კობახიძე არასამთავრობოებზე - ყვე...

"ენჯეოებიც" ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი: უცხადებდნენ ევროკომისიას, რომ მხოლოდ ორი პუნქტი იყო შესრულებული; უცხადებდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ა.შ. ახლა უწევთ განსხვავებული მესიჯებით გამოსვლა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკომისიისთვის გაგზავნილი მიმართვის შეფასებისას განაცხადა. როგორც კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არასამთავრობოების მცდელობა, "ხელოვნურად გამიჯნონ ერთმანეთისგან ხალხი და ხელისუფლება, მათ ანტისახელმწიფოებრივ განწყობებზე მეტყველებს". მისივე თქმით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სტა...

კარგი იქნება, თუ შემდეგ პარლამენ...

კარგი იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" არ შემოვა პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, თუ "რადიკალური" ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ეს პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის "უკეთესი იქნება". "თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" დატოვებს პარლამენტს, ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც "ნაცმოძრაობა" კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად ...

უზრდელები უნდა მოვიკითხოთ პარტია...

უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან ქალ დეპუტატებს "იფარებენ". "განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ო...

ლუგელას ხეობის ტყის მასივში ხანძ...

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქრობის პროცესში, სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული.  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს.

დმანისის ყოფილი მერი დღევანდელ თ...

დმანისის ყოფილმა მერმა, გიორგი ტატუაშვილმა საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც ტატუაშვილმა აღნიშნა, მის მიმართ თავდასხმა 2021 წლის 21 სექტემბრის მოვლენების გაგრძელებაა და აღნიშნავს, რომ "ყველაფრის უკან იგივე ადამიანები დგანან". "გამოძიებას მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა მოვლენები განვითარდა. ეხლა დანარჩენი გამოძიების დასადგენია, კონკრეტულად პირები ვინ იყვნენ, ორგანიზატორი ვინ იყო. თუ არ დადგინდება, ამ ეტაპზე, ორგანიზატორი ვინ იყო, დადგება ქვეყანაში დრო, როდესაც დადგინდება ორგანიზატორი თავდასხმების, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ოდესმე ჩვენს ქვეყანაში ალბათ მალ...

კალაძე - ევროკავშირის წევრობის კ...

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით - ვიცით, რისთვის უნდოდათ ამ გადაწყვეტილების გამოყენება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.   კალაძის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით არის შესრულებული და ამასთანავე, შესრულებულია დამატებითი მოთხოვნები.  „საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. ისიც ვიცით, რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამ ყველაფრის გამოყენება, თუმცა ახლა აღარ დავუბრუნდები წარსულს. მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო და ყველაფერი ზედმიზევნითაა გაკეთებუ...

ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე - მოვ...

ირდაპირი ეთერიდან მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ "ავერსის" კლინიკიდან გაქქცეული სამ პატიმარის შესახებ საუბრისას  განაცხადა. ბრეგაძემ დაადასტურა ფაქტი, რომ სამი პატიმარი სამედიცინო დაწესებულებიდან ნამდვილად გაიქცა და აღნიშნა, რომ მეტ ინფორმაციას ოპერატიული ღონისძიებებიდან გამომდინარე ვერ გაავრცელებს. "გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პირო...

აქუბარდია - „ოცნებამ“ მოინდომა, ...

„ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა... ვაპირებ, ირაკლი ბერაიას სასამართლოში ვუჩივლო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.  აქუბარდიამ "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ირაკლი ბერაიას დაკავებული თანამდებობა დაატოვებინონ. :გაჩერებას არ ვაპირებ. „ქართულმა ოცნებამ“ მოინდომა, რომ ცალყბად გაკეთებული ბოდიშით ინციდენტი ამოეწურა. საქმე არ არის ჩემი ან სხვა ქალი დეპუტატების დისკრედიტაცია, არამედ მოცემულობაა, როცა ეს ყველაფერი გენდერული ნიშნით ხდება და არის დისკრიმინაციული. ფაქტი შეიცავს სექსუალური შევიწროების ნიშნებსაც. იურისტების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ, ერ...

ბრეგაძე სააკაშვილზე - როდესაც იქ...

მაშინ, როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც ბრეგაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, იუსტიციის სამინისტრო გადაწყვეტილებებს "ვიზუალის მიხედვით" არ იღებს. "ბატონი გვარამიას მხრიდან, რატომ არის ეს საკითხი აქტუალური, ამაზე საუბარი გამიჭირდება. ასევე, პრეზიდენტი რას იზამს, ამაზე საუბარიც ჩემთვის არ იქნება მარტივი, თუმცა მე მახსოვს ქალბატონი პრეზიდენტის სიტყვები - "არა და არასდროს"... ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა ვიზუალის მიხედვით, არამედ ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად. მაშინ, როდესაც იქნება ექიმ...

ღუდუშაური - წითლიძე უზრდელობით გ...

"ქართული ოცნების" დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის მიმართ მის მიერ გაკეთებული განცხადება "სექსისტური არ ყოფილა". როგორც ღუდუშაურმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, წითლიძე "უზრდელობით გამოირჩევა". "მე რა მაქვს საბოდიშო... ანა წითლიძე უზრდელობით გამოირჩევა, ჩვენ არ უნდა ავყვეთ მათ პროვოცირებას. არაფერი სექსისტური განცხადება არ ყოფილა აბსოლუტურად",- აცხადებს ღუდუშაური. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ანა წითლიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა გუშინ, 31 ოქტომბერს პარლამენტის პლენა...

აქუბარდია - მოვითხოვ, ბერაიამ თა...

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ - მე მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს თანაპარტიელთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც აქუბარდიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბერაია "თანამდებობას არ იმსახურებს". "ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგებზე გამოიყენოს და გამოიყენოს ეს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდე...

კობახიძე ოპოზიციონერ ქალ დეპუტატ...

რაც შეეხება "ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს არ აქვთ მორალური უფლება, ვინმეს გადადგომაზე ისაუბრონ. "ირაკლი ბერაიამ გააკეთა უკვე თავისი განცხადება და სინანული გამოხატა. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა. მე ასევე ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ეს ადამიანები, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები, მათ შორის, საუბრობენ მაგალითად, ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მე მინდა გითხრათ, რომ მათ ამის არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პ...

წითლიძე ბერაია-ღუდუშაურზე - ნორმ...

მცდელობა, მოახდინონ ქალი ოპოზიციონერების დისკრედიტაცია, არ გამოუვათ და უფრო პირიქით, უარესს მიიღებს ერთიც და მეორეც, პირადად ჩემგან,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ "ქართული ოცნების" დეპუტატებთან - ალუდა ღუდუშაურსა და ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ღუდუშაური და ბერაია, რომლებმაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, "საკანონმდებლო ორგანოში სხდომას" არ იმსახურებენ. "ალუდა ღუდუშაურზე არაფერს ვიტყვი იმიტომ, რომ არარაობა არის. ირაკლი ბერაიამ იკადრა ის, რაც იკადრა. მთელი ერთი დღეა, მაინც ველოდებ...

მოვითხოვ, ბერაია დაუყოვნებლივ გა...

მე მოვითხოვ - ირაკლი ბერაია - ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ბერაიას "ფარისევლური ბოდიში არაფერს ნიშნავს". "მე არ შემიძლია, რომ დღევანდელი დღე დაიწყოს ჩვეულებრივად, ისე, თითქოს, გუშინ არაფერი მომხდარა და ის ფარისევლური ბოდიში, რომელიც მოიხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, იყოს მიღებული. მე მოვითხოვ და მე ვფიქრობ, რომ ამაში ჩემი კოლეგებიც შემომიერთდებიან, რომ ბერაია, ადამიანი, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ქალ დეპუტატს, თ...

ღარიბაშვილი - ხელისუფლებამ ყველა...

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია.  ...

დარჩიაშვილი, ბერბოკის მიწვევით, ...

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხვალ, 2 ნოემბერს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში - Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession. "საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება. ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტრეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან და...

დავითაშვილი პეკინში გამართულ ფორ...

ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლისა და  პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება, ფარული შეხვედრა და  დიალოგი არავისთან გვქონია, - ასე ეხმაურება ვიცე პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი  2023 წლის 18 ოქტომბერს პეკინში გამართულ „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ფორუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს. ეკონომიკის მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მონაწილეობა ყოველ ასეთ ფორმატში ემსახურება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს - "რომ საქართველოს ინტერესები უკეთ იყოს წარმოჩენილი და საბოლოოდ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ხალხს". მისი შეფასებით, "დანარჩენი ყველაფერი არის სრული სპეკულაცია და ოპოზიც...

აქუბარდია - ირაკლი ბერაიას ცალყბ...

ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში არაფერში მჭირდება, მოვითხოვ, დატოვოს თანამდებობა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. აქუბარდიას თქმით, ირაკლი ბერაია არის კაცი რომელსაც ემოციების კონტროლი არ შეუძლია. "ირაკლი ბერაიას ცალყბა ბოდიში მე არაფერში მჭირდება. მე მოვითხოვ, რომ დატოვოს თანამდებობა იმიტომ, რომ ის არის კაცი, რომელსაც არ შეუძლია ემოციების კონტროლი და არ შეუძლია დაუკრეფავში გადასვლისგან თავის შეკავება", -  ამბობს თეონა აქუბარდია. შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა  ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს, ანი წითლიძეს...

კალაძე - მეც თუ მაქვს რაიმე არას...

ჩვენ შეიძლება სხვადასხვა დამოკიდებულება გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა, რაღაც ხაზები არ უნდა გადავლახოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.  ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ იყო  განსაკუთრებული აგრესია ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით, დედაქალაქის  მერმა უპასუხა,  რომ დაკონკრეტება არასწორია და შეურაცხმყოფელი განცხადებები იმ დეპუტატების მხრიდანაც საკმაოდ ხშირია.  „ასე ნუ დავაკონკრეტებთ, ძალიან ბევრი შემთხვევაა იმ ქალი დეპუტატების მხრიდან გასაკუთრებული აგრესიის და არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება გვინახავს მათი მხრიდან პიროვნული შეურაცხყოფების. ეს ა...

იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურა...

"შევაფასებთ და ანგარიშში ავსახავთ", - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს.  როგორც იოსელიანი აღნიშნავს, როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი მისთვის მიუღებელია. "ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად  სახალხო დამცველის  აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან  ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს  ღირსებას და მხოლოდ ქალთა &nbs...