყველგან, ყველა პოზიციაში არის დომინანტი და მოწინავე პოზიცია...