მუმლაძე - ჩემი სოფლის შესასვლელთ...

ამ წამს დაგვხვდა 4 ნიღბიანი ჩემი სოფლის შესასვლელთან, ამ მანქანით !, -  ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი მუმლაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს და ავტომანქანის ფოტოს ავრცელებს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. აღსანიშნავია, რომ გიორგი მუმლაძე საკუთარ სახლთან თავს გუშინაც დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცნობისთვის, გუშინ ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ “გირჩი - მეტი თავისუფლების” წევრ ბორის ჩელე ყურუასა და პარტია “ახალის” წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს.

პაპუაშვილი - შინაგან საქმეთა სამ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლიცია ყოველ ჯერზე უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ. „ვერაფერს ვიტყვი შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რადგან ჩვენ ვართ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელია და არ არის მითითებებზე დამოკიდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციების დროს სანიმუშოდ იქცეოდნენ, მათ შორის აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების დაცვის მხრივ, საუკეთესო სტანდარტებით. შინაგან საქმეთა მინისტრმა...

ფიშერი - ძალადობა და დაშინება მი...

ძალადობა და დაშინება, მათ შორის, გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ, მიუღებელია, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც ფიშერი აღნიშნავს, დემოკრატია მოითხოვს არაძალადობას. "ძალადობა და დაშინება, მათ შორის, გერმანული ორგანიზაციების თანამშრომლების მიმართ, მიუღებელია. კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს. დემოკრატია მოითხოვს არა ძალადობას", - წერს ფიშერი X-ზე.

ჯაფარიძე - მეორედ ჩამისაფრდნენ დ...

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს კვლავ ჩაუსაფრდნენ. როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მან იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა. "მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით. "გირჩი ტვ"-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ, ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე, პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა, ეს "მერსედესი" ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში, ბევრი მოწმე იყო გარშემ...

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფის...

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.  ამის შესახებ ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი მედიისთვის კომენტარს გააკეთებს.

პრეზიდენტი - ახალგაზრდებსა და ბე...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, კობახიძის მიერ ახალგაზრდების ბერბიჭაშვილთან გაიგივება, "ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრს სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მისი მთავრობის საკუთარი ხალხისგან გაუცხოებას ადასტურებს". "ახალგაზრდებსა და ბერბიჭაშვილს შორის რაიმე ტოლობის ნიშნის დასმა, ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მისი მთავრობის საკუთარი ხალხისგან გ...

ლევან ხაბეიშვილი - კანცელარიაში ...

ჩვენი ინფორმაციით, დღეს კანცელარიაში დაბარებული ჰყავთ ბიზნესმენები, რომლებსაც ჯერ მხარდაჭერა არ გამოუხატავთ რუსული კანონისთვის. მივმართავ მათ - ნუ გაყიდით საქართველოს რამდენიმე დღის გამო, რადგან საქართველოს მომავალი არის ევროპაში, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და არც რუსული კანონი იქნება და არც ეს რუსული რეჟიმი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „ბიზნესმენებს მოსთხოვენ და დაავალებენ, რომ მათი ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, რომლებიც აქტიურად დადიან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, აღარ წავიდნენ". „პირველ რიგში, უპირობო მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო ყველ...

გიორგი გახარია - ბავშვებს ურეკავ...

ბავშვებს ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით - მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარია ხელისუფლებას აღნიშნული პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. "ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის ბავშვებს ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე,  კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.  მე ხომ ვიცი, რომ ოპერატიული მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელია! ვინ უზრუნველყოფს ამ ოპერატიულ მხარდაჭერას - თქვენც იცით.  გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ  ტრაგედია დატრიალებულა!" ...

კობახიძე - როცა ბერბიჭაშვილმა ჭა...

როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი, - ამის შესახებ ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს. როგორც კობახიძე აღნიშნავს, ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. „მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში", - აცხადებს პრემიერი.

პრემიერი - მაღალი ინტელექტის მქო...

კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას" მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი,- ამის შესახებ ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს მიმართავს. კობახიძის თქმით, სახელმწიფოსთვის „ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა". „რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას" მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა...

ირაკლი კობახიძე ღია წერილს აქვეყ...

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს. „ინტერექსპრესნიუსი" კობახიძის წერილს სრულად გთავაზობთ: „გამჭვირვალობის შესახებ კანონის" განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის" კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები" არიან. ესენია: „ნაცმ...

ზელენსკი - აუცილებლად იქნება ევრ...

ევროკავშირის გაფართოება უნდა გასცდეს იმ სახელმწიფოების ჩამონათვალს, რომლებსაც უკვე აქვთ კანდიდატის სტატუსი და ის უნდა მოიცავდეს ბელარუსსაც, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ შეასრულა ყველა პირობა, რომ ივნისში დამტკიცდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და მართლაც დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. „ჩვენ შევასრულეთ ყველა პირობა, რომ ივნისში დამტკიცდეს მოლაპარაკებების ჩარჩო და მართლაც დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც იმსახურებენ ევროკავ...

ევროკავშირის პრესსპიკერი - სამოქ...

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერი ნაბილა მასრალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. როგორც მასრალი აღნიშნავს, სამოქალაქო საზოგადოების მუქარა, დაშინება და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუღებელია. "საქართველო: მიუღებელია, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა. ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ამ ქმედებების გამოძიება", - წერს მასრალი X-ზე.

ჰერჩინსკი - იმედი გვაქვს, რომ ჯე...

ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.  ჰერჩინსკის თქმით, ევროპულმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და "იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და ეს არ იქცეს კანონად". "ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მოხდეს პროგრესი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადაინაცვლოს ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, მოლაპარაკებების დაწყება...

ოპოზიციის ერთობლივი განცხადება -...

ევროპის დღეს " ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ტერორი მოუწყო საკუთარ ხალხს, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა რუსთაველის თეატრის წინ გააკეთეს. პოლიტიკოსები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ 11 მაისს ევროპის მარშს შეუერთდნენ და "უარი უთხრან რუსეთის გეგმებს საქართვლოში". "გუშინ "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ევროპის დღის საწინააღმდეგო მოქმედებები განახორციელა. მან გამოუცხადა ტერორი საკუთარ მოქალაქეებს. გუშინ მან ცალსახად აჩვენა საზოგადოებას, რომ მას არ შეუძლია განსხვავებულ ადამიანებთან, განსხვავებულ პოლიტიკური ხედვის ადამიანებთან თანაარსებობა. უფრო მეტიც, ის გადასულია ტერორსა და ძალადობაზე და ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ შინაგან...

„ვეღარ ვხედავ ჩემს როლს - ევროპი...

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გოჩა ჯავახიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს. ჯავახიშვილის განცხადებით, ვეღარ ხედავს საკუთარ როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: "ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს". "ჩემი დუმილით გამოწვეული ეჭვი რომ გავფანტო საქართველოს ევროპულ მომავალზე ჩემს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ევროპის დღესასწაულზე სიტყვა-სიტყვით გავიმეორებ, რაც შარშან იმ რთულ დღეებში გულწრფელად ვთქვი და დღესაც აქტუალური მგონია: "ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები, არ გახლავთ არც მ...

კრამონი - საქართველოში დაშინების...

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სიძულვილის ენის შემცველ ბანერებთან დაკავშირებით "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ცუცქირიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც კრამონი სოციალურ ქსელში წერს, მეცნირების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინების აქტებმა "სრულიად ახალ დონეს მიაღწია". "ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც, რადგან საჯაროდ მოუწოდებს ინდივიდებზე ძალადობისკენ", - წერს კრამონი X-ზე.

ტოივო კლაარი - საით მიდიხარ, საქ...

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. კლაარი მცირე განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს. "დღეს მიზეზი გვაქვს საზეიმოდ, თუმცა გული მტკივა. ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს დაფუძნებული საერთო ღირებულებებსა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაზე, სადაც "ხალხის მტრების" სიებსა და ანონიმურ სატელეფონო ზარებს ადგილი არ აქვს. საით მიდიხარ, საქართველო? - წერს კლაარი X-ზე.

გვარამია - შიშის უფლება არ გვაქვ...

საქართველო უპირველეს ყოვლისა! ძირს უზურპატორი! - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. გვარამიას განცხადებით, ქართველი ხალხის პირისპირ "კანიბალური რუსეთი და მისი მარიონეტული პროვინციული დიქტატურაა". "ჩვენ უკან ჩვენი შვილები და ჩვენი სამშობლოა, ჩვენ პირისპირ - კანიბალური რუსეთი და მისი მარიონეტული პროვინციული დიქტატურა.  შიშის უფლება არ გვაქვს, ჩამოგვართვეს შვილებმა და დიდმა წინაპრებმა.  საქართველო უპირველეს ყოვლისა! ძირს უზურპატორი!" - წერს გვარამია "ფეისბუქის" გვერდზე.

ბოკუჩავა - საზოგადოებაში გაიზრდე...

რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით და ეს გარდაუვალია,- ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმას. ბოკუჩავას განცხადებით, "ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა". "გუშინ ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება თავს დაესხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე გუშინ, ასევე საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ გია ჯაფარიძეს, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტ...