„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოში რუსული გავლენების აგენტების რეესტრს“ ქმნის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეესტრში შეიყვანენ ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს და ორგანიზაციის წევრს, რომელიც ფინანსდება რუსეთის მიერ და მათი პოლიტიკური საქმიანობის მიზანი საქართველოში რუსული გავლენების გაზრდაა. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი“ წარმოადგენს დასავლური ღირებულებების სრულ უგულებელყოფას და რუსული გავლენების გაძლიერებას საქართველოში. ამ კანონის მიღება და ინიცირება არის...
როდესაც საქართველოს მთავრობამ დაინახა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებით საქართველო დიდი ალბათობით მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ახლა ამას აკეთებენ სპეციალურად, რომ ეს პროცესი ააფეთქონ, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი ოკუპანტსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ქვეყანას სხვადასხვა ტიპის დახმარებას უწევენ, ერთ სიბრტყეში აყენებს. "ამ კანონპროექტზე ყველა საუბრობს. ამ კანონპროექტის მთავარი პრობლემა რაშია, იცით? როდესაც საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ დაინახა და მიხ...
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, მუდმივი ინვალიდობისა ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Amnesty International-ი და Human Rights Watch-ი ავრცელებენ. ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებას არ ჰქონია რეაგირება ორგანიზაციების შეშფოთებაზე, რაც მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი გაგზავნილ ერთობლივ წერილში გამოთქვეს. „მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შეიძლება წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახავ მოპყრობას ...
სამი ოპოზიციური პარტია "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი", გირჩი - მეტი თავისუფლება" და 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფის წევრები კამპანიას, სახელწოდებით "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის" იწყებენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, კამპანიის მიზანია, გამოხატოს ქართველი ხალხის ნება, რომ საქართველო ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას ირჩევს. "24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფი შემდგომ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ კამპანიას - "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის". ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონში, ჩავა ევრ...
გუდაურში რუსულენოვან ტურისტებთან დაპირისპირების საქმეზე, სამოქალაქო აქტივისტის, ცოტნე ჯაფარიძის საქმეზე გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს გამოაცხადა. მოსამართლე რეზო ნადოიმ ცოტნე ჯაფარიძე სამართალდამრღვევად გამოაცხადა და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. "ცოტნე ჯაფარიძე ცნობილი იქნას სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის წვრილმანი ხულიგნობა პირველი ნაწილით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე გამოეცხადოს სიტყვიერი გაფრთხილება", - განაცხადა მოსამართლემ. ცოტნე ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ლოგიკური უწოდა, ვინაიდან მოცემ...
ოკუპანტების მიერ წარმოებულ ომს ქალაქ ბახმუტში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი ნარმანია შეეწირა. ინფორმაციის თანახმად ქართველი მებრძოლი დანაყოფთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილში იბრძოდა. ინფორმაციის თანახმად ქართველი მებრძოლი დანაყოფთან ერთად ყველაზე ცხელ წერტილში იბრძოდა, აქედან გამომდინარე მისი ცხედრის გამოტანა ფრონტის ხაზიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება. გიორგი ნარმანია, რიგით 37-ე ქართველია, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ ომს ემსხვერპლა.
ევროკავშირის ელჩი საუბრობს, რომ ეს ორივე კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეხვედროს შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, თუ არსებობს სურვილი იმისა, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს 12 პუნქტს ან ევროკავშირთან მიმართებაში შეიქმნას პოზიტიური დღის წესრიგი, რუსული კანონპროექტი პარლამენტიდან სასწრაფოდ უნდა გავიდეს. „ევროკავშირის ელჩი ლაპარაკობს ევროკავშირის სახელით, ისევე როგორც ბორელის პრესსპიკერი ლაპარაკობს ევროკავშირის სახელით. მათი ძალიან მყარი პოზიციაა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის ეს...
გერმანია გაზრდის საბრძოლო მასალის წარმოებასა და იარაღის შეკეთების შესაძლებლობებს, რათა უკეთ დაუჭიროს მხარი უკრაინის ბრძოლას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია გარდა იმ იარაღებისა, რომელებიც თავად მიაწოდა უკრაინას, ამასთან ერთად უზრუნველყოფს იმ საბრძოლო მასალის მიწოდებსა, რომელიც ხელმისაწვდომია აღმოსავლეთ ევროპაში. „უკრაინის ერთწლიანმა მხარდაჭერამ ასევე მოგვცა ცოდნა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავრწმუნდეთ, რომ ასევე არის საკმარისი მარაგი, სათადარიგო ნაწილები, რომ შევქმნათ ომში გამოყენებული იარაღის სარემონტო შესაძლებლობები, უკრაინის გარეთ მდებარე ადგილებში ჩვენ უზრუნველვყოფთ საბრძოლო მასალის ...
ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა, - ამის შესახებ ჩინეტის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა, აქედან გამომდინარე ქვეყნებმა უნდა გამოიჩინონ პატივისცემა უსაფრთხოებისადმი და დავიწყებულ უნდა იქნას ცივი ომი. „ჩინეთის პოზიცია უკრაინაში კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა. ჩინეთის პოზიციის არსი არის მშვიდობისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობა. ჩვენ უნდა მივყვეთ პოლიტიკური მოგვარების მიმართულებას, დავივიწყოთ ცივი ომის მენტალიტეტი, პატივი ვცეთ უსაფრთხოების სფეროში ყველა ქვეყნ...
ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ ეს ინიციატივა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკმა რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსული კანონპროექტი წინააღმდეგობაშია 12 რეკომენდაციიდან მინიმუმ 2-თან, აქედან გამომდინარე ის იტოვებს იმედს, რომ ინიციატივა არ დამტკიცდება და არ მიიღებს კანონპროექტის სახეს. "შეშფოთება გამოითქვა არა მხოლოდ ჩემ მიერ, არამედ ელჩების მიერ, რომლებიც საქართველოში არიან. ძალიან ღია აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან...
ხერსონის ოლქის 70 000-ზე მეტმა მცხოვრებმა რუსული პასპორტი მიიღო, - ამის შესახებ ვლადიმერ სალდო აცხადებს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ რეგიონის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დასაქმებულთა რაოდენობას ზრდის და მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში პასპორტების გაცემის ზრდას 150 000-მდე ელოდებიან. „70 ათასზე მეტი რუსული პასპორტი ხალხზე უკვე გაიცა. კიდევ ბევრი აპლიკაციაა. ახლა შსს-ს ორგანოები, რომლებიც ამ საკითხს ეწევიან, დასაქმებულთა რაოდენობას ზრდიან. ჩვენ ველით, რომ 150 000-მდე პასპორტი გაიცემა მომდევნო ორ-სამ თვეში“, - განაცხადა სალდომ ტელეკომპან...
ფინეთის პარლამენტმა ქვეყნის ნატო-ში შესვლის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ფინელმა კანონმდებლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას და მოახდინეს რატიფიცირება ნატოში გაწევრიანების საკითხზე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის გადაწყვეტილებას 184-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 7 წინააღმდეგი იყო. შეგახსენებთ, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთის ნატოში გაწევრიანების ბედი მხოლოდ თურქეთის ხელშია. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი დადებითად უყურებს ფინეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანების შესახებ, თუმცა მხარს არ უჭერს შვედეთის განაცხადს. ”ჩვენ არ ...
ძალიან დაბეჯითებითი თხოვნაც და რჩევაც მექნება გაერო-ს წარმომადგენლობისთვის - ნუ ისპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით, - ასე ეხმიანება ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრი, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკულ შეფასებას „უცხოური აგენტების“კანონპროექტზე. სუბარი თვლის, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, შეუძლებელია ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. "შეუძლებელია, რომ ის, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის. ეს წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია, რომლითაც ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არ უნდა მოგვიდგნენ. იმედია, გაეროს წარმომა...
საქართველოს ხელისუფლება ნეიტრალურ პოზიციას იკავებს რუსეთის მიმართ და აქტიურად ეწინააღმდეგება უკრაინული ხელისუფლების მცდელობებს, რომ აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა. როგორც შამბამ სოხუმში, კონფერენციაზე, სახელწოდებით "სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მსოფლიო და რეგიონული პოლიტიკის ფაქტორი" სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის მიღმა არა "რუსეთის სიყვარული" ან "აფხაზეთთან ურთიერთობის დალაგების სურვილი", არამედ პრაგმატული ნაბიჯები დგას. "ჩვენ ახლა ძალიან ვართ დამოკიდებულებ...
პარტია საქართველოსთვის" პარლამენტში "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ" კანონპროექტს აინიცირებს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიზანი ქვეყანაში რუსეთის ფარული გავლენების წყაროების, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისა და მათი განმახორციელებელი პირების გამოვლენა იქნება. "პარტია "საქართველოსთვის" ვაინიცირებთ კანონის პროექტს "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ", რომლის მიზანია, ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები...
ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ეს უნდა გაკეთდეს არა ელჩებთან კომუნიკაციით, არამედ უნდა გავიდნენ პირდაპირ ქუჩაში და დადგნენ პარლამენტთან და საკითხის გარშემო დასვან კითხვის ნიშნები. "ჩემი აზრით, იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძაბოს და პირველი ნაბიჯები გადაიდგას, ოპოზიციად ვისაც მიაჩნია თავი, უნდა დატოვოს ეს ცრუ პარლამენტი და ეს გააკეთოს არა ელჩებთან კონსულტაციით, არამედ ქუჩაში გავიდეს, პარლამენტთან დადგეს, კითხვის ნიშანი დასვას და ვნახოთ რამდენი მ...
არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონ ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები შეშფოთებულია ინფორმაციით, რომ ჩინეთი განიხილავს მისი ზოგიერთი კომპანიის არალეტალური მხარდაჭერიდან უკრაინაში რუსეთი სამხედრო ძალისხმევის დე ფაქტო ლეტალურ მატერიალურ მხარდაჭერაზე გადასვლას. „არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ყ...
ცდილობენ, საზოგადოების ნაწილი და საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე, ეს არის მათი სამარცხვინო ილუსტრაცია, - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმდჯომარე, გიგა ბოკერია მამუკა მდინარაძის მიერ ფრიდონ ინჯიას მიერ გახმაურებულ ინიციატივაზე გაკეთებულ განცხადებას. მისივე თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ აღარავის უჩნდება კითხვები თუ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი, ყველა ნათლად დარწმუნდა რუსეთის ბრალეულობაში, თუმცა ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს გამოასწოროს ეს "შეცდომა" და დაუდასტუროს საზოგადოების ნაწილს, რომ ძველი მთავრობა, რადგან ის ქართველ ხალხს წარმოადგენდა, არის დამნაშავე ომში. &ldqu...
სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაში დასავლეთიც იყო ჩართული, ნებისმიერ კანონზე უარესია, თუნდაც ისეთ კატასტროფულზე, როგორიც აგენტების შესახებ რუსული კანონია, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ევროპელი სოციალისტების" ინიცირებულ 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების მოთხოვნას. მისივე თქმით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს ფიქრი, რომ ქართული ოცნება რამეს არ იკადრებს და არ იზავს, ისინი ყველაფერს იზამენ, იქამდე სანამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი არ ჩამოშორდება. "გუშინ ვწერდი, რომ ისტორიის გადაწერა რუსული Playbook-ის აუცილებელი ნაწილია. ასეთი ცვლილებები სასკოლო კურიკულუმებში და სახელმძღვა...
რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის და აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი ახლოვდება, ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მინიჭების საკითხი, მმართველი პარტია აქტიურდება, ზუსტად ისე, როგორც ეს ნიკა გვარამიას დაკავებით გააკეთეს, სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე. "რუსული ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს საბოტაჟს ევროპული მომავლისთვის. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი. საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსზე და შესაბამისად შემოიტანეს რუსული კანონი, ემსა...