ლომჯარია: 5 ივლისის შემდეგ ჟურნა...

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მედიის წარმომადგენლების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება. ომბუდსმენის შეფასებით, 5 ივლისის შემდეგ  ჟურნალისტების შეურაცხყოფას ყოველდღიური ხასიათი აქვს, რაც საგანგაშოა. "საგანგაშოა ბოლო პერიოდში ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისა, ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევების ზრდა, რამაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდგომ, ფაქტობრივად ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოება უკიდურესად პოლარიზებული და განსხვავებული აზრის მიმართ კიდევ უფრო შეუწყნარებელი გახდა, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეკისრებათ. სამწუხაროდ, მსგ...

რიკ დემსი - ვინმეს თუ აქვს აღქმა...

"ვინმეს თუ აქვს აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის მედიის თავისუფლების წინააღმდეგ, ამის წინააღმდეგი ვიქნები. სიტყვის და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს საქართველოში დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს. „5 ივლისს მომხდარ მოვლენებს დღეს და ხვალ განვიხილავ შეხვედრებზე. ვინმეს თუ აქვს აღქმა, რომ ხელისუფლება მიდის ჟურნალიზმის თავისუფლების წინააღმდეგ, ამის წინააღმდეგი ვიქნები, რადგან ეს ნიშნავს რომ სიტყვის თავისუფლება და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არის განსხვავება, მაგრამ ამ წუთას არ...

რიკ დემსი- ეცადეთ დეპოლარიზებას ...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკ დემსის განცხადებით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა შემცირდეს და ის უნდა გაკეთდეს, რაც ხალხს აღელვებს. პოლიტიკა სწორედ მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვისაა. მისივე თქმით, პოლიტიკა პირად საკითხად არ უნდა იქცეს.  "თავიდანვე მინდა, ვთქვა, რომ იშვიათად მინახავს პოლიტიკური გარემო, რომელიც ასე პოლარიზებულია, სადაც გარკვეულწილად ეს პირადიცაა. ამიტომ, პირველი გზავნილი, რაც მინდა, გითხრათ, თუმცა ეს პირადი მოსაზრებაა, როგორც ევროპის საბჭოს ასამბლეის პრეზიდენტის, შეგიძლიათ, პოლიტიკოსებმა დაიწყოთ საქმის კეთება, ისაუბროთ პოლიტიკაზე და არ აქციოთ ის პირადულად, რადგან სწორედ ეს შთაბეჭდილება მრჩება. შესაძლოა, ვცდებოდე. შეა...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამ...

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი საქართველოშია.  მან ოფიციალური შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო და ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ხვდება, შემდეგ კი დაგეგმილია შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის წევრებთან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, რიკ დემსთან ყურადღებას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე გაამახვილებე. კერძოდ, კი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე, მოსამართლეების დანიშვნასა და საარჩევნო რეფორმაზე.  ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა, იუსტიციის და შს მინისტრებთან. რიკ დემსის ვიზიტი საქართველო...

სანდრო თუ ლექსო - მამუკა მდინარა...

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია, კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობა TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. "გავა ექვსი თვე და სამწუხაროდ, შეიძლება, არცერთმა მათგანმა, როგორც დღეს გაყალბებულ არჩევნებს არ ახსენებენ, არ ახსენონ, აღარ ახსენონ სანდრო ლაშქარავა. იმიტომ, რომ მათთვის, რაც არ უნდა ჩემთვის რთული სათქმელი იყოს, ეს მხოლოდ ხერხია, იარაღია, მათი ამორალური კამპანიის ნაწილია, მათი მიზნის მიღწევის საშუალებაა, მათი სახეა ეს კამპანია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიას და ოჯახის ტრაგედიას იყენებენ მათი, ძალიან ცუდი, არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ, ბინძური პოლიტიკური მიზნე...

სანაია ღარიბაშვილზე - ყველა რეგუ...

ტელეკომპანია "ფორმულას" წამყვანი ჟურნალისტი ვახო სანაია, პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ "უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება" "ტიპმა ყველა რეგულაცია პირადად თვითონ ისე მოხსნა, ვაქცინაცია 2 პროცენტზე იყო ქვეყანაში. ჩვენ დაგვაბრალა, ხალხო, თავისი დანაშაული. ეს რა უტიფარია ! აღარ ვიცი,  როგორ ვიკავებ თავს, ის არ ვთქვა, რაც ეკუთვნის. ჯერ უაზრო რეგულაციებით და მერე ასევე უაზროდ ხან დაკეტვით, ხან გახსნით დედა უტირეს ქვეყანას, ეკონომიკა და უამრავი ადამიანი შეიწირეს იმის გამო, რომ ვაქცინა ვერ შემოიტანეს და ახლა ამ ადამიანების სიკვდილს ჩვენ გვაბრალებს.  ...

ნონიაშვილი: ხელისუფლება დროშის დ...

ევროპული საქართველოს ანტიკორუფციული ქსელის ხელმძღვანელი გიორგი ნონიაშვილი, ევროკავშირის დროშის წინააღმდეგ პუტინისტური ჯგუფების მიერ ახალი კამპანიის წამოწყებას ეხმაუება.  ნონიაშვილის თქმით, დროშის დაწვა მიუთითებს იმაზე, რომ ამ რადიკალური ჯგუფების მთავარი სამიზნე ქვეყნის დასავლური არჩევანი და ევროინტეგრაციაა. ნონიაშვილი პარლამენტის ახალ კანონპროექტსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს. ნონიაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დროშის დაწვას კი არ უნდა ებრძოდეს, არამედ ძალადობას და უკონტროლო აგრესიას, რომელიც თავად მათ მიერ არის წახალისებული. "დროშის დაწვა სწორედ იმაზე მიუთითებს, თუ რა არის მათი სამ...

მდინარაძე დეკანოიძეს - თქვენ წა...

თქვენ წარმოადგენთ იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისგანაც ზიზღის კამპანიაზე საუბარი ამორალურია, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს. მდინარაძის თქმით, რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია, თუმცა ასევე ამორალური კამპანიაა კახა კალაძისთვის დაბრალება ყველაფრის, რაც შესაძლოა, არჩევნებამდე მოხდეს. „თქვენ ვერ ამჩნევთ თქვენი ტელევიზიის დირექტორის დედის გინებას პირდაპირ ეთერში, თან ძალიან ფართო სპექტრის მიმართ, მაგრამ ამჩნევთ ვიღაცის გაკრულ პლაკატს, რომელიც ერთ დღეში იდენტიფიცირებულია, თავადაც აცხადებს ამას, ოღონდ ახლა რაც არ უნდა მოხდეს, ვინაიდან ასე გაწყობთ, თქვენი ეს ნეგატიურ...

პარტნიორი ქვეყნის სიმბოლიკის დაზ...

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ბიურომ იმსჯელა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი და ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, მის წინ ან შენობაში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით. ცვლილებებით განისაზღვრე...

არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის რადი...

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება. თალაკვაძის თქმით, თუ ეს ასე არ არის, მაშინ მოუწოდებს ოპონენტებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ.  "ოპოზიცია გაურბის პარლამენტში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ასევე, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი წინასწარ ემზადება არჩევნების დისკრედიტაციისთვის. თუ ეს ასე არ არის, მათ მაშინ მონაწილეობა უნდა მიიღონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცებაში, ვინაიდან ეს არჩევნები ყველაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი წინა არის დამოკიდებული წესებზე და იმ რეგულაციებზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. კიდევ ერთი ცდ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ინფიცირებუ...

​პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელს რუსთაველზე გამართულ აქციებს უკავშირებს და ამბობს, რომ აქციების შემდეგ რაოდენობა გაორმაგდა. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აქციებს "უაპსუხისმგებლო" უწოდა.  პრემიერმა მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველა აქტივობას და შეკრებას. „ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა. აქვე მინდა, აღვნიშნო და სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმედღიანი უპასუხისმგებლო აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ პრაქტიკულად ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება მოხდა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო...

პარტნიორი ქვეყნების სიმბოლიკის დ...

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოების დაზიანებაზე სანქციებს აწესებს. კანონპროექტის ინიციატორები არიან როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგებლები. კერძოდ, კახა კუჭავა, ალექსანდრე ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და  ბადრი ჯაფარიძე. კანონპროექტის მიხედვით, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა, რომლის წევრიც არის საქართველო, ასევე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვა, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე...

პარლამენტი კანონპროექტის განხილვ...

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც შეზღუდვების გამო დაჯარიმებული პირების სანქციებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. საკითხს დღეს დილიდან ადამიანის უფლებათა დაცვის, ხოლო შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტები განიხილავენ. არ არის გამორიცხული მასზე რიგგარეშე სხდომაზეც იმსჯელონ. საუბარია 245 ათასზე მეტი მოქალაქისა და 344 იურიდიული პირის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებაზე - ჯარიმის საერთო თანხა, დაახლოებით, 76 მილიონს შეადგენს. მმართველი გუნდი ინიციატივის მიზეზად პანდემიით გამოწვეულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

ხალხი დამიჯარიმეს, პლაკატები ჩამ...

For.ge-ს რედაქტორი და მოძრაობა "დავასრულოთ" დამფუძნებელი გიორგი იაკობაშვილი მისი მოძრაობის წევრების დაჯარიმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. იაკობაშვილი დედაქალაქის მერიას მიმართავს და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. "ხალხი დამიჯარიმეს. პლაკატები ჩამომიხსნეს. ლამის ხალხის მტრად გამომაცხადეს... და ეს ყველაფერი გააკეთეს ერთ დღეში! ერთ დღეში!!!!!! ხელისუფლებას ასე ოპერატიულად მაშინ რომ ემოქმედა, რუსთაველი ნაგვით, კარვებით და რურუას და მიშას პლაკატებით, რომ გაავსეს, ცუდი არ იქნებოდა!!! ცუდი არ იქნებოდა კი არა, ტუალეტად, საპირფარეშოდ, ჩეჩმად და უბორნიად აქციეს იქაურობა. ის არ ამახინჯებდა, ხომ, ქალაქის იერსახეს?! თბილისის მერი...

მერიის ინფორმაციით, სიძულვილის ე...

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა 2 პირი, რომლებმაც დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები გააკრეს.  როგორც ფორმულას მერიაში განუცხადეს, პლაკატების უმეტესობა გუშინ ჩამოიხსნა, თუმცა თბილსერვის ჯგუფი ამოწმებს სხვა ქუჩებსაც.  მარიაში ამბობენ, რომ იდენტიფიცირებული პირები დაჯარიმდებიან. თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა.  პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე. უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და ...

კელი დეგნანი - ეს სიცოცხლის გადა...

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეს 500 000 დოზა მეგობრობის ნიშნად ქართველი ხალხისთვის საჩუქარია ჯო ბაიდენისგან და აშშ-ის მთავრობისგან, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან "ფაიზერის" 500 000 დოზის საქართველოში ჩამოტანასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. „მოხარული ვარ, რომ შევძელით ეს სიცოცხლის გადამრჩენი ვაქცინა გადმოგცეთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. აშშ პანდემიის დაწყებისთანავე მხარს უჭერდა ქართველების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ძალისხმევას. ახლა კი ჩვენ შეგვიძლია მოგამარაგოთ იმ ერთადერთი რამით, რასაც ნამდვილად შეუძლია შეებრძოლოს ამ გლობალურ პანდემ...

„გირჩი მეტი თავისუფლება“ თბლისში...

„გირჩი მეტი თავისუფლება“ თბლისში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს, ხოლო ვიცე-მერის კანდიდატს თავად დააყენებს. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე წერს. „2 ოქტომბრის არჩევნებისთვის თბილისში შეთანხმებაზე: ყველა კვლევით ერთმნიშვნელოვნად ჩანს რომ თბილისში მერობის კანდიდატად დადგომის შემთხვევაში მეორე ტურში გადასვლის შანსი არ მაქვს. ერთადერთი მიზეზი რის გამოც ეს გადაწყვეტილება შეიძლება მიმეღო, „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ხმების მაქსიმალური მობილიზაციაა. თუმცა, მე მჯერა რომ ჩვენ ამას ისედაც შევძლებთ - დამოუკიდებელი და გამორჩეული კამპანიით, ისე როგორც ეს შარშან გავაკეთეთ. ასევე მჯერა რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ...

ოპოზიციის მერის საერთო კანდიდატი...

ოპოზიციამ თბილისის მერის საერთო კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ - დროას ლიდერი ელენე ხოშტარია წარადგინა. ნიკა მელიას თქმით, ენმ თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის არცერთ უბანში არ დააყენებს მაჟორიტარ კანდიდატებს და მხარს საერთო კანდიდატებს დაუჭერს. ამ დროისთვის უკვე ცნობილია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი - მათ მოქმედი მერი კახა კალაძე 20 ივლისს, ოფიციალურად წარადგინეს. თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც ხელი ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა მოაწერა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს ი...

ღარიბაშვილი 5 ივლისზე: ქუჩაში თუ...

"სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე. როგორც ტელევიზიაზე, ისე ბიზნესზე, მოქალაქეზე - ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა". – ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციისას განვითარებული მოვლენების შესახებ.  ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხ...

ირაკლი ღარიბაშვილი - კოლექტიური ...

ჩვენს კანდიდატს თბილისში, არც ერთ ქალაქში, არც ერთ მუნიციპალიტეტში არ ეყოლება ალტერნატივა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, როგორც დედაქალაქში, ისე ყველა ქალაქში, დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „ნაციონალურ მოძრობას", კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", ვინაიდან სხვა პარტიები, როგორც ვუყურებთ, აღარ ჩანს, არავითარი დღის წესრიგი არ გააჩნიათ, გარდა ერთისა, რომ ქვეყანაში იყოს მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რასაც თქვენ ვერ ეღირსებით, ეს ერთი მინდა იცოდეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.