ოკუპირებული აფხაზეთი - ინალ არძი...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს "პრესსამსახური" ინალ არძინბას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.  "აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას, სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ეხო კავკაზა" ავრცელებს. შეგახსენებთ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომის შესახებ ინფორმაციას აფხაზური საინფორმაციო პლატფორმები, რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტასი" და "ინტერფაქსი...

სიიარტო - საქართველომ შემოდგომაზ...

საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სიიარტო აღნიშნავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და "ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს". „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილე...

არჩილ თალაკვაძე - საქართველო კან...

საქართველოს სტატუსის გარეშე დატოვება იმ დროს, როდესაც რეგიონში ურთულესი ვითარება და უსაფრთხოების გამოწვევებია, არ იქნება სწორი და მართებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი ის, რასაც ევროპის და დასავლეთის სახელით აკეთებდა წინა ხელისუფლება რეალურად იყო ანტიევროპული და მხოლოდ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა. „ევროპა არის როდესაც ადამიანის უფლებები დაცულია. ევროპა არის როდესაც ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეპყრობა უსაფრთხოების საკითხებს და იცავს მშვიდობას. ევროპა არის, როდესაც ქვეყანა ხდება პროგნოზირებადი,...

კობახიძე - ჩვენთვის ეს იმპიჩმენტ...

ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას მთავრობის ნებართვით ახორციელებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა, შესაბამისად, მან კონსტიტუცია დაარღვია. "ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება. მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს... 100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლ...

ხაბეიშვილი - იმპიჩმენტის საკითხი...

იმპიჩმენტის საკითხი არ გვაინტერესებს და ამაში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებთ. ივანიშვილის „სამეფო კარის თამაშები“ ჩვენთვის საინტერესო არ არის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, იმპიჩმენტის საკითხი ივანიშვილის რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. „სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი არის მოგონილი ივანიშვილის და რუსული პარტიის. ვფიქრობთ, ორივე მხარე რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. ეს საკითხი არ აინტერესებს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, მათ აინტერესებთ შოვის ტრაგედიაზე პასუხი; რა ეშველებათ მევენახეებს, რომელთა მოსავალი დაისეტყვა; რა ეშველება თხილის ფასს; სოციალურ - ეკონომიკურ პრობ...

ერდოღანი - „მარცვლეულის შეთანხმე...

„მარცვლეულის შეთანხმებს“ აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინამ თავისი პოზიცია უნდა შეარბილოს, - ამის შესახებ სოჭში ვლადიმირ პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს, რომ რუსეთსა და უკრაინას პირდაპირი მოლაპარაკებები ჰქონდეთ. „უკრაინამ განსაკუთრებით უნდა შეარბილოს თავისი მიდგომები, რათა შესაძლებელი იყოს რუსეთთან ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ერდოღანმა.

პარლამენტში საშვის დაშვების დროს...

18 სექტემბრიდან პარლამენტში შესასვლელი საშვისა და შესვლის პირობებში ცვლილებები ამოქმედდება. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, რომ საშვის დაშვების დროს მიზნობრიობის მითითება სავალდებულო გახდება. "ეს არის განახლებული წესი, რომელიც მანამდეც არსებობდა. მისი მთავარი არსი არის როგორც პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების და სამუშაო გარემოს დაცვა, ასევე პარლამენტის სასახლეში შემოსვლის წესი, საშვის დაშვების წესი, ვიზიტორების შემოსვლა, ავტომანქანით შემოსვლა და ყველა ეს საკითხი, რომელიც მოწესრიგებული იყო, ერთ სისტემატიზირებულ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. ცვლილება ამოქმედდება 18 სექტემბრიდან. როგორც აქამდე, როგორც პ...

ვოლკერი - საქართველოს მთავარი პრ...

ვფიქრობ, საქართველოს მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, - ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა. როგორც ვოლკერი აღნიშნავს, საქართველოში ადამიანები საკუთარი პარტიების სახელით საუბრობენ, ყველა ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სურს, მაგრამ ამ საკითხზე ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. "ვფიქრობ, საქართველოს მთავარი პრობლემა არის პოლარიზაცია, ანუ ის, რომ ადამიანებს ერთად მუშაობა არ შეუძლიათ. თუ სიტუაციას გვერდიდან შეხედავ, დაინახავ, რომ საქართველოს აშკარა ინტერესებშია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც ქვეყანას უფრო წარმატებულად აქცევს და გაამდიდრებს. ასე მოხდა ევროპულ ქვეყნებში. საქართველოში კი ადამიანები საკუთარი პარტიების...

კარპენტერი - ჩვენ უნდა დავეხმარო...

ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა განაცხადა. მისივე თქმით, ქართველებმა 2008 წელს გადაიხადეს დიდი საფასური და იმსახურებენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას, რადგან "ისინი ისტორიულად, პოლიტიკურად და კულტურულად ევროპელები არიან". "ოქტომბერში გამოქვეყნებული იქნება ანგარიში და წლის წლის ბოლოს ევროკომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა. მომენტი, როდესაც წესით მთავრობა უნდა აორმაგებდეს ძალისხმევას და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ამ შესაძლებლობის ფანჯრით ისარ...

ჰოჯესი - ნამდვილად არ ჩანს, რომ ...

ნამდვილად არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია, - ამის შესახებ ამერიკელმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ-მა უფრო სტრატეგიულად უნდა იფიქროს, რომ საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასავლეთის ნაწილი გახდეს. "ნამდვილად არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც გასაკეთებელია. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაცია ისევე უნდა უნდოდეს, როგორც ქართველ ხალხს სურს და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ აშშ-მა უფრო სტრატეგიულად უნდა იფიქროს შავი ზღვის რეგიონზე, იმაზე, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკურად და პოლიტიკურად დასავლეთის ნაწილი", - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

პავილიონისი - საქართველო ევროინტ...

ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა, იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა.  მისივე თქმით, საქართველო ევროინტეგრაციის მხრივ ლიდერი იყო, დღეს კი ჩამორჩება და შესაძლოა, "საერთოდ გამოეთიშოს რბოლას". "ეს მხოლოდ ახლა არ მომხდარა. ჩემი აზრით, ყველა ნაბიჯი, რომელიც ამ მთავრობამ გადადგა იყო მიმართული ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად. ლიეტუვაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება იქცევა, როგორც გვიანდელი იანუკოვიჩი, როდესაც ცდილობს დასავლეთს დააბრალოს ყველაფერი, რაც ქვეყანა...

კრამონი - პრეზიდენტის იმპიჩმენტი...

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა. კრამონის თქმით, ბიძინა ივანიშვილი "კულისებიდან მართავს მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინსტიტუტებს". "პრეზიდენტის იმპიჩმენტის წამოწყება ახლა არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება გადატანილ იქნას რეალური პრობლემებიდან სხვა რამეზე. პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ გამართოს შეხვედრები ქართველი ხალხის სახელით და მოახდინოს საქართველოს ევროინტეგრაციის ლობირება დასავლეთში. ასე რომ, მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მოხდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტი.  ბიძინა ივანიშვილი არ ა...

ღარიბაშვილი - არც პრეზიდენტს, არ...

არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი არ გაუკეთებიათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მას სჯერა, რომ ევროპელ პარტნიორებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ საქართველოს დამსახურებული სტატუსი მიანიჭონ. "არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს, ოპოზიციას, არაფერი არ გაუკეთებიათ ბოლო 10 წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების" დამსახურება. ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრ...

კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლე...

ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს ისეთს ახალისებს, რაც ქვეყნის ინტერესებსა და მის მომავალს აზიანებს. „ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და დამაზიანებელია მისი მომავლისთვის; ახალისებს ძალადობას - გავიხსენოთ ფაქტები, როდესაც მაგალითად, პოლიციელს სცემდნენ, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილს“, ამ ყველაფერს ახალისებდნენ და გმირობად თვლიდნენ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის, ხელისუფლების წ...

იუკნევიჩიენე იმპიჩმენტზე - როგორ...

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე  "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. "დღევანდელი გადაწყვეტილება არ გამკვირვებია, რადგან სამწუხაროდ, ქართული ოცნება, საქართველოს მთავრობა მიყვება შეხედულებას, რომ ისე უნდა გაუმკლავდეს განსხვავებულ აზრს და ხალხს, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, როგორც ამას პუტინი აკეთებს. მათ მოსწონთ, პოლიტიკური ლანდშტაფტიდან დაუყოვნებლივ ამოიღონ ყველა, როგორც კი შეძლებენ. იგივე გაუკეთეს სააკაშვილს. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, დარჩეს მარტო, როგორც ეს პუტი...

მელია - რითი სჯობს დღეს ეს „ნაცი...

ვხედავთ როგორ ტოვებენ პარტიას მართლა ღირსეული, პრინციპული ადამიანები, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს პარტიაში... ოპოზიციონერი საქმოსნები კი, რომლებმაც ოპოზიციაში ყოფნა ბიზნესად იქციეს, ყველასა და ყველაფერს "გაურიგდნენ და შეურიგდნენ" და "ოცნების" ჩინოვნკინებისაგან ვერც ქონებით და ვერც ცხოვრების სტილით განასხვავებ, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე მოვლენებს. მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს თანამებრძოლების დევნაში ადანაშაულებს და პარალელებს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ავლებს. "გუშინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა იმედა კევლიშვილმა, თელავის საკრებულ...

როიტენი იმპიჩმენტზე - მმართველი ...

ევროპარლამენტარი ტეის როიტენი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გამოეხმაურა. როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია. "მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ერთდროულად სასაცილოცაა და სამწუხაროც. მთავრობა ადანაშაულებს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან სურს, იმუშაოს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რაც რეალურად, საქართველოს კონსტიტუციაში წერია", - წერს ევროპარლამენტარი. ცნობისთვის, 30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურა...

მიხაილ როტი - კანდიდატის სტატუსს...

"ქართული ოცნება" ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება, - ასე ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე. როგორც მიხაილ როტი აღნიშნავს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არა სალომე ზურაბიშვილი, არამედ, "ქართული ოცნება" ემუქრება. " "ქართული ოცნება"ემუქრება ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას. მე სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ემუქრება არა ის, არამედ "ქართული ოცნება", საქართველოს ორბანიზაცია + ეს იმპ...

გახარია - პარტია „საქართველოსთვი...

პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გახარია აღნიშნავს, იმპიჩმენტის პროცედურა არის გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. "ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამოდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს ...

პეტერ ფიშერი - ახლა მთავარი ამოც...

ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. როგორც ფიშერი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ისტორიული შესაძლებლობაა. „მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით თბილისში და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, რომ გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი ის არის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი, ლამაზი საქართველო და გულთბილი ქართველები. მეორეა, რომ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირი...