მხოლოდ დასაწყისია, ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის საკითხს. მისივე თქმით, უკრაინა დიდიხანია აფიქსირებს რუსეთის სახმედრო დანაშაულებს, აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი, რომელსაც ბრალი მიუძღვის დანაშაულებზე უნდა იქნას პასუხისმგებელი. "ყველა დამნაშავე უნდა იყოს პასუხისმგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვების დეპორტაციაში მონაწილეობს უმაღლესი თანამდებობის პირი. ჩვენ დიდი ხანია ვაფიქსირებთ რუსეთის სამხედრო დანაშაულებს. მახინჯი დუეტის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია. ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება", - ...
მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება თავის მხრივ არის მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის, ვინაიდან ისინი უნდა მიხვნდნე, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ. "მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული და მკაფიოა. რუსები თავს იმართლებენ, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია რუსეთში არ ვრცელდება, ეს...
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ და ეს იქნება რუსეთისთვის სრული კატასტროფა. "თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი იყო, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოახდინა და 2016 წელს ამ შეთანხ...
მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მისივე თქმით, მოქალაქეებში აღელვების საფრთხე არ არსებობს იქამდე, სანამ უკრაინა რუსეთის წარმოებულ ომს უძლებს თავისი სიმამაცითა და თავისუფლების სიყვარულით. "მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს და ამგვარად იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების სიმამაცისთვის და თავისუფლების სიყვარულისთვის", - განაცხადა სანდუმ.
ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეს ამბობს: დასავლეთს ისტერიკა აქვს, - ასე გამოეხმაურა რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, ჰააგის სასამართლოს დოკუმენტები არ ვრცელდება რუსეთზე, აქედან გამომდინარე რუსეთის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიად მივიჩნევთ. "იანკებო, ხელები შორს პუტინისგან! ჰააგიდან გაჟღერებული სისულელე ერთ რამეს ამბობს: დასავლეთს ისტერიკა აქვს. ჰააგის უცხოპლანეტელების სასამართლო დოკუმენტები არ ვრცელდება რუსეთზე.რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე ნებისმიერ თავდასხმას ჩვენი ქვეყნის წინაა...
6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა და საჯაროდ ისაუბრა მის სამუშაო ადგილას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესაძლო დანაშაულებზე, - ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე პოლიციის ყოფილ თანამშრომელის, ნატალია ზარდიაშვილს საქმეს. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა და მოქალაქეების წინააღმდეგ სამართალდამცველები და სისტემა იყენებს ძალას, ამ დროს სასამართლო დაუპირისპირდა ახალგაზრდა 2 შვილიან ქალს, რომელიც მხოლოდ თავის უფლებამოვალეობას ასრულებდა. "6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომე...
სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს თუ როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმება უკვე 2 კვირაა ველოდებით, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მან მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც "ჩონჩხიღა" არის დარჩენილი და სიტუაციის სიმძიმიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა. "სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები] უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნ...
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერს გამოეხმაურა. იუკნევიჩიანეს თქმით, პირველი ნაბიჯები გადადგმულია, შემდეგი ნაბიჯი კი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა უნდა იყოს. "პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ომის დამნაშავეების დაუსჯელობა არ შეიძლება. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა", - წერს იუკნევიჩიენე. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა სა...
„ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას, რომელიც საერთოდ არ ეხება აწმყოს და დღევანდელ სიტუაციას, - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ თავმჯდომარე, დეპუტატი იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ საპროტესტო აქციას. მისივე თქმით, 9 აპრილის აქციას საქართველოს ისტორიაში სხვა დატვირთვა აქვს და "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ხალხს გაუჩინონ ალუზია ამ დღესთან დაკავშირებით. „9 აპრილის აქცია ამ ქვეყნის ისტორიაში სხვა ვინმეს ეკუთვნის. ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ აქცია. „ნაცები“ ცდილობენ, მოებღაუჭონ სხვის აქციას, რომელიც საერთოდ არ ეხება აწმყოს და დღევანდელ სიტუაციას. მათ უნდათ, ხალხს გაუჩინონ ალუზია ...
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერს გამოეხმაურა. ბაიდენი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამართლებულია, ვინაიდან ის საერთაშორისოდ აღიარებული დამნაშავეა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებების გამო. „ჩემი აზრით, ეს ორდერი გამართულებულია. აღსანიშნავია, რომ ის არაა საერთაშორისოდ აღიარებული, მათ შორის ჩვენ მიერ. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - განაცხადა ბაიდენმა. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა ...
არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც პუტინი უსაფრთხოდ არ იქნება, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პიოტრ ჰოფმანსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით, ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება ითანამშრომლოს სასამართლოსთან, აქედან გამომდინარე ისინი ვალდებულები არიან მიიღონ ვლადიმერ პუტინის დაკავების გადაწყვეტილება. „ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება", - განაცხადა პიოტრ ჰოფმანსკიმ. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის სა...
ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა საერთაშორისო მართლმსაჯულებაში მნიშვნლოვანი გადაწყვეტილებაა, რომელშიც რეალური პერსპექტივა იკვეთება. "გვაქვს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იმ საქმეში, რომელშიც რეალური პერსპექტივაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება", - განაცხადა ზელენსკიმ...
მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი გადაცემის გამო, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების მოპარვისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის "მართლმსაჯულების ბორბალი ტრიალებს, მივესალმები ICC-ის გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი გადაცემის გამო. საერთაშორისო დამნაშავეები პასუხს აგებენ ბავშვების მოპარვისთვის და სხვა საერთაშორისო დანაშაულებისთვის". შეგახსენებთ...
ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი ფაქტობრივად, ჩაკეტეს, გამოკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აღარ შეეძლება ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროსთან კონტაქტი, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი მსოფლიომ უკვე ოფიციალურად დამნაშავედ სცნო, აქედან გამომდინარე "ქართული ოცნების" წევრების, რომლებიც რუსულ პოლიტიკას ატარებენ მათი დღეები არის დათვლილი. „ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი, პუტინი ფაქტობრივად, ჩაკეტეს, გამოკეტეს მოსკოვში, რაც ნიშნავს იმას, რომ მ...
მერაბიშვილი თვითონ არ ჩანდა, ვინაიდან მისი, როგორც სადისტის, ავტორიტეტი სერიოზულად დამაზიანებელი იყო მისი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში გადაწყვიტა, რომ ნაბიჯები, ასპარეზზე გამოსვლაა საჭირო, ვინაიდან ვერც მელიამ და ვერც ხაბეიშვილმა ვერ გაამართლეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მერაბიშვილმა მოახერხა ქართულ ისტორიაში ახალი სიტყვის თქმა, თუ როგორი სადიზმი უნდა გამოიჩინო ადამიანების მიმართ, რომ შენი პოლიტიკური მოსაზრებები დაამკვიდრო და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. „მერაბიშვილი თვითონ არ ჩანდა, ვინაიდან მისი, როგორც სადისტის, ავტორიტეტი სერიოზულად დამაზიანებელი იყო მისი პოლიტიკური გუნდისთვის, მაგრამ ბოლო პერიოდ...
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის საკითხს გამოეხმაურა. რუსეთის ფედერაციისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აქვს მნიშვნელობა, - ამის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის საკითხს. "რუსეთის ფედერაციისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით”, - განაცხადა ზახაროვამ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლო თავადვე ავრცელებს. ვლადიმერ პუტინთან ერთად ასევე ორდერი გაიცა, ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებაც. "სასამართლოს წინასწარი საქმის მოსამართლეების შეფასებით, არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში", - წერს სასამართლო.
„ნაცმოძრაობისთვის“ ფაშისტური მიდგომები ახალი არ არის, ხოლო ხელისუფლებაში ყოფნისას ისინი ბულინგსა და მუქარას პირდაპირ აღასრულებდნენ, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ხელმოცარული აღმოჩნდა პოლიტიკაშიც, საქართველოს პარლამენტშიც და საზოგადოებასთანაც, რომელთანაც კანონის გაწვევის შემდეგაც რევოლუციური სცენარის გაგრძელება სცადეს. „ვნახეთ ის ცნობილი 9 წელი - ამ ე.წ. პოლიტიკურმა ძალამ თუ რა დღეში ჩააგდო საზოგადოება. რეალობა ის არის, რომ, სამწუხაროდ, არც ახლა შეიცვალეს ბუნება, პირიქით, უფრო გაამძაფრეს. ამ ყველაფერს ერთადერთი ის შველის, რომ ისინი აღარ...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის შანტაჟი ენერგომომარაგების შემცირებით და მისმა შანტაჟმა არ გაამართლა, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროსთან მდებარე გაზის Troll A პლატფორმაზე ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, პუტინის გეგმა ჩავარდა და მცდელობა, რომ ევროკავშირი დაეჩოქებინა ვერ შეძლო და პირიქით, ევროკავშირი მეტ ენერგიას მიიღებს ისეთი მოკავშირეებისგან, როგორებიც არიან ნორვეგია და აშშ. "ასე რომ, თუ პრეზიდენტი პუტინი გეგმავდა ჩვენს დაჩოქებას, მან ზუსტად საპირისპიროს მიაღწია. დღეს ჩვენ უფრო ძლიერები და დამოუკიდებლები ვართ, ვიდრე ოდესმე", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა სამხედრო დახმარების უკრაინელი სამხედროებისთვის გადაცემის გადაწყვეტილების გამო. ზელენსკის თქმით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებები მუშაობს და დასძინა, რომ სიამოვნებით გააგრძელებს კომუნიკაციას სლოვაკეთის მთავრობის მეთაურთან კიევში. შეგახსენებთ, დღეს, 17 მარტს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერსმა განაცხადა თანხმობა, MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადასაცემად. გარდა ამისა უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამაც განაც...